სასარგებლო რჩევები ბლოგერებს და არა მარტო…

მოგესალმები მეგობარო. დღეს გადავწყვიტე, რომ ეს პოსტი სპეციალურად ბლოგერებისთვის დამეწერა. მაგრამ ის ასევე სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებს და ყველა იმ ადამიანს გამოადგება, ვისაც რაიმე სახის სტატიებზე, საკურსოებზე, თუ სხვა ნაშრომებზე უწევს მუშაობა.

ამ ტექნიკის გამოყენებით, შენ უპრობლემოდ შეძლებ ისეთი პოსტების დაწერას, რომელიც მაგნიტივით მოიზიდავს მკითხველს და მისგან მოწყვეტა ფაქტიურად წარმოუდგენელი ამოცანა გახდება. და კიდევ, ამ ტექნიკის ათვისების შემდეგ, შენ გაცილებით ნაკლებ დროს დახარჯავ საინტერესო პოსტების დაწერაზე, ვიდრე ხარჯავდი ადრე.

მაშ ასე — დავიწყეთ!

პირველ რიგში, სანამ წერას დაიწყებ, უნდა ჩამოყალიბდე, თუ რატომ, ვისთვის და რის შესახებ აპირებ დაწერას. ხოლო, როდესაც ჩამოყალიბდები — შემდეგი ალგორითმი გამოიყენე:

1. მიზნის დასახვა [ანონსი];

2. მძაფრი სიუჟეტი [პრობლემის აღწერა];

3. პრობლემის გადაჭრა;

4. დასკვნითი ნაწილი;

5. მოწოდება მოქმედებაზე;

ახლა კი, მოდი უფრო დეტალურად გავშიფროთ თითოეული ბლოკი:

მიზნის დასახვა. ამ ბლოკში, შენ მოკლედ უნდა დაწერო, თუ რატომ წერ ამ პოსტს? რა საბოლოო შედეგი გსურს, რომ მიიღოს ადამიანმა, რომელიც ამ პოსტს წაიკითხავს? რა პრობლემას მოაგვარებს ის ამ პოსტის წაკითხვით? ასევე შენ წინასწარ უნდა განსაზღვრო, თუ რა იქნება მისთვის სასარგებლო. [მგონი ახლა ხვდები, რომ ყველა პროფესიონალი, წინასწარ განსაზღვრული მიზნობრივი აუდიტორიისთვის მუშაობს].

"წერდე ყველასთვის ნიშნავს — წერდე არავისთვის!"

მძაფრი სიუჟეტი. ამ ბლოკში, შენ დეტალურად უნდა აღწერო პრობლემა და წინა პლანზე წამოწიო მწვავე საკითხები. შენ უნდა წარმოაჩინო მუქი ფერები. აღწერე ის ემოციები და განსცდები, რომელსაც შენი მკითხველი ამ პრობლემის წინაშე აღმოჩენისას განიცდის. შეეცადე, რომ მკითხველი წარმოსახვით ამ სიტუაციაში აღმოჩნდეს და ყველაფერი ხელახლა განიცადოს. დაანახე პრობლემა იმ რაკურსით, რომელზეც მას არასოდეს უფიქრია. ასევე ნათლად დაანახე ის შეცდომები, რომლებიც მან დაუშვა.

პრობლემის გადაჭრა. აქ უკვე პრობლემის მოგვარების გზები უნდა დაანახო. შენ უნდა ადგე და ყველაფერი წვრილმანებში გაწერო. სასარგებლო იქნება, თუ პრობლემის მოგვარების ეტაპობრივ ნაბიჯებს შესთავაზებ მას. რაც უფრო გულით დაწერ ამ ნაწილში და რაც უფრო ხარისხიანი იქნება შენი ნამუშევარი, მით უფრო მადლიერი დაგრჩება მკითხველი.

დასკვნითი ნაწილი. ამ ნაწილში შენ ყველა ზვით თქმულის შეჯამება უნდა მოახდინო. უნდა გამოყო საკვანძო აზრები და მკითხველის ყურადღება ისევ იმ პრობლემასთან დააბრუნო, რომელიც მან პოსტის წაკითხვის შემდეგ უნდა მოაგვაროს. მიუხედავად მისი ეიფორიისა, შენ ნათლად უნდა გააგებინო მას, რომ ობიექტურ სამყაროში პრობლემა კვლავაც მოუგვარებელია.

მოწოდება მოქმედებაზე. ბლოკის ამ ნაწილში შენ შეგიძლია მოუწოდო მკითხველს, რომ მას უკვე შეუძლია შეუდგეს პრობლემის მოგვარებას. შენ უნდა უბიძგო ადამიანს მოქმედებისკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ის არაფერს გააკეთებს. ეს რჩევა განსაკუთრებით იმ ბლოგერებს გამოადგებათ, ვინც სტატიური მარკეტინგით არიან დაკავებულები. მოკლედ, რითიც არ უნდა იყო დაკავებული გახსოვდეს, რომ ადამიანის ფსიქიკა ისეა მოწყობილი და განსაკუთრებით დღეს იმდენ წვრილმან და არასაჭირო სისულელეზეა ფოკუსირებული, რომ თუ არ მოუწოდებ კონკრეტული მოქმედებისკენ, უმეტეს შემთხვევაში ის არაფერს გააკეთებს. შეიძლება „ლაიკსაც“ არ დააჭიროს cheeky

ბონუს რჩევები ბლოგერებს

ძვირფასო ბლოგერო! ხშირად ვეცნობი ქართველი ბლოგერების პოსტებს და ძირითადად ერთი და იგივე შეცდომებს ვხედავ, რაც დამიჯერე, სერიოზულ დისკომფორტს და ხშირ შემთხვევაში არაცნობიერ შინაგან წინააღმდეგობას უქმნის მკითხველს. საბოლოო ჯამში კი, ყოველივე ეს წაუკითხავი პოსტით სრულდება. ამიტომ, იმედი მაქვს გაითვალისწინებ ჩემს რჩევებს, რომლებიც შეძენილი გამოცდილებიდან მინდა გაგიზიარო და რომელ გამოცდილებამდეც პირადი ექსპერიმენტების, შეცდომებისა და ადამიანის ქცევითი მოდელების შესწავლის შედეგად მივედი.

1. წერე აბზაცებით. დამიჯერე, სასტიკი წასაკითხია პოსტი, რომელიც ერთ დიდ კვადრატად არის დაწერილი და მის დასაწყისსა და ბოლოს შორის არც ერთი წყვეტა არ არის.

2. გამოიყენე ხარისხიანი სლაიდები. პოსტის კითხვადობას, სათაურის ეფეტიანობასთან ერთად ძალიან უწყობს ხელს მიმზიდველი სლაიდი, სადაც მეტაფორულად შესაძლებელია თუნდაც მწირი ინფორმაციის მიღება პოსტის შესახებ ან ინტრიგის გაჩენა.

3. ნუ ააჭრელებ პოსტს. პოსტის წერისა და გაფორმების დროს გამოიყენე ორი ფერი, მაქსიმუმ სამი, ისიც განსაკუთრებულ შემთხვევებში. დამიჯერე, ძალიან ცუდი აღსაქმელია მკითხველისთვის, როდესაც პოსტი შავ, წითელ, ყვითელ, ლურჯ და მწვანე ფერებშია აჭრელებული.

4. გამოიყენე მეტაფორები. ძალიან მაგრად მუშაობს ციტატები, პატარა იგავები, ანდაზები და ანეკდოტებიც კი, თუ რა თქმა უნდა ეს უკანასკნელი პოსტის თემატისკასთან არის რელევანტური.

5. გამოიყენე პოსტ სკრიპტუმი [P.S]. პოსტ სკრიპტუმი — ეს არის კლიშე კოპირაიტინგში. ამაზე ცალკე დიდი პოსტის დაწერა შეიძლება, ამიტომ მოკლედ გეტყვი: პოსტ სკრიპტუმი მნიშვნელოვანია — ძალიან მნიშვნელოვანი. მკითხველი ყველაზე კარგად სწორედ პოსტ სკრიპტუმს იმახსოვრებს. მოწოდება მოქმედებაზე, სწორედ პოსტ სკრიპტუმში შეგიძლია გამოიყენო.

გილოცავ, ახლა შენ უკვე იცი, თუ როგორ წერო საინტერესო და მიმზიდველი პოსტები. ახლა უკვე ეს პროცესი შენთვის ბევრად საინტერესო და ამაღელვებელი გახდება. ამით შეიძლება დავასრულოთ ჩვენი პატარა, მაგრამ სასარგებლო გაკვეთილი.

P.S. აუცილებლად ისარგებლე ამ რჩევებით და პირობას გაძლევ, რომ შედეგს მომენტალურად იგრძნობ, ხოლო შემდეგ ამ პოსტის ქვეშ სამადლობელი კომენტარის დატოვებაც აღარ დაგეზარება cheeky

P.P.S. თუ მოგეწონა პოსტი და თვლი, რომ სასარგებლო იყო ის, აუცილებლად გაუზიარე მეგობრებსაც [მოწოდება მოქმედებაზე] cheeky

პატივისცემით, სიყვარულით და რწმენით — GT


Tags: , , , ,

4 комментария to “სასარგებლო რჩევები ბლოგერებს და არა მარტო…”

  1. ნიკოლოზ:

    «სულზე მომისწრო» 🙂 მადლობა სასარგებლო პოსტისთვის !!!

  2. ნინო:

    გმადლობ, გიორგი, სასიკეთო-სასარგებლო რჩევებისათვის!

  3. ho…. ძალიან გამომადგა

  4. ელზა:

    მაგარია,ვისარგებლებ ამ გამოცდილებით

Leave a Reply