საახალწლო საჩუქარი

ამბობენ, რომ ახალწელს, თუ სწორად დაისახავ სწორ მიზანს, ის აუცილებლად აგისრულდებაო.

— გსუურს, რომ შემდეგ 2013 წელს, შენი ოცნებები და მიზნები რეალობად იქცეს?

ალბათ შენი პასუხია "კი". ჰო და, თუ ასეა, მაშინ გამოყავი ცოტა დრო და ერთ წელიწადში აღმოაჩენ, რომ შენი ოცნებები ასრულდა. მაგრამ, პირველ რიგში საჭიროა, მათი სწორად ჩაფიქრება.

გავაცილოთ და გავაანალიზოთ ძველი წელი

აიღე შენი უსაყვარლესი დღიური და განმარტოვდი. მოდუნდი, გონებაში გადაურბინე გასულ 2012 წელს და დეტალურად გაიხსენე ყოველი თვე. დაიწყე იმ მოვლენების გახსენებით, რომლებიც არასახარბიელოდ განვითარდა შენთვის. მაგრამ, ნუ იფიქრებ მათზე, როგორც შეცდომებზე [გაიხსენე: «შეცდომა არ არსებობს — არის მხოლოდ გამოცდილება!] უბრალოდ გააანალიზე, რა გასწავლეს ამ მოვლენებმა. 


"როდესაც ღმერთი საჩუქარს გიკეთებთ, ის მას პრობლემაში ახვევს. და რაც უფრო დიდია საჩუქარი, მით უფრო დიდ პრობლემაშია ის გახვეული!" © ბრაიან ტრეისი


როდესაც პრობლემებს შეხედავ როგორც საჩუქრებს, შენ იწყებ იმ გზავნილების ძებნას, რომელიც მათშია ჩამალული. გაკვეთილის მიღებითა და გათვალისწინებით, შენ შეამჩნევ, რომ ნელ-ნელა შენს გარშემო ყველაფერი დალაგებას დაიწყებს.

ჩამოწერე ყველა შენი მიღწევა და წარმატება. ჩამოწერე აბსოლუტურად ყველაფერი, რაც არ უნდა წვრილმანად გეჩვენებოდეს და ამის გაკეთების შემდეგ შენ აღმოაჩენ, თუ რამდენი რამ გაგიკეთებია 2012 წელში. შენ ნათლად დაინახავ, თუ რამდენი უმნიშვნელოვანესი რამ იკარგება თვალსა და ხელს შუა და თუ რაოდენ სასარგებლოა გაცნობიერებული ანალიზის ჩატარება ცხოვრებაში.

მაშ ასე, გასული წლის შეჯამება დასრულებულია. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ძველი წელი ღირსეულად გავაცილეთ. შენს გულში არ უნდა დარჩეს სინანულისა და მოწყენილობის არცერთი წვეთი. მიუტევე ყველას და ყველაფერს და გაუშვი "ტვირთი". შენს გულში მხოლოდ სიმსუბუქემ და მადლიერებამ უნდა დაუბუდოს.

ახალ წელიწადს — ახალი მიზნებით

ახლა კი, ახალი მიზნებისა და გეგმების შედგენის დრო მოვიდა. მოამზადე სუფთა ფურცელი, მოეშვი, ჩაისუნთქე ღრმად და დავიწყეთ:

მოდი დახმარებისთვის, შენს ყველაზე მძლავრ "იარაღს", სახელწოდებით წარმოსახვას მივმართოთ. დახუჭე თვალები და დეტალურად წარმოიდგინე, თუ ვინ გინდა გახდე 2013 წელში. მე შეგნებულად არ გეუბნები: "თუ რას გინდა დაეუფლო", იმიტომ რომ — ეს შეცდომაა.

რაც შენ დღეს გაგაჩნია ცხოვრებაში, ეს პირდაპირ პროპორციულია იმისა, თუ ვინ ხარ და რას წარმოადგენ შენ. ამიტომ, პირველ რიგში, შენ უნდა წარმოიდგინო ის, თუ ვინ და როგორი პიროვნება უნდა გახდე იმისათვის, რათა დაეუფლო ყოველივე იმას, რაც ასე ძალიან გსურს!

წარმოიდგინე მკვეთრ დეტალებში:

  • რა გსურს, რომ შეცვალო შენს ცხოვრებაში?
  • როგორი ურთიერთობები გინდა, რომ გქონდეს გარემოცვასთან?
  • როგორ გინდა, რომ გექცეოდნენ, გესაუბრებოდნენ, გელოდებოდნენ?
  • და ა.შ.

ყველაფერი წარმოიდგინე, დაინახე და შეიგრძენი ისე, რომ თითქოს უკვე იქ ხარ.


"უსმინე შენი გულის სიმღერასა და სულის აღმაფრენას!" © მე


ახლა კი, ფურცელზე ჩამოწერე შენი მიზნები. შეეცადე წერო, რაც შეიძლება კონკრეტულად და ზუსტად. მიზნების ფორმულირება მოახდინე აწმყოში, როგორც უკვე მომხდარი ფაქტის მტკიცებულება [«არ» ნაწილაკის გარეშე]. როცა ჩამოწერ ყველაფერს, აიღე ახალი ფურცელი და…

წერილი მომავლიდან

ახლა კი, შენს წარმოსახვაში გადაინაცვლე 2013 წლის ბოლოში და საკუთარ თავს მისწერე წერილი მომავლიდან. წერე ისე, თითქოს ყველა შენი ოცნება ახდა [არ დაგავიწყდეს მადლიერება]. როცა მორჩები წერას, აიღე წერილი და შეინახე ისე, რომ ერთი წლის განმავლობაში მას ხელი არ ახლო. ეს წერილი შენ, მხოლოდ 2013 წლის 30 დეკემბერს უნდა გახსნა.

მიუხედავად იმისა, გჯერა თუ არა სასწაულების, მინდა გითხრა, რომ შენ მოგიწევს მათი დაჯერება, იმიტომ რომ ამ ერთი შეხედვით უბრალოდ მოქმედებების გაკეთების შემდეგ, შენს ცხოვრებაში ერთი მეორეს მიყოლებით დაწყებს საწაულები გამოვლენას. როგორც თავად ხედავ, აქ არავითარ ჯადოსნობასა და მაგიას ადგილი არ აქვს — მხოლოდ შენ ხარ ქმნადობის ჯადოსნური ძალის სათავე. 

შენ ახლა უკვე მზად ხარ ახალი წლის შესახვედრად და ზუსტად იცი, თუ როგორ ჩაიფიქრო სწორად, სწორი სურვილები.

საჩუქარი

მაგრამ, ეს ყველაფერი როდია. ჩვენ, ამ პოსტის გარდა, კიდევ ერთი საჩუქარი გვაქვს შენთვის. ამ ზაფხულს, ჩვენ [ჩვენმა გუნდმა P.I.T] გავიარეთ კურსი სახელწოდებით: "ფესვები ტრილოგია" და დღეს გვინდა, რომ ამ კურსის მესამე მოდული, რომლის ხანგრძლივობაც 1 სთ და 13 წთ-ია გადმოგცეთ საჩუქრათ.

ამ ტრენინგიდან შენ გაიგებ, თუ რა არის ყველაზე მთავარი.


"მთავარია, მთავარი იყოს მათავარი!"


არ დაგავიწყდეს ვიდეოზე ხარისხის მომატება და 720p HD-ზე დაყენება…

საუკეთესო ხარისხი, საუკეთესო მკითხველისთვის ;)

P.S. ყველას ძალიან დიდი მადლობა იმ სიყვარულისა და ერგულებისთვის, რომელიც ამ 2012 წელში გამოიჩინეთ ჩვენს მიმართ. ინტელექტიკა გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ, რომ — ეს 2013 წელი ყოფილიყოს 2012-ზე უკეთესი და 2014-ზე უარესი! 😉

გვიყვარხართ!!!


Tags: , , , , , , ,

8 комментариев to “საახალწლო საჩუქარი”

  1. უღრმესი მადლობა იმისათვის რომ ჩემი ცხოვრება უფრო საინტერესო გახადეთ თქვენი ვებგვერდის არსებობით. თქვენი ლექციებით და თეორიებით. სწავლებებით, რომელიც ჩემს ცხოვრებას ვაკვირდები, რომ მართლაც ცვლის და მე თავად იმედს მაძლევს, რომ ყველაფერი უკეთესად იქნება თუ კარგად გავითვისებ თქვენს მიერ მოწოდებულ მასალას ვიზუალიზაციის, და უმაღლესი გონის შესახებ რის საშუალებით იმედი მაქვს ცემს ოცნებებს მატერიალურს გავხდი. ცოტა მიჭირს ამ ყველაფრის ზუსტად დანერგვა ჩემს ცხოვრებაში მაგრამ ვცდილობ რაც შემიძლია, რადგან მინდა ბედნიერებას ვეღირსო.
    ძალიან მიყვარხართ ბატონო გიორგი. გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ თქვენი მისსიის წარმატებით აღსრულებას
    პატივისცემით
    ლიზა კობრავა

  2. დავით წილოსანი:

    პირველ რიგში გილოცავთ ყველას დამდეგს .
    ბატონო გიორგი მადლობა მინდა მოგიხადოთ თქვენი მოღვაწეობისათვის თითოეული ასოსთვის რაც ამ ბლოგზე დაგიწერიათ რადგან თქვენი ნებისმიერი სტატია საოცარ ხასიათზე მაყენებს და ლამაზი მომავლის რწმენას მინერგავს. ვერც კი წარმომიდგენია ახლა ცხოვრება ინტელქტიკას და მსგავსი ბლოგების გარეშე.ასევე მადლობა მინდა მოგიხადოთ იმ პოზიტიური ცვლილებებისათვის რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა თქვენი მეთოდების დანერგვის შემდგომ. და რაც მთავარია თქვენმა ბლოგმა შთამინერგა წარმატებული მომავლის ურყევი რწმენა.
    ჩემი აზრით სწორედ ეს არის ის საიდუმლო ცოდნა რომელსაც ეძებდნენ სტალინი,ჰიტლერი,თემურ ლენგი, მასონები,ტამპლიერები…..

  3. ლაშა:

    გმადლობთ გაიხარეთ *IN LOVE* მეც გილოცავთ ახალ წელს და დამდეგ შობას. მრავალს დაესწარიით =) .

  4. მრავალს დაესწარით მეგობრებო. პირველ რიგში ჩვენს შთამგონებელს მივულოცავ გიორგის ; )) და ასევე სურვილების ახდენას გისურვებთ ზეაქტიური სიჩქარით..

  5. ამ ფესვების მეორე ან პირველ ნაწილს არ დადებთ? საინტერესოა ძალიან…

  6. მანანა:

    გამარჯობათ გიორგი. თქვენი საქმიანობა უდაოდ იმსახურებს ყურადღებას, გისურვებთ წარმატებებს. მე მაინტერესებს დასწრება თქვენს ტრეინინგებზე ან ვებინარებზე

  7. იზოლდა ტაბატაძე:

    გამარჯობა,

    ყურადღებით მოვუსმინე ფესვების მე-3-ე ნაწილს. რთულია, მომიწევს კიდევ ერთხელ მოვუსმინო. სად დევს პირველი მეორე ნაწილი?
    მაინტერესებს თქვენს ტრენინგებზე ან ვებინარებზე დასწრება.
    საინტერესოა, უფრო სწორად ძალიან საინტერესოა.

  8. ლია:

    მადლობ ჩვენი დახმარებისთვის, ეს ნამდვილად გვჭირდებოდა.

Leave a Reply