შენც ასე გათამაშებს შენი გონება?

ყურადღება!!! სუსტი ნერვების მქონე ადამიანებს, ვთხოვ თავი შეიკავონ ამ პოსტის წაკითხვისგან!


"სიმართლე მწარე წამალია, არ გესიამოვნება, მაგრამ მოგარჩენს!" © ონორე დე ბალზაკი


ადამიანებთან ურთიერთობის პრაქტიკის ზრდასთან ერთად შევნიშნე, რომ მათ ძალიან უყვართ თავიანთი პრობლემები და უდიდესი ენთუზიაზმით იცავენ საკუთარ ტანჯვას.

ახლა ვიხსენებ, რომ ადრე მეც შეუპოვრად ვიცავდი საკუთარ ტანჯვას.

შენც, ჩემო ძვირფასო მკითხველო… შენც ძალიან გიყვარს შენი პრობლემები და დიდი ენთუზიაზმით იცავ საკუთარ ტანჯვას!

შეიძლება შენ ახლა შემეწინააღმდეგო და მითხრა: "ხომ არ გაგიჟდი გიორგი, როგორ შეიძლება პრობლემები მიყვარდეს?"

როგორ და ჩვეულებრივად!

იმისათვის, რომ ადამიანმა საკუთარ თავს დაუმტკიცოს, თუ რა "მაგარი ტიპია", ის არაფრისგან ქმნის პრობლემას, ხოლო შემდეგ ამ პრობლემის მოგვარებაზე იწყებს ზრუნვას.

არ დაგავიწყდეს, რომ — ეს ყველაფერი არაცნობიერ დონეზე ხდება.

უმნიშვნელო პრობლემისგან [ხშირად საერთოდ არაფრისგან] ადამიანი ქმნის უზარმაზარ პრობლემას, ხოლო ყოველივე ეს იმის გამო ხდება, რომ ამ ადამიანმა საკუთარი ეგო დაიკმაყოფილოს. ანუ, დაუმტკიცოს საკუთარ თავს, თუ რა "მაგარი ტიპია".

უკანასკნელ პერიოდში, ძალიან დიდი სერიოზულობითა და ინტერესით ვაკვირდები ადამიანების ქცევით მოდელებს და შევნიშნე, რომ უმრავლესობა მათგანი დიდი ენთუზიაზმითა და სიამოვნებით უზიარებს ერთმანეთს საკუთარ პრობლემებს.

აქ ადამიანების ორი ტიპი შეგვიძლია გამოვყოთ:

1. რომლებიც იმიტომ უზიარებენ თავიანთ პრობლემებს, რომ შემდეგ დემონსტრაციულად დაგვანახონ, თუ როგორ აგვარებენ მათ და რა "მაგარი ტიპები" არიან;

2. რომლებიც თამაშობენ მსხვერპლის როლს და შეუპოვრად იცავენ საკუთარ ტანჯვას. ანუ, პასუხისმგებლობას იხსნიან საკუთარ პრობლემაზე და მუდამ ვიღაც სხვა არის დამნაშავე იმაში, რომ მათი ცხოვრება ასეთი "ნაგავია".

ყოველივე ამის მიზეზს დაბალი თვითშეფასება წარმოადგენს.

მოდი პირველ შემთხვევას დავარქვათ "გმირის სინდრომი" და მეორეს დავარქვათ "მსხვერპლის სინდრომი". საქმე იმაშია, რომ ეს ორივე სინდრომი ყალბია და თავისუფლად ცხოვრების შესაძლებლობას უზღუდავს ადამიანს.

იმის ნაცვლად, რომ ვიცხოვროთ სავსე და შინაარსიანი ცხოვრებით, ჩვენ პრობლემიდან პრობლემის მიმართულებით დავრბივართ და მუდმივად "ხანძრის ჩაქრობით" ვართ დაკავებული. იმის ნაცვლად, რომ შევქმნათ ფერადი მომავალი, ჩვენ ხელოვნურად ვქმნით დიდ პრობლემას და შემდეგ ვიწყებთ ან მის მოგვარებას ან წუწუნს.

შემდეგ კი ვბედავთ და ხმამაღლა ვიძახით შემდეგი ხასიათის ტოქსიკურ სიტყვებს:

  • "ღმერთო ჩემო რატომ არ მიმართლებს არაფერში?"
  • "მე ვინ მომცა ამის ბედი?"
  • "რატომ მაინც და მაინც მე?"
  • და ა.შ.

ძალიან გთხოვ კარგად დაიმახსოვრე, რომ ჭეშმარიტება ძალიან უბრალოა. არ არის საჭირო ველოსიპედისა და რვაფეხას გამოგონება იმისათვის, რომ ღირსეული ცხოვრებით იცხოვრო.

პრობლემები არ არსებობს, არის მხოლოდ ამოცანები!


"სამყაროში არავითარი პრობლემა არ არსებობს. ყველა პრობლემის ნავსაყუდელი — შენი თავია!" © მე


სინამდვილეში ყველაფერი ძალიან უბრალოდ გვარდება.

ნუ ეძებ ფორმულებს!

შემოქმედი გვაძლევს ყველაფერს, რაც მოგვესურვება!

…და თუ შენ "მაზოხისტი" ხარ, შემოქმედი გაძლევს პრობლემებს, იმიტომ რომ შენ ეს თავად გსურს.

კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რატომაც ადამიანები ქმნიან პრობლემებს ის არის, რომ მათ უბრალოდ სხვა საქმე არ აქვთ. ანუ, ეს სიტყვები სწორედ რომ იყოს გაგებული უფრო დეტალურად განგიმარტავ:

"როდესაც ადამიანი საკუთარი დანიშნულების თანახმად ცხოვრობს, მისთვის პრობლემა ამოცანის სახეს იძენს და ამ ადამიანს ეს ამოცანის გადაჭრა სიამოვნებას ანიჭებს. ესეიგი მთავარი პრობლემა ის არის, როდესაც ადამიანი დანიშნულების გარეშე ცხოვრობს. ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, დანიშნულების გარეშე თავად ამ ადამიანის ცხოვრება წარმოადგენს პრობლემას".

ჩვენს გონებას სურს, რომ მუდმივად რაღაცით იყოს დაკავებული. მას საინტერესო და საყვარელი საქმე სჭირდება და თუ შენ არ უქმნი მას ამ პირობებს, ის მთელი ცხოვრების განმავლობში შეგიქმნის პრობლემებს, რათა ამით მაინ მიგახვედროს, რომ საზრის მოკლებული ცხოვრებით ცხოვრობ.

საუკეთესო საქმე, რაც პირველ რიგში შენ შეგიძლია გამოუძებნო შენს გონებას — ეს შენი ჭეშმარიტი ოცნება და კონკრეტული მიზანია. ოღონდ, აქ სოციუმისგან, "ზომბო-ყუთისგან" [ტელევიზორი] ან «ვირტუალური ჭლექისგან» [ინტერნეტი] თავს მოხვეული ოცნება და მიზანი კი არ იგულისხმება, არამედ შენი შინაგანი, რაც არავის კარნახსა და მითითებას არ საჭიროებს და მუდამ შენშია, უბრალოდ ამ ხელოვნური მტვერითა და ნალექით იმდენად ამოავსე, რომ დღეს უკვე ერთმანეთისგან ვეღარ ანსხვავებ შენი სინდისისა და ყალბი "სოციალური როლის" ხმას.

— არ ჯობია, შენმა გონებამ შენი ჭეშმარიტი ოცნებებისა და მიზნების შექმნაზე და განხორციელებაზე იფიქროს, ვიდრე ხელოვნური პრობლემებისა და ყალბი გართობების გამოგონებაზე?

დამიჯერე, შენი გონება ყოველთვის იპოვის შენი ჭეშმარიტი ოცნებებისა და მიზნების განხორციელების საუკეთესო გზას. ის ექსპერტია მიზნების დასახვისა და მათი განხორციელების სფეროში.

შენი ამოცანაა — კონსტრუქციული საქმე მოუძებნო მას. ხოლო, თუ ასე არ მოიქცევი და არ გამოააშკარავებ შენს ჭეშმარიტ ოცნებებსა და მიზნებს, ის აუცილებლად მოძებნის დიდ პრობლემას და მასზე მოახდენს ფოკუსირებას.

გახსოვდეს, რომ გონებას არ უყვარს მოწყენილობა და უსაქმურობა — თუ პრობლემა არ არის, ის არაფრისგან შექმნის მას.

სწორედ ამიტომ უყურებენ ადამიანები სხვადასხვა სერიალებს — ისინი უინტერესო ცხოვრებით ცხოვრობენ, არ აქვთ პირადი პრობლემები და სხვისი პრობლემების მოდელირებას იწყებენ, ანუ სხვისი პრობლემებით იწყებენ ცხოვრებას.

ერთხელ უკვე გითხარი და კიდევ გაგიმეორებ, რომ შენ შეგიძლია მიიღო ყველაფერი, რაც კი მოგესურვება, უბრალოდ ამისათვის "მაზოხისტობას" თავი უნდა დაანებო.

ადამიანების უმრავლესობა ისეთ სამსახურებში მუშაობს, რომელიც ეზიზღებათ, იღებენ გროშებს და მთელი ცხოვრება წუწუნებენ.

— მაგრამ, ხომ ვერ ამიხსნი რა აწუწუნებს ამ ხალხს?

— თუ ასე ეზიზღებათ თავიანთი სამსახური, რატომ არ წერენ განცხადებას განთავისუფლების შესახებ?

— რატომ არ იწყებენ ისეთ საქმეს, რომელიც არ ეზიზღებათ?

იმიტომ, რომ მათ მოსწონთ წუწუნი, ისინი სიამოვნებით თამაშობენ მსხვერპლის როლს.

შეუძლებელია დაეხმარო მსხვერპლს!

ისინი გამოგწოვენ მთელს ენერგიას, იმიტომ რომ ენერგო-ვამპირები არიან. ხოლო, როგორც კი გაძღებიან თქვენი ენერგიით, მაშინვე სხვა მსხვერპლის ძებნას დაიწყებენ.

ასეთ ადამიანებს თავი უნდა დაანებო, იმიტომ რომ: 


"ვისაც არ უნდა გაგება, რამდენიც არ უნდა უხსნა მაინც "არ" გაიგებს!" © მე


ადრე თუ გვიან ის მიხვდება, რომ ის თავის მიერ გამოგონილ მსხვერპლთა სამყაროში ცხოვრობს და თავად განიზრახავს შეცვლას.

თუ შეეცდები დაეხმარო მსხვერპლს, ის აუცილებლად გეტყვის, რომ შენ არ გესმის მისი. ის, ისეთ სურათს დაგიხატავს, თითქოს მისი პრობლემა მთელს მსოფლიოში ერთადერთი და განუმეორებელია. ის გეტყვის, რომ მისი მდგომრეობა იმაზე რთულია ვიდრე შენ გგონია, უფრო მეტიც — მისი მდგომარეობა გამოუვალია. ანუ, როგორც უკვე ზემოთ გითხარი, ის არაცნობიერად საკუთარ ტანჯვას იცავს და საქმით არ სურს, რომ რაიმე შეცვალოს.

— რას ნიშნავს საქმით არ სურს, რომ რაიმე შეცვალოს?

რომ ჰკითხო, რა თქმა უნდა მას სიტყვით სურს ამ სიტუაციიდან გამოსვლა, მაგრამ, როგორც მოგეხსენება, პრობლემატური სიტუაციიდან გამოსვლა, საქმის მიმართ ახლებურ მიდგომას მოითხოვს, ხოლო ადამიანების ძალიან დიდ რაოდენობას, კატასტროფულად ეშინია სიახლის.

— არ გჯერა?

რა პრობლემაა, ახლავე დაგიმტკიცებ. გაიხსენე ნებისმიერი სიახლე, რაც საზოგადოების რეალობაში მოულოდნელად შემოიჭრა და შემდეგ გაიხსენე საზოგადოების მყისიერი რეაქცია. აი თუნდაც გაიხსენე, რა რეაქცია მოყვა მობილური ტელეფონების მოულოდნელ გამოჩენას:

  • ბავშვებს არ გააკაროთ;
  • გამოსხივება აქვს;
  • ღამე ჩართული არ დატოვოთ;
  • კიბოს აჩენს;
  • და ა.შ.

— დღეს რა ხდება?

5 წლის ბავშვსაც კი მობილური უჭირავს ხელში. რაშია საქმე — იმუნიტეტი გამოუმუშავდათ? გამოსხივება გაქრა? კიბოს აღარ აჩენს?

აი ამაშია საქმე, ადამიანებს კატასტროფულად ეშინიათ სიახლის. ისინი აკვირდებიან, თუ რას იზამს სხვა, შემდეგ ეჩვევიან და სხვა პრობლემების გამოგონებას იწყებენ.

ეს პრობლემები თითოეულ ჩვენგანშია, მაგრამ ზოგი აღიარებს ამას და იბრძვის გამოსწორებისთვის, ზოგი კი არ აღიარებს. უიშვიათეს შემთხვევაში თუ ასეთი ადამიანი წაიკითხავს ამ პოსტს [ან რაიმე მსგავსს], ის იტყვის, რომ ეს აბსოლუტური სისულელეა და მორიგი პრობლემის შესაქმნელად გაეშურება.

ეს პოსტი დაიწერა მათთვის, ვინც დაიღალა შავთეთრი ცხოვრებით. ვისაც ყელში ამოუვიდა ზღაპრული პრინცის ან ჯადოსნური მთავრობის ლოდინი, ვისაც აღარ სურს იყოს გარემოებების მსხვერპლი და ნათლად აცნობიერებს, რომ სწორედ თავად არის პასუხისმგებელი საკუთარ წარსულზე, აწმყოზე და მომავალზე.

მეგობრებო, სწორედ თქვენ გეძღვნებათ ეს პოსტიც და საერთოდ ეს ბლოგიც. თქვენ ხართ ადამიანები მოქმედება. თქვენში უხვად არის ტალანტები, იმიტომ რომ თქვენ აღიარებთ ამას და სწორედ აქედან გამომდინარე უსწრაფესად იზრდება თქვენი ცნობიერების კონტექსტი.

მსხვერპლის საპირისპირო მხარეს — წარმოადგენს შემოქმედი

შემოქმედი თავად ქმნის საკუთარ ძალასა და შესაძლებლობებს. ის აცნობიერებს, რომ ყველაფერი გენიალური უბრალოა.


"იყო ბედნიერი რთული არ არის. იყო უბედური — აი რა არის ნამდვილად რთული!" © მე


შემოქმედმა იცის, რომ რაზეც ის ფიქრობს აუცილებლად ახდება, იმიტომ რომ აზრები მატერიალურია. სწორედ ამიტომ შემოქმედი ფიქრობს თავის ოცნებებზე და არა პრობლემებზე.

— რა არის საჭირო იმისთვის, რომ "გმირის სინდრომით" ან "მსხვერპლის სინდრომით" შეპყრობილი ადამიანის კატეგორიიდან, "შემოქმედის" კატეგორიაში გადავინაცვლოთ?

პირველ რიგში სწორი კითხვები უნდა დავუსვათ საკუთარ თავს.

მსხვერპლი ცდილობს იპოვოს პასუხი კითხვაზე: "რატომ არის ეს არარეალური?"

გმირი ცდილობს იპოვოს პასუხი კითხვაზე: "რატომ არის ეს ასე რთული?"

შემოქმედმა კი იპოვა პასუხი კითხვაზე: "რატომ არის ეს ასეთი საინტერესო, სასიამოვნო, იოლი და უბრალო?"

პასუხი თავად ამ კითხვების ფორმულირებაში დევს. ანუ ადამიანის აზროვნებაში და რწმენაში.


"რაც მიგაჩნია რეალურად, სწორედ ეგ არის შენი რეალობა!"


"მსხვერპლი" ვერა და ვერ პოულობს გამოსავალს, იმიტომ რომ ის დარწმუნებულია, რომ ეს არარეალურია.

"გმირი" დიდი ტანჯვისა და წამების შემდეგ პოულობს პასუხს, მაგრამ ეს მას დიდი ენერგიის, დროისა და ძალისხმევის ფასად ეძლევა, იმიტომ რომ ის დარწმუნებულია, რომ ეს ძალიან რთულია.

"შემოქმედი" კი ნებისმიერი სირთულის მქონე საკითხს სწრაფად, სიხარულითა და შთაგონებით აგვარებს, იმიტომ რომ ის დარწმუნებულია, რომ მისთვის ყველაფერი საინტერესო, სასიამოვნო, უბრალო და იოლია.

1. შენ აკეთებ არჩევანს;

2. ღმერთი გეხმარება გაცნობიერებული არჩევანის განხორციელებაში.

…და ასე გრძელდება მუდამ.

— გაინტერესებს, როგორ უნდა მოიქცე ერთი კატეგორიიდან მეორეში გადასასვლელად?

ძალიან უბრალოდ!!! გააკეთე არჩევანი, რომ გახდები შემოქმედი და იყავი შენს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ერთგული. გახსოვდეს, რომ ყოველი შენი წამი არჩევანია, უბრალოდ ამ არჩევანს შენ არაცნობიერად აკეთებ. ამ პოსტის წაკითხვაც შენი არჩევანი იყო, დაეთანხმები თუ არა აქ დაწერილს ესეც შენი არჩევანია, დარჩები მსხვერპლი, თუ გახდები შემოქმედი ესეც შენი არჩევანია. ამიტომ, მე მეგობრულად მოგიწოდებ, რომ გააკეთო გაცნობიერებული არჩევანი, ნუ დაელოდები უკეთეს დროს, იმიტომ რომ უკეთესი დრო არასოდეს დადგება. ეს შენი გონების თამაშია და ნუ დაუჯერებ მას.


გახსოვდეს — შენ აღარასოდეს იქნები ისეთი ახალგაზრდა, როგორიც ხარ დღეს!


P.S. რომელ კატეგორიას ეკუთვნი შენ: "მსხვერპლს", "გმირს" თუ "შემოქმედს"? — გაგვაცანი შენი აზრი კომენტარებში.

P.P.S. თუ ჯერ კიდევ არ წაგიკითხავს, აუცილებლად წაიკითხე ჩემი წიგნი: "სიურპრიზი", ის ნამდვილად დაგეხმარება "მსხვერპლისა" და "გმირის" კატეგორიიდან "შემოქმედის" კატეგორიაში გადასვლაში!

პატივისცემით, სიყვარულით და რწმენით — გიორგი თვალაძე


Tags: , , , ,

37 комментариев to “შენც ასე გათამაშებს შენი გონება?”

  1. გიორგი:

    2. ღმერთი გეხმარება გაცნობიერებული არჩევანის განხორციელებაში.

    «უღმერთოებმა» რა ქნან?? 🙂

  2. მე ძალიან დიდხანს ვიყავი მსხვერპლი, მერე გმირად «ვიქეცი» და მხოლოდ ამის შემდეგ ვიგრძენი თავი შემოქმედად. იმედია, სხვები მეტ გონიერებას გამოიჩენენ და პირველ ორ სტადიას გამოტოვებენ 🙂 დიდი მადლობა, გიორგი, ამ მშვენიერი პოსტისათვის…

  3. შემოქმედი ვარ, გმირის ელემენტებით 8) ))

  4. გიორგი – უღმერთომ პირველ რიგში ღმერთი იპოვოს, მაგრამ საძებნელად შორს ნუ წავა, საკუთარ თავში ეძებოს 😉

  5. გაიხარე ქეთევან. მეც იგივე შემიძლია ვთქვა საკ. თავზე 😉

    დიდი მადლობა შენც ასეთი მშვენიერი კომენტარისთვის!!!

  6. ჰა, ჰაააა დევი, რა მაგარი კაციც ხარ, ისეთი მაგარი კომენტარი იყო *THUMBS UP*

  7. საბა:

    «შემოქმედი» კი ნებისმიერი სირთულის მქონე საკითხს სწრაფად, სიხარულითა და შთაგონებით აგვარებს, იმიტომ რომ ის დარწმუნებულია, რომ მისთვის ყველაფერი საინტერესო, სასიამოვნო, უბრალო და იოლია.

    არასოდეს თქვა არასოდესო გამიგონია. ყველაფერს ყოველთვის სასიამოვნოდ და იოლად თუ ჩათვლი ეს სწორი არ იქნება, ვფიქრობ ასეთ ადამიანში არა შემოქმედის არამედ ამპარტავანი ადამიანის ელემენტები უფროა. ჩვენ საკუთარი თავისა და ძალების იმედზე არ უნდა ვცხოვრობდეთ მხოლოდ, ასეთი ცხოვრება უფალს დაგვაშორებს, ასეთი შეხედულებებით ყველა ის საქმე რაც გამოგვივა კარგად საკუთარ თავს მივაწერთ და უფალს დავივიწყებთ უფრო და უფრო რაც მეტი ასეთი საქმე გამოგვივა.

  8. გიორგი:

    «საუკეთესო საქმე, რაც პირველ რიგში შენ შეგიძლია გამოუძებნო შენს გონებას – ეს შენი ჭეშმარიტი ოცნება და კონკრეტული მიზანია. ოღონდ, აქ სოციუმისგან, «ზომბო-ყუთისგან» [ტელევიზორი] ან «ვირტუალური ჭლექისგან» [ინტერნეტი] თავს მოხვეული ოცნება და მიზანი კი არ იგულისხმება, არამედ შენი შინაგანი, რაც არავის კარნახსა და მითითებას არ საჭიროებს და მუდამ შენშია, უბრალოდ ამ ხელოვნური მტვერითა და ნალექით იმდენად ამოავსე, რომ დღეს უკვე ერთმანეთისგან ვეღარ ანსხვავებ შენი სინდისისა და ყალბი «სოციალური როლის» ხმას».

    ჭეშმარიტი დანიშნულების მიგნების გზა არის რთული ადამიანთა მოდგმის უმრავლესობისთვის. რადგან ძალიან დავშორდით მას. ჩვენ თვალსაწიერს კი, როგორც შენ ამბობ-«ზომბო-ყუთები», «ვირტუალური ჭლექი» და გადაგვარებული მემკვიდრეობითობა (ღვთიური) გვიზღუდავს.
    შენ თავად თუ იცი ამ პრობლემის მოგვარები ხერხები?

  9. თუთი:

    დავიწყებ იქიდან, რომ არსებობენ ადამიანები რომლებსაც აქვთ ის სამსაახური რომელიც არ მოსწონთ, მაგრამ სიახლის იმიტომ ეშინიათ რომ ერთი წარუმატებელი ნაბიჯის შემთხვევაშიც კი ისინი დაკარგავენ იმ გროშებს რომლითაც მათზე დამოკიდებულ ადამიანებს არსობის პურს აწვდიან.(ანუ სიახლის შიში ზოგ შემთხვევაში გამართლებული შეიძლება იყოს) იმის თქმა მიინდა რომ ამ პოსტს დაეთანხმება საზოგადოების ის ნაწილი ვისაც უზრუნველყოფილი აქვს საარსებო მინიმუმი მაინც, საკუთარი შრომის და დროის ხარჯვის გარეშე.
    გავაგრძელებ იმით, რომ ასეთ ჭრილში რთულია დარწმუნებით ისაუბრო ადამიანის აზროვნებაზე და დაყო ისინი სამ ტიპად, თუნდაც მხოლოდ იმიტომ რომ კონკრეტულად თქვენ ეს სამი საფეხური გამოიარეთ ან უბრალოდ დაინახეთ.
    და დავამთავრებ იმით, რომ კარგია როცა ვდილობთ ვიზრუნოთ ადამიანების ცხოვრებაზე…

    P.S მე ალბათ «მეოთხე» კატეგორია ვარ, «გმირის» უმნიშვნელო ელემენტებით.

  10. გაიხარე გიორგი 🙂 მადლობა, რომ კიდევ ერთხელ ნათლად დამანახე საკუთარი თავი და ის გზა რაც აქამდე გამოვიარე და რასაც დღესაც ვადგავარ…

    ყველა ადამიანი თავისი ბუნებით შემოქმედია. სხვა საკითხია ვინ როგორ ახერხებს ამას. თავად «ქმნადობა» კი პროცესია, რომლის ინსტრუმენტებიც როგორც ნილ დ. უოლში ამბობს არის აზროვნება, სიტყვა და ქმედება. ყველაფერი რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, ცნობიერ თუ ქვეცნობიერ დონეზე იშვება ჯერ ჩვენს გონებაში, მერე ხმოვანდება სიტყვებით და ბოლოს იქცევა რეალობად ქმედებებით. თან არ დაგვავიწყდეს, რომ უმოქმედობაც ერთგვარი ქმედებაა, ოღონდ სრულიად საპირისპირო შედეგის მომტანი, ვიდრე გვსურდა რომ მიგვეღო…

  11. საბა, დიდი მადლობა უკუკავშირისთვის.

    თუ კარგად წავიკითხავთ, აღმოაჩენთ, რომ აქ იგულისხმება, როდესაც ადამიანი საკუთარ თავში იპოვის უფალს, ანუ როდესაც ადამიანი დაიწყებს იმ დანიშნულებისა და ფასეულობების თანახმად ცხოვრებას, რისთვისაც ის ამ ქვეყნად მოავლინა შემოქმედემა. რაც შეეხება ამპარტავნებას, ეს მხოლოდ თქვენი შეფასებაა და მეტი არაფერი.

    მე ამ პოსტს პირადი მაგალითის მიხედვით ვწერ და მინდა გითხრათ, რომ მას შემდეგ, რაც ჩემი ცხოვრებისეული დანიშნულება ვიპოვე და საკუთარი ფასეულობების თანახმად დავიწყე ცხოვრება, პრობლემები ჩემთვის ამოცანებად გადაიქცა, ხოლო თუ ვინმესთვის ჯერ ასე არ არის, ეს უკვე აბსოლუტურად სხვა საკითხია! 😉

  12. გიორგი, მადლობა შეკითხვისთვის.

    თუ იმ კონტექსტში ვიმსჯელებთ, რომ მე ჩემი პრობლემები ამოცანებად ვაქციე და წარსულისგან განსხვავებით გაცილებით იოლად და სიამოვნებით ვართმევ ყველაფერს თავს და უკვე სხებსაც ვეხმარები იგივეს გაკეთებაში, გამოდის რომ მცოდნია! 😉

  13. თუთი მადლობა შენი აზრის გამოთქმისთვის.

    პრობლემა სწორედ იმ აზროვნებაშია, რომელშიც ადამიანი თავს იზღუდავს და იმ გროშების დაკარგვის შიშით, ახალი რეალობის იზოლირებას უკეთებს საკუთარ თავს…

    უნდა დავიჯეროთ, რომ სანამ ნეგატიურ წარსულს ხელს არ გაუშვებთ, პოზიტიურ მომავალს ვერ შევიქმნით. არსებობს სამყაროს კანონები, რომლებიც გამართულად მუშაობენ იმისდა მიუხედავად გვჯერა ჩვენ მათი, თუ არა. ასევე არსებობენ ადამიანები, რომლებმაც გამოიყენეს ეს კანონები და შეძლეს ყველაფრის უკეთესობისკენ შეცვლა. ასევე, არსებობენ ადამიანები, ვისაც არ ამ კანონების რეალობის სჯერათ და საკუთარ პრობლემებსა და ტანჯვას იცავენ და გამართლებებს უძებნიან… სწორედ მათი ფსიქოტიპი იყო აღწერილი ამ პოსტში და კომენტარებშიც ნათლად მართლდება ჩემი წინასწარმეტყველება.

    მე აქ იმას კი არ ვწერ, რაც მგონია, არამედ იმას, რაც პირადად, საკუთარ თავზე გამოვცადე!!!

    ასე, რომ ცხოვრება ყველას გასცემს პასუხს და დაანახებს იმ უბრალო და უტყუარ ჭეშმარიტებას, რომელზეც ამ პოსტშიც ვილაპარაკე ცოტა.

  14. საბა:

    გიორგი ვაფასებ შენს დამოკიდებულებას, ბევრ რამეში გეთანხმები კიდეც.

    ცხოვრება რთულია და ყველა ადამიანისათვის ინდივიდუალური, მათი განვლილი გზა კი განსხვავებული. სწორედ ამიტომაც არის რომ თითოეული ჩვენთაგანი სხვადასხვანაირად ყალიბდება და შესაბამისად სხვადასხვაგვარი იმუნიტეტი უმუშავდება ამა თუ იმ საკითხების გადასაწყვეტად, ამიტომ ვერ მოხერხდება საკუთარი გადმოსახედიდან სხვას რომ გავუწიო რეკომენდაციები, ამას საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნები. ადამიანებთან პრობლემის წარმოჩენის შემთხვევაში ხშირად იმ ადამიანის ადგილზე წარმოვიდგენდი ხოლმე თავს და იქიდან გამომდინარე ვფიქრობდი თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავი სწორად, მაგრამ ეს მიდგომა აღმოვაჩინე რომ არასწორი იყო. სწორი ის იქნებოდა როცა არა მის ადგილას წარმოვიდგინო არა საკუთარი თავი არამედ მის ადგილას ისეთი სუბიექტი, რომელიც მას გავს და ეს სუბიექტი იმ თვისებებსა და ქცევების ავლენს როგორსაც ის კონკრეტული ადამიანი, არც ეს იქნება სწორი, მაგრამ ვფიქრობ ყველაზე ოპტიმალური იქნებოდა ხოლო თუ იმ ადამიანს არ იცნობ მაშინ ცუდადაა საქმე 🙂

    ნუ ერთი სიტყვით ყველამ თავის თავში დამოუკიდებლად, საკუთარი გამოცდილებით უნდა აღმოაჩინოს ცხოვრებისა და საკუთარი თავის ავ-კარგი, ეს კი უფლის რწმენის გარეშე წარმოუდგენელია. შეიძლება თეორიული ცოდნა გქონდეს და ჩათვალო რომ პრაქტიკულად იცი ეს საკითხი? უნდა გამოვცადოთ ყოველივე საკუთარ თავზე რომ სწორი და ზუსტი შეხედულებები ჩამოგვიყალიბდეს ამა თუ იმ საკითხის მიმართ.

    რაც შეეხება ამპარტავნებას ეს ჩემი შეხედულება კი არ არის თვითონ ამ სიტყვის არსით მჟღავნდება ის ფაქტები რომელზეც ზემოთ მოვიყვანე ციტირება. კონტექსტიდან ამოგლეჯილი სიტყვებით საუბარი არაა გამართლებული, მაგრამ აქ ჩანდა განსაკუთრებით ამპარტავნების გამოხატულება. არ შეიძლება თქვას ადამიანმა: «ნებისმიერ რაღაცას გავაკეთებ, მთავარია მოვინდომო». აქ მაინც დამეთანხმე რომ ეს ამპარტავნებაა. ზემოთ დაახლოებით მსგავსი შინაარსის ციტირება მოვიყვანე უფლის გარეშე არაფერი არ ხდება, მე არავინ არ ვარ რომ ვთქვა ამას გავაკეთებ ან იმას გავაკეთებ, თუ ამ სიტყვების უკან არ ვგულისხმობ იმას რომ ამ ყველაფერს უფლის დახმარებით გავაკეთებ და თუ უფალი დამეხმარება ეს მარტივიც იქნება და სასიამოვნოც, ამაზე სასიამოვნო რა არის როცა რაიმეს უფლის დახმარებით აკეთებ…

  15. საბა, ვაფასებ თქვენს მოსაზრებას და თითქმის ყველაფერში გეთანხმებით. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ერთი და იგივეს ვსაუბრობთ, უბრალოდ სხვადასხვა სიტყვებით 😉

  16. მადლობა ხვიჩა. როგორც ყოველთვის ბრძნული კომენტარია და ნამდვილად ავსებს ამ პოსტს 😉

    რაც შეეხება ნილ დონალდ უოლშს, ისედაც მედგა მისი ნაშრომები სწრაფად წასაკითხ წიგნთა რიგში, მაგრამ ახლა კიდევ უფრო დავაჩქარებ და აუცილებლად წავიკითხავ 😉

  17. თუთი:

    მე უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ რთულია ს ა თ უ ო გახადო ძვირფასი ადამიანის ლუკმა იმის გამო რომ შენ შენი სამსახური გძულს და შესაძლებელია იმის კეთებით რაც სიხარულს განიჭებს, წარმატებას მიაღწიო.
    სამ ძახილის ნიშანს რაც შეეხება, გთხოვ ნუ მიბრაზდები, რადგან მე დავწერე სიტყვები «იმიტომ რომ კონკრეტულად თქვენ ეს სამი საფეხური გამოიარეთ» და ამის მერე დავუშვი შესაძლებლობა რომ შეიძლებოდა უბრალოდ ფიქრით მისულიყავით ამ დასკვნამდე… და ამაზეც გიპასუხებთ: თქვენ თუ მხოლოდ ეს სამი გამოსცადეთ არ ნიშნავს იმას რომ მხოლოდ ეს სამი არსებობს. პირდაპირობას თავხედობაში ნუ ჩამითვლით, მე ზედმეტად მიმაჩნია ადამიანების კატეგორიებად დაყოფა თუნდაც ამ კონკრეტიკაში.

  18. თუთი მაგარი ხარ!!!!! 🙂

    პატივს ვცემ შენს მოსაზრებას!!!!!

    რატომ ჩათვალე, რომ გიბრაზდები?! 🙂

    თუნდაც მხოლოდ მე და შენს შორის გაჩაღებული დიალოგი რომ ავიღოთ, ნათლად ჩანს ის, რაზეც მე ამ პოსტში ვსაუბრობ 😉

  19. თუთი:

    გეთანხმები, ძალიან საინტერესო და რეალურია მაგრამ ჩემი მსგავსი ადამიანები ანუ ცოტა პატივმოყვარე და ამპარტავანი ადამიანები ასე იოლად ვერ ვიღებთ, იმიტომ რომ ჩვენ არ მოგვწონს ზოგადად «ქადაგება»… მე სიამოვნებით მივიღებდი ამ ნაწერს დიდ გაკვეთილად რომ არ მქონოდა იმის მძაფრი შეგრძნება რომ ჩემს ინდივიდს ვერ ხედავს ავტორი და თამამად საუბრობს რომ არსებობს მხოლოდ სამი ტიპი.
    მადლობა გიორგი.

  20. გიორგი:

    ღმერთმა ხელი მოგიმართოს =)

  21. თაკო:

    ადამიანები ხშირად ეძებენ მიზეზებს და ეს სრულიად გაუცნობიერებლადაც კი შეიძლება ხდებოდეს, კერძოდ:
    * ოჯახს ვერ დააყენებს რისკის წინაშე და ამიტომ ვერ რისკავს, თორემ ისე გააკეთებდა…
    მე არ მგონია, რომ ისე გააკეთებდა… ანუ თავის მართლებას ჩვენ ხომ არავის ვთხოვთ… მაგრამ ისინი მაინც თვლიან, რომ უნდა გაიმართლონ თავი, გაამართლონ ის ყოფა, რაშიც დღეს არიან… დანარჩენს ყურადღებით რომ წავიკითხავ, მერე დავწერ…

  22. ნინო:

    გიორგი, გმადლობთ ესოდენ საინტერესო პოსტისთვის!
    აბსოლუტურად გეთანხმებით, დიახ, პრობლემები არ არსებობს, არსებობს მხოლოდ დროებითი სიტუაციები და ამოცანები! ჩვენი ვალია მარტივი ხერხებისა და მოკლე გზების ძიება ამ ამოცანების ამოსახსნელად, რათა შესაბამისი სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი მოვძებნოთ.

    მართლაც, ჭეშმარიტება ძალიან უბრალოა. ამასთან, ღირსეული ადამიანური ცხოვრებისათვის ,,ველოსიპედი და ბორბალი უკვე გამოგონილია». იმისათვის, რომ ადამიანმა ასე ცხოვრება შეძლოს, საჭიროა შეიცნოს საკუთარი თავი, გააცნობიეროს თავისი დანიშნულება და მისიის შესასრულებლად მიზანმიმართულად იმოქმედოს, ყოველი ნაბიჯი გააანალიზოს და მომდევნოს გაუმჯობესებაზე იზრუნოს. საკუთარი თავისადმი ასეთი მიდგომა, ადრე თუ გვიან, თავისთავად მიიყვანს ,,შემოქმედის» საფეხურამდე და პრაქტიკულად დაარწმუნებს იმ ყველაფერში რაზედაც ამ პოსტში გაქვთ საუბარი.

    დამეთანხმებით, შემოქმედის როლში ყოფნა იმის რწმენას აძლიერებს, რომ ყველაფერი გენიალური ნამდვილად მარტივია. ეს სიმარტივე კი ზოგჯერ ისე თვალშისაცემია, რომ ხშირად ირგვლივმყოფთა გაოცებას, ირონიას და ზოგჯერ უნდო დამოკიდებულებასაც კი იწვევს. ამიტომ ეს პოსტი და თავად ბლოგი საუკეთესო მსახურის როლში მეგულება ამ საკითხით დაინტერესებული მკითხველისათვის. დრო თავის სათქმელს აუცილებლად იტყვის.

    სწორედ ამიტომ, გიორგი, გულწრფელად გაფასებთ და გიწოდებთ ამაგდარ ადამიანს. ღმერთმა გაგაძლიეროთ და ბედნიერი გამყოფოთ!

  23. რა შესანიშნავად აღწერეთ ქალბატონო ნინო, განსაკუთრებით ეს ნაწილი მომეწონა: «დამეთანხმებით, შემოქმედის როლში ყოფნა იმის რწმენას აძლიერებს, რომ ყველაფერი გენიალური ნამდვილად მარტივია. ეს სიმარტივე კი ზოგჯერ ისე თვალშისაცემია, რომ ხშირად ირგვლივმყოფთა გაოცებას, ირონიას და ზოგჯერ უნდო დამოკიდებულებასაც კი იწვევს». <— ამ სიტყვების დასტური ამ პოსტის ქვეშ გაკეთებულ კომენტარებშიც კი შეგვიძლია ვოპოვოთ 😉

    დიდი მადლობა თქვენც ამ სიტყვებისთვის და კიდევ იმისთვის, რომ ჩვენი ერთგული მკითხველი ბრძანდებით *IN LOVE*

  24. კობა:

    გამოდის,რომ მსხვერპლთა მსხვერპლი გმირი შემოქმედი ვარ :}

  25. ლევანი:

    გიორგი, ყველაფერი გენიალური მარტივია, ანუ შეიცან თავი შენი. ადამიანშია, მეორე «ის», მეორე «მე». ის, ვისაც ადამიანები ესაუბრებიან, კითხვებს უსვამენ, პასუხობენ… თავის შეცნობა კი იმაშია(ჩემი აზრით), რამდენად გულახდილნი, მართალნი არიან ისინი «მე» — სთან. უნდა «დამარცხდე», რომ გაიმარჯვო.

  26. თემო ჭანუყვაძე:

    სავარაუდოდ მე «მსხვერპლსა» და «შემოქმედს» შორის ვარ. ამაზე ზუსტი პასუხის გაცემა ჯერჯერობით არ შემიძლია. ამ პოსტმა დამაფიქრა და დავიწყე თქვენი წიგნის კითხვაც.
    დიდი მადლობა ბატონო გიორგი ყველაფრისთვის =)

  27. maia:

    absoliuturi simartlea .gmadlobt

  28. მზია:

    როგორც ყოველთვის გიორგი, ისეთ თემებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელსაც არ შეიძლება გულგრილად ჩაუარო, ერთ რამეს მივხვდი: არსებობენ ადამიანები, რომელათაც არაფერი ეშველებათ, იცით რატომ, მათ მოსმენაც კი არ სურთ ამ საკითხებზე,მაგრამ არიან ადამინები, რომლებიც განიცდიან ინფორმაციის ნაკლებობას და ასეთ სტატიებს პირდაპირი მნიშვნელობით ისრუტავენ, რომ როგორმე აღმოაჩინონ საკუთარი თავი და ეცადონ, შეცვალონ ცხოვრება უკეთესობისკენ, კიდევ იცით გიორგის დახმარებით რას მივხვდი? არ ღირს ყველასთან ძვირფასი დროის დაკარგვა! ამით დაზოგავთ საკუთარ დროს და ენერგიას!

  29. ზვ:

    ძალიან მომეწონა, კაი ხანი ვფიქრობდი ამ მოდელზე და აქ დახვეცილი ჩამოყალიბებული სახიტ ვიოვე. ფილმს გავიხსენებ — Inseption დიკაბრიოს მეუგლე ეცირება ტავის გონებას. ეს ის მაგალითია როცა მსხვერპლად ყოფნის მდგომარეობიდან ვერ გამოდიხარ და ვეგარ უმკლავდები გონებას… ? კითვითი ცინადადება გამომივიდა 😀 კიდევ ერთი ფილმი «სფერო» თუ გახსოვთ იქაც ეგეთი სიტუაციაა. რაც გონებას სურს ის ხდება რეალურად.

  30. ბექა:

    მსხვერპლი ვყოფილვარ. არა ზოგადად ამას კი ვხვდებოდი, მაგრამ ამ პოსტმა ბევრად ნათელი გახადა ჩემი მდგომარეობა. თითეული აბზაცი დასაფიქრებელია, ზოგადად ფიქრი შემიძლია, მაგრამ ქმედითი ვერ ვხდები, იმიტომ რომ ზარმაციც ვარ. მოკლედ ბევრი მაქვს ჩემ თავზე სამუშაო..

  31. ნინო:

    «გმირი» ვარ ჯერჯერობით , იმედია შევძლებ და შემოქმედი გავხდები, უღრმესი მადლობა ბატონო გიორგი, ძალიან საინტერესო და გამოსადეგი პოსტია.

  32. მარიკა:

    ადრე თუ გვიან ის მიხვდება, რომ ის თავის მიერ გამოგონილ მსხვერპლთა სამყაროში ცხოვრობს და თავად განიზრახავს შეცვლას<<< მივხვდიი მაგრამ მიჭირს გამოსწორება 🙁

  33. თათია:

    გამარჯობათ გიორგი თქვენი წიგნის გადმოვწერა ვცადე მაგრამ არ მოხერხდა.იმის ბრალი ბრალი ხომ არ არის რომ საქართველოში არ ვარ?

  34. ნინი:

    :)ზუსტად,რამოდენიმე წუთის წინ დავწერე,პოსტი ჩემს,ფბ ზე…სადაც ალბათ მსხვერპლი ვიყავი,რომელიც გმირობას ცდილობდა…იმ განხვავებით,რომ პრობლემის ძიებას,თუნდაც კონფლიკტის დროს სხვაში კიარა საკუთარ თავში ვიწყებ…მაგრამ მაინც ძალიან მუქი მგონია ყველაფერი,საიდგანაც სხივს,ვხედავ და მგონია,რომ უნდა განათდეს მაგრამ არ ვიცი როდის…გმადლობთ პოსტისტისთვის…

  35. რწმენის გარეშე ადამიანი შორს ვერ წავა. ,,კამათში იბადება ჭეშმაკიტება». დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გაწეული შრომისათვის და კიდევ იმისთვის, რომ ცდილობთ სხვების დახმარებას. რუსული ვინც იცის კარგად, მათ შეიძლება გამოადგეს ეს ვიდეო. Нил Доналд Уолш — Беседы с Богом
    http://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=qzrnzD_NBpQ

  36. ძალიან მომეწონა თქვენი პოსტი, გეთანხმებით რო ადამიანის პრობლემები უფრო საკუთარ თავის შეცნობიდან მოდის, თუ როგორ და რამდენად ვცემთ ჩვენ თავს პატივს, როგორ ვაფასებთ მას,თუ რა როლს ვირჩევთ გმირის, მსხვერპლის თუ შემოქმედის. ისე უმეტეს შემთხვევაში ადამიანში სამივე მათგანია გაერთიანებული,უბრალოდ ციტუაციიდან გამომდინარე ის როლია წამოწეული წინ, რომელიც იმ დროს არის საჭირო =)

Leave a Reply