დღეს საუკეთესო დროა სიკეთის გაკეთებისთვის. შემოგვიერთდი!!!

2012 წლის მიწურული — ყველაზე შესაფერისი დროა, რათა ფართოდ გავხსნათ გულები და ჩვენი სითბო ვუწილადოთ მათ, ვისაც ის ყველაზე მეტად სჭირდება.

მე მჯერა, რომ შენს გულში, ისევე როგორც ჩემში, სიკეთისა და სიყვარულის ცეცხლი ანთია. ეს სწორედ ის ცეცხლია, რომელსაც არა მხოლოდ შენი გათბობა შეუძლია, არამედ მათიც, ვისთვისაც ეს სითბო ძალზედ მნიშვნელოვანი და აუცილებელია. დღეს მე მინდა  ჩემი ბავშვობის მეგობარი გაგაცნო. ადამიანი, რომელიც უდიდეს საქმეს აკეთებს! ადამიანი, რომლითაც მე ვამაყობ [და არა მხოლოდ მე] და ვმადლობ უფალს, რომ ჩემი ცხოვრების გზაზე შემახვედრა და დამამეგობრა მასთან! ადამიანი, რომელსაც დღეს ჩვენი დახმარება სჭირდება.

იმისათვის, რომ უკეთ გაიცნო ეს პიროვნება, მოდი ჯერ ამ პატარა ვიდეოს გაეცანი და შემდეგ გავნაგრძოთ საუბარი.


"სიკეთე ჰქმენ, ქვაზე დადე, გაიარე წინ დაგხვდება!"


ჩემო ერთგულო მკითხველო, დღეს ზვიად ხაფავას და მის პატარა მეგობრებს ჩვენი დახმარება სჭირდება, ამიტომ უმორჩილესად გთხოვ, უბრალო მესიჯით ნომერზე: 95133 ან სატელეფონო ზარით ნომერზე: 0903100133 დავეხმაროთ ადამიანს, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ამას.

ასევე მინდა გთხოვო, არ დაიზარო, გადადი ამ ბმულზე >>> იმედის გმირი <<< და ხმა მიეცი ზვიად ხაფავას. წინასწარ გიხდი უღრმეს მადლობას!

P.S. გაუზიარე ეს პოსტი მეგობრებსაც, რა იცი, იქნებ სწორედ შენმა მოქმედებამ შეცვალოს ამ ბავშვების ცხოვრება!

P.P.S. ღმერთმა დაგლოცოს, გაგახაროს და გაგაძლიეროს! გილოცავ დამდეგ ახალ წელს!


Tags: , , ,

14 комментариев to “დღეს საუკეთესო დროა სიკეთის გაკეთებისთვის. შემოგვიერთდი!!!”

  1. ბედნიერი, ბედნიერი, ბედნიერი ადამიანი!!!
    მადლობა, რომ გაგვაცანი, გიო და… ჩავიდეთ რა მაგ ბავშვებთან, ძალიან გთხოვ.

  2. დიდი მადლობა ქეთევან *IN LOVE*
    მეც მომივიდა კარგი იდეა ამ ბავშვებთან დაკავშირებით და…
    სიამოვნებით მეგობარო, ჩავიდეთ აუცილებლად!!!

  3. ნინო ჯანაშია:

    გიორგი დიდ მადლობას გიხდით მოლოცვისთვის,მეც გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!თქვენი თხოვნა შევასრულე აუცილებელია დავეხმაროთ ასეთ ადამიანებს.

  4. მირანდა:

    გიორგი ყოველთვის საინტერესოა თქვენს მიერ გამოქვეყნებული პოსტები, თვით წყალწაღებულ პესიმისტს ძალიან ოპტიმისტუერ გუნება-განწყობაზე აყენებთ, უდიდესი მადლობა თქვენ ამისათვის, წერმატებებს გისურვებთ ყოველგვარ საქმეში. რაც შეეხება ქველმოქმედებას, მე შემიძლია ხელნაკეთი სამკაულების დამზადება და ვაპირებ საქველმოქმედო გამოფენა გაყიდვა მოვაწყო და უმწეო ბავშვთა სახლებს დავეხმარო მცირედით მაინც, მაგრამ მიუხედავად იმისა რომ წითელ დიპლომზე დავამთავრე მაგისტრატურა არ მაქვს სამსახური და ჩემმა ქველმოქმედებამაც ცოტა დააგვიანა. უფლის უხვ წყალობას გისურვებთ და კიდევ ბევრი კეთილი საქმე გაგეკეთებინოთ.
    კეთილი სურვილებით და უდიდესი პატივისცემით
    მირანდა

  5. თამარი:

    დიდი მადლობა ასეთ ადამიანებს უფლის მადლი და წყალობა ფარავდეთ და ბედნიერია ადამიანი ვინც მამულიშვილურ საქმეს აკეთებს უსასყიდლოდ და მომავალ თაობას სწორ გზას აძლევს და ამ გზაზე სიკეთეს სთესავს *ROSE*

  6. უღრმესი მადლობა გიო, რომ ამ არაჩვეულებრივ ადამიანს «შეგვახვედრე»… რამდენი სითბო, სინათლე შემოიჭრა უცებ გულში! საოცარია… ქეთევანის იდეა მომეწონა ძალიან. ბედიანში მეც სიამოვნებით ჩავიდოდი…

  7. თუ გადაწყვეტილება მიღებულია (თანაც ერთხმად) აბა რაღა უნდა დაგვიდგეს ჩვენ წინ?! 😉

    დიდი მადლობა ხვიჩა *IN LOVE*

  8. მეამაყება ასეთი ადამიანები, იმედი მეძლევა, რომ გადავრჩებით როგორც ერი, ხან ვფიქრობ ხოლმე რომ ჩვენს თავზე ქართველებს გადაჭარბებული წარმოდგენა გვაქვს ხოლმე, მაგრამ როცა ასეთ ადამიანებს ვხედავ ჩემს გარშემო….
    გადარჩენილი თაობები- დიდი საქმეა, რთული და უსაზღვროდ დიდი სიყვარულის ნიჭი უნდა გქონდეს ეს რომ შეძლო.

  9. ნატული:

    გიო… სწორედ ამიტომაც გადავრჩებით! მე-ც გვერდით მიგულეთ <3

  10. ზიზი:

    მიხარია ქართველი რომ ვარ, როცა ასეთ ადამიანებს ვუცქერ.უფალმა გააძლიეროს ზვიად ხაფავა. დიდი ნიჭია, როცა შეგიძლია ამდენ ბავშვს, სიყვარული გაუზიარო, მომავლის იმედი ჩაუნერგო და რაც მთავარია, ადამიანად აღზარდო.
    გმადლობ გიორგი ამ ვიდეოსთვის. გმადლობ მოლოცვისთვის.მეც გილოცავთ დამდეგ ახალ წელს.

  11. ნინო:

    გიორგი, გმადლობ, ეს რა ღირსეული ადამიანი გაგვაცანი! ზვიადი, ამაგდარი ადამიანი, თავის ერთგულ მეგობრებთან ერთად ნამდვილად იმსახურებს ადამიანების თანადგომას და დაფასებას. დაილოცოს მისი აღმზრდელი! ვიწონებ ქეთევანის წინადადებას და თქვენს გადაწყვეტილებას, ადგილზე ჩასვლასთან დაკავშირებით. სიამოვნებით შემოგიერთდებით!

  12. ვუერთდები თქვენს განწყობას,მეც შემატყობინეთ,თუ წახვედით.ზვიადს უფლის წყალობა არ მოჰკლებოდეს,არაჩვეულებრივი ადამიანია

  13. მარი:

    ძალიან კარგი ადამიანია! და რაღა თქმა უნდა ძალიან დიდი საქმეს აკეთებს და ეს სამაგალითოა. დიდი პასუხისმგებლობა აქვს აღებული, ასეთი პასუხისმგებლობის აღება ყველას არ შეუძლია. დასაფასებელია ნამდვილად და გასაზიარებელი ასეთი საქმე.ღვთის წყალობა არ მოკლებოდეს და ღმერთმა გააძლიეროს!!!.

  14. გიორგი ჩქარეული:

    მეც მინდა წამოსვლა და წასვლას როცა დააპირებთ, მომწერეთ აუცილებლად! «მადლობა გიორგი»

Leave a Reply