სისტემა vs ქაოსი

შესავალისმაგვარი

დღეს მინდა ჩვენი მასტერ-მაინდის კულისებში შეგაჭყიტო და გაგიზიარო პოსტი, რომელიც 3 თვის წინ, ჩვენი 40 დღიანი ჩელენჯის დროს დავწერე. ამ ჩელენჯში 40 ადამიანი ვმონაწილეობდით, მიზანი იყო თვითდისციპლინის გამომუშავება. ფოკუსის წერტილად გვქონდა 4 სფერო:

  • ფინანსები;
  • ურთიერთობები;
  • ჯანმრთელობა;
  • პერსონალური განვითარება.

ასევე, მოქმედებდა მკაცრი პრინციპები. ერთ-ერთი მათგანი იყო — ყოველდღიური უკუკავშირი [წერა] დახურულ ჯგუფში. მოკლედ, ეს 40 ადამიანი, ყოველ დღე საკუთარ გამონათებებს ვაფიქსირებდით. წესების დარღვევაზე მოქმედებდა უმკაცრესი სასჯელი, კერძოდ — პრაქტიკუმიდან გაგდება. ადამიანი ვარდებოდა ჯგუფიდან და თანაც, არც ის თანხა უბრუნდებოდა, რომელიც ტრენინგ-პაქტიკუმში გადაიხადა. რამდენიმე ადამიანი გავარდა… და ეს აბსოლუტურად ნორმალურია, მაგრამ, ვინც დარჩა, მათ შეძლეს ნამდვილი და ხელშესახები შედეგების მიღება. მართალია, ყველამ ვერ შეძლო მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება, და ესეც ნორმალურია, მაგრამ ნამდვილად თავდადებულმა და პრაქტიკუმში გულით ჩართულმა ადამიანებმა, შეძლეს.

მოკლედ, ალბათ წარმოგიდგენია, თუ რამდენი პოსტი დაიწერებოდა 40 დღის განმავლობაში, როცა 40 განვითარებას მოწყურებული ადამიანი უწყვეტად წერდა… მეც, ამ "ტუსოვკის" აბხოლუტურად ჩვეულებრივი მონაწილე ვიყავი და ყოველ დღე ვწერდი. ჰოდა, ახლა გთავაზობ, ჩემს ერთ-ერთ პოსტს, რომელმაც სერიოზული გამოხმაურება ჰპოვა მასტერ-მაინდელებში. ვფიქრობ, შენც ძალიან გამოგადგება.

სისტემა vs ქაოსი

დღეს შევდივართ ფიტნეს-კლუბში, სადაც მიუხედავად ადრიანი დროისა, უკვე ენერგია ჩქეფდა… ელექტრონული მუსიკა და ტრენაჟორების ხმები ენერგიულ ფონს ქმნიდა…

ინტრუქტორმა წინა დღით შედგენილ პროგრამას ჩახედა და მითითებები მოგვცა… ჩვენც მორჩილად შევუდექით ვარჯიშს.

ჩვენთან ერთად ერთი ხნიერი მამაკაცი ვარჯიშობდა. იქნებოდა ასე, 60 წლის [შესაძლოა მეტისაც]… აღფრთოვანებას ვერ ვმალავ ამ კაცის გამო…

პირველ რიგში, იმიტომ რომ — ძალიან დიდი მოტივაცია მომცა მისმა დარბაზში ყოფნამ და ყურებამ.

მეორე, იმიტომ რომ — ისეთი ინერგეტიკა მოდიოდა მისგან, რომ სერიოზული გამონათება- შთაგონება მივიღე, რომლის შესახებაც მინდა გაგესაუბრო ამ პოსტში.

ადამიანი სისტემური მოვლენაა!

ვუყურებდი ამ ბაბუას და აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი, რადგან მისი სხეული ერთი მთლიანი სისტემა იყო… ის ისე ოსტატურად ფლობდა მთელს სხეულს, რომ როდესაც ძელზე დაეკიდა და ჰორიზონტალურად გაიჭიმა — მხოლოდ მაჯების ძალაზე დაყრდნობით — კინაღამ ტაში დავუკარი… cheeky

აი სწორედ აქედან დაიწყო ჩემი შინაგანი დიალოგიც და მიღებული გამონათების ანალიზი და გაშიფვრა.

საკუთარ თავთან ცნობიერი საუბარი:

— კრისწინამაც [ჩვენი ფიტნეს-ინსტრუქტორი] სისტემა შემოგვთავაზა სავარჯიშო პროგრამის სახით. რაც სისტემურია — დისციპლინას მოითხოვს… და თუ დისციპლინირებულად სრულდება — იძლევა შედეგს, ანუ — ცვლის ფაქტს!

— და რა არის სისტემა?

— პირველ რიგში, მოდი ვნახოთ, თუ როგორ შეგვიძლია დავყოთ "სისტემა- ადამიანი".

— როგორ და ჩვენთვის — ვირტუოზებისთვის — საკმაოდ კარგად ნაცნობი 4 კვანტუმის მიხედვით:

  • სხეული [PQ];
  • გონება [IQ];
  • ემოციები [EQ];
  • სული [SQ].

ამ 4 ინტელექტის განვითარებით, მიიღება "მთლიანი", უეფექტურესი სისტემა.

თავიდან ყველაფერი სხეულით იწყება… დღეს ყველაზე კარგად გავიგე ჩემი PQ-ს ხმა… მან მითხრა:

— "მადლობ გიორგი, რომ როგორც იქნა გაიგე ჩემი ენა და შეისმინე ჩემი ხმა" cheeky

ჩემი აზრით სისტემა — ყოფიერების განსაკუთრებული ფორმაა. ადამიანი სამყაროს ნაწილია, ესეიგი ის მისი ქვესისტემაა.

სწორედ ამიტომ, ადამიანის ნებისმიერი იდეა, განათლება თუ განვითარება, სისტემურად უნდა იყოს განხილული და ეფექტიც არ დააყოვნებს.

როგორც უკვე ავღნიშნე, ჩემი გამონათება იმაშია, რომ — ადამიანი თავად წარმოადგენს სისტემას!

ასევე, ის ერთი დიდი სისტემის — სამყაროს შემადგენელი და განუყოფელი ნაწილია.

ყველაფერი ურთიერთკავშირშია — პატარა, ახლად აღმოცენებული ბალახი საქართველოში და დიდი ბებერი ხეც ჯომოლუნგმაზე.

ყველაფერი მოქმედებს ყველაფერზე!

ადამიანთან მიმართებაში, სისტემა — ეს არის აზროვნების მეთოდი.

ეს არის შესაძლებლობა, წინასწარ განსაზღვრული მიზნით, სივრციდან, გონებრივად გამოყო მთავარი, გამოაცალკეო ის ზედმეტისგან, გააანალიზო და დაიწყო ეტაპობრივი მოქმედება.

აი მაგალითად, დიდი ალბათობით, ახლა შენ ზიხარ სახლში, კომპიუტერის წინ… შენ შეგიძლია გამოაცალკეო მონიტორი, რომელშიც ამ ტექსტს კითხულობ და ის ცალკე სისტემა გახდება, ან გამოაცალკეო სკამი, რომელზეც ზიხარ და ისიც ცალკე სისტემა გახდება, ან შეგიძლია გამოაცალკეო სახლი და ამ შემთხვევაში მთელი სახლი სისტემა გახდება.

ასევე, ჩვენ შეგვიძლია ჩვენი საქმეც [ბიზნესი] ვაქციოთ სისტემად… და როდესაც ამას შევძლებთ, მაშინ გავხდებით ნამდვილი მესამე ათასწლეულის ლიდერები.

ოღონდ, აქ საუბარია ჩვენს მიერ შექმნილ სისტემაზე და არა კომპანიაზე, რომელშიც ვმუშაობთ და რომელსაც თავად აქვს შექმნილი რაღაც სისტემა.

ახლა შესაძლოა კითხვა გაგიჩნდა: "რა საჭიროა წარმოსახვაში მონიტორების, სკამების, სახლებისა და ბიზნესების სისტემებად ქცევა?"

ჩვენ ვმონაწილეობთ 40 დღიან ტრენინგ-პრაქტიკუმში [23.10.2014] და ყველა მონაწილეს დასახული გვაქვს კონკრეტული მიზნები.

ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ჩვენ ტყუილად არ ვაანალიზებთ სისტემებს. პირველ ქმნადობაში [წარმოსახვითი სივრცე] ყოველთვის მონაწილეობს ორი ელემენტი: ადამიანი და მიზანი.

ადამიანის გარეშე სისტემას არ შეუძლია არსებობა, რადგან სწორედ ადამიანის მიერ იქმნება და იმართება სისტემა.

დღეს ვიდექი ფიტნეს დარბაზში, ვუყურებდი სავარჯიშო აპარატებს და ვფიქრობდი: ეს ურთულესი სისტემები ხომ ადამიანის მიერ არის შექმნილი?!

სარგებლობდე სისტემით, რომელიც შენნაირმა ადამიანმა შექმნა — ეს უკვე მოტივაციაა ჩემთვის.

შენ საერთოდ არ იცნობ მას, მაგრამ სარგებელს იღებ მის მიერ შექმნილი ინსტრუმენტით… უდიდეს პატივს ვცემ შემოქმედ ადამიანებს.

მე ვიდექი და ვუყურებდი მეორე ქმნადობას, ანუ უკვე რეალიზებულ პროექტს — ეს უკვე ფაქტია, მაგრამ, ის ხომ ერთ დროს არ არსებობდა ფიზიკურ სივრცეში და მხოლოდ მეტაფიზიკური სივრცის — პირველი ქმნადობის ნაყოფი იყო?

ოდესღაც ეს ტრენაჟორი იყო ჰიპოთეზა. შემდეგ მისმა შემქმნელმა გააანალიზა სიტუაცია, დაისახა მიზანი და დაიწყო მოქმედება.

გარკვეული დროის შემდეგ ჰიპოთეზე დამტკიცდა და დღეს, მე და ჩემნაირები, სიამოვნებით ვსარგებლობთ ამ სიკეთით.

კონკრეტული მიზნიდან გამომდინარე, ადამიანი ისე მუშაობს სისტემაზე, რომ რაც შეიძლება ეფექტურად შეძლოს მიზნისკენ მოძრაობა. აი ამიტომ არის საჭირო ამის ცოდნა და შემდეგ გამოყენება. სამწუხაროდ სამყარო სავსეა ადამიანებით, რომლებიც აბსოლუტურად არაფერს ქმნიან — პრობლემებისა და ქაოსის გარდა. მთავარი ისაა, თუ რომელ კატეგორიას მიეკუთვნები შენ!!!

სისტემის დანაწევრება

კიდევ უფრო ღრმად რომ გავაანალიზოთ სისტემა, აუცილებელია გავაცნობიეროთ, რომ ნებისმიერი სისტემა, სინამდვილეში არის ქვესისტემა და წარმოადგენს — ზესისტემის ნაწილს.

აი მაგალითად შენი სახლი, შენი უბნის ქვესისტემაა, შენი უბანი, შენი ქალაქის ქვესისტემაა და ასე შეგვიძლია მივყვეთ უსასრულობამდე…

და როგორ ფიქრობ, სადამდე მივალთ ბოლოს?

რა წარმოადგენს მთავარ ზესისტემას?

დიახაც — მეც მაქამდე მივედი cheeky 

ასე, რომ ათეისტებო, თქვენს გასაგონად ვიტყვი: უბრალოდ შეუძლებელია, რომ ასეთი რთული და ზე ინტელექტუალური სისტემა თავისით შექმნილიყო… თუ ერთი წამით მაინც დავუშვებთ იმას, რომ ეს ყველაფერი თავისით შეიქმნა, როდესაც ამ ვითომც და თავისით შექმნილი, წარმოუდგენლად რთული სისტემის მართვამდე მივალთ, რომელიც აგერ უკვე საუკუნებია შვეიცარული საათივით მუშაობს, მაინც ჩიხში აღმოვჩნდებით. მოკლედ, დიდება უფალს და ჩვენს შემოქმედს. ახლა კი გავნაგრძოთ თემა cheeky

აი, სწორედ ასეთი გამონათება მივიღე დღეს ფიტნეს-კლუბში.

მოდი, ძალიან კოსმოსში რომ არ გავფრინდეთ, ბიზნესის მაგალითზე ვიმსჯელოთ. დღევანდელი გამონათება, ნამდვილ რევოლუციას მოახდენს ჩემს ბიზნესში [უკვე მოახდინა] cheeky

როგორც წესი ბიზნესში, ძალიან რთულია ზესისტემაზე გავლენის მოხდენა… აქ მძლავრი გრავიტაციული ველია საჭირო, რაც ადამიანს პერსონალურ განვითარებამდე ფიზიკურად ვერ ექნება.

სადაც არსებობს ზესისტემა, ესეიგი არსებობს — ქვესისტემაც, რომელთა დანაწევრებასაც, ასევე, უსასრულობამდე მივყავართ.

მაგალითად, თუ რესტორანი არის ზესისტემა, ესეიგი მასში განთავსებული მაგიდები, სკამები, ტუალეტები, სამზარეულო, ჭურჭელი და სხვა — ქვესისტემებია.

ბიზნესში გვხვდება — ქვეგანყოფილებები, თანამშრომელთა ქვესისტემები, მაგალითად "ლიდგენი", "საპორტი" და ა.შ.

დანაწევრების პროცესი შეიძლება უსასრულობამდე გაგრძელდეს, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, ვაცნობიერებდეთ, რომ ჩვენ ამას ტყუილად კი არ ვაკეთებთ, არამედ იმიტომ, რომ ეფექტურად ვმართოთ სისტემა და მაქსიმალურად შევუსატყვისოთ ის დასახულ მიზანს.

სადაც არ არის სისტემა, არის ქაოსი!

ადამიანის ტვინს არ ძალუძს ერთდროულად ყველაფრის მოცვა.

ჩვენი ტვინი რეზინის არ არის და როდესაც ვცდილობთ მოვიცვათ ბიზნესი მთლიანად, ამას მივყავართ ქაოტურ მოძრაობებამდე, რის შედეგადაც ვიწყებთ "არაფრის" მართვას.

ჩვენ ფიზიკურად არ ძალგვიძს ერთდროულად ყველა პროცესის დამუშავება… ეს იმ შემთხვევაშიც, როცა ჩვენი ბიზნესი ძალიან პატარაა.

მაგრამ, როგორც კი ვაცნობიერებთ სისტემისა და სისტემურობის მნიშვნელობას და ძალას, როგორც კი ვაცალკევებთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს, მეორე ნაკლებად მნიშვნელოვანი ნაწილისგან, შემდეგ ვაანალიზებთ და ვამუშავებთ, ჩვენი გონება იწყებს საუკეთესო შედეგების დადებას.

ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა ერთი გამოცალკევებული საკვანძო ნაწილის გაუმჯობესებით, მთელი სისტემა უმჯობესდება.

სწორედ ეს იყო ჩემი გამონათება…

დღევანდელი პოსტის მთავარ დედააზრს წარმოადგენს ის, რომ — ყველაფერი სისტემაა!

ჩვენ ერთ უდიდეს სისტემაში ვცხოვრობთ და თავადაც სისტემები ვართ…

იმისათვის, რომ მივაღწიოთ დიდ წარმატებას ზესისტემაში, მნიშვნელოვანია, პირველ რიგში ვაცნობიერებდეთ და ვიღებდეთ ამას და მეორე რიგში ეფექტურად ვიყენებდეთ ქვესისტემებს.

იმისათვის, რომ ეფექტურად გამოვიყენოთ ქვესისტემები, საჭიროა ეფეტურად დავემორჩილოთ ზესისტემას.

თუ არ ვემორჩილებით, ესეიგი ვეწინააღმდეგებით. თუ ვეწინააღმდეგებით — ვმარცხდებით!!!

კვირას, 25 იანვარს, 22:00 სთ-ზე, ვატარებ ვებინარს, სახელწოდებით: "ტელეპოტრაცია 2015. როგორ მოვახდინოთ კვანტური ნახტომი და A წერტილიდან გადავინაცვლოთ B წერტილში".

P.S. დღეს, ქართულ სატრენინგო ბაზარზე უკვე იგრძნობა ახალ-ახალი ტრენინგებისა და ტრენერების პულსაცია, მაგრამ გარანტიას გაძლევ, რომ ასეთ ინფორმაციას ვერსად მოისმენ. ჯერ-ჯერობით ამ ნიშაში ძალიან მაღალია ჰაერის თქვეფა… ასე რომ — თუ გსურს ნამდვილი პრაქტიკოსისგან მოისმინო ინფორმაცია, რომელმაც ყველაფერი საკუთარ ტყავზე გამოცადა და რომელიც ტრენინგებზე და ვებინარებზე სლაიდებიდან კითხვის ნაცვლად თავისუფლად ლაპარაკობს, მაშინ welcome.

გააფორმე ხელმოწერა ამ ბმულზე >>> http://money.inteleqtika.com/ <<< ახლავე, რათა გარანტირებულად მიიღო ვებინარის ოთახის ბმული.

იმოქმედე სწრაფად, რადგან —  სწრაფები შთანთქავენ ნელებს:  >>> http://money.inteleqtika.com/ <<<

სიყვარულით, მადლიერებითა და რწმენით: GT 


Tags: , , , ,

2 комментария to “სისტემა vs ქაოსი”

  1. ლაშა:

    უკვე ჩავეწერე.

  2. ხათუნა მელაძე:

    ვწუხვარ ვერ მოვისმინე გუშინდელი ვებინარი, არ ვიყავი თბილისში.შესაძლოა მისი ჩანაწერის მოსმენა?

Leave a Reply