რა არის, რისთვის არის საჭირო და როგორ გამოვამჟღავნოთ ჩვენი მისია?

მოგესალმები ჩემო ძვირფასო მეგობარო!

— როგორ მიდის შენი საქმეები ამ პაპანაქება ზაფხულში?

იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად გაქვს!

მცირე პაუზის შემდეგ, მინდა ადამიანის დანიშნულებაზე და მისიაზე გაგესაუბრო. დღეს მე მოგიყვები, თუ რა არის, რისთვის არის საჭირო და როგორ უნდა ვიპოვოთ ჩვენი ცხოვრებისეული დანიშნულება და მიისია? ასევე, ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი ყოველივე ამის გარეშე ცხოვრობს და ისე მიდის ამ წუთისოფლიდან, რომ საერთოდ ვერ (არ) ახერხებს საკუთარი მისიის გამომჟღავნებას…

მისიის შესახებ ძალიან ბევრი თქმულა და დაწერილა. მისიას ბიზნესშიც ძალიან აქტიურად იყენებენ. სამწუხაროდ საქართველოში ამას მხოლოდ ტრაფარეტული ხასიათი აქვს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ დროთა განმავლობაში გამოსწორდება და ყველაფერს (ბიზნესს, პოლიტიკას, სპორტს, ხელოვნებას, შოუბიზნესს და ა.შ) თავისი ნამდვილი სახელები დაერქმევა.

რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ პოსტს, ჩვენ აქ პირად მისიაზე ვისაუბრებთ, ანუ ჩვენ ვისაუბრებთ კონკრეტული ინდივიდის — შენს მისიაზე! ასე, რომ გააგრძელე კითხვა და შენ ბევრ საინტერესო და რაც მთავარია საჭირო ინფორმაციას შეიტყობ.

— მაშ ასე, რა არის მისია?

ჩვენ, წინა სტატიაში ფასეულობებისა და პრინციპების შესახებ ვისაუბრეთ. ამას იმიტომ გახსენებ, რომ ფასეულობებისა და პრინციპების განსაზღვრა ძალიან მნიშვნელოვანია (მათ გარეშე მისიაზე ფიქრიც კი უაზრობაა), ასე რომ თუ არ წაგიკითხავს ჩვენი წინა სტატია, აუცილებლად წაიკითხე: პრინციპები: წარმატებული ადამიანების პერსონალური კომპასი >>>


დანიშნულებას + ფასეულობები = მისიას


  • შენი პირადი მისია — ეს არის, რაღაც უნიკალური და ყველაზე დიდი, რაც შენ შეგიძლია, რომ  სამყაროსთვის და ადამიანებისთვის გააკეთო. თუ შენ დატოვე ამ ქვეყნად რაიმე ფასეული, ესეიგი შენ შეასრულე შენი მისია.
  • მისია — დანიშნულება — ადამიანის ცხოვრების ცენტრალური და უმაღლესი საზრისი.
  • ადამიანის მისია — ეს არის ამოცანა (ამოცანები) რომელთა შესასრულებლადაც იგზავნება ადამიანი ამ სამყაროში.

თუ ადამიანი შეძლებს ყველა შესაძლო ვარიანტის რეალიზებას, მაშინ მისიის აზრი ასე შეიძლება აღიწეროს:

მისია — ეს არის მიზანი, რომლის ასასრულებლადაც ადამიანის სული იგზავნება დედამიწაზე!

ჩვენი მისია დამალულია, ის არ ჩანს, ხოლო ჩვენი ამოცანაა ამოვხსნათ ეს ცხოვრების თავსატეხი, აღმოვაჩინოთ ჩვენი მისია, გამოვამჟღავნოთ და კეთილსინდისიერად მოვახდინოთ მისი რეალიზება.

— რას ნიშნავს გამოვამჟღავნოთ?

წარმოიდგინე, რომ თითქოს ვიღაცას უკვე დაწერილი აქვს შენი ცხოვრების სცენარი, მაგრამ შენთვის არაფერი უთქვამს ამის შესახებ, უბრალოდ მან შენი ცხოვრების ბილიკზე თანმიმდევრულად განალაგა მინიშნებები. თუ გაყვები ამ მინიშნებებს, ისევე როგორც ფოტოგრაფი ცარიელ, სუფთა ფურცელზე ამჟღავნებს სურათებს, შენც შეძლებ შენი ცხოვრების სცენარის გამომჟღავნებას. ხოლო, შემდეგ, თუ ამ სცენარის თანახმად დაიწყებ ცხოვრებას, შენი ცხოვრება აზრით აივსება და შენ შეძლებ, რომ შეიგრძნო სიხარული და ბედნიერება. თუ არ გაყვები შენი ცხოვრების სცენარს, მაშინ შეგიძლია იმ მსახიობს შეადარო თავი, რომელმაც გააცდინა სპექტაკლი, რომელშიც მთავარი გმირის როლს ასრულებდა და ამის ნაცვლად წავიდა ბარში და კარგად გამოთვრა. ასეთი მსახიობი აუცილებლად გაძევდება თეატრიდან, ხოლო მის როლზე სხვა, უფრო პასუხისმგებლობიან მსახიობს დაამტკიცებენ.

ცხოვრებაშიც სწორედ ასე ხდება, თუ არ გაქვს საკუთარი მისიის გაგების, გამომჟღავნებისა და მის თანახმად ცხოვრების სურვილი, აუცილებლად მუდმივი უსიამოვნებებითა და იმედგაცრუებებით იქნები დაჯილდოვებული. მაგრამ — არჩევანი ყოველთვის შენზეა!


შენი მისია შენშია!


შენ ალბათ წაკითხული გექნება ნაპოლეონ ჰილის წიგნი: "იფიქრე და გამდიდრდი". ამ წიგნში ჰილი მოგვითხრობს თავისი შვილის შესახებ, რომელიც დაბადებიდან ყრუ იყო. მან სმენის აპარატების გაყიდვებში და ამ გზით ათასობით ადამიანის დახმარებაში იპოვა საკუთარი მოწოდება, რაც — უსათუოდ მისი მისია იყო!

ახლა შენ შეგიძლია მითხრა: "მე ხელ-ფეხიც ადგილზე მაქვს და არც ყრუ ვარ, როგორღა ვიპოვო საკუთარი მისია?"

მისია — ყოველთვის საკუთარ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემას არ წარმოადგენს, ეს შეიძლება ფარული ნიჭი ან ბავშვობის ოცნება იყოს. იმისათვის, რომ იპოვო საკუთარი მისია, საჭიროა მზერა შენს შინაგან სამყაროში მიმართო. ამ პოსტის ბოლოში, მე გაგიმხელ რამდენიმე ტექნიკას, რომელთა მეშვეობითაც შენ სწორი რაკურსის აღებას შეძლებ.

პრობლემებთან გამკლავება

— რამდენად ხშირად ატარებ მოვლენათა გადაფასებას და გადადგმული ნაბიჯების ანალიზს?

ადამიანის ცნობიერება იმდენად დაბინძურებულია, რომ ის ფაქტიურად "ავტოპილოტზე" ცხოვრობს და შესაბამისად მისთვის რთულია ეფექტური ანალიზის გაკეთება.

— როგორი სახის პრობლემები და უსიამოვნებები გხვდება ცხოვრებაში?

ხშირად ადამიანის მისიას უბრალოდ საკუთარ პრობლემებთან გამკლავება წარმოადგენს, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ადამიანი საკუთარი პრობლემებისა და სირთულეების გადალახვის პროცესში ამჟღავნებს საკუთარ მისიას. გამომჟღავნებული მისია — ეს ყოველთვის სირთულეების გადალახვაა. ამ სირთულეების გადალახვით, ჩვენ უფრო და უფრო ვძლიერდებით და უდიდეს გამოცდილებას ვიძენთ, რაც ერთი ასად ამრავლებს იმ სარგებელს, რომელიც ჩვენ ადამიანებისთვის და სამყაროსთვის მოგვაქვს. ხოლო, პრობლემებზე ზურგის შექცევით და მათგან გაქცევით, ჩვენ ავტომატურად ვხერგავთ სიხარულისა და აყვავებისაკენ მიმავალ გზას.

— რა მოხდება, რომ არ მივსდიოთ ჩვენს მისიას?

შენ შეიძლება თქვა: "ჩემი პრობლემები ვერ მომიგვარებია და რა დროს მისიაა?" ან "რაში მჭირდება მისია?"

არადა, სწორედ აქ არის "ძაღლის თავი" დამარხული. შენი პრობლემები და შენი მისია — პირდაპირ კავშირში არიან ერთმანეთთან: რაც უფრო უკეთ შეძლებ შენი მისიის რეალიზებას, მით უფრო ნაკლები პრობლემები გექნება და პირიქით: რაც უფრო შორდები შენს მისიას, მით უფრო მეტი და მძიმე პრობლემები გიჩნდება.

წარმოიდგინე — რა შეიძლება დაემართოს შენს ავტომანქანას, თავისი დანიშნულებისამებრ რომ არ გამოიყენო ის? მაგალითად, იმის ნაცვლად, რომ მოგეარა მისთვის და გემგზავრა, შენ ის ქუჩაში დააგდე და სხვადასხვა სახის წვრილმანებისა და გამოუდეგარი ნივთების საცავად აქციე. რა შეიძლება დაემართოს ასეთ ავტომანქანას? ის დაჟანგდება, საბურავები დაეშვება, ძრავი გაუფუჭდება და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვათ დროთა განმავლობაში ის გამოვა მწყობრიდან და გადასაგდები გახდება.

— რა თვალსაჩინო და ბანალური მაგალითი მოვიყვანე არა?

ისიც რა ბანალურია, რომ მაგალითად ტელეფონს თავისი დანიშნულება აქვს; კომპიუტერს თავისი; ინტერნეტს, ტელევიზორს, სკამს, მაგიდას და აბსოლუტურად ყველაფერს თავის დანიშნულება აქვს, რაც შენ ძალიან კარგად იცი, მაგრამ, ის თუ იცი — რა დანიშნულება გაქვს შენ?


"თუ დანიშნულება უცნობია, მისი ბოროტად გამოყენება გარდაუვალია!" © სერგეი რაზვადოვსკი


თუ არ იმოქმედებ საკუთარი მისიის თანახმად სამყარო მაინც მოგიძებნის საკეთებელს, მაგრამ ამ საკეთებელის დანიშნულება მხოლოდ შენი ჭკუის სწავლება იქნება და რაც უფრო დიდხანს არ გაითვალისწინებ მას, მით უფრო ძლიერად დაიტანჯები.

აქედან გამომდინარეობს დასკვნა: თუ შენი ცხოვრება პრობლემებით, ტანჯვით, სტრესებითა და დაავადებებით არის სავსე, ესეიგი შენ არ ცხოვრობ შენი დანიშნულების თანახმად და ბოროტად იყენებ მას, შესაბამისად, თითოეული პრობლემა, ტკივილი, ტანჯვა თუ დაავადება, შენი მასწავლებლები არიან და თუ ცოტათი მაინც გაზრდი საკუთარი ცნობიერების კოეფიციენტს, განდევნი ეჭვებს, პესიმიზმს და ცხოვრებას ანალიტიკურად შეხედავ, შენ აუცილებლად მიიღებ პასუხს ისეთ კითხვებზე, როგორებიცაა:

  • რას არ ვაკეთებ სწორად?
  • რა უნდა შევცვალო?
  • როგორ მოვიქცე?
  • რა უნდა გავაკეთო ახლავე?
  • და ა.შ.

ხოლო, თუ ამ ყველაფერს არ გააკეთებ, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს გეტყვი, რომ შენ სწორედ იმ დაჟანგულ და მწყობრიდან გამოსულ ავტომობილს დაემსგავსები, რომელიც იმის ნაცვლად, რომ გადაადგილების საშუალება ყოფილიყო და ადამიანებისთვის სარგებელი მოეტანა, ქუჩაში დაგდებულ „ხარახურის“ საცავად იქცა.

კიბისებრი პრინციპი

განსაზღვრე ის საქმეები, რომლებიც მოცემულ მომენტში გსურს, რომ აკეთო და დაიწყე მოქმედება… ოღონდ დაიყწე კონკტერული მოქმედება და არა „Bulshiting”-ი…

აქ შეიძლება სტივ ჯობსის მაგალითი მოვიყვანოთ. როდესაც ჯობსი კოლეჯში სასწავლებლად წავიდა, ის კალიგრაფიის კურსებზე ჩაეწერა და ასოებისა და ციფრების ლამაზად წერის შესწავლა დაიწყო. ხოლო, გარკვეული დროის შემდეგ, მან დააარსა კომპანია Apple და სწორედ აქ გამოადგა ის კალიგრაფიული უნარი, რომელიც მან კოლეჯში შეიძინა.

როდესაც ამ კურსებზე ეწერებოდა, მან არ იცოდა, რომ ის კომპანია Apple-ს დააარსებდა, უბრალოდ მან განსაზღვრა ის საქმეები, რომლის გაკეთებაც იმ მომენტში სურდა და არა მხოლოდ განსაზღვრა, არამედ ადგა და გააკეთა!

კალიგრაფიის შესწავლა ერთ-ერთი საფეხური იყო, რომელსაც სინამდვილეში კომპიუტერის შექმნისკენ მიჰყავდა და რომ არ გადაედგა პირველი ნაბიჯი, ვარანაირად ვერ გააკეთებდა იმას, რაც საბოლოო ჯამში გააკეთა.

შენ საკუთარი მოწოდების გამომჟღავნებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებ, თუ გაივლი იმ საფეხურებს, რომელიც თავიდან შეიძლება საერთოდ არანაირ კავშირში არ იყვნენ შენს მომავალ საქმიანობასთან. მაგრამ, ეს საფეხურები აუცილებლად უნდა გაიარო, რათა ამოთხარო ღრმა და საიმედო საძირკველი, შენი მომავალი ცათამბრჯენის გასამყარებლად.

— როგორ გავნსაზღვროთ ეს საფეხურები?

აქ მხოლოდ შენი ინტუიცია და შინაგანი ყნოსვა თუ დაგეხმარება. დააკვირდი იმ მოვლენებს, რაც შენს გარშემო ხდება. გახსოვდეს, რომ შემთხვევით არაფერი ხდება! მთავარია გამოიღვიძო და იცხოვრო მომენტში "აქ და ამჟამად" და რაც ყველაზე მთავარია — იმოქმედე, მოქმედების გარეშე არაფერი გამოვა. ნუ შეუშინდები შეცდომების დაშვებას, გადაიტყავე მუხლები, შეგნებულად დაუპირისპირდი პესიმიზმსა და ცრურწმენებს და აკეთე ის, რისიც გეშინია.

გახსოვდეს, რომ შიში არ არსებობს მომენტში "აქ და ამჟამად", შენი შიში ბინადრობს ან წარსულში ან მომავალში, ამიტომ იყავი "აქ და ამჟამად" და შენ შიშის დრო აღარ გექნება (შიშის თემას სხვა პოსტებში გავავრცობთ).

ახლა მოდი ზდაპირულად განვიხილოთ მისიის გამომჟღავნების მეთოდები:

საწერკალამი და ფურცელი

აიღე საწერკალამი და ფურცელი და მისდიე შემდეგ ინსტრუქციას:

  • ჩამოწერე შენი ოცნებები (სულ მცირე 50 ოცნება);
  • დაყავი სამ კატეგორიად: ყოფნა, კეთება, ფლობა;
  • დატოვე მხოლოდ ყოფნა და კეთება;
  • მოახდინე თითოეული ოცნების (ყოფნა, კეთება) ვიზუალიზაცია;
  • გამოყავი ყველაზე სასურველი;
  • დაფიქრდი, რა საქმიანობის შემთხვევაშია შესაძლებელი ამ ოცნებების რეალიზება;
  • დაისახე მიზანი;
  • შეადგინე მოქმედების კონკრეტული გეგმა;
  • დაიწყე მოქმედება;

მინდა "ლუზერების" საყვარელი ტერმინი გაგაცნო: "სათქმელად ადვილია!" ისინი გიჟდებიან ისე უყვართ ეს ტერმინი 😉

მეგობრები და ახლობლები

სთხოვე შენს მეგობრებს და ახლობლებს, რომ გიპასუხონ (ოღონდ აუცილებლად წერილობით), მათი აზრით რაში ხარ ნიჭიერი. დაფიქრდი, შენს რომელ მოქმედებას და ქცევას მოიხსენიებს შენი გარემოცვა დადებითად? ადამიანი ხშირად საკუთარი ნიჭისა და ტალანტების იგნორირებას ახდენს და ვერ ამჩნევს მათ, გასაკუთრებით ჩვენ, "პოსტ საბჭოელები", სადაც სიმდიდრე ცოდვად ითვლებოდა… ეს დღემდე ღრმად არის ჩამჯდარი ადამიანის ქვეცნობიერში, რაც დაბალ თვითშეფასებაში, თვით-საბოტაჟში, სიზარმაცეში, ურწმუნოებაში და პესიმიზმში გამოიხატება, რომელთა მთავარ ფესვსაც — შიში წარმოადგენს.

ჩვენ ისე განვიხილავთ ნიჭს და ტალანტებს, რომ თითქოს ასეც უნდა იყოს და არანაირ ყურადღებას არ ვაქცევთ მათ. ხოლო, ტრადიციული განათლება და "სოციუმი" კი პირიქით, ძლიერის ნაცვლად სუსტი მხარეების განვითარებაზე ახდენს ჩვენი გონების კონცენტრირებას (მე ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის სისტემის მზაკვრული ჩანაფიქრიც, რომ დაჩლუნგებული და ადვილად სამართავი  მასისგან, რაც შეიძლება მეტი მუშახელი გამოძერწონ).

ხშირ შემთხვევაში ადამიანს შეიძლება ისიც ეგონოს, რომ ნიჭი, რომელიც მას გააჩნია, აბსოლუტურად ყველას აქვს და არანაირი ყურადღება არ მიაქციოს მას, რაც უდიდესი შეცდომაა და არანაირად არ შეესაბამება სიმართლეს.

მას შემდეგ, რაც შენ გაარკვევ, თუ რა ნიჭისა და ტალანტების ბატონ-პატრონი ბრძანდები, შენი ნომერ პირველი ამოცანა მათი დახვეწვა და განვითარება უნდა გახდეს, აი ამ შემთხვევაში დაიწყებ, (როგორც მე მიყვარს თქმა) — საკუთარ მოედანზე თამაშს. შენ სერიოზული აქცენტი უნდა მოახდინო შენს ძლიერ მხარეებზე, რადგანაც არაფრის კეთებით საუკეთესო ტალანტიც კი, არარეალიზებული დარჩება და სამუდამოდ დაიკარგება.

ახალა კი, მოდი თვალი შევავლოთ. თუ რა წარმოადგენს წარმატებულად გამომჟღავნებული მისიის კრიტერიუმებს:

  • როდესაც შენ აკეთებ საქმეს, რომელიც ემთხვევა შენს მოწოდებას, შენ განიცდი შინაგან "დრაივს" და შენ იმყოფები ცხოვრების ნაკადში;
  • შენ ხარ ბედნიერი "აქ და ამჟამად";
  • შენს საქმიანობა სავსეა შემოქმედებითი ელემენტებით;
  • შენი საქმიანობა უნიკალურია და შენ არ ხარ არავის ასლი;
  • შენ მოგაქვს დიდი სარგებელი სხვა ადამიანებისთვის და სამყაროსთვის;
  • შენ ორიენტირებული ხარ გაცემაზე და არა მიღებაზე და სწორედ ამიტომ — შენ ღებულობ გაცილებით უფრო მეტს, ვიდრე გასცემ;

საკუთარი მოწოდებისა და მისიის ზუსტად განსაზღვრა შეუძლებელია. ცხოვრება წააგავს გზას, რომელიც სიბნელეშია გადებული, ხოლო ადამიანი კი ფარანს, და რაც უფრო მეტად ვვითარდებით, მით უფრო შორს ვანათებთ და შესაბამისად მით უფრო იოლდება ჩვენთვის ამ გზაზე გადაადგილება. მაგრამ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორი მიმართულებით მივდიოდეთ, რადგანაც არსებობს იმდენი გზა, რამდენი ადამიანიც არის ამ ქვეყანაზე. სამწუხაროდ ძალიან ბევრი ადამიანი სხვის გზაზე მიაბიჯებს და თანაც იმდენად დაბალია მისი შინაგანი ძალა, რომ მისი ფარანი ბჟუტავს და მას ძალიან უჭირს გადაადგილება, ხოლო, ეს ადამიანი მიზეზებს გარე ფაქტორებში ეძებს და არც კი ფიქრდება იმაზე, რომ პრობლემა და პასუხი მხოლოდ მასშია. მთავარია იარო შენი გზით, გააძლიერო შენი შინაგანი ფარანი და ენდო საკუთარ ინტუიციას, აი მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შენი ცხოვრება სიხარულით, სიყვარულითა და ბედნიერებით სავსე! © გიორგი თვალაძე


რასაც მე ვაკეთებ ეს ჩემი მისიაა და შენ ვერ წარმოიდგენ რამხელა სიხარულს და სიამოვნებას განვიცდი ამ სტროფების აკრეფვისას. უფალს შევთხოვ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაგეხმაროს საკუთარი მისიის გამომჟღავნებაში… მე კი, პირობას გაძლევ, რომ ყველანაირად გვერდში დაგიდგები ამ რთულ, მაგრამ მშვენიერ და გონების დაკარგვამდე საინტერესო გზაზე!

ამით ჩვენი პოსტი დასრულდა — გისურვებ წარმატებას!

P.S. თუ მოგეწონა ეს პოსტი, მაშინ გთხოვთ, რომ მეგობრებსაც გაუზიარო. მერწმუნე, რომ ჩვენც და შენი მეგობრებიც ძალიან მადლიერები დაგრჩებით!

P.P.S. თუ გსურს, რომ მეტი შეიტყო ამ საკითხთან დაკავშირებით და არა მხოლოდ შეიტყო, არამედ თავიდან ბოლომდე გაერკვე ყველაფერ იმაში, რაზეც დღევანდელ პოსტში ვილაპარაკეთ, მაშინ შენ აუცილებლად უნდა ჩაეწერო ჩვენს "კოუჩ ჯგუფში", რომელიც მზადდება სექტემბრისთვის და ჩემი ხელმძღვანელობით ჩატარდება!

მადლიერი ვიქნები კომენტარებისთვის 😉

პატივისცემით, სიყვარულით და რწმენით — გიორგი თვალაძე


Tags: , , , ,

15 комментариев to “რა არის, რისთვის არის საჭირო და როგორ გამოვამჟღავნოთ ჩვენი მისია?”

  1. ძალიან მაგარი თემაა! მთელი ჩემი ცხოვრება ავტოპილოტზე მაქვს გავლილი და არც არასოდეს არ მიფიქრია აქამდე ამ საკითხზე. ეს ბოლო რამდენიმე წელია რაც დავიწყე სრული ტრანსფორმირება და სწორედ ჩემი მისიისა და დანიშნულების ძიებაში ვარ! აბსოლუტურად გეთანხმები გიორგი იმაში, რომ თუ შენს საქმეს აკეთებ რასაც შენს მოწოდებასთან მიჰყავხარ უბედნიერესი ადამიანი ხარ! რაც უფრო მეტი ადამიანი დაფიქრდება ამ თემაზე და დაიწყებს საკუთარ დანიშნულებაზე და მისიაზე ფიქრს, მით უფრო მეტი ადამიანი გაბედნიერდება!!!

  2. უძლიერესი მასალაა… მადლობა გიორგის 🙂

  3. მარიკა:

    უღრმესი მადლობა გიო. =)

  4. საკუთარი მისიის ძიება ყველაზე მტკივნეული (იმ შემთხვევაში, თუ ბევრი შინაგანი ბლოკი გაქვს), მაგრამ, ამასთანავე, ყველაზე საინტერესო, სახალისო და აუცილებელი პროცესია ცხოვრებაში. ძალიან ამომწურავი სტატიაა, გიორგი, თუმცა ერთი კითხვა მაინც დამრჩა: როგორ ფიქრობ, შეუძლია ადამიანს, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, თავისი მისია შეცვალოს? უბრალოდ, შენი აზრი მაინტერესებს.

  5. არამგონია ქეთევან, რომ ჭეშმარიტ მისიას შეცვლა სჭირდებოდეს, იმიტომ რომ ჩვენ არ ვწყვეტთ, რაში ვიყოთ ნიჭიერები და რაში არა. მისია, შეიძლება დაიხვეწოს და მისი მიმართულებით სვლის ტაქტიკები და სტრატეგიები შევცვალოთ. ხოლო, თუ მისიის შეცვლა მოგვიწია, ესეიგი თავიდან ფსევდო და თავსმოხვეული მისია გვქონდა შერჩეული, რაც მე ვფიქრობ, რომ ცუდი მაინც არ არის, იმიტომ რომ შეცდომას მხოლოდ ის არ უშვებს, ვინც საერთოდ არაფერს აკეთებს.

    როდესაც პირველად (სტივენ კოვის წიგნის მიხედვით) ჩემი მისია დავწერე, ლამის 3 ფურცელი გავავსე, მაგრამ დროთა განმავლობაში ის დაიხვეწა, დაიხვეწა და ახლა უკვე ერთ აბზაცში ეტევა. ასე, რომ… 😉

  6. ჩემი — უკვე ერთ წინადადებაში 🙂

    მშვენიერი პასუხი იყო, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ჩვენი ცხოვრებისთვის მხოლოდ ერთი სცენარი არ იწერება და იმის მიხედვით, თუ როგორ არჩევანს ვაკეთებთ ამა თუ იმ საპასუხისმგებლო მომენტში, შესაბამის სცენარსა და მისიაზე ვაცხადებთ პრეტენზიას. რა ვიცი, შინაგანად ასე ვგრძნობ და რა ვქნა 🙂

  7. ქეთევან მესმის შენი. შეიძლება მისია და შენი სავალი გზა ასჯერ შეცვალო, მაგრამ საბოლოო ჯამში ხომ მაინც ერთამდე მიდიხარ?! მე ამას ვგულისხმობ, ხოლო, ის შეცვლილი სცენარებიც სასარგებლოა, იმიტომ რომ ცდებისა და შეცდომების გზით, იმ ერთადერთს აღმოგაჩენინებს, რომელიც ჭეშმარიტად შენია!!! 😉

  8. «საკუთარი მოწოდებისა და მისიის ზუსტად განსაზღვრა შეუძლებელია. ცხოვრება წააგავს გზას, რომელიც სიბნელეშია გადებული, ხოლო ადამიანი კი ფარანს, და რაც უფრო მეტად ვვითარდებით, მით უფრო შორს ვანათებთ და შესაბამისად მით უფრო იოლდება ჩვენთვის ამ გზაზე გადაადგილება.» – სრულიად გეთანხმები გიორგი!

    სულ ვცდილობდი ჩემი მისია მეპოვნა… თავს ყოველთვის იმით ვიმშვიდებდი, რომ ჩემი დანიშნულების ძიებაში ვიყავი. «მე ვეძებ ჩემს ადგილს ცხოვრებაში და როცა ვიპოვი მას, მაშინ შემიძლია ვიმოქმედო» ვამბობდი და ვერ ვხვდებოდი, რომ სწორედ ჩემი ამ დანიშნულების ძებნა ვაქციე ფაქტიურად ჩემს დანიშნულებად (?!) და ამით ჩემივე თავი შევიყვანე ჩიხში.

    ცოტა გაგუგებარია? არა უშავს მეც ბევრი რამ არ მესმის ჯერ 🙂

    უღრმესი მადლობა გიორგი! შესანიშნავია!

  9. მარიკა:

    ალბათ ხშირ შემთხვევაში ადამიანის ცხოვრება პატარ-პატარა მისიებისგან უნდა შედგებოდეს,რაც შესაძლოა ერთ დიდ მისიად იქცეს. საერთოდ კი ყველა ადამიანის მისიაა,იყოს ბედნიერი, ლაღი და თავისუფალი. იცოდეს თავისი ნამდვილი სურვილი,რომლის ასრულებაც უღირს მის ასრულებაზე დახარჯულ ენერგიად.
    ადამიანს აქვს 5 ძირითადი დრაივი:
    მოთხოვნილება (საკვები, ტანსაცმელი, კომფორტი….); უსაფრთხოება, დაცულობის შეგრძნება; გამრავლება; ექსპანსია და სოციალური პაკეტი.
    თუ რომელიმე დრაივში გარღვევაა, თავს ბედნიერად ვერ იგრძნობს.
    ვფიქრობ, რომ ადამიანის მისია არის მისი ჭეშმარიტი სურვილი, რომლის შესრულებაც მისთვის სიამოვნებაა. ამიტომ ყველა ადამიანისთვის მისია არ შეიძლება მთელი ცხოვრების განმავლობაში იყოს ერთადერთი.

  10. თამარი:

    ჩემი საყვარელი ფრაზაა: იმუშავე საკუთარ თავზე,იპოვე ღმერთი, შენი მისია და იყავი თავისუფალი, :). ამ ცნებების და პლუს სურვილის გარეშე ვერ წარმომიდგენია მისიის პოვნა.
    როგორც ვუკვირდები თუ საკუთარი მისიის გათვიცნობიერებისას ერთ-ერთი აუცილებელი პირობა სულიერი და ინტელექტუალური განვითარბისკენ სწრაფვაა ,ამ შემთხვევაში პიროვნული თვისებების მუდმივად სასიკეთო ცვლილებები ხდება,შესაბამისად საზოგადოებრივ და პირად ცხოვრებაშიც იცვლება,როგორც ცხოვრების წესი ,ასევე საქმიანობის შედეგები რაც თითქოს მისიის ცვლილებასთან ასოცირდება.სინამდვილეში ეს პიროვნების სურყოფისაკენ ,ნაბიჯ-ნაბიჯ მიმავალი გზაა. მაგრამ ეს ყველაფერი ხშირად საკუთარ თავთან ომის ტოლფასიც კია, და ამ ომს, მისია აუცილებლად უნდა ამართლებდეს,რადგან მისიის შეცდომით განსაზღვრას, როგორც პირადად ასევე საზოგადოდ სავავალალო შედეგი მოაქვს,ამასთან კავშირშია ასევე სიზარმაცე რომელიც მისიას კლავს…მოკლედ რომ ვთქვა ფიქრისთვის და მსჯელობისთვის კარგი თემაა 🙂 მადლობა ბნ-ო გიორგი, საინტერესო წერილისთვის, (კომენტარის გაკეთება ამ თემაზე სხვადროს არ მომდომებია :))

  11. ნანა:

    ბატ. გიორგი არც კი ვიცი როგორ გადაგიხადოთ მადლობა ამ პოსტისთვის. ერთ სიტყვაში როგორ ჩავატიო ის დიდი მადლიერება, რაც მე განვიცადე. უნდა გითხრათ, რომ სკოლაში (მთელი 10 წელიწადი), მერე კიდევ უმაღლესში კარგ მოსწავლედ ვითვლებოდი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ რასაც მასწავლიდნენ ვსწავლობდი, მაგრამ მსგავსი საჭირო ცოდნა არსად მიმიღია. თქვენ ნამდვილად მიაგენით თქვენს მისიას, ამდენ ადამიანს თუ აუხელთ თვალებს ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს. ადრეც გავეცანი თქვენს წერილებს და უზომოდ მომეწონა, მაგრამ მორიგი სატყუარა მეგონა ადამიანების გასართობად მოგონილი. ახლა კი ვხვდები, რომ მხოლოდ ადამიანების სიყვარულით არის გაჟღენთილი მთელი თქვენი ნამოღვაწარი. გაიხარეთ! სიამოვნებით შემოგიერთდებით.

  12. ნაზი:

    დიდი მადლობა….წარმატებები….

  13. tengiz:

    ძალიან მაგარია

  14. მოგესალმებით გიორგი. გაგეცნობით მე ვარ ეკა ფერაძე მხატვარი. 20 წელია გერმანიაში ვცხოვრობ,4 შვილის დედა და როგორც მე ვთვლი წარმატებული ხელოვანი ვარ. ძალიან გამეხარდა დღეს რომ აღმოვაჩინე თქვენი გვერდი და დიდი სიამოვნება მივიღე. ზუსტად ასეთი პრინციპებით ვცხოვრობ და ჩემს თავზე გამოცდებს ვატარებდი. ბევრს ვკითხულობდი ასეთ თემებზე,რწმენაზე, როგორ გავხდე წარმატებული და ა.შ. გადავწყვიტე ჩემი თავი გამომეცადა და ზუსტად ისე მემოქმედა როგორც თქვენ წერთ.ამან ჩემი ცხოვრება შეცვალა, მხოლოდ დადებითისკენ.უკვე ისეთ სიმაღლეებს მივახწიე,რომ საკუთარ ცხოვრებას ვმართავ. ვაპირებ ჩემი ცხოვრების წიგნის დაწერას მომავალში,როგორ მოვედი აქმადე.მე უბრალოდ ბედნიერი გავხდი,რომ ჩემი ადგლი ვიპოვე. თუ თქვენს ვებ გვერდს ბევრი გულმოდგინეთ წაიკითხავს და არ განგსჯით, არ მიგაწერთ რამე სექტას,როგორც ეს სჩვევია ადაიანს, აუცილებლად მიახწევს იმას რისთვისაც იბრძვის და რატომ არის დაბადებული ამ ქვეყანაზე. მოიპოვებს სიმშვიდეს და ცხოვრების სწორ გზას იპოვის.ბოდიშს მოგიხდით შეცდომებისთვის,ჩხოვრების უდიდესი ნაწილი უხოეთში მაქვს გატარებული და ამისთვის არ გამკიცხოთ.სისტემატიურად გადავხედავ თქვენს გვერდს და სიაოვნებით დავაფიქცირებ ჩემს მოსაზრებებს. შეგიძლიათ იხილოთ ჩემს შესახებ და ჩემს შემოქმედებაზე ჩემს ვებ გვერდძე. ჩემი ვებ გვერდი მიუთითე არა იმიტომ რომ რეკლამა გავიკეთო, არამედ ქვემოთ მითითებული გკონდათ რომ შემეძლო ჩამეწერა.

    http://peradzeeka.beepworld.de/

    http://ekaperadze.beepworld.de/

    სასიამოვნო იყო თქვენი გვერდის აღმოჩენა.
    თქვენი კეთილის მსურველი ეკა ფერაძე.

  15. ივანე ლურსმანაშვილი:

    მინდა მთელი სამყაროს გასაგონად,ბესელიას ხმით ვიკივლო,ყველამ წაიკითხეთ ხალხოოოოოოო!!!
    მიუხედავად იმისა,რომ ამ თემაზე უამრავი ლიტერატურა წამიკითხავს და ტრენინგებიც გამივლია,დღეს მიღებულ ცოდნასთან ახლოს ვერცერთი ვერ მოვა.ეს ყველაზე კონკრეტული,ზუსტი და სრულყოფილი ვერსიაა. ჩემი მოკრძალებული რჩევაა,ყოველგვარი ეჭვების გარეშე მიიღოთ და გამოიყენოთ ეს უძვირფასესი საჩუქარი. დიდი მადლობა გიორგი თვალაძეს და კლუბ ინტელექტიკას.=) =)

Leave a Reply