სამი გზა

მოგესალმები ჩემო ერთგულო და საყვარელო მეგობარო!

— რა იქნება, ადამიანი ორგანიზმის გადიდებულ უჯრედს, ხოლო მთელი ჩვენი პლანეტა კი, ამ ორგანიზმს რომ შევადაროთ?

დააკვირდი ამ ორ ფოტოს, ერთ-ერთი მათგანი [მარცხენა ფოტო] უმძლავრესი მიკროსკოპითაა გადაღებული და მასზე ადამიანის ტვინის უჯრედებია გამოსახული. ხოლო, მეორე სურათზე ჩვენი პლანეტაა გამოსახული — გადაღებულია ტელესკოპით "Hubble Space Telescope, HST".

მსგავსება ნამდვილად თვალსაჩინოა.

ცნობილია, რომ ადამიანის ორგანიზმში მოქმედი პროცესები, ძალიან წააგავს ჩვენს პლანეტაზე მოქმედ პროცესებს. მაგრამ, იმ პროცესების თვალყურის დევნება და კონტროლი, რომლებიც ხდება სამყაროში, ჩვენთვის წარმოუდგენლად რთულია და რთულია იმ მიზეზის გამო, რომ ჩვენ თავად წარმოვადგენთ ამ სისტემის შემადგენელ ნაწილს. ხოლო, ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე პროცესების კონტროლი ბევრად უფრო ადვილია, რადგანაც ჩვენ ამ შემთხვევაში გვერდიდან დაკვირვების შესაძლებლობა და უნარი გაგვაჩნია.

ჩვენს ცალკეულ უჯრედს არ შეუძლია დაადგინოს, თუ რას აკეთებს მთელი ორგანიზმი, თუმცა მისთვის ცალსახად შესაძლებელია მის შიგნით მოქმედი პროცესების შეცნობა და მათი ეფექტურად კონტროლირება.

მოდი განვიხილოთ რამდენიმე ვარიანტი:

1. როგორ მოქმედებს ნორმალურად ფუნქციონირებადი ორგანიზმი, თუ მისი უჯრედი ცუდად მუშაობს, მაგალითად ზარმაცობს და არადამაკმაყოფილებლად ნაყოფიერია? გამოუყოფს თუ არა ორგანიზმი მას დამატებით რესურსებს? ვფიქრობ, რომ პასუხი ნათელია: არა! ჯანმრთელი ორგანიზმი, არასოდეს მოახდენს უძლური უჯრედის სპონსირებას. ორგანიზმი მას მისცემს მხოლოდ აუცილებელ მინიმუმს, რათა ის არ დაიღუპოს.

ზუსტად ასეთივე პროცესები ხდება ჩვენს საზოგადოებაშიც: თუ ადამიანი ცხოვრებაში "ავეჯის" ფუნქციას ასრულებს, ანუ მის საქმიანობას საზოგადოებისთვის არანაირი სარგებელი არ მოაქვს, ასეთი ადამიანი წარმატებული და მდიდარი ვერასოდეს გახდება. ეს უბრალოდ შეუძლებელია! ასეთი ადამიანი უფერული და მოწყენილი ცხოვრებისთვის არის განწირული.

2. ახლა დაუშვათ, რომ უჯრედი ორგანიზმისთვის ზიანის მომტანი საქმიანობით არის დაკავებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმის მიერ ამ უჯრედის გასანადგურებლად დამატებითი რესურსები იქნება გამოყოფილი.

იგივე ხდება ჩვენს საზოგადოებაშიც, თუ ადამიანი თავისი ცხოვრებით სხვებს ზიანს აყენებს, ეს ადამიანები ანადგურებენ მას ან ახდენენ მის საზოგადოებისგან იზოლირებას. ასეთი ადამიანი თავისუფლად შეგვიძლია შევადაროთ "ინფიცირებულ უჯრედს".

3. ახლა კი, მესამე ვარიანტი განვიხილოთ, როდესაც უჯრედი კარგად შრომობს და გასცემს ბევრად იმაზე მეტს, ვიდრე იღებს. ცალსახაა, რომ ასეთ უჯრედს ყოველთვის უხვად მიეცემა ის რესურსები, რომლებიც მას სჭირდება.

ზუსტად ასევე ხდება ადამიანებშიც; სწორედ ასე მოქმედებს მიღება გაცემის პრინციპი: თუ ადამიანი შრომობს სხვათა კეთილდღეობისთვის და გაცილებით უფრო მეტ სარგებელს იძლევა, ვიდრე თავად "შთანთქავს", საზოგადოება მადლობას უხდის მას ყოველივე ამის გამო, ეს ადამიანი დიდი პატივისცემითა და სიყვარულით სარგებლობს ადამიანების თვალში, მას აქვს ბევრი ფული და ცხოვრობს ნათელი და შინაარსიანი ცხოვრებით.

გახსოვდეს, რომ თითოეული ადამიანი არჩევანის წინაშე დგას: იცხოვროს, როგორც "ავეჯი", იყოს ზიანის მომტანი და "ინფიცირებული", თუ სარგებელი მოუტანოს ხალხს , საკუთარ თავს და მთლიანად სამყაროს.

მე გთავაზობ მესამე გზას და ასევე გთავაზობ რეცეპტს, რომლის შესახებაც უახლოეს მომავალში განვაცხადებ.

— დაფიქრდი, რა სფეროში შეგიძლია დაეხმარო ხალხს და სარგებელი მოუტანო საზოგადოებას?

როგორც კი გაარკვევ ამას და დაიწყებ მოქმედებას, შენ კოლოსალურ სიამოვნებას და ენერგიას მიიღებ, ასევე შენ აღარასოდეს აღმოჩნდები საჭიროების მდგომარეობაში, რადგანაც ფული შენი მოქმედების უტყუარი და გარდაუვალი შედეგი გახდება.

ნაპოლეონ ჰილმა თავის ლეგენდარულ წიგნში: "იფიქრე და გამდიდრდი" ამას "ზედმეტი მილის გავლა" უწოდა. ტიმ ფერისმა თავის წიგნში: "4 საათიანი სამუშაო კვირა" გამოყო ცხოვრების 2 უმთავრესი კომპონენტი, ესენია: "მუდმივი სწავლა" და "მსახურება". მსახურებაში მან იგულისხმა აკეთო ის, რაც შეგიძლია, რომ საუკეთესოდ აკეთო და ამით უდიდესი სარგებელი მოუტანო ხალხს და რაღა თქმა უნდა საკუთარ თავს.

P.S. მაშ ასე — არჩევანი შენზეა!!!

P.P.S. გთხოვ გაგვაცანი შენი აზრი კომენტარის სახით და თუ მოგეწონა პოსტი მეგობრებსაც გაუზიარე!

წინასწარ დიდი მადლობა!

პატივისცემით, სიყვარულით და რწმენით – გიორგი თვალაძე!


Tags: , ,

12 комментариев to “სამი გზა”

  1. მარიკა:

    ძალიან კარგი პოსტია.

  2. ზუსტია. ზუსტად ასე ვფიქრობ მეც, გიორგი 🙂 ნამდვილად ჯანმრთელ ადამიანად მხოლოდ მესამე კატეგორია შეიძლება ჩაითვალოს და თუ ასეთი ადამიანები ცოტაა, საშინლად ავადდება საზოგადოება.ღმერთმა დაგვიფაროს!

  3. მართლაც არაჩვეულებრივი და სავსებით რეალური შედარებაა.

  4. თამო:

    კარგი ბიჭი ხარ გიორგი, საინტერესო იყო და მომეწონა.

  5. ნონა დათუაშვილი:

    სამწუხაროდ უდიდესი უმრავლესობა საქართველოში «ავეჯის» როლში გამოდის და თავის უბედობას ყოველთვის ვიღაც სხვა მესამს აბრალებს. დროა გამოფხიზლდეთ ქართველებო!

  6. დავით წილოსანი:

    როგორც ყველა ესეც შეუდარებელი პოსტია

  7. აკაკი:

    როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე ხარ, დიდი მადლობა რომ ასეთი საინტერესო პოსტებით გვენებივრებ…

  8. ანიე:

    «აკეთო ის, რაც შეგიძლია, რომ საუკეთესოდ აკეთო.» კიდევ კარგი რომ ვიპოვე ეს ფრაზა თორემ ჩემს მოწოდებაში — ვიყო მხატვარი და ხალხის მსახურებაში ვერავითარი კავშირი ვერ დავინახე და თავი ავეჯად წარმოვიდგინე.

  9. ლალი:

    კარგია ყველაფერი ეს,მაგრამ თუ არ გაქვს,არაფერი,არც საწყისი კაპიტალი და არც სასჰუალება იმის,რაზე აეწყო,ეს ვერ გამომადგება,მე მხოლოდ დადებიტი მუხტის მიცემა და მოფერება შემიძლია,მეტი არაფერი,იმიტომ რომ არაფერი გამაჩნია

  10. მარინე:

    მადლობთ ასეთი საინტერესო ინფორმაციისათვის,თუ შეიძლება სხვა ,კიდევ მეტად საინტერესო ,სასარგებლო ადამიანთა ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, რომელიც ასე აკლია დღეს ჩვენ საზოგადოებას, მიახვედროთ»რა არის კარგი და რა არის ცუდი.»წინასწარ გიხდით მადლობას.

  11. ნანი:

    ზალიან მომცონს, იმედია კვლავაც საინტერესო ინპორმაციებს მოგვაცვდიტ

  12. ნინო:

    ძალიან საინტერესოა.მართლაც ასეა ამ ცხოვრებაში. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს თავს მესამე ტიპის ადამიანად ვთვლი. თუმცა დიდხანს ვიბრძოდი ამისთვის.

Leave a Reply