როგორ ჩავატაროთ ეფექტური პრეზენტაცია?

"ორატორმა თემა უნდა ამოწუროს და არა მსმენელთა მოთმინება!" © უინსტონ ჩერჩილი

სამწუხაროდ დღეს, საჯარო გამოსვლები ნამდვილად ერთ-ერთ უსუსტეს რგოლს წარმოადგენს ქართულ რეალობაში. მინდა ცალსახად აღვნიშნო, რომ ეს სიტყვები თითქმის ყველა სფეროს ეხება, სადაც ორატორული ხელოვნების ფლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და სავალდებულოა. მე ვფიქრობ, რომ სირცხვილია, როცა ოცდამეერთე საუკუნეში პოლიტიკოსები და ბიზნესმენები, ადამიანების ნაცვლად  ფურცლებს და სუფლიორებს ელაპარაკებიან.

რამდენიმე დღის წინ, ჩვენი ბლოგის ერთ-ერთმა ერთგულმა მკითხველმა მომწერა და მთხოვა: "იქნებ საჯარო გამოსვლების შესახებ რაიმე სტატია შემოგვთავაზოთო".

ჰო და, იქედან გამომდინარე, რომ შენს მონა-მორჩილს პრაქტიკული გამოცდილება გააჩნია ამ საკითხში, კერძოდ: გავლილი მაქვს მსოფლიო დონის ექსპერტების ფილიპ ჰესკეტის 10 დღიანი კურსი: "Influence and Persuasion"  და ჯონ პოლ რაშბის 7 დღიანი კურსი: "Presentation Skills"; ვარ სერთიფიცირებული პრეზენტატორი და ჩატარებული მაქვს რამდენიმე ათეული ცოცხალი პრეზენტაცია. ასევე, ამ 4 წლის განმავლობაში, ჩატარებული მაქვს 100-ზე მეტი ცოცხალი ტრენინგი და რამდენიმე ასეული ონლაინ სემინარი [ვებინარი]. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, რომ შენთვისაც გამეზიარებინა ჩემი გამოცდილება.

დღეს შემოგთავაზებ ცოცხალი პრეზენტაციის აგებულებას, რომლის მიხედვითაც თავად ვმუშაობ და მინდა გითხრა, რომ ის ძალზედ ეფექტურია.

პროფესიონალური პრეზენტაციის აგებულება [ჩონჩხი]

პრველ რიგში, რამდენიმე აუცილებელი რჩევა:

1. აუცილებელი შეკითხვა საკუთარ თავთან: "რა არის ჩემი მიზანი?" ე.ი. რა მინდა მივიღო ამ პრეზენტაციისგან? [საბოლოო შედეგი — ადამიანების რეაქცია — კონკრეტული მოქმედება — საბოლოო გადაწყვეტილება და ა.შ.] ჩაიწერე მიზანი!!! სწორედ ამ კითხვას ეფუძნება წარმატებული პრეზენტაცია.

2. მეორე შეკითხვა საკუთარ თავთან: "ვინ არის ჩემი აუდიტორია?"ე.ი. სეგმენტაცია [რამდენი კაცია — ასაკი და რამდენი ქალია — ასაკი] მიახლოებით მაინც.

— რა საჭიროა? 

  • ქალის ემოციონალური კოეფიციენტი გაცილებით უფრო მაღალია ვიდრე მამაკაცის. ე.ი. ქალები ემოციურ ისტორიებს და ხუმრობებს უფრო კარგად იღებენ, ვიდრე მამაკაცები;
  • მამაკაცები უფრო ჩაკეტილები არიან და შეიძლება პოზიტიურ, სასაცილო სიტუაციაში ძალითაც კი შეიკავონ თავი. მათ აინტერესებთ უფრო მყარი არგუმენტები, ფაქტები და მტკიცებულებები [სტატისტიკა];
  • თუ აუდიტორია შერეულია, რაც უმეტეს შემთხვევაში ასეც იქნება, ორატორს მოუწევს იმპროვიზირება და ორივე კატეგორიაზე მორგება.

3. თუ აუდიტორია ნაცნობებისაგან შედგება, ეს შეიძლება უფრო რთული ამოცანა გახდეს, ვიდრე ის, რომ მსმენელი ყოფილიყო უცხო.

  • ახლობელი ძნელად აღიქვავს შენი პროფილის შეცვლას [ბიზნესმენობას] და ნაკლებად სერიოზულად მიაქვს გულთან შენი ნათქვამი. ამიტომ, აქაც სერიოზული დაფიქრება გმართებს და გარკვეული "ანტიდოტის" მოძებნა.
  • უცხოებს რაც შეეხება, გახსოვდეს რომ: "პირველ შთაბეჭდილებას მეორედ ვეღარასოდეს მოახდენ", ამიტომ პირველივე შეხვედრაზე გარკვეული ფურორი უნდა მოახდინო. აქ გასათვალისწინებელია თითოეული დეტალი. ყველაფერი კი შენი ჩაცმულობით იწყება. არ დაგავიწყდეს ესთეტიურობა [სისუფთავე, მოწესრიგებულობა], მეტყველება [თვითდაჯერებულობა, სითამამე, ხმის ტემბრი, ენთუზიაზმი — ნაპერწკალი თვალებში].
  • გამოსვლის დროს მუცლით [დიაფრაგმით] ისუნთქე.
  • იყავი მომენტში "აქ და ამჟამად";
  • იყავი მხრებში გაშლილი და მოქნილი.
  • დარბაზთან დაამყარე მზერითი კონტაქტი [იყავი ყველასთან და არავისთან].

SEX & PRESENTATION???

აუდიტორია აღიქვი როგორც ქალი. სულ რომ მამაკაცებისაგან შედგებოდეს, მაინ ისე აღიქვი, როგორც ერთი ქალი, რომელსაც ეარშიყები და უნდა "შეაბა" cheeky. [ეს არის პროფესიონალური მიდგომა].

თვითონ პრეზენტაცია [საერთოდ აუდიტორიასთან მუშაობა] არის როგორც სექსი და ის სამ ნაწილად იყოფა:

1. შესავალი [პრელუდია] ემოცია 20%: უმჯობესია, გამოიყენო რაიმე შთამაგონებელი ისტორია;

2. მთავარი პრეზენტაცია [პროცესი, აქტი] აქ მიდის 60%;

3. დასრულება [ორგაზმი] 20%: რაიმე მამოტივირებელი ისტორია, "ექშენი", "wow ეფექტი", ვინმეს მაგალითი და ა.შ.

შემდეგ აუდიტორიის შექება [კომპლიმენტებით შემკობა] მადლობის გადახდა…

და ყველაზე მთავარი — აი რა შეცდომას უშვებს ადამიანების 99% — ისინი მომენტალურად ასრულებენ პრეზენტაციას, არადა სწორედ ამ დროს არის აუცილებელი მოწოდება მოქმედებისკენ. შენ თუ არ ეტყვი რა გააკეთონ, ჩათვალე რომ თვითონ არაფერს გააკეთებენ, იმიტომ რომ ადამიანი, [თან მითუმეტეს დღეს] ძალიან გაფანტული და ინერტულია. მოკლედ, თუ არ «მოითხოვ» კონკრეტულ, გადამწყვეტ მოქმედებას მათგან [ოღონდ ჯენტლმენურად და დიპლომატიურად] ჩათვალე, რომ პრეზენტაცია ტყუილად ჩაატარე.

კითხვები: "აბა რას ფიქრობთ?" – "რა გადაწყვეტილება მიიღეთ?" – "როგორი იქნება ჩვენი შემდგომი მოქმედებები?" და ა.შ.

ეს იყო აგებულება. ახლა კი თვითონ პრეზენტაცია:

A. შესავალი [პრელუდია] ემოცია 20%: მოიფიქრე როგორ დაიწყო, რაიმე შესაფერისი ისტორია. მაგრად მუშაობს ისტორიის დაწყება შემდეგი სიტყვებით: "როდესც აქ მოვდიოდი…" [და ისტორია];

B. მთავარი პრეზენტაცია [პროცესი, აქტი] 60%: აქ უკვე დეტალურად უნდა იქნეს განხილული თავად გამოსვლის თემა, სტატისტიკა და სხვა მნიშვნელოვანი მომენტები.

C. და ბოლოს დასრულება [ორგაზმი] 20%: აქაც რაიმე მამოტივირებელი და შთამაგონებელი ფინიში შეადგინე, როგორც ზემოთ აღწერაში ვისაუბრეთ და ეგ არის.

სრული პასუხისმგებლობით გეუბნები, რომ აქ მოყვანილი თითოეული პუნქტი, რა თქმა უნდა მათი ეფექტურად გამოყენების შემთხვევაში, ფეთქებად საშიშია! მას შეუძლია შენი ბიზნესი განვითარების ახალ, უსერიოზულეს დონეზე გაიყვანოს, ისევე როგორც შეუძლია აბსოლუტურად არარეალიზებული დარჩეს… მოკლედ ორივე შემთხვევაში ყველაფერი შენზეა დამოკიდებული.

"ადამიანი თუ აკეთებს რაიმე კარგს, ეს მისი არჩევანია, თუ აკეთებს რაიმე ცუდს, ესეც მისი არჩევანია და თუ საერთოდ არაფერს აკეთებს, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ესეც მისი არჩევანია!" © GT

P.S. შეისწავლე აქ მოცემული პრეზენტირების სპეციფიკა, დანერგე პრაქტიკაში და შენს ბიზნესს გეომეტრიული პროგრესიით ზრდის საშიშროება დაემუქრება! cheeky

P.P.S. თუ გაინტერესებს ორატორული ხელოვნების, მჭევრმეტყველებისა და საჯარო გამოსვლების თემა, მაშინ ძალიან ძვირფასი საჩუქარი მინდა გაგიკეთო, ეს არის ვიდეო-კურსი: >>>შენი ორატორული უნიკალურობა<<< გადადი ამ ბმულზე და მიიღე საჩუქარი.

პატივისცემით, სიყვარულითა და რწმენით GT


9 комментариев to “როგორ ჩავატაროთ ეფექტური პრეზენტაცია?”

  1. ქეთევან:

    საინტერესოა!

  2. დავითი:

    საინტერესო, ამომწურავი და სასარგებლო ინფორმაციაა..

  3. ნინო:

    გმადლობ, გიორგი, საინტერესო ინფორმაციისათვის!

  4. უჩა:

    მადლობა, მართლა ძალიან გამომადგება ეს ინფორმაცია !!!

  5. საინტერესო + სასარგებლო ინფოა, მაგრამ მოკლე და ზოგადი 🙂
    ჩემს ბლოგზე მთელი 6 პოსტი მაქვს დათმობილი საჯარო გამოსვლისთვის.

  6. ნონა:

    ძალიან აქტუალური თემაა! საქართველოში მართლაც დიდი დეფიციტია ორატორების. შეიძლება ითქვას ორატორობა ისეთი ხელოვნებაა, რომელიც ზოგადად ცხოვრებაში ძალიან გამოსადეგია თითოეული ადამიანისათვის.

  7. მერი ბენდელიანი:

    *BRAVO* *BRAVO* ასევე ძალიან საინტერესო იქნება , თქვენგან გადმოცემული ,ორატორული
    ხელოვნება! წინასწარ დიდი მადლობა!

  8. თამარ დათაშვილი:

    უფრო ღრმად შევისწავლიდი ამ თემას.აგრეთვე საინტერესო იქნებოდა «ორატორული ხლოვნების შესწავლა! დიდი მადლობა!

  9. ელენე:

    ძალიან საინტერესოა მჭირდებოდა ძაან იქნებ ესეთ თემებზე ხშირად დაწეროთ

Leave a Reply