როგორ დავძლიოთ ადამიანებთან ურთიერთობის შიში? [პოსტი #4]

ეს რიგით მეოთხე პოსტია, ჩვენი რუბრიკიდან: "ურთიერთობების ვირტუოზი". ამიტომ, თუ არ გაცნობიხარ წინა ვიდეოებსა და პოსტებს, აუცილებლად გადადი ქვევით მოცემულ ბმულებზე და თანმიმდევრულად გაეცანი ყველას:
 

პოსტი #1 >>>
პოსტი #2 >>>
პოსტი #3 >>>
 
დღევანდელი პოსტით მინდა ორ შეკითხვას ვუპასუხო, რომლებიც ჩვენმა მკითხველებმა დამისვეს… პირველი შეკითხვა:

"მე მაქვს შემდეგი პრობლემა — არ ვიცი, როგორ დავიწყო ურთიერთობა უცნობ ადამიანებთან, რითი დავიწყო. იმათთანაც კი, ვისაც ვიცნობ, მიჭირს ურთიერთობა. ხშირად ადამიანებისთვის თვალებში შეხედვისაც მეშინია… როგორ მოვიქცე?"

და მეორე შეკითხვა: "რა იწვევს ამ შიშებს?"

ჩვენ იმიტომ არ ვიცით საუბრის დაწყება უცხო ადამიანებთან, რომ მათი უარყოფითი რეაქციის გვეშინია.

ჩვენ გვეშინია იმ პირველი რეაქციის, რომელიც ჩვენს თანამოსაუბრეს მასთან საუბრის დაწყებისას გაუჩნდება!

ეს შიში იმიტომ ჩნდება, რომ ჩვენ ვფიქრდებით იმაზე, თუ რას იფიქრებენ ადამიანები და ამას გადაჭარბებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ.

ჩვენ რომ არ ვფიქრობდეთ ამაზე, პრობლემაც არ იქნებოდა…

თავში მე ვთქვი, რომ ეს უარყოფითი რეაქციის შიშია… მაგრამ რატომ ვთვლით, რომ ეს რეაქცია უარყოფითი უნდა იყოს?

აი, აქ უკვე ავტომატურად გადავდივართ მეორე შეკითხვის პასუხზე.

რატომ და რის საფუძველზე ვასკვნით, რომ ადამიანები ნეგატიურად უნდა რეაგირებდნენ ჩვენზე?

აქ მთავარ მიზეზს ის წარმოადგენს, რომ ჩვენ თავადვე ვფიქრობთ საკუთარ თავზე ნეგატიურად. სწორედ ეს არის ერთადერთი და საკვანძო მიზეზი.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ რაღაც გვაკლია და გვგონია, რომ ყველა ამჩნევს ამას.

ჩვენ გვაქვს საკუთარი თავის იდენტიფიკაციის ერთგვარი კრებული, საზოგადოების მიერ ჩვენს აღქმასთან მიმართებაში… ანუ ეს არის ჩვენი "მე-კონცეფცია" — ის, რასაც ჩვენ საკუთარ თავზე ვფიქრობთ: როგორები ვართ, როგორია ჩვენი სოციალური მდგომარეობა, მიღწევები და ა.შ.

შენ შეიძლება სხვებზე ჭკვიანად თვლიდე თავს, მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში გრძნობდე, რომ რაღაც არ გაქვს მწყობრში, რომ არ იმსახურებ იმ ადამიანის ყურადღებას, ვისთანაც გინდა მისვლა და ა.შ.

და რა თქმა უნდა, თუ ამ რწმენა წარმოდგენებითა და ფიქრებით, მაინც გაბედავ და მიხვალ ადამიანთან, შენი სხეული აუცილებლად გაგყიდის და ადამიანებსაც შესაბამისი რეაქცია ექნებათ. იქმნება ჩაკეტილი, მოჯადოებული წრე…

როდესაც ადამიანთან გამოლაპარაკებისა და საუბრის დაწყების შიში გვაქვს, სინამდვილეში, ადამიანების რეაქციებში, ჩვენ გვეშინია, რომ ჩვენივე ფიქრების დასტურს მივიღებთ საკუთარი თავის შესახებ!

თვალებში ყურებასთან დაკავშირებითაც იგივე სიტუაციაა…

რატომ გვეშინია ადამიანებისთვის თვალებში ყურების?

იმიტომ, რომ ჩვენ მათი შეფასებითი მზერის გვეშინია… მზერაში შეიძლება დავაფიქსიროთ რეაქცია: "რეებს ბოდიალობს ეს მსუქანი იდიოტი", ან "ასეთი გაუნათლებლებიც რომ ხმას ამოიღებენ" და ა.შ.

ეს ყველაფერი არაცნობიერ დონეზე ხდება… და ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს მხოლოდ ჩვენი პროექციაა [შინაგანი ინტერპრეტაცია]…

ჩვენ არ ვიცით და არ შეგვიძლია ვიცოდეთ, სინამდვილეში რას ფიქრობს ადამიანი.

ყველაფერთან ერთად — მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ცუდს ვფიქრობთ საკუთარ თავზე, ასევე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სხვების მოსაზრება ჩვენს შესახებ…

შიშის მიზეზი = დამახინჯებული წარმოდგენა საკუთარი თავის შესახებ + სხვების აზრისთვის არაადეკვატური მნიშვნელობის მინეჭება

ეს რომ ასე არ იყოს, შენ უბრალოდ, იტყოდი: "ვისაც რა უნდა, ის იფიქროს!"

მაგრამ შენ ასე არ ამბობ…

დავალება

დღევანდელი სავარჯიშო სასარგებლო იქნება მათთვის, ვისაც ძალიან ეშინია და სცხვენია ადამიანებთან კონტაქტში შესვლის. მათთვის, ვისაც ადამიანისთვის თვალებში შეხედვაც კი უჭირს.

გარღვევა ყოველთვის რაღაცით იწყება, ჰოდა, მე გთავაზობ დაიწყო ტექნიკით: "ვინ პირველი".

დაიწყე უბრალოდ გამვლელებზე თვალებში ყურება… თვალებში უყურე ადამიანებს, რომლებთან ერთადაც ტრანსპორტით მგზავრობ… უყურე იქამდე, სანამ ის პირველი არ გაიხედავს…

მე არ გთავაზობ ვინმესთან კონფლიქტში შესვლას, უბრალოდ, გთავაზობ მორცხვად არ ხრიდე თავს, როდესაც ვიღაც თვალებში შემოგხედავს.

ჩახედე ადამიანს თვალებში და პარალელურად დააკვირდი შენს გრძნობებს და ხმებს, რომლებიც ამ მომენტში თავში გიჩნდება. დამიჯერე, ეს დაკვირვება ბევრს გეტყვის შენს შესახებ.

დაიწყე შინაგანი წინააღმდეგობის გადალახვა და შეიგრძენი, რომ არაფერი საშიში ამაში არ არის. თუ სიმართლე გაინტერესებს, მე სწორედ ამ ტექნიკით დავიწყე… მე ვისწავლე არ მეშინოდეს, როდესაც უცნობ ადამიანებს თვალებში ვუყურებ და ეს შესანიშნავია.

საჩუქარი

თუ ურთიერთობების თემა შენთვის მნიშვნელოვანია, მაშინ საჩუქარი, რომელსაც ამ ვიდეოდან მიიღებ, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნება შენთვის >>>

ესეც ბმული, რომელზეც ვიდეოში ვახსენე: http://inteleqtika.biz/webinar 

გადადი ბმულზე და გააფორმე ხელმოწერა… ამ შემთხვევაში, 28 ივლისს, შენს პირად მეილზე, გარანტირებულად მიიღებ წერილს, რომელშიც ვებინარის ოთახის ბმული იქნება. წერილს მიიღებ ვებინარის დაწყებამდე 1 საათით ადრე. ვებინარი დაიწყება — 22:00 სთ-ზე.

ყურადღება!

ერთი მნიშვნელოვანი დეტალის შესახებ მინდა, გაცნობო!

30 ივლისს, "ინტელექტიკა" იწყებს 14 დღიან, უნიკალურ ონლაინ კურსს [ჯგუფურ ქოუჩინგს]:

"ურთიერთობების ვირტუოზი"

როგორ მივიღოთ ადამიანებისგან ის, რაც გვინდა?

ორი კვირის განმავლობაში, ჩვენ ძალიან ღრმად ვიმუშავებთ საკუთარ თავზე. ეს იქნება ძალიან ძლიერი კურსი. კურსის დეტალურ პროგრამას რამდენიმე დღეში იხილავ, მაგრამ ახლა მინდა, კარგი ინფორმაცია გაგაცნო.

ბუნებრივია, 2 კვირიანი კურსი ვერ იქნება უფასო, მაგრამ გადავწყვიტე სტანდარტ პაკეტის ფასი, ძალზე ადეკვატური და ხელმისაწვდომი გამეხადა… კერძოდ – 280 ლარი. დიახ, დიახ – 14 დღიანი კურსი, სულ რაღაც 280 ლარად!

მაგრამ შენ შეგიძლია, აბსოლუტურად უფასოდ გაიარო ჩვენი 2 კვირიანი ჯგუფური ქოუჩინგი.

ცხადდება კონკურსი, რომლის პირობებიც უმარტივესი და უბანალურესია.

ანუ, შენ ყოველი ახალი პოსტის ქვეშ, კომენტარებში უნდა იაქტიურო, შეასრულო დავალებები და საკუთარი ვრცელი აზრი დააფიქსირო. 30 ივლისს, კურსის დაწყების წინ, მოხდება შერჩევა და რომელი მონაწილეც ყველაზე მონდომებული, ჩართული და კრეატიული იქნება, დასაჩუქრდება უფასო მონაწილეობით კურსში.

კიდევ ეთხელ ვიმეორებ – 30 ივლისამდე, ჩვენ ამ ბლოგზე შემოგთავაზებთ უნიკალურ პოსტებს და ვიდეო-გაკვეთილებს [როგორც წინამდებარე პოსტი], რათა მკითხველი მოემზადოს და კარგად განეწყოს კურსისთვის… და იმ მონაწილეს, რომელიც, კომენტარების მეშვეობით, ყველაზე აქტიურად ჩაერთვება განხილვაში, აბსოლუტურად უფასოდ გადავცემთ კურსის "ბილეთს".

ვფიქრობ, ღირსეული წინადადებაა… ასე, რომ – იაქტიურე.

საკონკურსო დავალება: გააკეთე ტექნიკა: "ვინ პირველი".

მაინც ვიმეორებ ბმულს, რომელიც დაგეხმარება უფასოდ მოხვდე, ჩვენი ფასიანი კურსის პირველ მოდულზე: http://inteleqtika.biz/webinar

შევხვდებით ხვალ.

სიყვარულით, მადლიერებითა და რწმენით: GT heart


Tags: , ,

7 комментариев to “როგორ დავძლიოთ ადამიანებთან ურთიერთობის შიში? [პოსტი #4]”

  1. შალვა:

    მეც სწორედ ამ ტექნიკით დავიწყე. . . 🙂 მეც ვისწავლე არ მეშინოდეს, როდესაც უცნობ ადამიანებს თვალებში ვუყურებ და ეს შესანიშნავია… მოკლედ აღფრთოვანებული ვარ გიორგი შენი პოსტებით და ვიდეოებით… დიდ სიხარულს ვგრძნობხოლმე და ემოციები მეძალება, თითქოს სადაცაა გავფრინდებიმეთქი. მეგონა მარტო მე გავიარე ეს გზა და ეხლა ეს პოსტი რომ წავიკითხე სიტყვებით ვერ გამოვხატავ ემოციებს. ძალან მაგარი შეგრძნებაა თანამოაზრეს რომ იპოვი, ვისაც შენნაირი გზა აქვს გავლილი. ზუსტად, სიტყვა სიტყვით დავიწყე ამ ტექნიკის გამოცდა ჯერ კიდევ მაშინ, სანამ ეგრედწოდებულ «საკუთარ ტრანსფორმაციას» დავიწყებდი. აქამდე ეს ამბავი თითქოს მივიწყებულიც კი მქონდა, მაგრამ ნათლად გამახსენდა ეხლა. როცა ნებისმიერ ურთიერთობაზეც კი საუბარი ზედმეტი იყო, როცა დეპრესიამდეც კი ვიყავი მისული ურთიერთობების არარსებობის გამო, სხეულმა ალბად თვითგადარჩენის პროგრამა ჩართო:) რაღაცნაირად მომინდა თვალებში დაჟინებული ყურება დამეწყო გოგოებისთვის, თან გავააანალიზე რომ საშიში არაფერი იყო და თუ მაინცდამაინც ვინმე საცემლად გამოიწევდა ვეტყოდი რომ ნაცნობს მივამსგავსე და მაგიტომ ვუყურებდი დაჟინებით 😀 ასეთი ხერხით ვეძებდი ასე სანატრელ ურთიერთობებს. დავიწყე პრაქტიკა მეტროში. ვარჩევდი ყველაზე შორს მდგარ გოგოს, თავიდან უმჯობესი იყო მეორე ვაგონში მყოფი რომ არ მოსულიყო და არ ეკითხა თუ რატომ ვუყურებდი 😀 . რათქმაუნდა თავიდან არ მიყურებდა, მე დაჟინებით ვუმზერდი, ველოდებოდი მომენტს რომ შემომხედავდა. სადღაც გაგონილი თუ წაკითხული მქონდა რომ ამ რდოს ადამიანი უხილავ მზერით ტალღებს აგზავნის და შესაბამისად ადრესატიც რეაგირებს ამაზე. წარმოვიდგენდი რომ რადიოსმაგვარ ტალღებს გამოვცემდი ტვინიდან მის მიმართულებით, მას სახეზე ეცემოდა და შემომხედავდა. ყოველთვის არ ამართლებდა ეს მეთოდი მაგრამ უმეტესად დავიჭერდიხოლმე მის მზერას. აღარ მახსოვს კონკრეტულად პირველად როდის ვქენი ასე, მაგრამ ნელნელა მივეჩვიე. თავიდან დამარცხებული გამოვდიოდიხოლმე თამაშიდან, ძალაუნებურად გვერძე მეხედებოდა. არ შევშინებულვარ, ვაგრძელებდი პრაქტიკას. ძალიან მალევე «დავამუღამე». ძალიან ბევრს მოვუგე:) მერე მანძილი შევამცირე, ჩემს ვაგონში მყოფებს ვეთამაშებოდი, ოღონდ ვინც სულ ბოლოში იდგა:) ძალიან ადვილი ყოფილა, ძალიან. საკუთარი თავის რწმენა მომეცა, მეტად თავდაჯერებული გავხდი. საკუთარ თავს გამოწვევას ვუკეთებდი და ყველაზე ლამაზს ავარჩევდიხოლმე, ისეთებსაც ვინც მეგობარ ბიჭებთან იყვნენხოლმე. მივხვდი რომ საშიში არაფერი არ ყოფილა. კვლავ შევამცირე მანძილი. შორიახლო მყოფებს «ვტანჯავდი» 😀 ალბად აქედან დაიწყო ჩემი ქვეცნობიერის ცვლილებები -«საშიში არაფერი არ ყოფილა». ბევრი დიდხანს შემომყვებოდახოლმე. ზოგი გაინაზებოდა და ზურგს მაქცევდნენ. ერთი ტექნიკა «დავამუღამე» — «გაშტერება» — თუ მინდოდა ძალიან დიდხანს გამეძლო მისი მზერისთვის თვალს გავაშტერებდი და სულ სხვა რამეზე ვფიქრობდი. ასე შემეძლო საათობით მეყურებინა. კიდევ ერთი ტექნიკა იყო «ღიმილი». ეს არის ამ თამაშის ჯოკერი ;).როცა გამიძალიანდებოდა ვინმე, უბრალო, ნაზ, თავდაჯერებულ ღიმილს გავუგზავნიდი და მაშინვე მნებდებოდა, მომენტალურად გვერძე იხედებოდნენ. კვლავ შევამოკლე მანძილი და ჩემგან ორ ნაბიჯში მდგარს ვუყურებდი, მერე ერთ ნაბიჯში მდგარს….. მერე მანძილს მნიშვნელობა არ ჰქონდა:) რატომღაც მომბეზრდა ეს თამაში, ლოგიკურ გაგრძელებას ვერ ვხედავდი. წარმოდგენაც კი არ მქონდა როგორ უნდა გაგრძელებულიყო ეს ყველაფერი, რა უნდა მომხდარიყო შემდეგ, რა უნდა მეთქვა მისთვის. მალევე მივივიწყე… და აი კარგა ხნის მერე გამოჩნდა მისი ლოგიკური გაგრძელება:) ჩემი «ტრანსფორმაცია».:) როდესაც საუბარიც შემეძლო ადამიანთან, ეს თამაში ძლიერი იარაღი აღმოჩნდა. ბევრგან დამეხმარა. ბევრი ურთიერთობის წამოწყების მიზეზი გახდა. წიგნებსაც კი მივაგენი «თვალით მზერაზე».ეს მართლაც პირველი ნაბიჯია ურთიერთობებისკენ… და ბოლოს, ერთ რჩევასაც მოგცემთ ამასთან დაკავშირებით: თუ თავიდან მაინც ძნელია ამ თამაშის წამოწყება თქვენთვის, გამოიყენეთ ეს ხრიკი: — პირდაპირ თვალებში ყურების ნაცვლად, უყურეთ შუბლის ქვემო ნაწილში, ცხვირზე ან სახის რომელიმე ნაწილში, ასეთ დროს მას ჩვეულებრივ ეგონება რომ თვალებში უყურებთ და ვერ მიხვდება სახის სხვა ნაწილში თუ უყურებთ 😉 😉 😉

  2. საინტერესოა ადამიანებთან კონტაქტში შესვლის და მათთან თავისუფალი ურთიერთობების წარმართვის პროცესი, როდესაც განვითარებული და გამთლიანებული პიროვნება ხარ ეს პროცესი დიდი თავგადასავალი, გამოცდილება და კაიფია, ხოლო როდესაც საკუთარი გონების მიერ შექმნილ „ჭაობში“ ხარ და უმზერ მას, ეს პროცესი მტანჯველი და არასასურველია. აქ ჩვენზეა დამოკიდებული ამ თემის გაცნობიერების შემდეგ თუ რომელ მხარეს ყოფნას გადავწყვეტთ: პირველში? თუ მეორეში — და შემდეგ აქეთ იქით ხელების შვერას დავიწყებთ, რომ სამყარო გვექცევა უსამართლოდ და გვრიყავს ჩვენ. ეს ჩვენი პირად დამოკიდებულებაზეა დამოკიდებული საკუთარი თავის მიმართ თუ როგორ მოვიქცევით.
    იყო დრო როდესაც მრცხვენოდა ადამიანებისთვის თვალებში ყურება და იმდენად დაკომპლექსბული ვიყავი, რომ მეგონა რატომღაც, რომ ყველა მე მიყურებდა და მაკრიტიკებდა ან დამცინოდა ჩემი ჩაცმისა და გარეგნობის გამო, მაგრამ ეს ღრმა ბავშვობაში იყო. შემდეგ მოვიდა ის მომენტი როდესაც დავიწყე ადამიანებზე დაკვირვება, თვალებში ყურება მათი შესწავლა მზერით.
    მე შემიძლია გავიხსენო ის გრძნობები და ხმები რომელიც პირველად უცხო ადამიანითვის თვალის გაშტერების დროს მიჩნდებოდა, თავიდან მთლიანი სხეულის წამოხურება, შემდეგ ჟრუანტელი მივლიდა ტანში, გულის ცემა მიჩქარდებოდა, შემდეგ ხმები თავში „რას იტყვის ეხლა ეს ჩემზე ასე რომ მივაშტერდი“ „სირცხვილია“ „მე მის ყურადღებას ვიქცევ გაჩერდი“ და ასე შემდეგ 🙂 შემდეგ ვაფასებდი მისი თვალით ჩემს თავს და ვპოულობდი იმ ნაკლებს რა ნაკლებიც შესაძლოა აღმოეჩინა მას ჩემში შემდეგ ვფიქრობდი თუ საბოლოოდ რა დასკვნა გააკეთა მან ჩემზე ცუდი თუ კარგი და შესაბამისად მეცვლებოდა შემდეგ ხასიათი მეც პასუხიდან გამომდინარე- მაშინ ძალიან სუსტი ვიყავი. მაგრამ ეს ჩემი გზის შემადგენელი ნაწილია, რომელი გზაც გრძელდება… პირადი ტრანსფორმაცია პირველი ელემენტარული ნაბიჯების გადადგმით იწყება. ამ შემთხვევაში პირდაპირ შიშზე წასვლით! შიში ჩვენს მიერ შექმნილი ილუზიაა.
    მე დღეს უკვე ეს ელემენტარული კომპლექსი აღარ მაწუხებს როგორიცაა ადამიანისთვის თვალებში მზერა, დღეს მე უკვე ვაკვირდები ადამიანებს ვუყურებ მათ თვალებში და უკვე ვამჩნევ, რომ უმეტესობას აქვთ ეს კომპლექსი, რაც მე წლების წინ მაწუხებდა, ადამიანები პერსონალურ განვითარებამდე ტყუპებივით გვანან ერთმანეთს. მიყვარს ადამიანებისთვის თვალებში ყურება ამით მე მათ ენერგიას შევიგრძნობ, გამოხედვაში ბევრი რამე იკვეთება, თვალები ბევრს საუბრობენ ადამიანზე, მის შინაგან სამყაროზე მის ხასიათზე, მის დამოკიდებულებაზე ცხოვრების მიმართ საკუთარი თავის მიმართ და ასე შემდეგ. ჩემთვის საინტერესო პროცესია ადამიანებთან ურთიერთობა და თუ ცნობიერი იქნება ადამიანი, მას შეუძლია ბევრი ღირებული გამოცდილება მიიღოს ადამიანებთან ყველანაირი ურთიერთობებისაგან.
    სიყვარულითა და მადლიერებით „თეთრი ყვავი“ <3

  3. მაიკო:

    გავაკეთე ეს ტექნიკა, შიშის დაძლევის და თვალებში ყურების ტექნიკა. თუმცა ადრეც შემიხედავს ადამიანებისთვის თვალებში, მაგრამ არა ესე. ეს არ იყო არც ჟინიანი მზერა და არც გამომწვევი და სხვებისთვის გამაღიზიანებელი. პირიქით, მე მათ სიყვარულით სავსე თვალებით ვუმზერდი და თან ვუღიმოდი. მოხდა საოცრება. სუყველა მათგანი გამომელაპარაკა დიდი სითბოთი და ასევე სიყვარულით სავსე თვალებით. მე ეს მზერა არ გამიკეთებია მხოლოდ მამაკაცებთან მიმართებაში. აბსოლიტურად ყველასთან მიმართებაში გავაკეთე და ცოტა მეუხერხულება ამის თქმა და მაწანწალა ძაღლსაც კი დავუწყე სიყვარულით მზერა და იცით რა მოხდა? მან მე სახლამდე მიმაცილა. 😀 *IN LOVE* %) ყოვლად დაუჯერებელია არა? ერთ მოხუცს როდესაც ასეთი თვალებით და სითბოთი ვუმზერდი, მან უცებ ღიმილიანი სახით მკითხა, ალბათ ვინმეში შეგეშალეთ არაო? — არათქო და ისევ გაუღიმე. მერე ვუთხარი რაც იმ წუთას მომაფიქრდა : რა ლამაზია ღვთის ქმნილება, რა ლამაზი ხართ თქვენთქო. ასეთი ლამაზი და სიყვარულით სავსე თვალები, ჯერ არსად მინახავს და მინდა რომ ცოტა ხანს კიდევ დავტკბე მისი ცქერითთქო. მას გაკვირვება დაეტყო სახეზე და გაოგნებული სახით შემომაშტერდა. მე შვილო უკვე მოხუცი ვარ და სადღა მაქვს სილამაზეო? მე კი ვუპასუხე: თქვენ რომ იცოდეთ რა ლამაზი ხართთქო, მაშინ თავად არ ილაპარაკებდით ასეთქო. მოხუცს თვალები აემღვრა, მაგრამ არ უტირია. ვგრძნობდი მის სულში რაც ხდებოდა. მასში სულ პატარა გოგონამ გაიღვიძა, ეშმაკუნა გამოხედვით და როცა წამოსასვლელად მოვემზადე, ფეხზე წამოდგა და დამემშვიდობა. ვგრძნობდი როგორ დიდხანს მომყვებოდა მისი თვალები. გზაზე კი ჩემი გამცილებელი მაწანწალა ვიპოვე, რომელმაც სიყვარულით მიმაცილა სახლამდე. *IN LOVE* =) *IN LOVE* %) *CRAZY* მშვენიერ განწყობაზე დავბრუნდი სახლში. *IN LOVE*

  4. იმხელა კომენტარებია არ ვიცი მე რა ვთქვა:)

  5. :))) სასიამოვნოდ გაოცებული ვარ რაღადაგიმალოთ :))) მადლობა ამ კომენტარისთვის…:)

  6. მე მარტო არ ვყოფილვარ:) მაიკო, მე მეშინია ასე გრძნობების გამოხატვის არადა იგივე მემართება ხოლმე…

  7. რა კარგია, ასეთი გუწრფელი ადამიანები რომ არსებობთ. მეც იგივეს გავაკეთებ! მადლობა!

Leave a Reply