«შინაგანი დემონები»

 

2 წლის წინ, როდესაც მე დავკავდი ჩემი უსაყვარლესი საქმიანობით, უფროსწორედ როდესაც ვიწყებდი, სერიოზული პრობლემების წინაშე ვიდექი, ყოველ შემთხვევაში მაშინ ასე ვფიქრობდი. ამიტომ დავიწყე თბილისში მასწავლებლის ძებნა, ასე რომ ვთქვათ ბიზნეს ტრენერის, ადამიანის, ვინც დამეხმარებოდა ფეხზე დადგომაში და ამასთანავე სწორ გზას მიმითითებდა.

ვეძებდი საუკეთესოებს, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ვიპოვე და იცით რატომ ვერ ვიპოვე? იმიტომ რომ არ არიან. გავიარე ბლომად ტრენინგები, მაგრამ ესენი ტრენერები კი არ იყვნენ, ესენი იყვნენ ტიპიური თეორიტიკოსი ლექტორები და მე ვესწრებოდი უემოციო ლექციებს.

ბავშვობიდან მქონდა ოცნება და მიტაცებდა ორატორული ხელოვნება. ქართველმა ე.წ. ბიზნეს ტრენერებმა კი თავიანთი უნიათობითა და არაპროფესიონალიზმით, დააჩქარეს ჩემი მისწრაფებები და მომცეს დიდი მოტივაცია ყოველივე ამასთან დაკავშირებით, თანაც თვალნათლივ დამანახეს, რომ ეს მეტად სარფიანი "ნიშა" სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით აბსოლუტურად თავისუფალია, რამაც კიდევ უფრო დააჩქარა ჩემი მოქმედებები.

თუნდაც მასლოუს იერარქიული განვითარების პირამიდის მიხედვით რომ ვიმსჯელოთ, ჩვენი ძვირფასი ტრენერები, ბიზნესის ღრმა საფუძვლებს, (რაც თვითონ მხოლოდ თეორიულად იციან) უხსნიან ბიოლოგიურ, მოთხოვნილებაში ჩარჩენილ აუდიტორიას და შემდეგ უკვირთ შედეგები რატომ არა გაქვთო, სასაცილო იქნებოდა სატირალი რომ არ იყოს.

მე შევქმენი ჩემი პირადი საავტორო ტრენინგი სახელწოდებით "წარმატების ანბანი!", რომელმაც არაერთი ადამიანის ცხოვრებაზე მოახდინა უკვე სერიოზული გავლენა და დღეს მინდა შემოგთავაზოთ, ჩემი ტრენინგის პირველი ნაწილის ვიდეო ვერსია, რომელსაც ეწოდება „შინაგანი დემონები“.

"ძლიერი მასწავლებელი ის კი არ არის ვინც ადამიანს იმას ანახებს, თუ რა ჭკვიანია და რამდენი იცის თვითონ, არამეტ ძლიერი მასწავლებელი არის ის ვინც ადამიანს თავის ადგილ სამყოფელს დაანახებს და გამოსავალს თავისით აპოვნინებს!" ენტონი რობინსი

სწორედ ამიტომ ჩვენ ახლა ერთად აღმოვაჩენთ თქვენს „შინაგან დემონებს“ და შემდეგ ერთადვე მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა მოუხერხოთ მათ.

ეს ვიდეო, სპეციალურად ისე არის გაკეთებული, რომ თუ ადამიანი კარგად არ ჩაუღრმავდება და კარგად არ დაფიქრდება, ბევრ კითხვაზე პასუხი გაუცემელი დარჩება. ვიდეოში არ არის თანმხლები ხმა, რომელიც დეტალურად აუხსნიდა მსენელს ამა თუ იმ დეტალს, რაც როგორც უკვე გითხარით სპეციალურად არის გაკეთებული, რათა ადამიანი დაფიქრდეს და პარალელები თავად გაავლოს. გირჩევთ გასცეთ იმ 19 შეკითხვაზე ლაკონური პასუხები, რომლებიც ვიდეოში შეგხვდებათ და თქვენ ძალიან ბევრ და საჭირო ინფორმაციას მიიღებთ თქვენი "შინაგანი დემონების" შესახებ, ხოლო როდესაც ადამიანი თვალებში ჩახედავს და სახეზე იცნობს საკუთარ მტერს, მასთან გამკლავება ბევრად უფრო ადვილი ხდება.

ახლა კი ყურადღებით, ვიდეო:

P.S. გაგრძელება იქნება, სადაც უფრო დეტალურ და ამომწურავ ინფორმაციას მიიღებთ, ტრენინგ "წარმატების ანბანის" შესახებ!

P.P.S. თქვენი "შინაგანი დემონები" მოგცემენ იმის საშუალებას, რომ კომენტარებში გაგვიზიაროთ, თუ რომელი მათგანი გზღუდავთ, გავიწროვებთ და გზას გიხერგავთ წარმატებისაკენ მიმავალ გზაზე? ძალიან საინტერესო იქნებოდა თითოეული თქვენთაგანის აზრის მოსმენა და შემდეგ, შესაბამისი და ალტერნატიული გამოსავალის შემოთავაზება.

P.P.P.S.  თუ მოგეწონათ მასალა გაუზიარეთ მეგობრებსაც. ხოლო თუ არ მოგეწონათ, გვირჩიეთ რა გამოვასწოროთ. ჩვენთვის თქვენი კრიტიკული აზრი უფრო მნიშვნელოვანია.


Tags: , ,

7 комментариев to “«შინაგანი დემონები»”

  1. სერგუნა ყიფშიძე:

    მადლობთ ბიჭებო! პირველი რო ესეთი ტრენინგია სხვები რაღა იქნება 🙂 ბევრი რამ დამანახა ამ ვიდეომ, ამაზე არასდროს მიფიქრია და ბევრ რამეს სხვანაერად შევხედავ აწი.            საღოლ გიო!

  2. ნინო:

    axlave,aq,amjamad,aravitar shemtxvevashi mere an xval,zalian momecona.giorgi,shen imushave da didi kaci gamoxval,iqitken gaqvs gezi aghebuli,ara?:)
     
     
     
     
     

  3. სამწუხაროდ წლების განმავლობაში არ ვიცოდი რა მაწუხებდა და რა მიშლიდა ხელს წარმატების მიღწევაში, გიორგი თქვენი ტრენინგის მეშვეობით ბევრი რამ გავარკვიე, ვიცი ვის უნდა ვებრდზოლო და როგორ, ვიცი როგორ გავაგრძელო ცხოვრება, მადლობა

  4. Thx, ძალიან მომეწონა, თუმცა ვისურვებდი რომ მომავალი მსგავი ტიპის ვიდეოებში გაითვალისწინოთ შემდეგი ფაქტორები:
     
    შინაარსი — მომეჩვენა, რომ ძალიან თამამად, არცთუ ისე კორექტულად და ცოტა არაზუსტად  არის წარმოდგენილი ზოგიერთი ფრაზები.
     
    ტექსტი — ვფიქრობ უკეთესი იქნებოდა, რომ მისი ძირითადი ნაწილი უფრო ადვილად  აღქმადი (ვგულისხმობ მძაფრკონტრასტულობას, მაგ: ძალიან ხშირად გვხდება შავ ფონზე  წითელი ტექსტი  + ყოველი ფრაზის  ეკრანიდან ანიმირებულად გამოჩენა/გაქრობა +  მცირე დაყოვნება, როცა მხოლოდ წაკითხვას ასწრებ, რეალურ გააზრებას კი ვერა, ეს ყველაფერი ძალიან ღლის მაყურებლის თვალს) ყოფილიყო;
     
    თემფლეითი — ძალიან "მისტიურია", რაც ვფიქრობ საკმაოდ ბავშვურ სახეს აძლევს სლაიდს და მასზე განთავსებულ ინფორმაციას სერიოზულობას უკარგავს. ამასთანავე, ვფიქრობ რომ მთელი ვიდეოს განმავლობაში შავი ფონი განსახილველ თემატიკასთან შედარებით გამოიყურება ზედმეტად ტრაგიკულად.
     
    ნახატები და მუსიკალური ფონი — კლიპარტები  მართლაც მშვენივრად არის შერჩეული, რას ვერ ვიტყვი მუსიკაზე. ნახევარი საათის განმავლობაში უწყვეტი რექვიემის მოსმენა, როცა ირგვლივ სიცოცხლე დუღს, პირადად ჩემთვის არცისე სასიამოვნო აღმოჩნდა (აბა კიდევ გლოვა გვინდა კაცო, დენზე მიბმული ნაგვის გადასახადებისაგან გამწარებულ ხალხს!?:) ).
     
    დასასრული — ვისურვებდი ყოფილიყო უფრო პოზიტიური და მასტიმულირებელი, რომ მსმენელს გასჩენოდა სურვილი გამოესწორებინა რაიმე მაინც "ახლავე" და არ გადაედო ყველაფერი "ხვალისათვის".
     
    დაბოლოს, კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო დიდი პატივისცემა თქვენს მიმართ, მადლობა გადაგიხადოთ ამ მართლაც ძალზე საინტერესო ვიდეოსათვის და ვიმედოვნო, რომ კვლავაც უწყვეტად განაგრძობთ ამგვარ კეთილ საქმიანობას. — წარმატებებს გისურვებთ!..
     

  5. უღრმესი მადლობა ბატონო გიორგი ფასდაუდებელი რჩევებისათვის. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია თითოეული ჩვენი მკითხველის აზრი, რაც არ უნდა კრიტიკული და "ეგოსათვის" ერთი შეხედვით მიუღებელი არ უნდა იყოს ის (ამ შემთხვევაში თქვენი რჩევები არ იგულისხმება).

    ჩვენ მრავალი პრობლემა და უარყოფითი თვისება დავძლიეთ (მათ შორის პერფექციონიზმი) და ვცდილობთ, რომ ამ ჩვენი გზავნილებით, ქართულ საზოგადოებას გადავცეთ ჩვენი პრაქტიკულად გავლილი გზა, ცოდნა და გამოცდილება.

    რაც შეეხება ვიდეომარკეტინგს, აქაც საკმაოდ სერიოზული გამოცდილება მივიღეთ და კარგად ვაცნობიერებთ, რომ რასაც დღეს ჩვენ ვაკეთებთ ჯერ-ჯერობით ამას საქართველოში სხვა არავინ არ აკეთებს, ასე რომ ცდებისა და მწირი შეცდომების ხარჯზე პროფესიონალიზმს უახლოვდებით, რაშიც თქვენ, ე.ი. ჩვენი ფასდაუდებელი მკითხველებიც სერიოზულად გვეხმარებით და გვიწყობთ ხელს.

    გაჩერებას ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ, პირიქით ნელ-ნელა ბევრად უფრო მსუყე და სასარგებლო პროექტებზე დავიწყებთ მუშაობას.
    <<<უღრმესი მადლობა>>>

  6. спасибо за интересный блог

  7. სალომე:

    გავოგნდი!!! ეს ძველი პოსტია, მაგრამ მე ახლახან შემოვუერთდი «ინტელექტიკას» და გადავწყვიტე, პირველივე პოსტებიდან გავცნობოდი მთელ თქვენს მოწოდებულ ინფორმაციას. ასე ზუსტად და ასე ღიად არასოდეს არავის ვუმხელივარ! არ მეგონა, რომ თეორია პირადად ჩემი «შინაგანი დემონების» შესახებ ასე ცნობილი იყო ფსიქოლოგებისთვის!.. როგორ ზუსტად დამახასიათეთ!.. ეს რა ჭირი მომაშორეთ!.. ახლა კარგად ვიცი, სად ვარ «გაჭედილი»!.. მოკლედ, ერთგულად, ნაბიჯ-ნაბიჯ მოგყვებით და მოგანდობთ ჩემი «დაკარგული» ცხოვრების აღორძინებას! გაიხარეთ! სულით, გულით, ჩემი შედეგებით თქვენთან ვარ!

Leave a Reply