საუკეთესო მოტივაცია მათთვის, ვისაც საკუთარი ინტერნეტ ბიზნესის დაწყება უნდა

ყველაფერი დამოკიდებულია მხოლოდ ჩვენზე…

ისინი გეტყვიან, რომ ეს ბიზნესი სათქვენო არ არის;

ისინი გეტყვიან, რომ ხალხს ფული არ აქვს;

ისინი გეტყვიან, რომ თქვენ ამისათვის ძალიან ახალგაზრდა ან პირიქით ძალიან მოხუცი ხართ;

ისინი გეტყვიან: „ჯერ შენ შეგხედავთ ერთი რამდენს იშოვი (ირონია) და შემდეგ დავფიქრდები“;

ისინი გეტყვიან, რომ ახლა შესაფერისი დრო არ არის;

ისინი გეტყვიან, რომ მათი მეზობლის შვილიშვილმაც დაიწყო ეს საქმე და არაფერი გამოუვიდა;

ისინი გეტყვიან, რომ თქვენ ვერ შეძლებთ ამ ბიზნესში წარმატების მიღწევას;

ისინი გეტყვიან, რომ თქვენ უნდა იშოვოთ სტაბილურ შემოსავლიანი „ნორმალური სამსახური“;

ისინი გეტყვიან, რომ ეს აფიორაა;

ისინი გეტყვიან, რომ თქვენ არ გამოგივათ;

ისინი გეტყვიან, რომ ეს ბიზნესი საქართველოში არასოდეს არ გაამართლებს;

ისინი გეტყვიან, რომ ეს ბიზნესი ამერიკაში უნდა აკეთო ან სულ მცირე ევროპაში მაინც;

ისინი გეტყვიან, რომ თქვენს პროდუქტს არავინ არ შეიძენს;

ისინი მოგიყვებიან, რომ უყურეს გადაცემას, რომელშიც ამ ბიზნესის სისუსტეები დეტალურად იყო აღწერილი;

მათ ზუსტად იციან, თუ როგორ უნდა იფიქროთ — თქვენ;

მათ ზუსტად იციან, თუ როგორ უნდა იცხოვროთ — თქვენ;

მათ ზუსტად იციან, თუ რა უნდა აკეთოთ — თქვენ;

მათ ზუსტად იციან, თუ რა შემოსავალი უნდა გქონდეთ — თქვენ;

„ისინი“ — არა მხოლოდ თქვენი მეზობლები, ნათესავები, მეგობრები და სხვა თქვენი კეთილმოსურნეები არიან.

„ისინი“ — ეს თქვენი აზრები, ფიქრები და შინაგანი ურწმუნობაა, რომლებიც საზარეულოში მდგომი კარადის, ბნელ კუთხე კუნჭულში მიმალული ტარაკნებივით, საკმაოდ ღრმად არიან ჩამჯდარი თქვენს ქვეცნობიერში და როგორც კი თქვენ ჩააქრობთ შუქს, მაშინათვე გამოძვრებიან და იწყებენ თავიანთ ბინძურ მარათონს.

თუ კარგად დავფიქრდებით, თქვენ მხოლოდ 2 არჩევანი გაქვთ:

1. მიაფურთხოთ ამ ბიზნესს, იშოვნოთ „ნორმალური სამსახური“ 8 დან 17:00 მდე, და მთელი ცხოვრება თქვენც ისე იმუშაოთ, როგორც მუშაობენ — „ისინი“;

მთელი ცხოვრება იცხოვროთ ისეთივე ბინებში, როგორ ბინებშიც ცხოვრობენ — „ისინი“;

მთელი ცხოვრება ისეთივე კურორტებზე დაისვენოთ, როგორ კურორტებზეც ისვენებენ — „ისინი“;

და მთელი ცხოვრება ისეთივე ტელესერიალებს უყუროთ (სხვების ლამაზ ცხოვრებაზე), როგორებსაც უყურებენ — „ისინი“…

2. ხოლო მეორე ვარიანტია, მიაჭყლიტოთ ტარაკნები და არ მისცეთ საკუთარ თავს ისე ცხოვრების უფლება, როგორც გირჩევთ, მაგალითად, ქალბატონი ეთერი, ბატონი ნუგზარი ან ნინო, ქეთუსი, თამუნა, გიორგა, დავითა, თავგასა და ა.შ.

ჩვენს ბიზნესში თქვენ გელით, ბევრი რთული, მაგრამ საინტერესო მუშაობა. ნუ შეშინდებით, ეს ის „მუშა“-ობა არ არის, რაზეც ზემოთ ვსაუბრობდით და რაც ადამიანების დიდი უმრავლესობისათვის, ძვალსა და რბილშია გამჯდარი, როგორც არსებობის ერთადერთი და უალტერნატივო გამოსავალი.

მე პირველ რიგში საკუთარ თავზე, საკუთარ შიშებზე, ეჭვებზე, ჩვევებზე და თვისებეზე მუშაობა ვიგულისხმე.

რატომ ვსაუბრობ ყოველივე ამაზე?

იმიტომ, რომ სხვაგვარად არანაერი შანსი არ არსებობს იმისა, რომ ადამიანი „მესამე ათასწლეულის ლიდერი“ გახდეს.

თქვენ გახდებით სტრატეგიული ბიზნესმენი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენ ინდუსტრიულ საუკუნეში ჩარჩენილი, სამჭოთა მენტალიტეტის მქონე ადამიანებისაგან ათასობით უარისა და არაკონსტრუქციული კრიტიკის მოსმენა მოგიწევთ. ხოლო თუ „მესამე ათასწლეულის ლიდერების“ ბერკეტებით არ იქნებით შეიარაღებული, თქვენ ვერ გაუძლებთ იმ წნეხს რომელსაც სტერეოტიპული და ამ ცხოვრების უპერსპექტივობაში 100%-ით დარწმუნებული სოციუმი მოახდენს თქვენზე.

ხოლო, როდესაც თქვენ მიღებული გექნებათ შესაბამისი ვაქცინა, ვერავინ ვეღარ შეძლებს თქვენს უკან, სოციალურ მატრიცაში შეთრევას. თითოეული უარი, პირიქით გაგაძლიერებთ თქვენ. თქვენ დაიწყებთ საჭირო და თქვენი მსოფლმხედველობის მქონე ადამიანების მოზიდვას.

ეს მაგია არ არის, ეს ბუნების კანონია: „მსგავსი იზიდავს მსგავს!“ და ერთ მშვენიერ დღეს, თქვენ, თქვენს გუნდში აღმოაჩენთ ათობით, შემდეგ ასობით და შეიძლება ათასობითაც ისეთ ადამიანს, რომლებიც ფიქრობენ და ცხოვრობენ აბსოლუტურად საპირისპიროდ, ვიდრე ცხოვრობენ და ფიქრობენ — „ისინი“.

მესამე ათასწლეულის ლიდერები

ვინ არიან ეს ადამიანები?

ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ დიდი ოცნებები;

ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ გრანდიოზული, ნათლად ფორმულირებული გრძელვადიანი მიზნები;

ესენი არიან ადამიანები, რომლებსა აქვთ თავიანთი მიზნებისაკენ მიმავალი დეტალური სტრატეგიული გეგმა;

ესენი არიან ადამიანები, რომლებიც არც ერთი წამით არ წყვეტენ საკუთარ თავზე მუშაობას;

ესენი არიან ადამიანები, რომლებიც არ იშურებენ ათასობით დოლარს, საკუთარ თავში ინვესტირებისათვის;

რა თანადგომის გაწევა შეუძლიათ მათ?

ეს ადამიანები გეტყვიან, რომ თქვენ გაქვთ ტალანტი, რომ თქვენ ხართ ნიჭიერი;

ეს ადამიანები დაგეხმარებიან საკუთარი ძლიერი მხარეების გამოვლენაში;

ეს ადამიანები დაგეხმარებიან საკუთარი ცხოვრებისეული დანიშნულებისა და პროფესიონალური მოწოდების აღმოჩენაში;

ესენი არიან ადამიანები, რომლებიც თქვენ დაგეხმარებიან სწორი კურსის აღებაში;

სად შეიძლება მათი პოვნა?

ეს ადამიანები ძალიან ცოტანი არიან (განსაკუთრებით საქართველოში);

მაგრამ, არიან საქართველოშიც ადამიანები, რომლებსაც პოტენციურ „მესამე ათასწლეულის ლიდერებად“ განვიხილავ. ამ შემთხვევაში კონკრეტული პიროვნებების ჩამოთვლისაგან თავს შევიკავებ. უბრალოდ, ერთი ადამიანის რეკომენდაცია ნამდვილად შემიძლია გაგიწიოთ და არ დაგზარდებით. ეს არის ადამიანი, რომელიც ნამდვილად არ ჩერდება ერთ ადგილზე და მუდმივ მოძრაობაშია. ეს არის ადამიანი, რომელსაც ნამდვილად არ განვიხილავ პოტენციურ ლიდერად, იმიტომ რომ ის, თავისი ხედვებით, მიზნებითა და შეუპოვრობით, უკვე „მესამე ათასწლეულის ლიდერია“ და ის სიტყვები, რომლებიც მე ოდნავ ზევით, მაგალითად მოვიყვანე: „მსგავსი იზიდავს მსგავს!“, თუნდაც მხოლოდ ჩემი ამ ადამიანის (ერთი შეხედვით შემთხვევით) აღმოჩენითა და გაცნობითაც დასტურდება.

მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ეს არის ქეთევან გოგიაშვილი, პროექტ www.infobiz.ge/-ს ავტორი. უღრმესი მადლობა მინდა გადაუხადო მას, იმისათვის, რომ ასეთ სასარგებლო საქმეს აკეთებს. აუცილებლად მოინახულეთ მისი ბლოგი, იქ თქვენ ბევრი საინტერესო, სასარგებლო და რაც მთავარია მომგებიანი ინფორმაციები და საჩუქრები გელოდებათ.

ასევე, ჩემო ძვირფასებო — ის ინტერნეტ სივრცე, სადაც ახლა თქვენ იმყოფებით და ამ პოსტს კითხულობთ, არის „მესამე ათასწლეულის ლიდერთა“ ბლოგი, ამაზე ის წარწერაც ნათლად მეტყველებს, რომელიც ჩვენი ბლოგის თავში (ჰედერ)-ში, დიდი ასოებით არის დაწერილი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენი მონა მორჩილებიც დიდი სიამოვნებით გაგიწევენ მეგზურობას წარმატებისაკენ მიმავალ გზაზე.

აი პრინციპში სულ ეს იყო, ახლა კი თქვენ თავად უნდა გააკეთოთ არჩევანი — „ისინი“ თუ „ესენი“???

თქვენ შეძლებთ ამის გაკეთებას, თუ ეტყვით (განუცხადებთ) საკუთარ თავს:

„მე — ეს შემიძლია!“

იკონტაქტებთ წარუმატებელ ადამიანებთან — გახდებით წარუმატებელი!

იკონტაქტებთ წარმატებულ ადამიანებთან —  გახდებით წარმატებული!

„ხარი ხართან რომ დააბა ან ზნეს იცვლის ან ფერსაო!“

P.S. გულისფანქალით ველოდები თქვენს კომენტარებს 😉

P.P.S. სასარგებლო პოსტი იყო? გაუზიარეთ თქვენს მეგობრებსაც!

P.P.P.S. დიდი მადლობა, რომ გვკითხულობთ, რომ ტოვებთ კომენტარებს, სოციალურ ქსელებში თქვენს მეგობრებს რომ უზიარებთ ჩვენს პოსტებს, ვიდეოგაკვეთილებს და იმ სხვა მრავალ რუბრიკას რომელიც ჩვენს ბლოგზეა განთავსებული. უღრმესი მადლობა მეგობრებო, თქვენ და მხოლოდ თქვენ უწყობთ ხელს ჩვენი რესურსის პოპულარიზაციას. თქვენს გარეშე ყოველივე ამის ფასი ერთი თეთრიც კი არ იქნებოდა. გმადლობთ, რომ არსებობთ! ჩვენ, თქვენ გვიყვარხართ!!!


Tags: , , , ,

23 комментария to “საუკეთესო მოტივაცია მათთვის, ვისაც საკუთარი ინტერნეტ ბიზნესის დაწყება უნდა”

  1. ძალიან დიდი მადლობა ამ საინტერესო პოსტისთვის! როგორ უნდა დავიწყო ინფო ბიზნესი და როგორ გავიგო რა სურთ ხალხს? =).

  2. სერგუნ, თუ სერიოზულად გაქვს გადაწყვეტილი ინფო ბიზნესის დაწყება დამიკავშირდი (იცი შენ როგორც უნდა დამიკავშირდე) და გავისაუბროთ!

    ხოლო, რაც შეეხება, ადამიანების სურვილებისა და მოთხოვნილებების გამორკვევას, მაგაზე იოლი არაფერია — უნდა ადგე და შეეკითხო მათ, ისინი კი, სიამოვნებით მოგიყვებიან თავიანთი სურვილებისა და მოთხოვნილებების შესახებ 8)

  3. მზია ნაჭყებია:

    ეს პოსტი კიდევ ერთხელ სერიოზულად დააფიქრებს იმ ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ შეცვალონ ცხოვრება,მაგრამ ვერ გადაუწყვეტიათ და არიან რაღაცის მოლოდინში, რაც არასოდეს მოხდება, არა და დრო რა სწრაფად გარბის…

  4. მაია:

    მოგესალმებით,
    პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ასეთი საინტერესო და მეტად მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის რომელსაც თქვენ ემსახურებით. მე მაქვს ჩემი პატარა, მცირე ბიზნესი და ვფიქრობ მის გაფართოებაზე, ან სხვა საქმიანობის დამატებაზე. ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია მივიღე თქვენი საიტის დახმარებით და იმედი მაქვს კიდე ბევრს მასალას მოგვაცვდით. სურვილი გამიჩნდა ინტერნეტ-ბიზნესის დაწყების და ვფიქრობ თქვენი დახმარება დამჭირდება ამ საკითხში

  5. მოგესალმებით ქალბატონო მაია. ძალიან მოხარული ვარ რომ სათანადოდ აფასებთ ინტერნეტის ძალასა და მის სამომავლო პერსპექტივებს საქართველოში. *THUMBS UP*

    რაც შეეხება დახმარებას, ჩვენი მისიაც სწორედ ეგ არის, მოგვმართეთ ნებისმიერ დროს. ზემოთ არის განყოფილება «ჩვენს შესახებ», ხოლო შიგნით კიდევ ერთი ქვეგანყოფილება «კონტაქტები» სადაც ჩვენი საკონტაქტო რეკვიზიტებია განთავსებული. ასე რომ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მოგვწეროთ ან დაგვირეკოთ და გავისაუბროთ!

    გმადლობთ რომ გვკითხულობთ *ROSE*

  6. ლელა:

    დიდი მადლობა საინტერესო საქმიანობისთვის. მაქვს სურვილი ინტერნეტ-ბიზნესის დაწყების,მაინტერესებს როგორ დავიწყო.

  7. მოგესალმებით ქალბატონო ლელა!

    ნამდვილად ვერც კი წარმოვიდგენდი თუ ასეთი აქტივობა მოყვებოდა ამ პოსტს და უბრალოდ უნდა ნახოთ რა ბედნიერი ვარ ახლა და რამხელაზე ვიკრიჭები *YAHOO*

    მოგვწერეთ ქალბატონო ლელა და გავისაუბროთ!

  8. ოლიკო:

    უდაოდ უაღრესად მნიშიშვნელივანი პოსტია. დიდი მადლობა. ადამიანი მუდმივად აკეთებს არჩევანს, უნდა ეს მას თუ არა. სამწუხაროდ როგორც ჩვენი ყოფიდან ჩანს უმეტეს შემთხვევაში ირჩევს,რომ ეს არჩევანი სხვას გადასცეს და პასუხისმგებლობა თავიდან აიცილოს. თქვენ კი ასწავლით როგორ უნდა გახდეს ადამიანი საკუთარი ცხოვრების შემოქმედი. წარმატება გარანტირებული გაქვთ.

  9. დიდი მადლობა ქალბატონო ოლიკო!

    უკვე გამოგიგზავნეთ ელ.ფოსტაზე ის, რაც მთხოვეთ *OK*

  10. ნატა:

    გიორგი, უკაცრავად ბავშვი მყავს ცუდად ხვალე გიპასუხებ თუ არარის პრობლემა

  11. გიორგი, შენს გულწრფელობაში ოდნავ მაინც რომ მეპარებოდეს ეჭვი, ცოტა არ იყოს, უხერხულად ვიგრძნობდი თავს ამნაირი ქების შემდეგ. მაგრამ შენგან ამ ყველაფერს, უბრალოდ, მეგობრულ მხარდაჭერად, კოლეგიალობის ღირსეულ გამოვლინებად აღვიქვამ და დიდ მადლობას გიხდი ამისათვის. დარწმუნებული ვარ, ასეთივე გულშემატკივარი იქნები ნებისმიერი ადამიანისა, ვინც კი თავის საქმიანობასა და ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღებას შეეცდება. ეს ამ პოსტიდანაც ძალიან ნათლად ჩანს.

    შენს ნათქვამს მხოლოდ იმას დავამატებდი, რომ არ მინდა ვინმემ იფიქროს, თითქოს ბიზნესი ინტერნეტში — კერძოდ კი, ინფობიზნესი — რაიმე სახის პანაცეაა. ჩემი აზრით, ის მხოლოდ და მხოლოდ კარგი შანსია გარკვეული ტიპისა და წყობის ადამიანებისთვის (და არა ყველასთვის!). ასეთ ადამიანებს კი ერთი შეხედვით გამოიცნობ: უყვართ საკუთარ თავზე და ინფორმაციაზე მუშაობა, ახასიათებთ მკაფიოდ გამოხატული ინდივიდუალიზმი და თვითდისციპლინა, ადვილად უღებენ ალღოს ახალ ტექნოლოგიებს და, საერთოდ, სიახლეებს, არ ეშინიათ კრიტიკის, კარგად გამოსდით გარშემომყოფთა მოტივირება, ყოველთვის მზად არიან ისწავლონ და ასწავლონ… და, რაც მთავარია, ასეთებს ბევრი ლაპარაკი არ სჭირდებათ: ჩვენ შორის ერთხელ მაინც თუ მოხვდებიან, შორს აღარ წავლენ :-D. კეთილი იყოს მათი ფეხი ქართულ ინფობიზნესში =) .

  12. გეთანხმებით ქალბატონო მზია — დრო ძალიან სწრაფად გარბის და თუ არ დავფიქრდებით და შემდეგ რაც ყველაზე მთავარია, თუ მოქმედებას არ დავიწყებთ… %) <— აი ასეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით!!!

  13. გისურვებთ ბავშვის გამოჯანმრთელებას!!!

  14. ქეთევან, ეს ქება არ იყო, ეს შენი ქმედების გარდაუვალი უკუქმედება იყო. ჩვენ ყოველთვის ჩვენი დათესილიდან გამომდინარე ვიმკით და როგორც მოგეხსენაბა, თუ არ დავთესავთ, მოსამკელიც არაფერი იქნება 😉

    როდესაც ამ პოსტს ვწერდი, ცოტას შენს მაგივრადაც ვფიქრობდი და მართალი გითხრა, მომენტალურად გამეფიქრა, რომ, მონაკვეთი სადაც «შენს შესახებ» ვისაუბრე, ამ პოსტთან დაკავშირებულ, შენი კომენტარის თემის არსს ოდნავ შეცვლიდა, ამაზე კი ცოტა არ იყოს წინასწარ გული დამწყდა. მაგრამ სწორედ ამიტომ ხარ პროფესიონალი და ამიტომ გაფასებ, რომ რომ შენს კომენტარში, თითოეულ თემას სათანადოდ შეეხე და ვიზიტორებისა და პოტენციური კოლეგების მისამართით, ჯანსაღი და პროფესიონალური რჩევა/მოწოდებაც არ გამოგრჩა *THUMBS UP*

    მოკლედ, მე ზუსტად ვიცი, რომ არ შევმცდარვარ შენში და ჩვენ წინ დიდი გამარჯვებები გველოდება *YAHOO*

    <<>>

  15. ორივეს იმნაირად გვიყვარს და გვიზიდავს ეს საქმე, სხვა გზა, უბრალოდ, არ დაგვრჩენია, ჩემო გიორგი 😀 მიხარია, რომ ამ გზის დასაწყისშივე შევხვდით ერთმანეთს *THUMBS UP*

  16. მგონი ეს ის შემთხვევაა როცა ავტორამდე პირველი მადლობა წერილის მთავარ გმირს უნდა გადავუხადოთ მოცემულ სფეროში შეტანლი წვლილისათვის, ვიცნობ თქვენს ბლოგს ქ-ნო ქეთევან და ხანდახან მართლაც ძალიან მაოცებს ხელმე თქვენი შემართება და ენთუზიაზმი, გმადლობთ რომ ასე ხშირად გვაწვდით თქვენს დადებით მუხტს და სასარგებლო ინფორმაციას გვიზიარებთ — წარმატებებს გისურვებთ!..

    II მადლობა ავტორს! საინტერესო პოსტისა და ამ ღირსეული მეგობრულ/კონკურენტული ჟესტისათვის 🙂

    ___________________________________________________________________________
    გიო, ძალიან საინტერსოდ წერ, ბევრს შრომობ და ჩვენც, მკითხველები დიდი ინტერესით ველოდებით ხოლმე შენს ყოველ პოსტს, მაგრამ რაც ეს თულბარი დააყენეთ ქვემოთ, უკვე ძალიან აფერხებს საიტს და იქნებ ტექნიკურ ჯგუფს სთხოვო რაიმე საიხით მოახდინოს ოპტიმიზაცია. თორე შეხედე ( სურათის ლინკი: http://s44.radikal.ru/i106/1202/bd/e606794ca4e5.png ) 7.4 მეგაბიატია გვერდი და 300მდე მოთხოვნას გზავნის მთავარ გვერდზე შესვლისას- რაც კტასტროფულად დიდი მაჩვნებლებია ვორდპრესისათვის. მოკლედ ჩემი, როგორც ერთ-ერთი რიგითი მკითხველის თხოვნა იქნება რამე მოუხერხოთ ამ ამბავს, რაც დარწმუნებული ვარ მკითხველთა საერთო რაოდენობაზეც მნიშვნელოვან დადებით ეფექტს მოახდენს. იმედია საწეყენად არ მიიღებ ამ შენიშვნას- წარმატებები!..

  17. დიდი მადლობა გიორგი! შენიშვნა მიღებულია და გამოსწორებული! იქნებ facebook-ში ან მეილზე მომწერო შენი სკაიპი და გავისაუბროთ 😡

  18. გიორგი ძალიან მომეწონა თქვენი პოსტი, .ვისურვებდი,რომ საქართველოში კიდევ ბევრმა ადამიანმა ,,მიაჭყლიტოს ტარაკანები,, თუნდაც დაგვიანებით,მაგრამ მაინც. რაც შეეხება ქეთევან გოგიაშვილს,-ის შეუდარებელია და ხანდახან ისიც კი მგონია,რომ ჩემი ,,მეორე მეა,,. ორივეს წარმატებებს გისურვებთ!!!!!

  19. მარიკა:

    *THUMBS UP*

  20. შოთიკო:

    kargiaa!!! gisurveb miznebis gaanxorcielebas…(Y)(Y)

  21. ვანო:

    ძალიან მომეწონა ეს პოსტი,პირველად ვნახე და მართლაც სტიმულის მომცემია,რომ ვკითხულობდი ჩემი თავი წარმომიდგა,ზუსტად ამდაგვარ წინააღმდეგობებს წავაწყდი როდესაც ინტერნეტ ბიზნესში ჩავები,რათქმაუნდა არ დავუჯერე,მართალია ძნელი აღმოჩნდა გილგატეხილობასთან ბრძოლა,მაგრამ კმაყოფილი ვარ ,რომ მცირეს მაგრამ მაინც დავიწყე პირველი ნაბიჯები და პატარ პატარა წარმატებებსაც მივაღწიე, მოკლედ ბევრი რომ არ გამიგრძელდეს ძალიან მომეწონა ეს პოსტი და გმადლობთ,კარგია ნამდვილად მტე სტიმულისთვის.
    გააგრძელეთ

  22. ძალიან მომეწონა პოსტი…პირველად ვნახე..ვფიქრობ ასეთი იმედისმომცემი და საინტერესო ჯერ არაფერი წამიკიხავს ინტერნეტსივრცეში…წარმატებებს გისურვებთ..საქართველოს ეს მართლაც ჰაერივით სჭირდება…ვფიქრობ ეს პროექტი დიდ წარმატებებს მიაღწევს..»მსგავსი იზიდავს მსგავსს»-ძალიან დამაინტერესა

  23. ირმა:

    ძალიან საინტერესო და საჭირო არის დღეს ეგეტი სტატიები, იქნებ გამოიღვიძონ, ახალგაზრდა თაობამ მაინც და გახდნენ დამოუკიდებელნი და პასუხისმგებელნი .მართონ საკუთარი ცხოვრება და მომავალი გააზრებულად, ჭკვიანად და წარმატებულებნიც იყვნენ.მადლობა თქვენ.წარმატებები და წინსვლა თქვენს საქმეში. *ROSE*

Leave a Reply