როგორ დავამარცხოთ სიზარმაცე? ნაწილი I

მოგესალმები ჩვენო ერთგულო მეგობარო!

სიზარმაცე! ეს სენი ძალიან ბევრი ადამიანისთვის და სამწუხაროდ ქართველი ახალგაზრდობის უდიდესი ნაწილისთვის, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. თუ შენც გიქმნის ეს მავნე სენი სხვადასხვა სახის პრობლემებს, ესეიგი ეს პოსტი ზუსტად შენთვის დაიწერა. ხოლო, თუ პირადად შენ არ უჩივი სიზარმაცეს და ამ მხრივ ყველაფერი რიგზე გაქვს, პირველ რიგში გილოცავ, ხოლო შემდეგ კი გეტყვი: დარწმუნებული ვარ, რომ საახლობლოში უსათუოდ გეყოლება ისეთი ადამიანი (ადამიანები), ვისთვისაც აუცილებლად გამოგადგება ის პრაქტიკული რჩევები, რომელსაც ამ პოსტში წაიკითხავ.

ხშირად ხდება ხოლმე, რომ ძალიან გვინდა რამის გაკეთება (მაგ. საკუთარი ბიზნესის წამოწყება), მაგრამ რატომღაც ისე ხდება, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, როდესაც კონკრეტული მოქმედებების დასაწყებად საჭირო და აუცილებელი ნაბიჯის გადადგმის წინაშე დგება, ფსიქოლოგიურ ჩიხში ექცევა და შესაშური შემართებით იწყებს საკუთარი თავისა და წარმატების საბოტაჟს.

ამ პოსტში ჩვენ ვისწავლით, თუ როგორ ვაიძულოთ საკუთარ თავს ნაბიჯის გადადგმა მაშინაც კი, როდესაც ყველა მხრიდან სიზარმაცის მარწუხებში ვართ მოქცეული.

სიზარმაცესთან ბრძოლის მრავალი ხერხი არსებობს, მაგრამ ჩვენ დღეს ვისაუბრებთ მხოლოდ სამ მათგანზე. ეს არის სამი მრავალგზის შემოწმებული და აპრობირებული მეთოდი, რომლებიც მთელი 100%-ით მუშაობს.

ახლა კი, მოდი ერთად გადავდგათ ეს სამი ნაბიჯი, რათა ბეჭებზე დავდოთ და შემდეგ სამუდამოდ წელში გავტეხოთ ეს მავნე და პარაზიტი სენი, სახელწოდებით სიზარმაცე.

ნაბიჯი №1.

2 წუთი.

ეს ძალიან უბრალო და ამავდროულად ეფექტური მეთოდია. ხშირად ჩვენ გვეზარება ხოლმე მოცულობით დიდი საქმეების დაწყება, მაგ. ბლოგის შექმნა და წარმოება ან სწავლის დაწყება და ა.შ. მაგრამ საერთოდ არ გვეზარება რაიმე პატარის გაკეთება: თასმების შეკვრა, წყლის დალევა, ერთი ფურცლის წაკითხვა, ინტერნეტში "სერფინგი" და ა.შ.

 

მაშ ასე, ჩვენი მეთოდი ასეთია — შენ ეუბნები საკუთარ თავს: "მე დავიწყებ ამ (X) საქმის კეთებას და რაც არ უნდა მოხდეს 2 წუთის განმავლობაში არ მივანებებ თავს! ხოლო, თუ 2 წუთის შემდეგაც დამეზარება მისი კეთება, მომენტალურად დავანებებ თავს".

შემდეგ, იწყებ ამ საქმის კეთებას და შენი ამოცანაა, რომ 2 წუთი გაძლო. ამგვარად ჩვენ, დიდი საქმის პატარა საქმედ გადაქცევით — ვატყუებთ საკუთარ სიზარმაცეს.

ხოლო, შემდეგ კი მოქმედებაში მოდის ინერციის პრინციპი და ჩვენ უკვე შეჩერება გვეზარება 😉 . შედეგად, ჩვენ ვმუშაობთ არა 2 წუთი, არამედ 2, 3, 4 საათი და წამოწყებული საქმე მიგვყავს ლოგიკურ დასასრულამდე.

ნაბიჯი №2.

დეკლარაცია.

ესეც ძალიან უბრალო მეთოდია. იღებ კალამს და ფურცელს და წერ, რომ ვალდებულებას იღებ, წინასწარ განსაზღვრულ ვადაში გააკეთო, წინასწარ განსაზღვრული საქმე.

 

ტექსტი შეიძლება იყოს ასეთი:

"მე დავით დავითის_ძე დავითაშვილი, საკუთარ თავზე ვიღებ 100%-იან პასუხისმგებლობას, რომ რაც არ უნდა მოხდეს, 20.07.12-მდე შევქმნი საკუთარ ბლოგს".

დავით დავითაშვილი — 20.06.12

კალმისა და ფურცლის გონივრული გამოყენება ყოველთვის სასწაულებს ახდენს. უეცრად შენ საიდანღაც შენ გაგიჩნდება სურვილი, განწყობა და მოგეცემა ძალა, რათა განახორციელო ის, რისი პასუხისმგებლობაც აიღე საკუთარ თავზე.

ისე, რახან პასუხისმგებლობაზე ჩამოვარდა საუბარი, არ შემიძლია ერთი ჩემი პატარა დაკვირვების შესახებ არ გითხრა: "ყველაზე იოლად საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას, უპასუხისმგებლო ადამიანები იღებენ".  მათთვის ხომ უკვე სულ ერთია, ისინი ისედაც უპასუხისმგებლოები არიან და არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს იმას, თუ რას აიღებენ საკუთარ თავზე 😉

ასე, რომ ფრთხილად იყავი და დეკლარაციის ბოლოს ხელის მოწერა არ დაგავიწყდეს!!!

ნაბიჯი №3. 

ძალა ერთობაშია.

თუ მაგალითად ძალიან გინდა ვარჯიშის დაწყება მაგრამ გეზარება, შენ შეგიძლია შეუთანხმდე მეგობარს და მასთან ერთად დაიწყო ფიტნეს დარბაზში სიარული. სხვის წინაშე აღებული პასუხისმგებლობა ძალიან მაგრად მუშაობს.

აქ ძალიან მნიშვნელოვანია მეწყვილეს სწორად შერჩევა. არ გირჩევ "საქმეზე წასვლას" უდისციპლინო და უპასუხისმგებლო ადამიანთან ერთად, იმიტომ რომ ის მხოლოდ გაგიასმაგებს სიზარმაცეს და პრობლემების გარდა არაფერს მოგიტანს.

შეეცადე მოძებნო ისეთი მეწყვილე, რომელიც სტიმულს მოგცემს და დაგეხმარება მაღალი მწვერვალების დალაშქვრაში.

მაგალითად, შეჯიბრისთვის მზადების დროს, არნოლდ შვარცნეგერი ყოველთვის თავის მეგობართან, ფრანკო კოლომბოსთან ერთად ვარჯიშობდა.

ერთობით ყველანაირი საქმის გაკეთებაა შესაძლებელი, ასე რომ აუცილებლად ისარგებლე ამ ფასდაუდებელი ძალით. გახსოვდეს, რომ: "მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალია".

გისურვებ წარმატებულ გალაშქრებას და უპირობო გამარჯვებას სიზარმაცეზე!

P.S. ძალიან მადლიერი ვიქნები, თუ კომენტარებში გამოთქვამ საკუთარ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით. იქნებ შენც იცი რაიმე ისეთი მეთოდი, რომელიც ჩვენს მკითხველს გამოადგება?!

P.P.S. შენ უკვე სათაურზე შეატყობდი, რომ ეს პოსტი ამით არ სრულდება და უახლოეს დღეებში სიზარმაცესთან ბრძოლის მეორე ნაწილსაც იხილავ. ასე, რომ გაუზიარე შენს მეგობრებსაც, რათა მათაც ჩვენთან ერთად გაანადგურონ ეს პარაზიტი და მავნე სენი!!!

წინასწარ დიდი მადლობა!

სიყვარულით და რწმენით — გიორგი თვალაძე!

 


Tags: , , ,

28 комментариев to “როგორ დავამარცხოთ სიზარმაცე? ნაწილი I”

  1. NoXxX:

    ის დაუმარცხებელია =DDDDDD =)))))))))))))

  2. შესანიშნავია გიორგი! როგორც ყოველთვის ძალზე სასარგებლო, პრაკტიკული მაგალითებით გაჯერებული მორიგი საინტერესო პოსტი!

    პირველი მეთოდი არ გამომიცდია. აუცილებლად უნდა ვცადო, როგორც კი ვიგრძნობ სიზარმაცის «შემოტევას» 🙂 თუმცა უნდა გითხრა ამ ბოლო დროს მსგავსი რამ იშვიათად მემართება, იმიტომ რომ სულ უფრო ნაკლებად მიწევს ისეთი საქმის კეთება რაც არ მომწონს და არ მინდა. 🙂

    უღრმესი მადლობა! ინტერესით ველოდები გაგრძელებას.

  3. ნინი:

    მადლობა გიორგი მე ნამდვილად ვიცი ზარმაცი არა ვარ და არ მიყვარს ზარმაცები ისინი უპასუხისმგებლო ადამიანებად მიმაჩნია თუმცა ყველას შეუძლია დასძლიოს სიზარმაცე რაშიც თქვენი სავარჯიშოები ნამდვილად დაეხმარება

  4. კატო:

    მე ერთი რამ ვიცი: თუ გეზარება, ესე იგი იმას არ აკეთებ, რაც შენს გულს უნდა, რაშიც ნიჭიერი ხარ… იპოვე შენი გულის მოწოდება და დამიჯერე, აღარ დაგჭირდება სიზარმაცის დაძლევის მეთოდები …

  5. გიორგიიი! იცი, როგორ იწყება ჩემი მორიგი პოსტი?! — «უნდა გამოვტყდე, ძალიან ზარმაცი ვარ!». 😀 😀 😀 ვაი, დედა… რა უნდა ერქვას, ნეტა, ამას?!

    შენ მიერ ჩამოთვლილი მეთოდებიდან განსაკუთრებით ეფექტურად პირველი მიმაჩნია. ყველაზე უკეთ მაგით «ვატყუებ» საკუთარ სიზარმაცეს :). საოცრად ზუსტი მიგნებაა, რომ იმდენად ზარმაცები ვართ ადამიანები (განსაკუთრებით კი, ქართველები :)), თუ დავიწყეთ, მერე უკვე გაჩერება გვეზარება ))))))))))

    მაგის საილუსტრაციოდ ნამდვილი ამბავი გამახსენდა: დირექტორი მყავდა ერთი, ჩიოდა ხოლმე, წუხელ წუთი არ მომიხუჭავს თვალიო. რამდენჯერმე რომ განმეორდა, დავინტერესდი — უძილობა გაწუხებთ-მეთქი? არა, რას ამბობ, მკვდარივით მძინავს, მხოლოდ დაწოლა მეზარებაო ))))))))

    სიზარმაცის თემა ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და კომენტარის მაგივრად ახალი პოსტი რომ არ გამომივიდეს, მოდი დანარჩენს «ჩემს ჭიქაში» ვილაპარაკებ, მომავალ სამშაბათს 😀

  6. გეთანხმებით NoXxX, თუ თქვენ ასე ფიქრობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ — თქვენთვის ნამდვილად დაუმარცხებელია!!! 😉

  7. გეთანხმები ხვიჩა, საყვარელი საქმის კეთებას მინიმუმამდე დაჰყავს სიზარმაცის თარეში, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ გარკვეული დოზით ის მაინც რჩება ჩვენში და არამც და არამც არ ღირს ყურადღების მოდუნება. მსგავსი მოდუნების გამო, უკვე არაერთხელ განვიცადე მწარე დაცემა და მაგიტომ ვამბობ.

    ერთი-ორი კარგი მეთოდი ყოველთვის სასარგებლოა პირადი ეფექტურობის არსენალში!!!

    პირველი მეთოდი უძლიერესია! *THUMBS UP*

  8. გეთანხმები ნინი, აბსოლუტურად ყველას შეუძლია, რომ დასძლიოს სიზარმაცე. უბრალოდ ცოტა მონდომებაა საჭირო, რაც ბევრს არ უყვარს 😉

  9. ჩემთვის უდიდესი პატივი და სიამოვნებაა, როდესაც თავისი საქმის პროფესიონალთან მაქვს საქმე, და ასმაგი ღირსებისა და სიამაყის განდა მეუფლება, როდესაც ასეთი ადამიანის მეგობრობის ღირსი ვხდები (თუნდაც ჯერ-ჯერობით მხოლოდ ვირტუალურად);)

    უკვე არაერთხელ მესმის შენგან, რომ წინასწარ გაქვს სტრატეგიულად დაგეგმილი ის, თუ რა პოსტი უნდა გაუშვა მომდევნო კვირაში, რისი სისტემატიურობაც ყოველგვარ შემთხვევითობას გამორიცხავს და შენს პრინციპულ ხასიათზე მეტყველებს.ხოლო, როგორც მოგეხსენება, ფსიქოლოგიურად ადამიანს მსგავსება იზიდავს, ჰო და მგონი ამით გაეცა პასუხი იმ ყველა დამთხვევებსა და აზროვნების ერთ ტალღაზე ყოფნას, რაც თითქმის ყოველი ფეხის ნაბიჯზე თან გვდევდა და გვაკვირვებდა!!!

    სიამოვნებით დაველოდები სამშაბათს, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ ამ პოსტის მეორე ნაწილი უკვე შავად მზად მაქვს, ვფიქრობ, რომ ამ კვირაში გაუშვებ! *IN LOVE*

  10. დავით წილოსანი:

    1 და 2 მეთოდი დიდი ხანია გამოცდილი მაქვს მაგრამ ნათლად მხოლოდ ეხლა დავინახე რომ ეს მაკეთებინებდა საქმეს და ამან მათარგმნინა მთელი თამაშიც 😀
    ასე რომ ენდეთ ამ რჩევებს როგორც ავტორმა დაწერა 100%-იანია!!!!!!

  11. სიზარმაცე ისეთი სენია, რომ ბევრი ვერც ამჩნევს იმას რომ სიზარმაცის ბრალია მისი წარუმატებლობა! ჩემს მაგალითზე ვიტყვი, ადრე თითქოს არ ვიყავი ზარმაცი ადამიანი, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა წინსვლა და შედეგი არ მქონდა, აქედან დასკვნა მარტო სხეულის მოქმედება მოძრაობა და მისვლა მოსვლა არ არის საქმის კეთება! სიზარმაცესთან ბრძოლა არის ის, როდესაც დაიწყებ მართლა იმის კეთება რასაც შედეგი მოაქვს და მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმის კეთება არ დაგეზარება! კარგი მეთოდებია გიორგი და რაც მთავარია აპრობირებული 😉

  12. ანიე:

    ვაიმე გაიხარეთ თქვენ. ძალიან ,,მინდა ბეჭებზე დავდო,, ეგ მავნე სენი.. მომიშალა ნერვები. პირველ ორ წესს აუცილებლად ვცდი. *OK* თან ადვილია.

  13. მარიკა:

    კატომ სწორედ მიაგნო.

  14. გეთანხმებით კატო, საკუთარი მოწოდების აღმოჩენა ძალიან სერიოზული გადადგმული ნაბიჯი და აღმოჩენაა ადამიანის ცხოვრებაში, რაც დამატებითი მოტივაციისა და ენერგიის გამოთავისუფლებას ახდენს. მაგრამ მხოლოდ საყვარელი საქმის აღმოჩენითა და საკუთარი ნიჭის რეალიზებით ვერ აღმოვფხვრავთ სიზარმაცისა და კიდევ მრავალი პარაზიტის ღრმად გადგმულ ფესვებს.

    სამწუხაროდ დღეს მსგავსი იდეოლოგიის პროპაგანდირებას ახდენენ პაპსა ფსიქოლოგიური წიგნები,დოკუმენტური ფილმები და «ბიზნეს ტრენერები», მაგრამ ნებისმიერმა პრაქტიკოსმა კარგად იცის, რომ ამ შემთხვევაში კონკრეტული მუშაობის გარეშე შეუძლებელია ფონს გასვლა.

    ცხოვრებაში, ნებისმიერი განვითარების ეტაპზე, არსებობს ერთგვარი ფენები, რომლებიც გარკვეული მეთოდებისა და ტექნიკების გამოყენებით გვარდება და ზუსტად ასეა ამ შემთხვევაშიც. მაგალითად მე, უკვე 3 წელია, რაც ვიპოვე ჩემი ცხოვრებისეული მოწოდება, მაგრამ დღემდე მიწევს სხვადასხვა პარაზიტებთან ბრძოლა და არ ღირს ადამიანმა თავი ვინუგეშოთ იმით, რომ: «აი ჩემს მოწოდებას, რომ ვიპოვი შემდეგ უდარდელი ცხოვრება დაიწყება, ყოველგვარი სიზარმაცისა და პრობლემების გარეშეო!» სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ — ეს ასე არ არის. ეს მითია!!!

  15. ანიე, როგორ გამიხარდა შენი გამოჩენა, ვფიქრობდი დაგვივიწყათქო 😉

    აუცილებლად სცადე და არ ინანებ *IN LOVE*

  16. მაია რუსიძე:

    სიზარმაცე,ეს დაავადებაა უამრავი ადამიანის.ჩემდა სამწუხაროდ მეც იმ ადამიანების რიგს მივეკუთნები(მაქვს ხოლმე სიზარმაცის შემოტევები).რაც მე თვითონ ძალიან მაღიზიანებს.რაც დრო გადის და ასაკი მემატება მით მეტად მინდა მოვერიო ამ სენს.ეს განკურნებადია ვარწმუნებ ჩემს თავს…:)მთავარია მონდომება…გმადლობთ ბატონო გიორგი.თქვენგან შემოთავაზებულ მეთოებს აუცილებლად გამოვიყენებ.:)

  17. ანიე:

    :–*

  18. კარგი მეთოდებია გიორგი. განსაკუთრებით ვადლებულების ჩაწერა. საერთოდ წერა აუცილებელია პიროვნულ განვითარებაში და კარგი იქნება ამისაკენ ხშირად თუ მოგვიწოდებთ.

    რამოდენიმე ავტორზე დაყრდნობით ავღნიშნავ იმასაც რომ აუცილებელია საქმე რომელიც გვეზარება დავუკავშიროთ საკუთარ მიზანს და გავაცნობიეროთ მისი მნიშვნელობა. რატომ უნდა გავაკეთოთ ეს. ერთ-ერთი წიგნიდან გადმოვთარგმნე და ცოტათი დავამუშავე მეთოდი » მოტოვაციური მუხტი» რომელიც ერთ-ერთ ბლოგზე გამოვაქვეყნე, მე ძალიან მეხმარება, თუ სურვილი გექნებათ გადახედეთ http://ihow.ge/სამოტივაციო-მუხტი/

  19. ზუზუ:

    მე არ ვარ ზარმაცი, პირიქით ზედმეტად მოზგვავებულ ენერგიას განვიცდი:) ბოლოს რა დამეზარა აღარცკი მახსოვს:) შესაბამისად სასტიკად მაღიზიანებენ ზარმაცი ადამიანები:(((

  20. ლევანი "მკლავაძე":

    სასარგებლოა როცა ერთხელ მაინც მიაკლავ თავს საქმეს და დიდ დროს შესწირავ. (მაგალიტად მეცადინეობისას გაჩერდე 05.30 სთ (მეცადინობი ბოლომომენტში შენი მაზოხიზმი უნდა მოიწონო…და თავი რამე საჩუქრით დაასაჩუქრო მაგ:ლეისის ჩიფსი და ….,)(უფრო ბიჩებში გაამარტლებს)რაღაცნაირად იმუნიტეტს გამოიმუშავებ და შემდგომ ისეთი სამუშაოს შესრულებისას რომელიც 1-2 საათს საჭიროებს გაცილებით ნაკლები აღელვებით შეხვდები…პ.ს გაკვეთილებზე დაჯდომისას დარწმუნებუ ვარ რომ მეორე მე რომელიც ზემოხსენებული დავალებიდან ადრე ადგებოდა ცჰვეული სიწყნარიდ და დარდიმანდი დამოკიდებულებით ვერ იქნებოდა ჩვეულებრივი დაბბრკოლების დროს….

  21. rezo:

    სულ ერტია რომელი საქმის კეტებასაც არ უნდა სჰეუდგე,ტუ არ დაინტერესდები იმიტ რიტაც სჰენ იმ მომენტსჰი ხარ დაკავებული,სიზარმაცეს ვერაპრიტ მოერევი.არ ვეტანხმები პირველ მეტოდს,რადგანაც იმ ორი წუტის განმავლობასჰი ადამიანის გონება დაკავებულია იმაზე პიქრიტ რომ განსაზგვრული დრო რაც სჰეიდზლება მალე გავიდეს.მოცულობით დიდი საქმეების სჰესრულება კი სჰეუდზლებელია ამ მეტოდიტ,ადამიანი უნდა დაინტერესდეს საქმიტ წინააგმდეგ სჰემტხვევასჰი ნებისყოპა არავის ეყოპა.უნდა აკეტო ის საქმე რომელიც ტქვენს ინტერესებსჰი სჰედის!

  22. თინათინი:

    არ ვიცოდი თუ მიცნობდით,გიორგი(ეს ხუმრობით).მშვენიერი პოსტია.სტარტის აღებაა უფრო ძნელი,მერე ხურდები ნელ-ნელა და ეს სტარტის ასაღებად თავის მოტყუება მომეწონა ძალიან.ვცადე და გაამართლა.გაიხარეთ თქვენ.მიყვარს ეს ბლოგიიიიი.

  23. ნინო:

    არ ვიცი რამდენად დამეხმარება სიზარმაცის დაძლევის ეს მეთოდები.ძალიან მაწუხებს საკუთარი სიზარმაცე. ალბათ მსოფლიო ჩემპიონატი რომ ტარდებოდეს, სიზარმაცის მაჩვენებლით ჩემპიონი გავხდებოდი

  24. ნიკა.გაბილა:

    პირველი მეთოდი მეც გამომიყენებია და როგორც წესი მოქმედებს.

    მეორე მეთოდს რაც შეეხება საკუთარი თავის წინაშე აღებულ ვალდებულებას, უფრო ეფექტური და უკეთესი ხერხიც შეიძლება. «საჯაროდ გაცხადება». ასეთ დროს მარტო საკუთარი თავის წინაშე აღებული ვალდებულება კი არ მოქმედებს შენზე, არამედ იმ საზოგადოების (თუნდაც დამატებით 2–3 კაცის) აზრიც, მოლოდინი რომელსაც შენ განუცხადე შენი გეგმების შესახებ.

    მესამე მეთოდი «განვითარდი და გამდიდრდის» კურსს თუ შევადარებთ წარმატებულ ადამიანებთან ურთიერთობას გავს, რომელიც «ვდახნავლიაეტ» :))

    იდეაში მესამე მეთოდმა შეიძლება მოიცვას მეორე, ანუ მესამე პირის წინაშე იღებ ვალდებულებას 🙂

    საინტერესო პოსტი იყო მადლობა ამ საიტის ადმინისტრაციას!

  25. ნუცა:

    მადლობა გიორგი! საინტერესო და ალბათ კარგად აპრობირებული მეთოდებია, რადგან როგორც კომენტარებს გადავხედე, უმრავლესობა კმაყოფილია. პირადად ჯერ არცერთით არ მისარგებლია,აქამდე საკუთარი თავის ჯიბრს ვიყენებდი სიზარმაცის დასაძლევად. შემოთავაზებული მეთოდებიდან, რამდენადაც საკუთარ თავს ვიცნობ, მეორე მეთოდი უფრო ნაყოფიერი იქნება ჩემთვის 🙂

  26. კარგია,სასარგებლოა. მაინტერესებს ტუ ეწყობა ამ საკიტხებტან დაკავსირებული სემინარები,ან სამომავლოდ ტუ გეგმავტ.მოტივაციის ამაგლება დაამარცხებს ყოველივე სიზარმაცეს და წარმატებაც არ დააყოვნებს.ვფიკრობ საზოგადოების გატვიტცნობიერება მხოლოდ ინტერნეტის სასჰუალებიტ საკმარისი არაა.პატივისცემიტ ნანა. *IN LOVE*

  27. ნანუკა:

    2 წუთის პრინციპი მომწონს დზალიან

  28. ანა:

    გიორგი მიხარია ამ საიტის არსებობა, ბევრი რამ ვისწავლე თქვენგან. საინტერესო და აქტუალური თემების ნაკლებობას არ განიცდით, მაგრამ მაინც მინდა შემოგთავაზოთ : ძალიან საინტერესო იქნებოდა რამე პროკრასტინაციაზეც რომ დაგეწერათ. Procrastination ( ბოდიშს ვიხდი უცხოური ტერმინის გამოყენებისთვის, მაგრამ ქართულად არ ვიცი რა ჰქვია, პირდაპირი თარგმნისას კი გადადებას, დაყოვნებას ნიშნავს) საკმაოდ საინტერესო ფენომენია და ძალიან გავრცელებული. ბევრს ის სიზარმაცეში ერევა, თუმცა რეალურად მასთან არაფერი აქვს საერთო.არსებობს აქტიური და პასიური პროკრესტინატორი. წარმატების მისაღწევად მისგან განკურნებასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
    დიდი მადლობა

Leave a Reply