როგორ მივაღწიოთ ნებისმიერ მიზანს?

დღეს უკვე მეხუთე დღეა, რაც ერთად ვართ და ვგეგმავთ შენს გარღვევას წარმატებისკენ. ვფიქრობ, ამ დღეების განმავლობაში, საკმაო ინფორმაცია და ტრანსფორმაცია მიიღე [მინდა, მჯეროდეს]… მაგრამ გუშინდელი პოსტიდან შენ გაიგე, რომ ინფორმაციის მიღება სულაც არ არის მთავარი.

თუ არ გაცნობიხარ წინა პოსტებს, ჩვენი 7 დღიანი აქტივობების სერიიდან, აუცილებლად გადადი ქვემოთ მოცემულ ლინკებზე და თანმიმდევრულად გაიარე ისინი. ასევე, არ დაგავიწყდეს კონკურსში ჩართვა, თუ რა თქმა უნდა, სურვილი გაქვს, რომ უფასოდ გაიარო ჩვენი 21 დღიანი ონლაინ-ტრენინგი: "მე-კონცეფცია": ვინ ვარ მე და როგორ შევიყვარო საკუთარი თავი?

უნდა გაგაფრთხილო, რომ კონკურენცია დიდია… თანაც დაუნდობელი… ამას თავად მიხვდები, როცა კომენტარებს ნახავ cheeky

პოსტი #1 >>>

პოსტი #2 >>>

პოსტი #3 >>>

პოსტი #4 >>>

დღეს კი, მინდა შემოგთავაზო ჩემი ერთ-ერთი ვებინარის ვიდეო-ჩანაწერი, რომელიც ერთი წლის წინ ჩავატარე, მაგრამ მანამდე, მოდი, ერთ პატარა ისტორიას მოგიყვები… როდესაც პირველად ვუყურე ფილმ "საიდუმლოს", მეც ძალიან მოვიხიბლე, მეგონა ისეთი საიდუმლო გავიგე, რომელიც მარტო მე ვიცოდი — ყოველ შემთხვევაში, საქართველოში smiley მეგონა, ჩემი ცხოვრება შეიცვალა… მაგრამ ეს ილუზია იყო… მხოლოდ ის შეიცვალა, რომ იმედი გამიჩნდა… იმედი იმისა, რომ — თურმე პასიურ მდგომარეობაში, ზედმეტი წვალების გარეშე, უბრალო ფანტაზიორობითაც შესაძლებელი ყოფილა გამდიდრება და წარმატების მიღწევა cheeky

ნუ, უმრავლესობისგან განსხვავებით, ალბათ ცოტათი ადრე მივხვდი, რომ ეს ტყუილი იყო და "იმედგაცრუებულმა" გადავწყვიტე მემოქმედა და გამეგო ამ საიდუმლოს მოქმედებაში მომყვანი ფორმულა. შევეცადე, მეტი გამეგო ფილმის ავტორების შესახებ… დავიწყე მათი წიგნებისა და ვიდეოების "ყლაპვა". ვეძებდი ინფორმაციებს ინტერნეტში, შემდეგ აღმოვაჩინე, რომ თურმე, მეზობელ უკრაინასა და რუსეთშიც ამ ფილმს სერიოზული ბუმი მოჰყოლია. გავეცანი რამდენიმე რუსი და უკრაინელი ტრენერის რესურსებს, რომლებიც ფილმ "საიდუმლოში" მონაწილე ადამიანების უშუალო მოსწავლეები იყვნენ, მაგრამ სამწუხაროდ, მათმა სიყალბემ კიდევ უფრო დიდი გაუგებრობა გააჩინა ჩემში. ამ ადამიანებს შეგნებულად არ დავასახელებ, რადგან ვიცი, ბევრი ქართველი ფანატი ჰყავთ და მეშინია, არ ჩამქოლონ cheeky

მოკლედ, ბოლოს გადავწყვიტე, უშუალოდ ფილმის შემქმნელთაგან მიმეღო პასუხები. ავტორებიდან ოთხ ადამიანზე შეჩერდა ჩემი მზერა… ესენი იყვნენ: ჯეკ კენფილდი, ჯო ვიტალე, ჯონ ასარაფი და ბობ პროქტორი. ჯეკ კენფილდი მომენტალურად გამოეთიშა მენტორების სიას, რადგან ვერ განვეწყვე მის მიმართ ენერგეტიკულად, ბოლოს კი, ყველაზე ბრძენ და გამოცდილ — ბობ პროქტორზე შეჩერდა ჩემი მზერა.

ამის შემდეგ, დავიწყე პროქტორის მასალების დამუშავება… ჰოდა, დღეს მინდა, შემოგთავაზო ვებინარის ჩანაწერი, რომელიც სწორედ მისი ერთ-ერთი ტრენინგით შთაგონებულმა ჩავატარე.

ეს არის 3 საათიანი ვებინარი, სადაც დეტალურად არის აღწერილი, თუ როგორაა მოწყობილი ადამიანი, როგორ მოქმედებს გარემოცვა ჩვენზე და რა გზა უნდა გავიაროთ იმისათვის, რომ მარტივად მივაღწიოთ ნებისმიერ მიზანს.

ახლა კი, კარგად მოეწყვე, შეიქმენი მყუდრო გარემო და ჩაუჯექი ჩანაწერს.

ჰო, მართლა, ვებინარის ყურების შემდეგ, არ დაგავიწყდეს კომენტარის დატოვება და შთაბეჭდილების გაზიარება. სასიამოვნო ყურებას გისურვებ:

შეგახსენებ, რომ 23 ივნისს, "ინტელექტიკა" იწყებს 21 დღიან, უნიკალურ ონლაინ-კურსს [ჯგუფურ ქოუჩინგს]:

"მე-კონცეფცია"

როგორ მივიღოთ და შევიყვაროთ საკუთარი თავი?

ახლა კი, გადადი ამ ბმულზე, გაეცანი ჩვენი 21 დღიანი, უნიკალური ტრენინგის პროგრამას და შემოგვიერთდი >>> http://self.inteleqtika.biz/

P.S. გული მიგრძნობს, რომ ადამიანები, რომლებიც ამ ტრენინგში მიიღებენ მონაწილეობას, სასწაულ გადატრიალებას მოახდენენ საკუთარ თავში და ძალიან მინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი იყო შენ.

მე მჯერა  შენ შეგიძლია!

დაიჯერე შენც!

სიყვარულით, მადლიერებითა და რწმენით: GT heart


Tags: , ,

5 комментариев to “როგორ მივაღწიოთ ნებისმიერ მიზანს?”

  1. ელენე:

    შენ დაგავიწყდა გიო დაგეწერა, აქ საჩუქარი კი არა ბომბი იყო,, კარგად დამიზნებული ბომბი ,რომელმაც ერთგვარი აფეტქება მოახდინა ჩემში,, სადგაც იქ შიგნით..ჯერ არ დავლაგებულვარ,, გაბრუებული ვარ და გარშემო ბურუსიაა,,ველოდები ემოციების გაციებას და დალექვას,,, …..ბურუსის გაფანტვის შემდეგ არაფერი ისე აღარ იქნება როგორც იყო..»დრო ნგრევისა და დრო შენებისა»ნგრევა და შენება ერთად დაიწყეე შენ’ ჩემში…ველოდები 23 ივნისს …

  2. ამ ვებინარის მოსმენისას გავიგე რომ უნდა შევიცვალო აზროვნების სტილი,გონების ძალისხმევით კარგზე ფიქრის(მიზანზე)შედეგად განცდილი ემოცია დაილექება ქვეცნობიერში,ეს ემოცია ამამოქმედებს მისი გამომწვევი მიზეზისაკენ.რიტმულობა და სისტემატიურობა აუცილებელია,გავიგე რომ ზუსტ ფორმულასა და ტექნიკაზე არ საუბრობს ყველა,ამიტომაც რჩება მიუწვდომელი ბევრი რამ ადამიანისთვის.

  3. ანა:

    მოკლედ,ქვეცნობიერი უნდა ვაქციოთ ჩვენი ცხოვრებისა და რეალობის სახელოსნოდ,მე უკვე მზად ვარ დავიწყო მუშაობა სისტემატიურად.მე ვიცი რომ ეს სამუშაო არის დიდი სიამოვნება,მარა რამდენჯერ დავიწყე და მივატოვე,ყოველ დღე ვფიქრობ რომ ეხლა დავიწყებ და აღარ მივატოვებ,მარა ყოველდგიური რუტინული საქმე გამომიძებნია და გადამიდია.დადებითი ემოციების შენარჩუნებაც ძნელია,როცა გარემო უხვად გაყრის ნეგატივს.აი აქაც მაგარი სამუშაო მაქვს ჩასატარებელი.როცა ჩემი შეხედულებები და აზროვნება შევცვალე და წარმატების მოპოვება მიზნად დავისახე,ჩემი გარემოცვა ჩემს მიმართ დამოკიდებულებაში შეიცვალა და ისე მექცევიან,როგორც ;სხვანაირს;თუმცა ჯერ ჩემი ფინანსური მდგომარეობა არ შეცვლილა.

  4. ცისანა:

    ამ აქტივოვების შესრულების დროს აღმოვაჩინე ერთი სერიოზული ოცნება,რომელსაც უკვე ყველა დღე და ღამეს ვხედავ,თურმე ყოველგვარი შესღუდვის გარეშე ყოველგვარი ფინანსური დაბრკოლების გარეშე მე ჩემს გონებაში ავაშენე ქალაქი დისნეილენდის მსგავსი,რომელიც იქნება ბიბლიურ გმირებზე,წარმოვიდგინე მთელი ქალაქი სადაც შედიხარ და შენ თვალწინ იქმნება ქვეყანა,ნახავ ებრაელების გამოსვლას ეგვიპტიდან და გრძნობ როგრ უხარიათ,როგორ უჭირთ და როგორ გმობენ ღმერთს,როგორ უყვარს დავითს უფალი და როგორ აჯობა უზარმაზარ გიგანტს გონიერებით…როგრ დაიბადა იესო და როგორ ეცვა ჯვარს და როგორ აღსდგა…და საერთოდ მთელი ქალაქი როგორ გიყვება როგორ უყვარხარ ღმერთს და როგორი სრულყოფილი და საუკეთესო ხარ და როგორ სჭირდება შენი დახმარება შენი სიცოცხლით…ეხლაც კი ჟრუანტელი მივლის ,დავდივარ ამ ქალაქში და დამყავს ყველაზე გაბოროტებული ადამიანი და ვაკვირდები როგორ იკურნება სანამ ქალაქის ბოლოში ჩავა………….ძალიან მინდა ამის გაკეთება და ვიცი დიდი ფული რატომ მინდაააააა…

  5. შალვა:

    პრაქტიკა პრაქტიკა და კიდევ პრაქტიკა! თუ რაიმის არ გჯერა ან ეჭვი გეპარება, უბრალოდ სცადე და თავად დარწმუნდი, თუ არ სცდი — ვერასოდეს გაიგებ. მე დღეს აღარ ვარ ნეგატიური ამბების მოსმენით დაკავებული, ვიცი რომ თვითოეული წუთი მნიშვნელოვანია ამიტომ უაზროდ არ ვკარგავ მას. ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთობებია, ლამაზ ურთიერთობებს შეუძლიათ კრეატიული აზროვნება და შესაბამისად წარმატების მოტანაც. სამყაროში სადაც თვითოეული კენჭი, თვითოეული ქვა, ნებისმიერი ნივთი, ნებისმიერი საგანი, ბალახი, ყველაფერი შეიძლება გამოგადგეს, ყველაფერს თავისი დანიშნულება აქვს, ვხედავ ადამიანებს რომლებიც მეორე ნახევარს ვერ პოულობენ, უშვებენ ძალიან ბევრ შესაძლებლობებს. საკუთარი «მე»-ს ისეთ დაბალ თვითშეფასებაში აცხობრებენ რომ იმ კენჭის ფასსაც კი არ ადებენ. გოგონებო ნუ ელოდებით თეთრ რაშზე ამხედრებულ რაინდს, ბიჭებო ნუ ელოდებით რომ პირველ ნაბიჯს გოგო გადადგავს =)

Leave a Reply