რატომ არასოდეს გვყოფნის ფული?

ალბათ, დამეთანხმები, რომ ჩვენი ფინანსური თავისუფლება ჩვენს ჩვევებზეა დამოკიდებული. ამ პატარა პოსტში მინდა, შემოგთავაზო იმ ჩვევების მაგალითები, რომლებიც გვაშორებს, ან პირიქით, გვაახლოებს ფინანსურ თავისუფლებას.

1. სპონტანური ყიდვები.

არ ღირს მაღაზიაში მოუმზადებლად და გაუცნობიერებლად შესვლა [განსაკუთრებით, მანამ, სანამ შენი პერსონალური განვითარების დონე დაბალია], თორემ აუცილებლად გაგიჩნდება ცდუნება, შეიძინო რაღაც გაუგებარი ნივთი, რომელიც პირველი დანახვისას თითქოს მოგეწონება, მაგრამ შემდეგ აბსოლუტურად გამოუსადეგარი აღმოჩნდება. როგორც წესი, რაიმეს ყიდვისას ჩვენ ემოციები გვმართავენ… ეს ის შემთხვევაა, როცა საღი გონება სადღაც ქრება. ამასაც თავისი კონკრეტული მიზეზები აქვს… და თუ შენც გახასიათებს მსგავსი ცდუნებები, კარგი იქნება, თუ საყიდლებზე წასვლამდე, ჩამოწერ კონკრეტულ სიას და ისე წახვალ. ასევე, აუცილებელია, წაიღო იმდენი თანხა, რამდენიც შედგენილ სიაში შეტანილი პროდუქტების შესაძენად გეყოფა. ასეთ შემთხვევაში, თუ მოგინდება რაიმე გაუთვალისწინებელი და დაუგეგმავის შეძენა და არ გეყოფა ფული, შეგეძლება, მეორე დღემდე გადადო მისი შეძენა. მანამ კი კარგად დაფიქრდები და საბოლოოდ მიხვდები, მართლა გჭირდება ეს ნივთი, თუ კვლავ ემოციური შემოტევის მსხვერპლი გახდი.

2. დანაზოგის არ არსებობა.

ადამიანებს აშინებს სიტყვა დანაზოგი. ისინი ფიქრობენ, რომ რაღაც უნდა მოიკლონ, რაც ისედაც ცოტა აქვთ. იმას კი ვერ ხვდებიან, რომ ეს მდიდრული პარადიგმაა და ისინი ამ დანაზოგით საკუთარ თავს უხდიან. რა თქმა უნდა, აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ ყველაფერში შეზღუდო საკუთარი თავი, დაზოგო ყველაფერზე და მთელი ფული მუთაქაში ჩურთო… რა თქმა უნდა, არა — არ არის საჭირო უკიდურესობებში გადავარდნა, მაგრამ უნდა გახსოვდეს, რომ ჩვენი ცხოვრება არაპროგნოზირებადია, ამიტომ აჯობებს, დავზოგოთ, რათა ყოველთვის გვქონდეს გარკვეული რეზერვი. სიმდიდრე ის კი არ არის, რასაც ჩვენ გამოვიმუშავებთ, არამედ ის, რაც გვრჩება იქედან, რასაც გამოვიმუშავებთ.

3. მუდმივი წუწუნი.

თუ მუდმივად იწუწუნებ ფულის უკმარისობაზე და ჩათვლი, რომ ყველა და ყველაფერი შენს წინააღმდეგაა, შენი გამდიდრების შანსი ფაქტიურად, ნულს გაუტოლდება. ჩვენ ვიზიდავთ იმას, რაზეც ვფიქრობთ უმეტესი დროის განმავლობაში. საჭიროა, მოიშორო ნეგატიური აზრები და დაიტოვო ეფექტური გეგმა, რომელიც დაგეხმარება ფულის გამომუშავებაში.

4. ხარჯების უკონტროლობა.

ადამიანების უმრავლესობა არ აკონტროლებს საკუთარ ხარჯებს. მათ ავიწყდებათ, რომ ფული აქვთ მისაცემი, ან ასაღები [ეს უკანასკნელი ნაკლებად], ამიტომ მათ არ აქვთ ნათელი წარმოდგენა იმისა, თუ როგორია მათი ფინანსური მდგომარეობა. მათთვის რთულია დიდი შესყიდვების დაგეგმვა… თუ გაუაზრებლად დავიწყებთ ფულის იქეთ-აქეთ ფრიალს, ადრე თუ გვიან ის გათავდება, რადგან ფულს აკურატული მოპყრობა უყვარს.

5. ფული და მეგობრები.

ხშირად ჩვენ მეგობრებისგან ვსესხულობთ ფულს… და ეს ხანდახან ძალიან გვეხმარება. არც აქ ღირს უკიდურესობაში გადავარდნა… არ ღირს ზედმეტი სიამაყის გამო უარი თქვა დროულ დახმარებაზე… მაგრამ იმავე დროს, მეგობრობის ფაქტორის ბოროტად გამოყენებაც არ შეიძლება. ფულის მთავარი კანონი აცხადებს — აუცილებლად დააბრუნე ვალი! თანაც დააბრუნე თავის დროზე. ხშირად, ფულის ფაქტორი ყველაზე მყარ მეგობრობასაც კი ანგრევს. არასოდეს მისცე ფულს შენსა და შენი საყვარელი ადამიანების შუაში ჩადგომის უფლება.

6. აქციები

ძალიან ხშირად, დიდი მაღაზიები სერიოზულ აქციებს აწყობენ. ყოველთვის გახსოვდეს, რომ ასეთ დროს მაღაზიები „ჩაწოლილ“ საქონელს გვთავაზობენ, რომლებიც ხშირად ძალიან ცუდი ხარისხისაა. არ ღირს ამ აბების გადაყლაპვა. აჯობებს, ჰკითხო საკუთარ თავს — მართლა ასე მჭირდება ეს ნივთი? თავიდან, გონებაში გაათამაშე შენაძენის ყველა შესაძლო პლუსი და მინუსი. თუ მართლაც ასეთი აუცილებელია ამ შენაძენის გაკეთება, ყოველთვის შეძლებ მაღაზიაში დაბრუნებას და მის შეძენას.

P.S. ბოლოს, მინდა, დავამატო, რომ სიმდიდრე არ არის ბედნიერების გარანტი. ძალიან ბევრმა ადამიანმა მიაღწია მატერიალურ სიმდიდრეს, მაგრამ ცოტას თუ მოუტანა ყოველივე ამან სულიერი სიმშვიდე. ფული და სიმდიდრე — ბოროტება არ არის, მაგრამ მათი თვითმიზნად ქცევა სასტიკი შეცდომაა. ფული მხოლოდ საშუალებაა, რომელსაც შეუძლია, დაგეხმაროს შენი ჭეშმარიტი მიზნების რეალიზებაში. ფული შეიძლება გახდეს ბოროტება მათთვის, ვისაც სურვილი აქვს, მოიხვეჭოს ის ნებისმიერ ფასად.

გახსოვდეს: არსებობს კანონები, რომელთა თანახმადაც ფული შემოდის შენთან. მათი შესწავლით, შენ შეძლებ ფულის მართვას.

თუ საინტერესოა შენთვის ფულის თემა და გსურს მეტი შეიტყო მის შესახებ, გადადი ამ ბმულზე და შემოგვიერთდი უფასო ვებინარზე, რომელიც 17 სექტემბერს, 22:00 სთ-ზე გაიმართება >> "5 იოლი ნაბიჯი ფინანსური თავისუფლებისაკენ, კრედიტების გარეშე".

შენი პროფესიონალიზმისა და შემოსავლების ზრდისათვის: GT 


Tags:

Leave a Reply