როგორ გავხდეთ ექსტრა-კლასის პროფესიონალები ჩვენს საყვარელ საქმეში

იმედია დამეთანხმები, რომ ცხოვრებაში თითოეულ ადამიანს აქვს თვითრეალიზების სურვილი — ეს ადამიანის ფსიქოლოგიური მოთხოვნილებაა. ადამიანისთვის არ არის უცხო და ძალზედ ჩვეულებრივია, სურვილი იმასთან დაკავშირებით, რომ იყოს საუკეთესო თავის საქმეში. პირადად მე ძალიან მტკივა და განვიცდი იმ ფაქტს, რომ ამ კუთხით ჩვენთან ყველაფერი თავდაყირა დგას და საზოგადოების იმ ფენას, ვისაც ეს უნდა აღელვებდეს — ან სულ მინიმუმ აფიქრებდეს მაინც — აზრადაც კი არ მოსდის ამ თემის წამოწევა და დღის წესრიგში დაყენება.

ცოტა ხნის წინ, ერთ კონფერენციას ვესწრებოდი, სადაც ბევრი "ჭკვიანი თავი" იყო შეკრებილი და ქვეყნის მომავალზე, პერსპექტიბვებზე, ინოვაციებზე და გლობალიზაციაზე საუბრობდნენ. არ მინდა პესიმისტის შთაბეჭდილება დავტოვო, რადგანაც არ ვარ ასეთი, მაგრამ როგორც დაიწყო ეს კონფერენცია, ზუსტად ისევე დამთავრდა. ანუ, საუბარი იყო ყველაფერზე მთავარის გარდა [ანუ არაფერზე] და შესაბამისად არაფრითვე დასრულდა.

ამ ადამიანებმა, რომელთაგან ბევრს დიდ პატივს ვცემ, ისაუბრეს ყველაფერზე, გარდა მთავარისა. ხოლო, მთავარს ჩემი აზრით ინდივიდის პერსონალური განვითარება წარმოადგენს. სწორედ ინდივიდის თავში იბადება ინოვაციური იდეა, რომელმაც დასაბამი უნდა დაუდოს ქვეყნის გლობალიზაციისაკენ სვლას და ამ რელსებზე მყარად დგომას. ხოლო, როდესაც ინდივიდს თავში ტონა მენტალურ-ემოციონალური ნაგავი აქვს და ტოქსიკური რწმუნებულებებით არის გაპენტილი, მისმა იდეამ დიდი-დიდი ამ "იდეინის" სანათესაო და სამეგობრო მოხიბლოს, ისიც ჩაწყობით cheeky

მოკლედ, მე ვფიქრობ, რომ სანამ ჩვენი ქვეყნისთვის, #1 პრიორიტეტი არ გახდება სწორი განათლება, ხაზს ვუსვამ — სწორი განათლება და პიროვნების პერსონალური განვითარება, მანამდე ასეთ ქაოსში და "ხალადეცში" ვიცხოვრებთ, სადმაც კაცმა არ იცის ვისი სტაფილო, ვის ჟელეშია.

ახლა კი, მოდი ვნახოთ, თუ რაში ვხედავ პირადად მე გამოსავალს და რა მარტივად და უბრალოდ არის სინამდვილეში ყველაფერი.

გზა ექსტრა-კლასის პროფესიონალიზმისაკენ:

1. შენი საქმე! პირველ რიგში აღმოჩენა იმისა, რაც შენია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე ღრმად მწამს, რომ თითოეულ ადამიანს თავის გზა აქვს და ეს გზა მის ნიჭზე, ტალანტზე და ძლიერ მხარეებზე გადის. შენ უნდა ჩაუღრმავდე საკუთარ თავს და აღმოაჩინო შენი გზა.

"ამ წუთისოფელში ადამიანს ბევრი და მრავალი სახის საქმე აქვს საკეთებელი, როგორც კერძოდ თავის თავისთვის, ისე საზოგადოდ ყველასთვის. ყველას ერთნაერი დანიშნულება არ აქვს. სათითაოდ ყველას რაიმე დანიშნულება კი უსათუოდ აქვს. მაღალზნეობის თვალის წინაშე, სიდიდე ადამიანისა დანიშნულების სიდიდეზე არ არის დამოკიდებული, მრავალგვარია ნიჭიერება, ღონე და მიდრეკილება ადამიანისა. სიდიდე და ღირსება ის არის, ვინ როგორ აურჩია საქმე თავის ნიჭსა, ღონესა, მიდრეკილებასა და ვინ როგორ უძღვება. თვითონ საქმის მეტ ნაკლებობა აქ არაფერ შუაშია, დიდი და პატარა სულ ერთია, ოღონდ კაცმა იმას მიმართოს, იმას ჩასჭიდოს ხელი, რაზედაც გული მიუწევს და ნიჭი და უნარი მიუწვდება, უამისოდ ყოველი დიდი საქმე მცირეა და ამისით კი ყოველი პატარაც დიდია!" ილია ჭავჭავაძე

2. პერსონალური განვითარება! მოგეხსენება, რომ ჩვენ ინფიცირებულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, სადაც გარშემო სულ თავსმოხვეული და ყალბი ფასეულობები და რწმუნებულებები ტრიალებს. ადამიანი თუ არ გასუფთავდა ამ მენტალურ-ემოციონალური ნაგვისგან, ის უბრალოდ ვერ შეძლებს თვითრეალიზებას, ის ვერ შეძლებს თავისი საქმის აღმოჩენას და ვერ მოახდენს პერსონალურ განვითარებას.

3. სწავლა, სწავლა და სწავლა! აი დიდი შრომისა და სწავლის დრო აქ დგება. შენ მუდმივად უნდა ისწავლო და თანაც ისწავლო ყველაფერი, რაც შენს საქმეს უკავშირდება. არსებობს 10 000 საათის პრინციპი, რომელიც კანადელმა სოციოლოგმა და ჟურნალისტმა, მალკოლმ გლოდუელმა, თავის ბესტსელერში "გენიოსები და აუთსაიდერები" შესანიშნავად აღწერა. გლოდუელი, კონკრეტული მაგალითებით, ნათლად ასაბუთებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ექსტრა-კლასის პროფესიონალობისათვის დრო და არანორმალური შრომა. საშუალოდ 10 000 საათია საჭირო იმისათვის, რომ ადამიანი მაღალ დონეზე დახელოვნდეს საკუთარ საქმეში. ეს დაახლოვებით 6-8 წელია [გააჩნია ადამიანის არანორმალურობის დონეს]. ხოლო, თუ ამ ადამიანს, საკუთარი საქმის მიმართ სულიერი კავშირიც ექნა, მაშინ ფენომენალური შედეგების და მწვერვალების მიღწევაც გარდაუვალ შედეგად გვევლინება.  

დავუშვათ შენ იურისტი ხარ. ძალიან კარგს იზამ, თუ ამოირჩევ ვინმეს [მისაბაძ მოდელად] და დაიწყებ მის მოდელირებას. არა კოპირებას, არამედ — მოდელირებას. შეისწავლე ყველა მნიშვნელოვანი წვრილმანი იურისპოდენციაში. დაჯექი და ჩამოწერე ის ტერმინოლოგია, რომლის ცოდნაც აუცილებელია და სახლში ივარჯიშე მათ დამახსოვრებაზე. იმისათვის, რომ მუდამ მოვლენების ეპიცენტრში იყო და იცოდე ყველა სიახლისა და ცვლილების შესახებ, შენ მოგიწევს ყოველდღიურად ამოწმო ცვლილებები კანონებში. შენ უნდა იცოდე, თუ რომელი კანონი და როგორ იმოქმედებს სხვაზე და რა შედეგებსა და სირთულეებს გამოიწვევს ის. ყოველივე ეს, ექსტრა-კლასის პროფესიონალის საქმიანობის გადაუდებელი ნაწილია.

4. შეუპოვრობა! იმისათვის, რომ გახდე ექსტრა-კლასის პროფესიონალი, მუდმივად წინ უნდა ისწრაფოდე. თუ სადმე მუშაობ, ისე გამოიჩინე თავი, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაიწყო კარიერულ კიბეზე სვლა. მაღალანაზღაურებადი თანამდებობა არ უნდა იყოს შენი ცხოვრების მიზანი, მაგრამ, შენ ყოველთვის წინ უნდა ისწრაფო. ამით შენ ძალიან ბევრს მოიგებ.

Stay hungry stay foolish!

5. გამოცდილება! ექსტრა-კლასის პროფესიონალიზმი — ეს გამოცდილებაა. რაც უფრო მეტს ვაკეთებთ, შეცდომებს ვუშვებთ, ვაანალიზებთ, ვასწორებთ და ვმოქმედებთ ჩვენს საყვარელ სფეროში, მით უფრო მეტი გამოცდილება გვიგროვდება.

რეზიუმე

ერთი შეხედვით ეს პრიმიტიული და ბანალური წესებია, რომელიც თითქოს ყველამ ვიცით. მაგრამ, იმისათვის, რომ ექსტრა-კლასის პროფესიონალად განვითარებამ, სულიერი სიამოვნება მოგვიტანოს, აუცილებელია, რომ ჩვენი საქმე-საკეთებელი ყოველთვის დიდ და ეკოლოგიურ საზრისთან იყოს დაკავშიებული. როდესაც გულწრფელად და თანმიმდევრულად გაივლი პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე ნაბიჯებს, შენ გახდები უზომოდ ჩართული და დაინტერესებული საკუთარი საქმით. თავად კეთებისა და სირთულეების გადალახვის პროცესი, უკვე სიამოვნებას მოგანიჭებს შენ. ხოლო, მიღებული შედეგები და ანაზღაურება, შენი საქმის გარდაუვალი ნაწილი გახდება. ანაზღაურება და დიდი შემოსავალი, უბრალოდ ბონუსების სახეს მიიღებს. ბაზარს უყვარს ექსტრა-კლასის პროფესიონალებისა და საკუთარი საქმის ვირტუოზებისათვის ფულის გადახდა.

მოკლედ, ჩემო მეგობარო, შენ ყოველთვის უნდა ეძებო შენი ინტერესის სხვადასხვა ასპექტები, ატარო ექსპერიმენტები და იყო შეყვარებული საკუთარ საქმეზე. რამეთუ, ექსტრა-კლასის პროფესიონალობა ინტერესისა და სიყვარულის გარეშე, უბრალოდ შეუძლებელია. ინფორმაცია, რომელიც არ გაინტერესებს, ფაქტიურად არ გამახსოვრდება, რადგანაც შენს ტვინში არსებული რეტიკულარული ფორმაცია, უბრალოდ ფილტრავს მათ. მე არ ვიცი კიდევ რამდენი საუკუნე უნდა გავიდეს იმისათვის, რომ ამას მიხვდნენ საგანმანათლებლო სისტემის "ჭკვიანი მამები", რადგანაც იმ საგნებზე და თემებზე დახარჯული დრო, რომელიც ადამიანს არ სიამოვნებს, არ უყვარს და სწავლის დამთავრების შემდეგ, არასოდეს არაფერში გამოადგება, უბრალოდ დროის ტყუილად კარგვა და განიავებაა.

აჯობებს არ ვკარგოთ ტყუილად დრო, რადგანაც შემდეგ აუცილებლად ვინანებთ ამის გამო. რაც უფრო მეტს ისწავლი შენს საყვარელ საქმეში, მით უფრო მაგარი პროფესიონალი გახდები.

ექსტრა-კლასის პროფესიონალად განვითარება — რა თქმა უნდა ძალიან კარგია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. სამწუხაროდ ჩვენთან ადამიანები პირველ და მეორე ნაბიჯებს ახტებიან, რაც სახლის საძირკველის გარეშე შენებას მაგონებს. ახტებიან იმიტომ, რომ პერსონალური განვითარება, ძალიან "შავი სამუშაოა", ეს კი ადამიანს არ უყვარს. არადა, პირველი-ორი ნაბიჯის გარეშე, შენ შეიძლება გახდე კარგი სპეციალისტი, მაგრამ ვერასოდეს გახდები ექსტრა-კლასის პროფესიონალი. იმისათვის, რომ იყო კომპეტენტური და ყოველთვის შესაბამისად გამოხატავდე საკუთარ თავს, აუცილებელია თითგანვითარება. როგორი უსიამოვნოც არ უნდა იყოს ახლა შენთვის ეს — ამას ვერსად გაექცევი. საკუთარი თავის ბიოგენურ, ფსიქოგენურ და სოციოგენურ დონეებზე განვითარებით, შენ გაძლიერდები და მოქმედებაში მოიყვან შინაგან მაგნიტიზმს — ეს კი ექსტრა-კლასის პროფესიონალის #1 ამოცანაა.

რამდენიმე ხნის წინ, Nx-ში მქონდა გამოსვლა, თემით "რატომ არ არიან საქართველოში ექსტრა-კლასის პროფესიონალები", სადაც გრეგორი ბეითსონისა და რობერტ დილთსის "ლოგიკური დონეების" მიხედვით ავხსენი ამ სენის ჩემეული ხედვა. ასავე, ამ ლოგიკურ დონეებს დავუკავშირე და გაკვრით ვისაუბრე "სოკრატეს ყოფიერების პრინციპზე".

გთავაზობ ამ გამოსვლის ვიდეო-ჩანაწერს:

ამ ვიდეოს ბოლოში ხსენებულმა პროექტმა "წარმატების ანბანი. გზა შინაგანი თამაშის ვირტუოზობისაკენ", უკვე დაახლოვებით ორი თვეა, რაც წარმატებით აიღო სტარტი. პირველმა ნაკადმა [70 ადამიანმა] უკვე შეიძინა ეს კურსი… მახსოვს ბევრს გაასწრო მატარებელმა და ვერ შეძლო პირველ ნაკადში მოხვედრა, ამიტომ ვაანონსებ, რომ რამდენიმე დღეში, მეორე ნაკადისთვის, ბაქანზე შემოვა მატარებელი "მსხვერპლი — ვირტუოზი" cheeky

ყურადღებით იყავი, იქნება სპეციალური წინადადებები სწრაფებისთვის და მრავალი ბონუსი. არ გეტყვი, თუ რა ხდება ჩვენს დახურულ ჯგუფში ფბ-ზე, იმიტომ რომ უბრალოდ არ დამიჯერებ. იმისათვის, რომ დაიჯერო — ეს თავად უნდა ნახო.

P.S. მოგეწონა პოსტი? მაშინ გაუზიარე მეგობრებსაც. მადლიერი ვიქნები, თუ დატოვებ კომენტარს და საკუთარ ხედვას გაგვაცნობ ექსტრა-კლასის პროფესიონალიზმთან დაკავშირებით. და კიდევ უფრო მეტად მადლიერი დაგრჩები, თუ მიპასუხებ შემდეგ კითხვებზე: დაკავებული ხარ თუ არა თვითრეალიზაციით? რა მეთოდებს იყენებ? იპოვე თუ არა შენი საქმე და ისახავ თუ არა მიზნად ექსტრა-კლასის პროფესიონალად განვითარებას? თუ კი, როგორ აპირებ ამის გაკეთებას? უღრმესი მადლობა.

სიყვარულით, მადლიერებითა და რწმენით GT და გუნდი INTELEQTIKA


Tags: , , , , ,

18 комментариев to “როგორ გავხდეთ ექსტრა-კლასის პროფესიონალები ჩვენს საყვარელ საქმეში”

  1. ნელი:

    საინტერესო პოსტია *BRAVO* ,გეთანხმები ეს პრობლემა ძალიან აქტუალურია. ჩემი აზრით ყველაზე დიდი სირთულე შესაბამისი გარემოცვის პოვნაა 🙁 მაინტერესებს მეორე მატარებელი პირველ მატარებელს დაეწევა თუ ის ისე მიქრის თვალსაც ვერ მოვკრაავთ *UNKNOWN*

  2. ლაშა:

    პოსტი მომეწონა.ხედვა როგორ უნდა გახდე არ გამაჩნია,ალბატ დაიწყო და გზა გამოჩნდება.ვპიქრობ ვიპოვე,მაგრამ მეთოდიკა როგორ არ ვიცი[უნდა ვაღიარო] ჩემი აზრით მოთმინებით და შრომით.მიზნად მაქვს დასახული,გმოგიტყდები ხანდახან ეს სურვილი მგონია.ყველაპერი კარგად იქნება.პოსტში მომეწონა თემა და ყველაფერი მოკლედ და გარკვევით ეწერა და ეს ძალიან საინტერესო იყო.მადლობთ

    =)

  3. ნინო ასაბაშვილი:

    გიორგი, გაიხარე, გმადლობ ამ შესანიშნავი პოსტისთვის! გეთანხმები, უმნიშვნელოვანესია ადამიანისათვის ექსტრა კლასის პროფესიონალად ჩამოყალიბება. ამისათვის კი აუცილებელი არაა ექსტრაორდინალური საქმეების ძებნა, არამედ საჭიროა უმნიშვნელო საქმეებიც ვაკეთოთ ექსტრაორდინალურად.

  4. საუკეთესო პოსტია რომელიც ყოველდღე უნდა წაიკითხო ადამიანმა, ის რაც მინდა და რის მიღწევასაც ვცდილობ, სწავლით და დაუღალავი შრომით რათქმაუნდა, გიორგი ძალიან მიყვარხარ, მადლობა :*

  5. veriko:

    zalian kargi postiaaaa,,,amis wakitxva yvelas chirdebaaa

  6. უნდა ვაღიარო, რომ ეს გზა ტაძრამდე ნამდვილად მიგვიყვანს. ცნობილია ყოველი ადამიანი მიიღწვის ამისკენ, თუ რა თქმა უნდა გონებასუსტი არ არის. ისეა ყველაფერი შედგენილი და ისეთი თანმიმდევრობით დალაგებული, რომ კაი მუსიკასავით ისე გადიხარ ბოლოში, დროის შეგრძნებას კარგავ. მადლობის მეტი რა გვეთქმის იმ კოლოსალური შრომისთვის, რაც ამდონემდე მოყვანისთვისაა დახარჯული. მაგრამ სამყაროს გაცემა-მიღების უნიკალურ პრინციპს თუ გავითვალისწინებთ, ერთი ათად დაგიბრუნდება ეს სიკეთე. გვიყვარხარ და გაფასებთ გიორგი! *IN LOVE* *IN LOVE*

  7. საინტერესო პოსტია. მე პირადად მივესალმები ეგეთ პროექტებს. რატომ არ არიან მართლა საქართველოში დღესდღეობით — პროფესიონალები? იმიტომ, რომ სულიერისა და მატერიალურის ბალანსია დარღვეული. თუ ადამიანს თავისი საქმე არ უყვარს, რაც არ უნდა მომგებიანი საქმე დაუდო წინ აუცილებლად კრახს განიცდის

  8. გიორგი ვაფიქსირებ ღრმა პატივისცემას ინტელექტიკის მიმართ.

  9. მანუჩარ:

    ძალიან კარგი პოსტია. გაიხარე გიორგი ნამდვილად დიდ სამუშაოს ასრულებ და დაგიფასდება. მე პირადად ვადგავარ ჩემს საკუთარ საქმეს რომელიც მიყვარს და თვითგანვითარებაც საჭიროა. ერთადერთი მე როგორც ვფიქრობ არის მიზნის მნიშვნელობა და. რა მინდა საერთოდ და რას ვაკეთებ ამისთვის. ბევრი იმედგაცრუებაც არის ბევრი შეცდომაც, მაგრამ ყოველთვის მებრძოლი სულით ნებისმიერი საქმეში წინსვლა შეიძლება. გისურვებთ წარმატებას!

  10. ბესიკ კაიშაური:

    დიდი სურვილი მაქვს, გავეცნო და დავეუფლო თქვენს «წარმატების ანბანს» დიდ საქმეს აკეთებთ. ღმერთმა დაგლოცოთ და შეგაძლებინოთ!!!

  11. ნუ ყოველთვის მოხიბლული ვარ თქვენი აზროვნებით…რომელ სფეროში ხართ თქვენ ექსტრა სახის პროფესიონალი…ვფიქრობ სერიოზული ფილოსოფოსი ხართ

  12. სუპერ…მაინტერესებს თქვენ რომელ სფროსHი თვლით თავს ექსტრა კლასის პროფესიონალად

  13. nana:

    momewona.madloba aseti kargi rchevebistvis.aucileblad gavitvaliswineb ,vnaxot,momavalshi ra iqneba

  14. ძალიან საინტერესოაა ყოველ სიახლეს დიდი სიამოვნებით ვკითხულობ.დიდი მადლობა.

  15. es tema gansakutrebit sayuradgeboa chemtvis rogorc moswavlistvis radgan me momiwevs vipovo sakutari saqme da shemdgom ukve eqstra klasisi profesionalizmisken gavikvlio gzaa, gmadlobt tqen pirvelad wavikitxe tqveni posti da axfrtovanebuli var, vfiqrob qartvelebs amgvar sakitxebshi gacnobiereba gvmartebs radgan arasworad shercheuli saqme xshirad warumateblobis mizezi xdeba

  16. მელანო:

    უმაგრესი პოსტია მე მოხარული ვიქნები რომ ვიზრუნოთ ადამიანებმა ყველა დავაინტერესოთ და გაეცნონ ამ პოსტებს. ამით ყოველი ადამიანი თავის თავში იპოვის რწმენას, რომ ყველაფერი შესაძლებელია ცხოვრებაში. მთავარია მიზანდასახულობა და საკუთარ საქმის მიმართ რწმენა. (მხოლოდ რწმენა ნებისმიერი წარმატების უდიდესი საიდუმლოა…)

  17. ნათია ქათამაძე:

    უღრმესი მადლობა! ძალიან კარგი იყო! მე პირადად იურისტი ვარ და აქ იურისტის მაგალითის მოყვანამ გამახარა და უფრო კონკრეტული რამეები მასწავლა.ყოველთვის ერთ რამეს ვამბობ,თუ გვინდა ქვეყანამ წარმატებას მიაღწიოს ყველამ ის საქმე უნდა აკეთოს რაც ყველაზე ძალიან უყვარს.თუ შენი საქმე არ გიყვარს და სულით და გულით არ ხარ ჩართული ვერ განვითარდები და ვერც წარმატებას მიარღწევ.ძალიან ვისიამოვნე,კიდევ ერთხელ დიდი მადლობა!

  18. ნიკა ქავთარაძე:

    ვაღიარებ, არ მეგონა ასე თუ მომეწონობოდა «წარმატების ანბანის» გავლის შემდეგ ეს ვიდეო! *IN LOVE* სუპერ *IN LOVE* განსაკუთრებით ფასეულობებზე და რწმუნებულებებზე მომენტი იყო უმაგრესი! *IN LOVE* *IN LOVE* *IN LOVE* *IN LOVE*

Leave a Reply