სექსუალური უმეცრება

დღევანდელ პოსტში მინდა ერთგვარ ტაბუირებულ თემაზე გესაუბრო… რომელზე საუბრისასაც მსჯელობენ, კამათობენ, ჩხუბობენ, იცინიან, "ღადაობენ", ბევრს უცებ ახსენდება, რომ ტაბუ ადევს თემას და გაურბის მასზე საუბარს და მომეტებული აგრესიით პასუხობს სტატიების ავტორებს, მეგობრებს, მეზობლებს, ნაცნობებს, იკეტება და იმალება, როცა ამ თემას ეხებიან, იმ ფარდის უკან, რომ ამაზე საუბარი ცუდია, ცოდვაა, პირადია, არ შეიძლება, დაგვღუპავს, გადაგვაჯიშებს და ა.შ. მაგრამ ფაქტი ერთია და მას ვერ გაექცევა ვერც ამ თემით დაინტერესებული და მასზე საუბრისადმი გახსნილი და ვერც ჩაკეტილი და დოგმებს ამოფარებული, საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილო ადამიანი — უამრავი ქალი დღეს ოჯახში სექსუალური შეუთავსებლობის "მსხვერპლია"…

მოდი, დავიწყებ ერთი რეალური ისტორიით…

ნინო ძალიან პატარა ასაკში გათხოვდა… ქმარი არ უყვარდა… მშობლებმა მოიწონეს სასიძოდ და მერე უჭამეს და უჭამეს ტვინი, როგორი პერსპექტიული ადამიანი იყო კოტე და როგორ არაფერი ჭირდა მისი დასაწუნი… იყო ბევრი მანიპულაცია, ხვეწნა, მუქარა და ბოლოს კი, ამ ყველაფრით დაღლილი ნინოს თანხმობა ქორწილზე…

ქორწილმა, ჩვეულებრივ, ქართულად ჩაიარა… ქართულად ჩაიარა პირველმა საქორწინო ღამემაც… სიძემ ძმაკაცებთან სმაში გაათენა… დადგა მეორე ღამეც… ნინომ, იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ ახალგაზრდა იყო და არც ოჯახისგან ინფორმირებული, გადაწყვიტა მთლიანად ქმარს მინდობოდა და ასე შეებიჯებინა მისთვის უდიდეს განუსაზღვრელობაში, რომელზეც მხოლოდ დაქალებისგან და ისიც, არასრულად თუ სმენოდა…

პირველმა გამოცდილებამ შეაშფოთა და შეაშინა… მაგრამ თავს იმშვიდებდა, რომ დრო გავიდოდა და რამე თავისით შეიცვლებოდა — აბა, ხალხი ხომ ამბობდა, რომ იყო სექსში რაღაც, რაც მას აუცილებლად უნდა მოსწონებოდა… მაგრამ ეს დღე არა და არ დადგა… და ნინომაც გააკეთა ორი საბედისწერო დასკვნა:

პირველი: რომ — სექსს ტანჯვის მეტი არაფერი მოაქვს და ნეტა რა აგიჟებს ამ ქალებს, ზოგი მეორედაც კი რომ თხოვდება და…

მეორე: რომ — თავად აქვს პრობლემა და არ არის საკმარისად კარგი იმისთვის, რომ თვითონაც კარგად იყოს და ქმარიც…

მერე სადღაც თვალი მოკრა, რომ არსებობენ ფრიგიდული ქალები და ვსიო, წრეც შეიკრა — ის ფრიგიდული ქალია, რომელსაც უბრალოდ, არ უნდა მამაკაცის სიახლოვე, მისთვის სექსს ტანჯვის მეტი არაფერი მოაქვს, მისი ქმარიც ბუნებრივია, სხვაგან უნდა ეძებდეს სითბოს, აბა თვითონ არ არის მისთვის კარგი და იდეალური და… ნინომ იმდენი ისაუბრა ოჯახში ამ თემაზე, რომ ქმარმაც დაიჯერა მისი ფრიგიდულობის ისტორია და მართლაც სხვაგან დაიწყო სითბოს მიღება… ნინომ კი იმ ფაქტის მიღება და მასთან ერთად ცხოვრება, რომ ასეა საჭირო…

დამეთანხმები, რომ ძალიან ძალიან დასანანია, რომ დღეს ბევრი "ნინო" დადის და სექსზე ნებისმიერ გადაცემასთან, პოსტთან თუ საუბართან შეხებას წყობიდან გამოჰყავს და ახსენებს მის "ნაკლს" და კიდევ უფრო უღრმავებს საკუთარი ძალისხმევით გაჩენილ არასრულფასოვნების კომპლექსს…

არადა, მისი "დანაშაული" აქ თითქმის არაა… და უდიდეს პასუხისმგებლობას მისი მამაკაცი უნდა იღებდეს… რამდენიმე თვის წინ, ერთ-ერთ გადაცემაში, ერთ-ერთმა ცნობილმა ექიმმა თქვა, რომ ქალების ე.წ. "ფრიგიდულობის" მიზეზი 80% შემთხვევაში მამაკაცი და არასწორად დაწყებული სექსუალური ცხოვრებაა… იქიდან გამომდინარე, რომ მიუხედავად გარშემო არსებული უკვე უდიდესი მოცულობის ინფორმაციისა, ქალიშვილობის ინსტიტუტის არსებობა მაინც ქმნის "განუსაზღვრელობის სივრცეს" ქალებისთვის და მათი სექსუალური ცხოვრების "ბედს" სწორედ ქმრის გამოცდილება და მისი მიდგომა წარმოადგენს, რაც როგორც აღმოჩნდა, 80% შემთხვევაში, არც თუ ისე სახარბიელოა… რადგან მამაკაცების უმრავლესობა სექსუალურ გამოცდილებას იღებს ე.წ. "გამოცდილ ქალებთან", რომლებსაც სულაც არ სჭირდებათ მათი მხრიდან "ქალური შესაძლებლობების" გახსნა… მოკლედ რომ ვთქვათ, კაცების უმრავლესობა, რომელიც ახალგაზრდა ასაკში ქმნის ოჯახს, გაგებაშიც არაა, რითი შეიძლება დაეხმაროს საყვარელ ქალს, რომ მან პირველივე ჯერზე თუ არა, მალევე განიცადოს ნამდვილი ორგაზმი… და არ დაასკვნას, რომ სექსი ტანჯვის, მოვალეობისა და გამრავლების პირდაპირპროპორციულია, ან თავად "აკლია" რაღაც და არ არის საკმარისად კარგი…

რა ხდება ასეთ დროს ქალის ორგანიზმში? ნელ-ნელა ირღვევა ჰორმონალური ბალანსი, ნერვიულობისა და მუდმივი დაჭიმულობის ფონზე, მაღლა იწევს პროლაქტინი, ხშირად ასეთ ქალებს მომატებული ტესტოსტერონიც აწუხებთ და კარგავენ მთავარს ქალისთვის — ქალურ მომხიბვლელობასა და სინაზეს… და შედეგად ვიღებთ გაღიზიანებულ, მუდმივად მოჩხუბარ, არა-ქალურ ქალებს, რომლებიც ან ვეღარ უძლებენ ქმართან ამდენ "ტანჯვას" და შორდებიან, ან კიდევ სიკვდილმისჯილივით ეგუებიან რეალობას და ელოდებიან იმ სანატრელ დროს, როცა ქმარს აღარაფერი მოუნდება…

შეიძლება ცოტა უტრირებულია ეს ყველაფერი, მაგრამ გარშემო, სამწუხაროდ, უამრავი ფაქტია სექსუალურად შეუთავსებელი, დანგრეული თუ დაუნგრეველი ოჯახების, რომლებმაც არაერთი გასამაგრებელი სამუშაო ჩაატარეს ოჯახის გადასარჩენად, მაგრამ ჯერ კიდევ არ აცნობიერებენ, რომ ფუნდამენტია მისახედი…

არის მეორე უკიდურესობაც, როცა ქალი არ ეგუება ქმართან მიღებულ გამოცდილებას და ამ გამოცდილების მიღებას იწყებს სხვასთან… თუმცა ბევრი კონკრეტული შემთხვევაც მინახავს, რომ ასეთი ქალები ვერ იღებენ ოჯახის დანგრევის გადაწყვეტილებას, ბევრი სოციალური და შენთვის ნაცნობი ქართული მოტივის გამო და აგძრელებენ ორმაგ ცხოვრებას, ფიქრობენ რა, რომ თუკი მისმა მამაკაცმა არ "ივარგა", მასაც აქვს ნორმალური სექსუალური ცხოვრებისა და "ქალური ბედნიერების" უფლება…

მოკლედ რომ შევაჯამოთ ზემოთ მოცემული ინფორმაცია, სექსუალური ცხოვრების გამართულობა პირდაპირპროპორციულად აისახება ქალის თვითშეფასებაზე, მის მიერ საკუთარი თავის აღქმაზე და ეს თემა იმაზე მეტად  მოითხოვს მუშაობას, ვიდრე ჩვენ ამის აუცილებლობას ვხედავთ… არასწორი სექსუალური ცხოვრება და ქმართან შეუთავსებლობა მთელ რიგ შემთხვევებში წარმოქმნის ორი უკიდურესობის ქალებს:

ქალი — მსხვერპლი, რომელიც გაძლებაზე ცხოვრობს და საკუთარ შვილებსაც ამ გამოცდილებით ზრდის და "გამოსავალ-ნაპოვნი"ქალი, რომელიც ვერც ოჯახს ანგრევს და დანაშაულის გრძნობითა და აქედან გამომდინარე, ისევ და ისევ დაბალი თვითშეფასების წახალისებით ატარებს ცხოვრებას, რომელიც მიეცა იმისთვის, რომ ბედნიერი იყოს, ჯანმრთელი იყოს და ტკბებოდეს ყოველი წუთით, რომელაც საყვარელ ადამიანთან ატარებს…

შეუძლია თუ არა ქალს, გამოვიდეს ამ მოჯადოებული წრიდან? შეუძლია თუ არა, შეცვალოს დაბალი თვითშეფასება, გამოასწოროს ქმრის მიერ ერთ დროს დაშვებული შეცდომა და მასთან დაიწყოს ბედნიერი და სრულფასოვანი თანაცხოვრება? რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ საკუთარ თავზე მუშაობისა და სწორი ინფორმირებულობის გარდა, ამას საკუთარი ძალებით ვერ მოახერხებს, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საკუთარ თავთანაც კი არ აღიარებს ამ პრობლემის არსებობას და როგორც დასაწყისში ვთქვით, გამწარებული ებრძვის ამ თემაზე გამოჩენილ ყოველ პოსტს, გადაცემას, სტატიას და თუ უბრალოდ, საუბარს…

თუკი ამ პოსტში დაინახე ვინმე, ვინც მსგავს სიტუაციაშია, ან იქნებ, შენი თავიც [და თუ პოსტზე გაბრაზდი, ე.ი. დაინახე], იცოდე, რომ არასოდესაა გვიან, ყველაფერი თავიდან დაიწყო…

9 მაისს "ინტელექტიკა" ჩაატარებს ტრენინგს "მე ქალი ვარ", რომელშიც აქტიურად ვიმუშავებთ შენი თვითშეფასების ამაღლებაზე, შენს მიერ არასწორად გაკეთებული დასკვნების დამუშავებაზე და მათი ეფექტურით ჩანაცვლებაზე. შენ გაიგებ იმას, რაზეც ადრე წარმოდგენაც კი არ გქონდა და მიხვდები, როგორი ადვილია, შეცვალო შენი ურთიერთობები უკეთესობისკენ…

და კიდევ ერთი სიურპრიზი… პრინციპში, აჯობებს ეს ყველაფერი ამ პატარა ვიდეოდან შეიტყო…

ახლა შენ უკვე იცი, რომ "ინტელექტიკა" ტრენინგზე დამსწრეთათვის ჩაატარებს უფასო ვებინარს — "სექსი — გამოყენების ინსტრუქცია", რომელიც უფრო დაწვრილებით შეეხება ამ პრობლემას და დაგანახებს კონკრეტულ გზებსა და ტექნიკებს, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გამოგიყვანს არასასურველი მდგომარეობიდან და იცხოვრებ საყვარელ ადამიანთან დიდხანს და ბედნიერად, ყოველგვარი კომპლექსის, დაძაბულობისა და კომპრომისებზე წასვლის გარეშე…

მე ვიცი, შენ შეძლებ ამას… დაიჯერე შენც!

P.S. თუ მოგეწონა პოსტი და ვიდეო და თვლი, რომ შენი მეგობარი გოგონების, ან ქალებისთვისაც სასარგებლო იქნება, აუცილებლად გაუზიარე მათ. ასევე, აუცილებლად დატოვე პოსტის ქვეშ კომენტარი, რათა უკეთ გაგიცნო და შემდგომისთვის, კიდევ უფრო სასარგებლო და ხარისხიანი პოსტები და ვიდეოები მოგიმზადო. ჩვენ ხომ შენთვის ვმუშაობთ?! kiss

P.P.S. ახლა კი, თუ არ გსურს, შენც შეუერთდე იმ ქალების რიგებს, რომლებიც მთელი ცხოვრება სხვების ცხოვრებას და წარმატებებს უთვალთვალებენ და განიხილავენ, მაშინ იმოქმედე ახლავე და შემოგვიერთდი!

შევხვდებით ტრენინგზე!

სიყვარულით, მადლიერებითა და რწმენით: NT & GT heart


Tags: , , , ,

10 комментариев to “სექსუალური უმეცრება”

  1. ანა:

    ნინოს ისტორიამ საკუთარი გამახსენა. ყოველთვის მიკვირდა იმ ქალების რომლებიც ამბობდნენ რომ სექსი სიამოვნებაა-ო.

  2. ია:

    ნაცნობი ისტორიაა და საკუთარ თავზე გამოცდილიც,მაგრამ სამწუხაროდ ვეღარაფერს შევცვლი,ჩემი ოჯახიც და ცხოვრებაც უკვე დაინგრა,მიუხედავად მრავალწლიანი ცხოვრებისა და ცდებისა.მაგრამ კარგია რომ ეხლა მაინც ვინმემ ამოიღო ამაზე ხმამაღალი ხმა და დაიწყო იმაზე ფიქრი რომ ჩემნაირად აღარავინ იყოს სექსუალური უმეცრების და უსიყვარულობის მსხვერპლი და შეიქმნას ოჯახები სიყვარულით და არანაირი ძალდატანებით და არანაირი ანგარებით! სამწუხაროდ მშობლებს ყოველთვის არ უნდათ შვილებისთვის კარგი და გაუთვითცნობიერად უნგრევენ საკუთარ შვილებს ცხოვრებას! მიუხედავად ცაკუთარ თავზე მუშაობისა,მაინც ვერ მივაღწიე იმას რომ ცხოვრება უკეთესობისაკენ შემეცვალა და გულის სიღრმეში მაინც მახსოვს როგორ გამიმეტა საკუთარმა დედამ ამ მსხვერპლად! მადლობა გიორგი,რომ ამ საკითხს შეეხე და ცდილობ ბევრი ქალის და ოჯახების გადარჩენას! წარმატებებს გისურვებთ! <3

  3. ლიკა:

    აღფრთოვანებული ვარ, რომ საზოგაოების მიერ ტაბუდადებულ თემაზე ასეთი მარტივი და გასაგები ენით შეძელით ძირითადი პობლემების ხაზგასმა. აბსოლიტურად გეთანხმებით და ვიმედოვნებ,რომ შევძლებ ბოლომდე თქვენს გვეერდით ყოფნას ^_^

  4. ნატა თვალაძე:

    ია,მადლობა გულახდილი კომენტარისთვის :* მთავარია, ვაცნობიერებდეთ, რომ არასოდეს არაფერია გვიან… ეს მხოლოდ ჩვენ ვუქმნით საკუთარ თავს და ცხოვრებას ბარიერებს… პოსტში მაგალითად მოვიყვანე ჩემი ძალიან ახლობელი ადამიანის ისტორია, რომელმაც, სამწუხაროდ, ხელი ჩაიქნია და არ ცდილობს რეალობის შეცვლას… თუმცა დღემდე შეუძლია, საკუთარი ცხოვრება შეცვალოს… ძალიან გამიხარდება, თუ თქვენც მისცემთ საკუთარ თავს შანსს, ყველაფერი თავიდან დაიწყოთ… სიამოვნებით გიხილავდით ტრენინგზე… წარმატებებს გისურვებთ ♥♥♥

  5. ნატა თვალაძე:

    დიდი მადლობა, ლიკა, სიამოვნებით გიხილავთ ტრენინგზე ♥♥♥

  6. ნატა თვალაძე:

    ანა, მადლობა კომენტარისთვის… გარშემო ბევრი ქალია მსგავსი რწმუნებულებებით და ერთ დროს «კინაღამ» მეც არ ჩავეწერე მათ რიგებში 🙂 საბედნიეროდ, დროულად მივიღე ზომები და ახლა საყვარელ ადამიანთან ფანტასტიურად ვგრძნობ თავს 😉 თქვენი რეალობის შეცვლაც შეიძლება და დამერწმუნეთ, ნამდვილად ღირს 🙂 სიამოვნებით გიხილავდით ტრენინგზე ♥♥♥

  7. სალომე:

    ფრიგიდულობა — ჰო, მაგრამ მიკვირს, არაფერს ამბობთ ისეთ არანაკლებ მძიმე და სერიოზულ პრობლემაზე, რომელსაც ვაგინიზმი ჰქვია, და რომელიც სულაც არ არის ფრიგიდულობის პირდაპირპროპორციული!!!
    პირიქით, შესაძლოა, ვაგინიზმით სწორედ ზეტემტერამენტიანი ქალიც იყოს შეპყრობილი და ფრიგიდულს ალბათ არც დაემართება, ეს ისეთი ფენომენია!
    ეს, ცოტა არ იყოს, იშვიათი დაავადებაა(თუ შეიძლება ასე დავარქვათ), მაგრამ რადგან ფსიქოლოგიურია, მე მგონი ღირს მასზე შეჩერება და ყურადღების დათმობა…

  8. სალომე:

    და რაც ასევე მამაკაცს აყენებს ბრალში, როგორც ფრიგიდულობის შემთხვევაში… ოღონდ აქ, ჩემი აზრით, და ვფიქრობ, მართალი ვარ, 100% — ით სწორედ მამაკაცია დამნაშავე… და მასვე შეუძლია ქალის ამ უბედურებისგან დახსნა!
    მაგრამ მაააგარი ვირტუოზი უნდა იყოს! 😉

  9. ჯემალ:

    1.სივარულსა და სითბოს;
    2.სიძულვილს;
    3.ბოროტებას;

  10. ჩვენი შტამპის გამო ავკრზალეთ,და ბევრი სულიერი ჰარმონია დავიკელით.და ამიტომაც ამ სიცარიელეს ვავსებთ ათასი სისულელით.

Leave a Reply