რწმენის ძალა

"მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა რომ გქონდეთ და უთხრათ ამ მთას: აქედან იქით გადადიო, იგი გადავა, და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი". [მათ. 21,21.]

რწმენა – ეს არის ყველაზე ჭეშმარიტი, ყველაზე ძლიერი, ყველაზე ცოცხალი და ყველაზე ურყევი მდგომარეობა, რაც კი შეიძლება ადამიანს გააჩნდეს. მხოლოდ ასეთ რწმენას შეუძლია ადამიანი ყველაზე დიდ გამარჯვებებთან მიიყვანოს. რწმენა არ არის პიროვნული თვისება ან გონებრივი განწყობა – ეს ცნობიერების განსაკუთრებული მდგომარეობაა. შეიძლება ითქვას, რომ რწმენა – ეს არის საკუთარი სულის შეცნობა და მყარად დაჯერება იმისა, რისიც გწამს.

"თითოეულ ადამიანს ძალუძს ბედნიერების, ჯანმრთელობისა და სიმდიდრის მოპოვება, თუ ის მთელი მისი არსით დაიჯერებს ამას!"

ადამიანს ნებისმიერი ოცნების რეალიზება შეუძლია, თუ ეს ოცნება მუდმივად მის წარმოსახვაში იტრიალებს და იმდენად დიდი იქნება მისი რეალიზების "წყურვილი", რომ ვერავითარი ბარიერი ვერ დაჩრდილავს მას.

  • არ ხარ საკუთარ თავში დარწმუნებული?
  • სიახლის შიში გაქვს?
  • ნებას რთავ სხვა ადამიანებს, რომ მანიპულირება მოახდინონ შენით?

მაშინ ძალიან გთხოვ, ნუღარ იტყვი: „ეჰ, ვინ მომცა მაგის ბედი“, „ყველას უმართლებს ჩემს გარდა“ და მსგავს უსაფუძვლო, მცდარ და ინფიცირებულ სიტყვებს. ნუღარ დაადანაშაულებ მშობლებს, მთავრობას, საზოგადოებას და საერთოდ ნურავის, იმიტომ რომ მხოლოდ შენ ხარ დამნაშავე – მხოლოდ შენ!!!

დღეში ათობით წერილი მომდის, სადაც ადამიანები სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით მისვამენ კითხვებს. ამ პოსტის დაწერის წინ გადავავლე ამ წერილებს თვალი და ისეთი წინადადებები ამოვკრიფე, რომლებიც ყველაზე ხშირად მეორდება:

  • „ზუსტად ვიცი მაინც არაფერი გამომივა!“
  • „როგორც ყოველთვის ყველაფერი სასწაული მე უნდა დამემართოს!“
  • „ამ სიტუაციიდან არანაირი გამოსავალი არ არსებობს!“
  • „ეჰ, ვინ მომცა მე მაგის ბედი!“
  • „ყოველთვის ერთი ნაბიჯი მაკლდება წარმატებამდე!“
  • „დღეს კი კარგად ვარ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, ხვალ ყველაფერი ისევ უარესობისაკენ შეიცვლება!“
  • „ყველას უმართლებს ჩემს გარდა!“
  • „თუ მთავრობაში არ გყავს ვინმე საქართველოში ბიზნესს ვერ დაიწყებ!“
  • „მე კი შევეცდები, მაგრამ არამგონია რამე გამოვიდეს!“

რა თქმა უნდა არაფერი გამოგივა მანამ, სანამ ასეთ ნეგატიურ აზროვნებას იყენებ. ყოველი მეორე მტკიცებულება, რომელიც კონკრეტულად შენ გეხება, მაგალითად: „მე ვერასოდეს შევძლებ!“ ან „მე არასოდეს მექნება…“ და ა.შ, – ეს არის შენი შინაგანი ქმნადი ძალის მიმართ გარკვეული ინსტრუქტაჟის მიცემა, რომ მან არაფერი გააკეთოს შენთვის.

ჩვენ ამაზე სხვა პოსტებშიც გვისაუბრია, უბრალოდ პატარა განმარტებას გავაკეთებ იმისა, თუ რას ნიშნავს: „შენმა შინაგანმა ქმნადმა ძალამ, არაფერი გააკეთოს შენთვის“. – ეს ნიშნავს, რომ შენი გონება არ მოახდენს ფოკუსირებას და გამოტოვებს ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებს, რომლებსაც შენი მიზნების განხორციელება ძალუძს და ფოკუსირებული იქნები მხოლოდ ისეთ სისულელეებზე, როგორებიცაა, მაგალითად: ფბ-ში ვიღაცის სურათების თვალიერება, შოუები – [დღის შოუ, ღამის შოუ, შუადღის შოუ, შაბათის შოუ, კვირის შოუ, სადილის შოუ], პოლიტიკა [გაიგე თურმე ზაქარია ქუცნაშვილს მერვე კლასში საშემოდგომო გამოჰყოლია - აი ვის ხელში ვართ] და ა.შ.

შენ წარმოიდგინე მთელი ამ ნაგავის გადამუშავების დროს – შენ ფიქრობ… და იცი სადამდე მიყავხარ ყოველივე ამას? დიახ, დიახ – შინაგან სიცარიელემდე და ემოციონალურ დეპრესიამდე, შემდეგ კი გიკვირს, თუ რატომ არ გიმართლებს არაფერში და საიდან გაქვს ამდენი პრობლემები.

გარხსოვდეს: 

"როგორც აღიქვავ საკუთარ თავს – სწორედ ისეთი ხარ!"

შენ იყურები გარშემო და შიგადაშიგ ხედავ ადამიანებს, რომლებსაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე უმართლებს და თანსდევს წარმატება. იცი რატომ? იმიტომ, რომ მათ გააცნობიერეს და მიიღეს სამყაროსეული საიდუმლო და ყოველ დილით იმ რწმენით იღვიძებენ, რომ რაღაც "კარგი" მოხდება – და ასეც ხდება!

"მისდიე საკუთარ რწმენას – მას სასწაულების მოხდენა შეუძლია!"

გწამდეს ღმერთის საკუთარ თავში, იმიტომ რომ ის შენშია! და თუ ღმერთი შენშია, მაშინ რაღა მნიშვნელობა აქვს იმას, ვინ არის შენს წინააღმდეგ?! მისდიე შენს გულის ძახილს და გადააბრუნე შიშის, ეჭვებისა და მღელვარების გორები. ეს უბრალო მოქმედებაა, მაგრამ 100%-იანი რწმენით გაჯერებულ მოქმედებას, ისეთი სასწაულების მოხდენა შეუძლია, რომ შენ უბრალოდ გაოცებული დარჩები.

ჩვენი ფიქრებისა და მოქმედებების ლოკომოტივს, ჩვენი რწმუნებულებები წარმოადგენს [და ეს შენ უკვე უნდა იცოდე]. როგორც კი იცვლება რწმუნებულება – ცხოვრებაც იცვლება, იმიტომ რომ ჩვენი ცხოვრების ხარისხი, ჩვენი რწმენის ხარისხზეა დამოკიდებული.

  • პოზიტიური აზრები – იზიდავს და ქმნის!
  • ნეგატიური აზრები – უკუაგდებს და ანადგურებს!

გსუურს დარჩე იქ, სადაც იმყოფები ამჟამად?

თუ გსურს, მაშინ ნუ შეეხები შენს აზროვნებას და ყველაფერი უცვლელად დატოვე.

სანამ არ შეიცვლი აზროვნებას, შენი მდგომარეობაც უცვლელი დარჩება, ოღონდ უცვლელი უკეთესობისკენ, თორემ უარესობააა – იცოცხლე:

"თუ თქვენ არ ვითარდებით, ესეიგი დეგრადაციას განიცდით!"

ის აუცილებლად გაუარესდება [გარანტიას გაძლევ], იმიტომ რომ არაფერია ამ სამყაროში უცვლელი, ყველაფერი მოძრაობს და თანაც მოძრაობს ან ზევით ან ქვევით.

ის, რისიც შენ გწამს, უკვე აღსრულდა!!!

მე ჭეშმარიტად მწამს ამ გამონათქვამის. რწმენას მიყავხარ იქ, სადაც შენ გინდა, რომ მიხვიდე. ასევე, ეჭვებს და ურწმუნობასაც მიყავხარ, ოღონდ საპირისპირო მიმართულებით და თანაც იქეთ, სადაც შენ ყველაზე მეტად არ გინდა, რომ მიხვიდე.

წინ არის ყველაფერი, რაც შენ ასე გწყურია – ჯანმრთელობა, ბედნიერება, წარმატება, სიმდიდრე.

"ადამიანი საკუთარი ბედის ბატონ-პატრონი უნდა იყოს!"

ახლა კი ერთი პატარა ვიდეო მინდა გაგიზიარო, რომელიც ვფიქრობ, რომ ცოტათი მაინც შეცვლის შენს ცხოვრებას და წარმოდგენას რწმენის შესახებ. ეს ვიდეო ნათლად ასახავს რწმენის ძალას და ნაკუწებად ამსხვრევს, ურმუნო, სკეპტიკოსი და ტვინიკოსი ადამიანების სტერეოტიპებს.

აბა, რას იტყვი? შთამაგონებელია არა?

15 წლის მანძილზე არტურს ეუბნებოდნენ, რომ ინვალიდი დარჩებოდა. მაგრამ, მან გადალახა ყველა თავს მოხვეული რწმუნებულება, ხელში აიყვანა საკუთარი თავი და შეცვალა არსებული რეალობა.

ეს ისტორია ნათლად გვიჩვენებს, თუ რაოდენ ძლიერი შეიძლება იყოს ადამიანის რწმენა და რაოდენ მნიშვნელოვანია ცხოვრებაში, თუნდაც ერთი ადამიანი, რომელსაც სწამს და სჯერა ჩვენი და ჩვენი შესაძლებლობების.

მე მჯერა შენი – დაიჯერე შენც!

მოგიწოდებ ახლავე გაუკეთო საკუთარ თავს გამოწვევა და მთელი შენი ცხოვრება შეცვალო!

P.S. ახლა კი მე მინდა მოვისმინო შენგან! გაგვიზიარე კომენტარებში, როგორ შთაგაგონა ამ პოსტმა და ამ პატარა ვიდეო რგოლმა? რა შეიცვალა შენს რწმუნებულებებში და როგორ აპირებ ცხოვრების შეცვლას?

P.P.S. თუ თვლი, რომ ეს პოსტი შენს მეგობრებსაც შთააგონებს, აუცილებლად გაუზიარე მათ სოციალური ქსელების მეშვეობით.

მე მწამს – შენ შეგიძლია!

პატივისცემით, სიყვარულით და რწმენით – GT

Опубликовать в Google Plus
Опубликовать в LiveJournal

22 კომენტარი რწმენის ძალა

  • მარი ჯაიანი

    *IN LOVE*

    [პასუხი]

  • გიო

    მთელი გულით გიხდით ძალიან დიდ მადლობას ასეთი არაჩვეულებრივი პოსტისთვის. ეს ზუსტად ის არის, ახლა რისი წაკითხვაც და ნახვაც მჭირდებოდა. *IN LOVE* *IN LOVE* *IN LOVE*

    [პასუხი]

  • ლაშა

    ძალიან გულშიჩამწვდომი პოსტია. დიდი მადლობა ყველას, რომ ასე ზრუნავთ ჩვენზე!!!

    [პასუხი]

  • მზია დოლიძე

    ძალიან შთამაგონებელი პოსტია.

    [პასუხი]

  • დავით

    «შენი გონება არ მოახდენს ფოკუსირებას და გამოტოვებს ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებს, რომლებსაც შენი მიზნების განხორციელება ძალუძს და ფოკუსირებული იქნები მხოლოდ ისეთ სისულელეებზე» am statiashi mxolod es praza aris cheshmariteba, vinaidan rodesac adamians uketesi momavlis rcmena ar aqvs, is imyopeba depresiul mdgomareobashi da ukuagdebs pozitivs, sakutar tavze maqvs gamocdili… kargi postia, magram adamianis cxvorebashi da arsebul realobshi bevri imedgacruebis shemdgom, rtulia icamo uketesi momavali…

    [პასუხი]

    დავით წილოსანი Reply:

    არა მარტო ეგ … აქ ყველაფერი ჭეშმარიტებაა..
    უნდა გადალახო ცხოვრებისეული სიურთულეები პრობლემები შიშები რათა ბედნიერი იყო…
    არ არსებობს აღმართი დაღმართის გარეშე…

    [პასუხი]

  • ნათია

    ეს ის პოსტია რისი წაკითხვაც ამ ეტაპზე ძალიან მჭირდებოდა. დიდი მადლობა

    [პასუხი]

  • კაცთაგან შეუძლებელი-ღვთისაგან-შესაძლებელ არს!

    [პასუხი]

  • ძალიან მიყვარხართ, მადლობელი ვარ

    [პასუხი]

  • ნატია

    თქვენ გადოეცით ჩემი ფიქრები და აზრები,სულ ამას ვამტკიცებ რომ ღმერთი არის რწმენა და ის ჩვენშია, და ღმერთმა შექმნა კაცი ხატად და მსგავსად თვისსა.ვფიქრობ რომ ყველაფერი შეიძლება მიღწეულ იქნას.წითელი ქარი მაწუხებდა თვე ისე არ გავიდოდა რომ 40 სიცხე არ მოეცა,მქონდა საშინელი ტკივილები, ფეხზე ვერ ვდგებოდი რამოდენიმე დღე,ვიტანჯებოდი თითქმის სამი წლის განმავლობაში,წინასწარ ვგრძნობდი როდის გავხდებოდი ცუდად,ის კი არა შემეძლო თუ მოვინდომებდი გამომეწვია კიდეც ავადმყოფობა,თუ მჭირდებოდა რომ სადმე არ წავსულიყავი.ერთ მშვენიერ დღეს როცა გავიღვიძე და ვნახე ფეხზე წითელი წინწკლები მქონდა რაც წითელი ქარის საწყისი ნიშანია,ვიფიქრე ამხელა ქალი ამან როგორ უნდა გადამიყოლოს და დამჰაგროს მეთქი, მეყოფა ამდენი ავადმყოფობა,არ უნდა შევეპუო ამ დაავადებას მეთქი,არ დავწექი,(ვწვებოდი როგორც კი შევამჩნევდი დაავადების ნიშნებს)ყურადღება არ მივაქციე გაწითლებულ და მტკივნეულ ფეხს და ფეხზე გადავიტანე დაავადება,მეორედაც ასე მოვიქეცი და ბოლოს და ბოლოს ჩემი გავიტანე,დავამარცხე წითელი ქარი,მას სემდეგ უკვე სამი წელი გავიდა და აგარ გამომსვლია.

    [პასუხი]

  • gocha-89

    დიდი მადლობა შენ და მათაც ვინც შენს ერთად მუშაობს
    ძალიან დადებითად მოქმედებს ჩემზეც და ჩემისთანებზეც, ვისაც მოტივაციის დეფიციტი გვაქვს
    კი ვიცით შეუძლებელი არაფერია მაგრამ შესაძლებლობებში ეჭვი გვეპარება ესაა ყველაზე დიდი პრობლემა პირადად ჩემში.

    [პასუხი]

  • რწმენა ამარცხებს ყოველივეს და ყველაფერს თვით სიმსივნესაც კი რომელიც მოურჩენელ ავადმყოფობად ითვლება. საოცარი გვერდია და მიხარია რომ ამ გვერდის ნახვით სიამოვნებით ვაგრძელებ ჩემს შემოქმედებით შრომას მაშინაც კი როცა მგონია უკვე დავიღალე.

    [პასუხი]

  • ბარბარე

    საოცრად სასიამოვნოა როცა ცდილობენ დაგაჯერონ ის რისიც დაბადებიდან გჯერა, იმის მაგივრად რომ ვარდისფერი სათვალე ჩამოგგლიჯონ და მაინც ფერადი სამყაროს ნაცრისფერობაში გარწმუნონ… =) *IN LOVE* *IN LOVE* *IN LOVE*

    [პასუხი]

    Fati Reply:

    Dzalian dadebitad imoqmeda chemze am statiam. Rcmenit sheidzleba kvelaperi aixdino tu xar sulierad zlieri…Rcmena arari mxolod gonebit gmertis agiareba,da ara mxolod gulit misadmi mindoba, aramed sakutari nebit gmertis kvalze siartulia…

    [პასუხი]

  • თამარ

    ძალიან მართალი და საჭირო სტატიააა!! მადლობა ავტორს.

    [პასუხი]

  • დავიდ

    კარგია ნუ იწუწუნებთ ამის შემდეგ….

    [პასუხი]

  • ნანა

    უძლიერესია! მე პირადად ამ ყველაფრის წაკითხვის და ვიდეოს ნახვის შემდეგ ერთი ათად მომემატა ენერგა, რწმენა უფრო მეტად. მადლობა მრავალგზის. :)

    [პასუხი]

  • ანი

    ძალიან შთმაგონებელი სტატიაა ბევრ რამეზე გაფიქრებს და ამის წაკთხვის შემდეგ ცდილობ მართლაც შეცვალო რამე შენ ცხოვრებაში (y)

    [პასუხი]

  • თიუსი

    დამჯერე ბავშვი ვიყავი,დედის ყველა შეგონებას ვიჯერებდი და აზრს ვენდობოდი,კრიტიკა გულთან ახლოს მიმქონდა და ვცდილობდი გამეზიარებინა.სიყვარლით და მზრუნველობით გვზრდიდა.ვიზრდებოდი ფსიქოლოგიური პრობლემები მემატებოდა.ვერ ვხვდებოდი თუ რატომ ვიყავი დათრგუნული,ვიყავი მორცხვი.წარმატება მქონდა მხოლოდ განათლების საკითხში.მაგრამ ვიყავი შებოჭილი ურთიერთობებში მიუხედავად იმისა რომ თანატოლები ჩემკენ მოილტვოდნენ,მე მათ სათანადო პასუხს ვერ ვცემდი.ძალიან განვიცდიდი,თითქმის მთელი ბავშვობა უაზრო ცრემლებში გავატარე.ვეძებდი პასუხს ადამიანებისგან,ვერ ვღებულობდი.ერთხელაც ხელში ავიღე ახალი აღთქმა,ვკითხულობდი მას და გონება მინათდებოდა.სულში ნათელი შემოიჭრა,ყველაფერში ჩემი კომპლექსები აღმოჩნდა დამნაშავე.მე თვითონ არ მჯეროდა რომ ვიყავი ის რასაც ჩემი თანატოლები ხედავდნენ ჩემში.

    [პასუხი]

  • თიუსი

    მიუხედავად ამისა მაინც მქონდა პრობლემები,გავიზარდე.სამსახური დავიწყე.რაღაც რაღაც შეძახილებმა გამომაფხიზლეს,მივხვდი რომ დედაჩემიდ გამოცდილებებით ვცხოვრობდი,ის არ იყო ჩემი გამოცდილება,ის რასაც მე ჩამჩიჩინებდნენ არ იყო ჩემთვის განკუთვნილი.დედის აზრების წინააღმდეგ წასვლა არ მინდოდა რადგანაც ამას უპატივცემულობად ჩათვლიდა არ მინდოდა.დაველაპარაკე მინდოპდა ამეხსნა ჩემი გულისტკივილი,ჩემი ხედვა ცხოვრების მიმართ.გაბრაზდა,ეწყინა მაგრამ მე უკან ვერ დავიხევდი.ჩემი ცხოვრებით უნდა მეცხოვრა,ჩემი შეხედულებები მინდოდა მქონოდა,დამერწმუნეთ ჩემი ცხოვრება შეიცვალა,პირადი თავისუფლება მოვიპოვე,ჩემი ახრის გატარება დავიწყე,სიკეთის კეთების საშუალება მომეცა და პირადი ბედნიერებაც ვიპოვე.მართალია არსდროს სხვა არ უნდა დაადანაშაულო შენს წარუმატებლობაში.თუ გიშლის ხელს ვინმე განეშორე და საკუთარ თავს მიხედე,იფიქრე სიკეთეზე,იმუშავე ხელები გაანძრიე და ყველაფერი კარგად იქნება,წმინდა იესომ დაგლოცოთ და სიმშვიდე მოგმადლოთ.

    [პასუხი]

  • გიგა გოტიაშვილი

    მე თქვენით ძალიან კმაყოფილი ვარ.
    ამ დროში მხოლოდ რწმენა შეაძლებინებს ადამიანს იპოვოს თავისი წარსული,აწმყო და მომავალი.
    ჩვენ ,,რწმენა» ზნეობას და მართმადიდებლურ აზრს გაგვიყარებს. ჩვენი გულები დავუთმოთ უფალს.მხოლოდ რწმენის შემდეგ განმტკიცდება ყოველდღიური ნაბიჯი აწმყოში,უფლისა და წარმატებისკენ. დიდება იესოს ჩვენს უფალს დედამიწიდან +++

    [პასუხი]

  • ამ პოსტში ყველაზე მეტად ეს ფრაზა მომეწონა ექიმები ცდებოდნენ ყველაფერი შესაძლებელია. რწმენას მართლაც ყველაფერი შეუძლია მთავარია ირწმუნო.უფალი გვფარავდეს!

    [პასუხი]

დატოვეთ თქვენი კომენტარი