როგორ გავხდეთ თავისუფალი ცხოვრების სტილის დიზაინერი

ტრანსფორმაცია 2014

შენ ალბათ იცი, რომ აგვისტოს ბოლოს [20-25 აგვისტო] გვქონდა გასვლითი ტრენინგი შეკვეთილში. ეს მართლაც დაუვიწყარი 4 დღე იყო. დღეს მინდა შემოგთავაზო ამ  4 დღიანი ინტენსივ-ტრენინგის ვრცელი მიმოხილვა.

[შეკვეთილისაკენ ჰერი-ჰერი]

ბოლომდე ყურადღებით წაიკითხე ეს პოსტი და ბოლოში დოკუმენტური ფილმი დაგხვდება… ასევე, პოსტის ბოლოს ერთი სასიამოვნო სიახლე გელოდება.

[ვირტუოზის კოდექსი]

4 დღის განმავლობაში, ჩვენ ვიმუშავეთ:

  • ტოქსიკური რწმუნებულებებისგან გათავისუფლებაზე;
  • თვითიდენტურობაზე [ვინ ვარ მე?]
  • დანიშნულებასა და მისიაზე;
  • მომგებიანი ნიშის პოვნაზე;
  • პერსონალური ბრენდის შექმნაზე;
  • მიზნობრივი აუდიტორიის [3D ავატარი] გამოაშკარავებაზე;
  • თავისუფალი ცხოვრების სტილის დიზაინისა და პროექტის შექმნაზე.

ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს ცნობიერების კონტექსტისა და შინაგანი და გარეგანი სამყაროს საზღვრების გაფართოებაში!

[მოლოდინების დაფიქსირება]

დღეს, ოცდამეერთე საუკუნეში, როდესაც უკვე დასრულდა ინდუსტრიული საუკუნე, დადგა ცალკეული ინდივიდებისა და მათ მიერ შექმნილი ბრენდების ერა, მაგრამ შეუძლებელია, პერსონალურად განუვითარებელმა ადამიანმა, რომელშიც  საზოგადოებრივი აზრი და ტოქსიკური რწმუნებულებები დომინირებს, შექმნას პერსონალური ბრენდი.

[გუნდური მუშაობა]

რა არის პერსონალური ბრენდი?

პერსონალური ბრენდი — ეს არის რწმუნებულება შენს შესახებ, რომელსაც აჩენ შენი მიზნობრივი აუდიტორიის თავში. ეს არის შენი ექსპერტულობის დონე და საკვანძო კომპეტენცია.

პერსონალური ბრენდი — ეს ის ფასეულობაა, რომელსაც შენ აძლევ გარესამყაროს. ეს ის ფასეულობაა, რომელსაც უზიარებ შენს მიზნობრივ აუდიტორიას. ხარ შენ, შენი ნიჭითა და უნარებით და არის ადამიანების ჯგუფი, რომელსაც შენი ნიჭი, ტალანტი და უნარები წყალივით სჭირდება… და რაც უფრო მეტ ადამიანს სჭირდება და უზიარებ ამ შენს ნიჭსა და ტალანტებს, მით უფრო დიდია შენი ფასეულობა ბაზარზე.

პერსონალური ბრენდის ფორმირება — ეს თვითშემეცნების პროცესია. ეს არის სრული გაცნობიერება და პასუხი კითხვებზე:

  • ვინ ვარ მე?
  • რისთვის მოვედი ამქვეყნად?
  • რა, რისთვის და ვისთვის უნდა ვაკეთო?
  • რისი მიღება მსურს?

[ნეირო დონეები]

შეკვეთილში ჩვენ ვიმუშავეთ 5 წახნაგზე…

ტრენინგის სათაურია:

"მატრიციდან გამოსვლის ხელოვნება. დიალოგი სამყაროსთან"

გვინდა ჩვენ და ვაცნობიერებთ თუ არა, თითოეული ჩვენგანი ვაწარმოებთ დიალოგს სამყაროსთან. ვირტუოზისთვის ეს დიალოგი 5 მიმართულებით წარიმართება:

დღე #1: ვინ საუბრობს? [ვინ ვარ მე? — თვითიდენტურობა; ემოციები; რწმუნებულებები; ფასეულობები]

დღე#2: რისთვის საუბრობს? [დანიშნულება — მისია]

დღე #3: რას საუბრობს? [კონკრეტული ისტორია — პერსონალური ბრენდი]

როგორ საუბრობს? [ინფორმაციის გადაცემის საუკეთესო არხები და მეთოდები]

დღე #4: ვის ესაუბრება? [კონკრეტული მიზნობრივი აუდიტორია — 3D ავატარი, რომელსაც ის სჭირდება, რაშიც შენ ხარ ექსპერტი]

თავისუფალი ცხოვრების სტილის დიზაინი

ადგილი, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, სხვა არაფერია, ვიდრე დეკორაცია. როდესაც გახდები ვირტუოზი [პერსონალური განვითარების გზით], როცა მოგინდება, მაშინ შეძლებ დეკორაციის შეცვლას. მთავარია, არ შექმნა კულტი და არ მიეჯაჭვო არავის და არაფერს — აი, რას ვასწავლით ჩვენ. ცხოვრების სტილი, პირველ რიგში, იწყება შიგნიდან.

[გუნდი ინტელექტიკა]

თავისუფალი ცხოვრების სტილის დიზაინერობა — ეს არის ხელოვნება, გააკეთებინო სხვას ის, რაც შენ გინდა, იმიტომ, რომ ეს მასაც უნდა!

თავისუფალი ცხოვრების სტილის დიზაინი გულისხმობს, რომ შენ თავად შეგიძლია მოახდინო იმ ცხოვრების კონსტრუირება, რომელიც გსურს. პერსონალური განვითარების შემდეგ, შენ 100%-იან პასუხისმგებლობას იღებ საკუთარ თავზე და ქმნი ისეთ ცხოვრებას, როგორსაც თავად თვლი სწორად, საკუთარი ფასეულობებისა და სურვილების თანახმად.

[წარმატებული ტრენინგის შემდეგ]

თავისუფალი ცხოვრების სტილის დიზაინერი — დაკავებულია საქმით, რომელიც უყვარს, ის ამ საქმეს აკეთებს ისე, როგორც მოსწონს და იქ, სადაც მოსწონს!

თავისუფალი ცხოვრების სტილის დიზაინერს არ უყვარს ტყუილად საუბარი… მას უყვარს კითხვების დასმა და პასუხების გაცემა… რადგან, როდესაც ისმება შეკითხვა, ეს ის შემთხვევაა, როცა ადამიანს გარკვეული მოთხოვნილება აქვს… ამ შემთხვევაში, საუბარი შეიძლება საინტერესო გამოდგეს. სხვა შემთხვევაში — საუბარი უბრალოდ სიცარიელის შევსებაა. ამიტომ, ისწავლე საინტერესო კითხვების დასმა… ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უნარია ცხოვრებაში.

[სფერული განვითარებისა და ბალანსის ბორბალი]

ამისათვის უნდა გახდე ცნობისმოყვარე… ხოლო, რომ გახდე ცნობისმოყვარე, უნდა შეიყვარო ცხოვრება… დააკვირდი ბავშვებს.. როდესაც გიყვარს ცხოვრება, შენ სურვილი გიჩნდება, რომ სულ უფრო და უფრო ღრმად შეიცნო ის… შენ იწყებ განსხვავებული კუთხეებისა და ნაწილების დანახვას, რასაც ადრე ვერ ხედავდი… იწყებ გამოკვლევას და აწყდები გაუგებრობებს, სიახლეებსა და საიდუმლოებებს… მათ შესაცნობად, იწყებ კითხვების დასმას, ანუ დიალოგს სამყაროსთან…

რაც უფრო სწორად მოახდენ კითხვის ფორმულირებას, მით უფრო სწორ პასუხს მიიღებ. კითხვების სწორად დასმაზეა სწორი პასუხების 80% დამოკიდებული.

[ვირტუოზები არ დადიან, ვირტუოზები დაფრინავენ]

როდესაც წყალს ვდგამთ ცეცხლზე, ის იწყებს გაცხელებას. ადუღებამდე წყალი, ოთხმოციც და ოთხმოცდაცხრამეტი გრადუსიც თითქმის ერთნაირად ცხელია… სანამ არ მიაღწევს პიკურ წერტილს, — 100 გრადუსს — წყალი არ დაიწყებს დუღილს. ასეეა ჩვენს ცხოვრებაშიც, გადაწყვეტილება უნდა იყოს აბსოლუტური, ყოველგვარი "მაგრამ"-ებისა და "თუ"-ების გარეშე. სწორედ ეს არის თავისუფალი ცხოვრების სტილის დიზაინერის შინაგანი პოზიცია და ფუნდამენტი. სწორედ ამ დროს ხდება პარადიგმის ძვრა და პერსონალური საზღვრების გამყარება, იმიტომ რომ ჩნდება მყარი მიზეზი და შინაგანი საყრდენი. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მარცხი აღარ არსებობს, არის მხოლოდ უკუკავშირი და სხვა ყველაფერი წარმოადგენს შედეგს!

როგორც კი ნებას რთავ საკუთარ თავს და იღებ ახალ პარადიგმას, როდესაც აღიარებ, რომ იმსახურებ მეტად ღირსეულ ცხოვრებას, იბადება კითხვა: როგორ? ანუ შენ იწყებ კონკრეტული კითხვების დასმას და ეს კითხვები უკვე აღარ არიან პრობლემები, ანუ შენ აღარ აზროვნებ პრობლემების კატეგორიებით, არამედ იწყებ აზროვნებას ამოცანების კატეგორიებით, რომლებიც უნდა გადაჭრა.

ოოომმმმმმმ 🙂

გამცილებლები თავისუფლებისაკენ მიმავალ გზაზე!

თავისუფლება 4 შემადგენელ ნაწილად იყოფა:

1. შინაგანი თავისუფლება. ეს არის,   ყოველთვის იღებდე გადაწყვეტილებას, ცნობიერ არჩევანზე დაყრდნობით. ვერ იტყვი, რომ ადამიანს ნებისმიერ გარემოებაში შეუძლია იყოს თავისუფალი, მაგრამ ჩვენ გვაქვს თავისუფალი არჩევანი და ნებისმიერ სიტუაციაში შეგვიძლია ვისარგებლოთ ამ არჩევნით… მთავარია, არ დავკარგოთ ეს არჩევანი.

2. გარეგანი თავისუფლება. სოციალური თავისუფლება — ეს არის ბიზნესის შექმნა. ბიზნესი ეს არის ადამიანისთვის დაბადების საშუალება… დაიბადო დაქირავებული შრომის საშოდან და მოიპოვო სოციალური თავისუფლება, როდესაც აღარ ხარ მიჯაჭვული კონკრეტულ ადგილებზე, ადამიანებსა და პროექტებზე.

3. შემოქმედება. ეს არის ადამიანის თავისუფლების საბოლოო გამომჟღავნება, იმიტომ რომ შემოქმედება — ეს არის შექმნა ახალი იქ, სადაც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ აბსოლუტურად არაფერი იყო. იმისათვის, რომ ქმნიდე, უნდა იყო თავისუფალი.

4. მოგზაურობა. თავისუფალი ცხოვრების სტილის დიზაინის შესაქმნელად, ერთ-ერთ საკვანძო კომპონენტს წარმოადგენს თავისუფალი მოგზაურობის სწავლა. თავისუფალი მოგზაურობა გამორიცხავს ტურისტული კომპანიების მომსახურებას! ტურისტული კომპანიის შემთხვევაში, უკვე აღარ არსებობს თავისუფლება.

ვირტუოზების ჰოპლიააა 🙂

პატარაობაში თავისუფლება არ არის ისეთი მნიშვნელოვანი. მოზარდს სჭირდება უსაფრთხოება და თვითდამკვიდრება. მხოლოდ უფროსი ადამიანი ისახავს ამოცანად თავისუფლებას. შეგვიძლია, პარალელი გავავლოთ ბავშვის დაბადების ფაზასა და ადამიანის სიმწიფის ფაზას შორის… სინათლეს გვირაბის ბოლოს ყოველთვის ბოლო, დასკვნით ფაზაში ვხედავთ ხოლმე…

ამიტომ, მე ამოცანას დავაყენებდი არა იმ კონტექსტში, თუ რა გვიშლის ხელს, ვიყოთ თავისუფლები, არამედ — ამ თავისუფლების საკუთარ თავში დამწიფებაში. ადამიანმა უნდა დაამწიფოს ეს განცდა საკუთარ თავში. მან უნდა გააცნობიეროს და სრულად შეიგრძნოს ეს ფასეულობა. იმისათვის, რომ თავისუფლება მოვიდეს, საჭიროა ქვედა სართულების დახურვა. უნდა დახურო სტაბილურობისა და თვითდამკვიდრების სართულები და მხოლოდ ამის შემდეგ გაიხსნება თავისუფლების სართული.

ყველაზე მთავარი — საკუთარი ფასეულობების რეალიზებაა. ნუ მიეჯაჭვები სიტყვა თავისუფლებას, თუ შენი მამოძრავებელი ფასეულობა არის, მაგალითად, სამსახური, სტაბილურობა, ან უსაფრთხოება.

განავითარე ფასეულობები ზემოთ ჩამოთვლილი 4 ასპექტის თანახმად:

1. შინაგანი თავისუფლება;

2. გარეგანი თავისუფლება;

3. შემოქმედება;

4. მოგზაურობა.

ბრენდი — ეს არის ფასეულობებს + ზღაპარი 

იმისათვის, რომ გააძლიერო საკუთარი ბრენდი, საჭიროა, გამყარდე 2 მიმართულებით:

1. გამყარდე საკუთარ ფასეულობებში [დაამწიფო], იმიტომ რომ ბრენდი შეიძლება შექმნა მხოლოდ მწიფე ფასეულობებზე დაყრდნობით.

2. საკუთარი ცხოვრებისგან შექმნა ზღაპარი [Lifestyle], პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის.

ადამიანის ტანჯვის ძირითად მიზეზს უმწიფარი ფასეულობები წარმოადგენს!

ფასეულობები საჭიროა ჩვენში არსებული უფროსი სულის ნაწილისთვის, ხოლო ზღაპარი საჭიროა ჩვენში არსებული ბავშვის სულის ნაწილისთვის. როდესაც ფასეულობები და ზღაპარი ავსებენ ერთმანეთს, იბადება ის, რასაც შეგვიძლია ვუწოდოთ ბრენდი. ამ შემთხვევაში, უკვე ადამიანის შემჩნევას იწყებენ, კითხულობენ, აღიარებენ და მიყვებიან მას.

თავისუფლება — ეს არის, შეგეძლოს, აღმოაჩინო უსაზღვრო შესაძლებლობები ყველაზე პატარა და ჩაკეტილ სივრცეშიც კი. ამის აპოგეას წარმოადგენს ვიქტორ ფრანკლი, როდესაც მან საკონცენტრაციო ბანაკში, მიუხედავად ნაცისტების არაადამიანური მოპყრობისა, მოიპოვა თავისუფლება.

თავისუფლების არსი იმაშია, რომ შენ, პრაქტიკულად ყოველ ნაბიჯზე, იღებ ცნობიერ გადაწყვეტილებას. შენი გადაწყვეტილება არ არის გარე რეაქციების მიერ განპირობებული, ის შიგნიდან მოდის.

აი, სწორედ ამ თემებს ეხებოდა ჩვენი 4 დღიანი ინტენსივ-ტრენინგი შეკვეთილში. ახლა კი მინდა, პატარა დოკუმენტური ფილმი შემოგთავაზო, სადაც ჩვენი "ზღაპარია" აღბეჭდილი 😉

მოხერხებულად მოერგე და ჩაუჯექი ჩვენს 17 წუთიან დოკ. ფილმს. ყურების შემდეგ კომენტარის დატოვება არ დაგავიწყდეს.

ახლა კი დაანონსებული სიახლეების შესახებ უნდა შეგატყობინო. სიახლეები ერთდროულად რამდენიმე გვაქვს შენთვის, მოდი პირველიდან დავიწყოთ:

ხვალ, 8 სექტემბრიდან, სამუშაო და სასწავლო სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, ინტელექტიკა აცხადებს ერთკვირიან სუპერ აქციას, ჩვენს ლეგენდარულ კურსზე: "წარმატების ანბანი". ამ ერთი კვირის განმავლობაში, შენ შეგიძლია ისარგებლო გრანდიოზული ფასდაკლებით და 179 ლარის ნაცვლად, 89 ლარად შეიძინო კურსი: "წარმატების ანბანი", თავის ყველა ბონუსით და გახდე ვირტუოზების საზოგადოების წარმომადგენელი.

P.S. ახლავე გადადი ამ ბმულზე: >>> სუპერ აქცია <<< და გაიარე წინასწარი რეგისტრაცია, რის შემდეგაც, ძალიან მალე დაგიკავშირდება ჩვენი თანამშრომელი და დაგეხმარება სუპერ აქციით სარგებლობაში.

P.P.S. ნუ დააყოვნებ, გახსოვდეს, რომ სწრაფები შთანთქავენ ნელებს. ეს საუკეთესო შესაძლებლობაა, რომ ადგე და შემოუერთდე ვირტუოზების საზოგადოებას.

სიყვარულით, პატივისცემითა და რწმენით: GT და გუნდი INTELEQTIKA


Tags: , , , , , , ,

15 комментариев to “როგორ გავხდეთ თავისუფალი ცხოვრების სტილის დიზაინერი”

  1. ნიკოლოზ ქავთარაძე:

    საოცარი პოსტი, საოცარი დოკუმენტური ფილმი, შეკვეთილის დაუვიწყარ 4 დღიან ტრენინგზე *IN LOVE*

  2. სოფო ბაცაცაშვილი:

    ჩემი უკიდეგანო მადლობა გუნდ ინტელექტიკას ასეთი საინტერესო და სასარგებლო ტრენინგისთვის. ეს არ იყო ოთხდღიანი ტრენინგი, ეს იყო ზღაპრის 4 დღე, რომლიდან დაბრუნება დარწმუნებული ვარ არცერთ მონაწილეს არ სურდა; ეს იყო უდიდესი პოზიტივის, სითბოს, სიყვარულის, მეგობრობის, ურთიერთგაგების, თანადგომის, დაუღალავი შრომის, სინათლისკენ სიარულის, ჯანსაღი ხედვის და კიდევ უამრავი სიკეთის მაგალითი. უდიდეს წარმატებებს ვუსურვებ გუნდს და ველი სიახლეებს!!! სიყვარულით მე ;))

  3. ყველაზე — ყველაზე — ყველაზე სასარგებლო და სასიამოვნო 4+3 დღე ჩემს ცხოვრებაში <3

  4. მარი:

    ეს იყო ერთი ულამაზესი თავგადასავალი ჩემს ცხოვრებაში,რომლისგანაც მივიღე ყველაფერი რისი მიღებაც შეიძლებოდა. ჩვენ ერთად შევქმენით ზღაპარი და დიდი მადლობა თითოეულ გმირს <3

  5. ნანა:

    ეს 4 დღე იყო საოცრად თბილი, მოლოდინებით აღსავსე და მთელი რიგი მიგნებების, გამონათებების ერთობლიობა. ამ დღეებში მე მივიღე მეტად საჭირო ცოდნა, უდიდესი პოზიტიური ენერგია და დიდი სიყვარული. ამისთვის კი მადლობა მთელ ინტელექტიკის გუნდს. 🙂 *IN LOVE*

  6. ლაშა:

    ფილმს ,რომ ვუყურე მომინდა თავისუფალი სტილის დიზაინერობა,თავისუფალი სტილით ცხოვრება.ეს ყველაფერი კარგია და გამიჩნდა მეც შეკითხვა როგორ?არ მინდა წუწუნად გამომივიდეს,ამ ყველაფერს იმდენი შრომა უნდა და იმ სიღრმე ემოციონალური ორმოების გადალახვა[დეპრესიების],რომ აბსოლიტურ უმრავლესობას არ მოუნდება ამზე მუშაობა,აი ერთეულები მიაღწევენ წარმატებას.დღეს ჩემთან პირველი თოვლი მოვიდა,ამის ფონზე სასიამოვნო იყო ზღვის პირზე თქვენი გართობის ყურება.მადლობ საინტერესო პოსტვისთვის,სადღაც გულიც დამწყდა რომ მეც მანდ არ ვიყავი

  7. ლაშა:

    სულ დამავიწყდა,ვინც არ იცით :17 წუთიანი ფილმის ყურება მხოლოდ «ინტელექტიკა ტივიზე» შეიძლება იუთუბზე

  8. ნინი თუთისანი:

    მიყვარხართ უზომოდ, უსაზღვროდ, უანგაროდ, ამ ფილმმა გამახსენე ის 4 დღე, სულში ვიგრძენი ის განცდა რაც იმ დღეებში მქონდა უსაზღვრო და უკიდეგანო …. ვირტუოზებო და ხელმძღვანელებო რამდენჯერ შეიძლება გითხრათ მიყვარხართ მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა განვმეორდე….. ვგრძნობ თითქოს მთელი ცხოვრება ჩემში იყავით და მომავალსიც ერთად ვიქნებით………….. მე ესე ვგრძნობ და რა ვქნა:)…… მადლობა ყველაფრისთვიიის…..

  9. ლალი:

    *IN LOVE* *IN LOVE* *BRAVO* *BRAVO*

  10. ანასტასია:

    ძალიან მწყდება გული, რომ თქვენთან ერთად არ ვიყავიიიიი….

  11. ნინო:

    ეს იყო დაუვიწყარი ოთხი დღე, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა ჩემს მეხსიერებაში და აისახება ჩემს ცხოვრებაზე.მადლობა უფალს რომ მოვხვდი ამ არაჩვეულებრივ ხალხთან. ინტელექტიკას გუნდს ვუსურვებ დიდი წარმატებას და უამრავ საინტერესო პროექტს. მიგულეთ მუდამ თქვენს გვერდით, მიყვარხართ <3

  12. ზიზი:

    აგფრტოვანებული და გაოცებული ვარ, ზალიან მაგრები ხარტ, მინდა სემოგიერტდეტ,მაგრამ როგორ. გელოდებიტ =) =)

  13. მეც ეგ მაინტერესებსსს//!! =)

  14. როგორ შემოგიერთდეთ?

  15. სალომე:

    თქვენ ხართ ხილული სასწაულები,რომელიც უნდა ირწმუნოს ადამიანმა..ვცდილობ თქვენი თანამდევი ვიყო,მაძლევთ სასწაულებრივ ძალას..მადლობა რომ არსებობთ

Leave a Reply