სოციოფობია: როგორ გავთავისუფლდეთ შიშებისგან? [პოსტი #3]

შენ, ალბათ, იცი, რომ ეს რიგით მესამე პოსტია, ჩვენი 14 დღიანი კურსისთვის შემამზადებელი პოსტების სერიიდან. თუ არ გაცნობიხარ წინა პოსტებს, აუცილებლად გადადი ქვემოთ მოცემულ ლინკებზე და მხოლოდ მათი გაცნობისა და სავარჯიშოების შესრულების შემდეგ დაუბრუნდი ამ პოსტს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენ ვერანაირ შედეგს ვერ ნახავ და მორიგი ინფორმაციული ტვირთით დაიმძიმებ თავს.

პოსტი #1 >>>

პოსტი #2 >>>

ახლა კი, გაეცანი მესამე ძალიან მნიშვნელოვან ვიდეოს და გაიგე შენი ფანტომური შიშების არსებობის და მათი ეფექტურად დაძლევის შესახებ >>>

სოციოფობია

დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ისეთ აშლილობაზე, როგორიცაა — სოციოფობია.

ეს პოატი განკუთვნილია მათთვის, ვისაც არ აკმაყოფილებს ამჟამინდელი მდგომარეობა და რეალურად სურს, გათავისუფლდეს ამ ფობიისგან.

მაგრამ ერთ მნიშვნელოვან დეტალს აუცილებლად უნდა გაესვას ხაზი, რომ ეს პოსტი არ არის მათთვის, ვისაც სიგიჟემდე უყვარს მსხვერპლის როლის თამაში, საკუთარი თავის შეცოდება და ისეთი მიზეზების ძიება, რომლებიც მასზე არასოდესაა დამოკიდებული.

მოკლედ, ეს პოსტი მათთვისაა, ვინც გულწრფელია, პირველ რიგში, საკუთარ თავთან და მზად არის, სიმართლეს პირდაპირ თვალებში ჩახედოს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს სიმართლე არც თუ სასიამოვნო იქნება მისთვის.

მაშ ასე, რატომ დავიწყე ასე კატეგორიულად და რატომ ვახდენ ამ დეტალის აქცენტირებას?

იმიტომ, რომ უამრავ ე.წ. სოციოფობთან გასაუბრების შემდეგ, შევნიშნე, რომ უმეტესობას მოსწონს ეს მდგომარეობა, მათთვის კომფორტულიც კია მსხვერპლის როლის თამაში და გულით იცავს ამ მდგომარეობას… ისინი ამით სრულად გაურბიან სოციალურ პასუხისმგებლობას.

ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანისთვის იმის აღიარება რომ — სცხვენია და არ იცის ადამიანებთან ურთიერთობა, მტკივნეულია… ეს პირდაპირ მათ პატივმოყვარეობას ურტყამს… ხოლო თქვა — მე სოციოფობი ვარ, ეს უკვე სულ სხვა ამბავია… ეს უკვე აღარ გამოიყურება სისუსტედ და თითქოს უკვე სხვებსაც შეგიძლია აუხსნა, თუ რატომ არ გამოგდის არაფერი, რომ სოციოფობია — ეს დაავადებაა და აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ ადამიანი ვერ ახერხებს საკუთარი შიშების დაძლევას.

საიდან მოდის ეს ყველაფერი?

შიშიდან… რომელიც შემდეგ შობს სიზარმაცეს…

ადამიანი იწყებს თავის მართლებას, მონსტრების ხატვას, აგროვებს მიზეზებსა და დამნაშავეებს, ეძებს სასწაულმოქმედ აბებს, ჰიპნოზისა და ფსიქოთერაპიის სახით და ა.შ.

სწორედ ამიტომ სარგებლობენ დიდი მოთხოვნით მკითხავები, შიზოთერიკოსები და ექსტრასენსები.

ადამიანი აკეთებს ყველაფერს, ოღონდ გაექცეს სიმართლეს… სიმართლეს, რომლისაც გასროლილი თოფივით ეშინია.

რატომ ვყრი ერთ ჯამში სოციოფობიას, სირცხვილს და კომპლექსებს?

იმიტომ, რომ პრობლემის ფესვი იქაც და იქაც ერთია.

მოდი, ჯერ განვმარტოთ, თუ რა არის სოციოფობია?

თუ განვაზოგადებთ — ეს არის ადამიანებთან ურთიერთობის შიში, მაგრამ ჩვენ გვეშინია არა თავად ადამიანების, არამედ მათი შეფასებების.

სოციოფობია — ეს არის აშლილობა, როდესაც ადამიანს ურთიერთობის დაუსაბუთებელი შიში და დისკომფორტი აქვს.

მაგალითად, დასარეკი გაქვს ტელეფონზე, შენ კი დებ, დებ, დებ და არ რეკავ… კაცმა რომ გკითხოს, ვერ დაასაბუთებ და ვერ აღწერ კონკრეტულ მიზეზს, მაგრამ ფაქტია, რომ შენ გაურბიხარ ამ მოქმედებას.

ან მეორე ვარიანტი, როცა ბიჭს გოგოს გაცნობა უნდა, გოგო მის წინ დგას, მას, ფაქტიურად, მთელი სხეული უბიძგებს და თხოვს, რომ მივიდეს, მაგრამ ეს უკანასკნელი, გონებაში გაჩენილი, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, სრულიად სულელური, კონცეპტუალური მიზეზების გამო, ვერ ბედავს მისვლას.

მოკლედ, სოციოფობია — ეს არის ჩვეულებრივი ფობია, როდესაც ადამიანი ზღუდავს საკუთარ სურვილებს, აბსოლუტურად გაუგებარი, თითიდან გამოწოვილი მიზეზების გამო.

ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სხვების აზრი და შეფასებები მათ შესახებ.

ამის გამომწვევ და საკვანძო მიზეზს წარმოადგენს დაბალი თვითშეფასება და კომპლექსები [როდესაც ადამიანს არ მოსწონს და ეჭვი ეპარება საკუთარ თავში — ანუ საკუთარ თავს სხვისი თვალით უყურებს].

ეს მიზეზები ძალიან სერიოზულად არიან გადაჯაჭვული ერთმანეთში და ერთი მეორეს აძლიერებენ.

სოციაფობიის მოცულობა დამოკიდებულია ამ მიზეზების ხარისხზე და იმაზე, თუ როგორაა გამჟღავნებული ისინი ადამიანში.

ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ სოციალური ფობია აბსოლუტურად ყველა ადამიანს აქვს, უბრალოდ, ვიღაცაში ეს მეტად არის გამჟღავნებული, ვიღაცაში — ნაკლებად.

აქ საუბარი არ არის ადამიანებზე, რომლებსაც მძიმე ფსიქიკური გადახრები აქვთ, ეს სხვა შემთხვევაა.

აქ საუბარია სოციოფობებზე, რომლებიც აბსოლუტურად ნორმალური და ჩვეულებრივი ადამიანები არიან.

როგორ გავთავისუფლდეთ სოციოფობიისგან?

პირველ რიგში, შეწყვიტე საკუთარი თავის შეცოდება, მსხვერპლის როლის თამაში და საკუთარი თავის ავადმყოფად გასაღება.

სოციოფობია — არ არის რაიმე განცალკევებული, რაც შენზე დამოკიდებული არაა.

ეს ხომ გრიპი არაა, რომ აბი გადაყლაპო და მორჩე?!

დიახ, შიშების უმეტესობა არაცნობიერ დონეზე ხდება, მაგრამ აბა, გონება რისთვის გვაქვს? რისთვის და აზროვნებისთვის და იმის გაცნობიერებისთვის, რასაც ვაკეთებთ.

სწორედ ცნობიერით ვარჯიშდება და ვითარდება არაცნობიერი!

რაც არ უნდა მძიმე მოსასმენი იყოს, სოციოფობია — ეს არის სისუსტე, ცხოვრებისეული გამოცდილების სიმცირე და ცოდნის უკმარისობა.

და როგორც არ უნდა გაგიკვირდეს, სოციოფობია, პირველ რიგში, შენი ნებისყოფის ძალით იკურნება.

ანუ, შენ უნდა დაიწყო მოქმედება, შიშის მიუხედავად.

ბევრისთვის, ვისაც ყველაფრის უმტკივნეულოდ მიღება უყვარს, შესაძლოა, ეს უსიამოვნო ინფორმაცია იყოს, მაგრამ შინაგანი წინააღმდეგობის გადალახვა მოგიწევს, აუცილებლად მოგიწევს, თუ არ გსურს, მთელი ცხოვრება მასე დარჩე.

მე არ მინდა არც არავის დამცირება და არც წყენინება, უბრალოდ, მინდა გააცნობიერო, რომ კმარა საკუთარი თავის ილუზიებით გამოკვება და ცხოვრების მერისთვის გადადება.

თუ წახვალ შიშებზე, შენი სოციოფობიური ილუზიები ნელ-ნელა დაიწყებს გაქრობას.

მოკლედ, პირველი ნაბიჯი — შიშზე წასვლასა და კონკრეტული ქმედითი ნაბიჯის გადადგმაშია… არა იუთუბზე ვიდეო-რგოლების ყურებაში და რაღაც უაზრო აფირმაციების გამეორებაში, არამედ, ვინმესთან მისვლასა და ხმის ამოღებაში.

შენ უნდა აღიარო და ხმამაღლა განუცხადო საკუთარ თავს:

"დიახ, მე მორცხვი და თავდაუჯერებელი ვარ, დაბალი თვითშეფასება მაქვს და უამრავი კომპლექსით ვარ სავსე…"

მაგრამ! დღეიდან ვიწყებ საკუთარ თავზე მუშაობას, რათა სამუდამოდ შევცვალო ეს ყველაფერი!

რა საჭიროა აღიარება?

აღიარება საჭიროა და აუცილებელიც, რადგან სიმართლე გვაძლევს მოტივაციას.

შენ ვერ შეძლებ ამ ტყუილში მშვიდად ცხოვრებას.

ამასთან, შეამოწმებ საკუთარ თავს, იმიტომ რომ მოცემულ შემთხვევაში აღიარება გაუჭირდებათ მხოლოდ მათ, ვისაც სინამდვილეში არაფრის შეცვლა არ უნდა.

მეც მჭირდა ადრე სოციოფობია, უბრალოდ, არ ვიცოდი, რომ ამ აშლილობას ასე ერქვა…

მახსოვს ისეთი მომენტებიც ჩემი წარსულიდან: სამარშრუტო ტაქსით მგზავრობისას, ბოლოში მოვხვდი, მარშრუტკა მგზავრებით იყო სავსე და როცა ჩემმა გაჩერებამ მოუწია, მე ვერ ვუთხარი მძღოლს, რომ გაეჩერებინა, რადგან შემრცხვა… არ ვიცი, რისი შემრცხვა, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ორი გაჩერებით გავცდი ჩემს გაჩერებას და ისე ჩამოვედი მარშრუტკიდან.

შემდეგ იყო რა… რა და ის, რომ მე ეს არ მომეწონა და გადავწყვიტე — ყველაფერი შემეცვალა.

მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს სიტუაცია გამოსწორებადი იყო…

დავიწყე ამ თემის შესწავლა, გავდიოდი ტრენინგებს და რაც მთავარია, ავდექი და დავიწყე შიშზე წასვლა…

გეთანხმები, ჩვენ არ ვართ დამნაშავეები, რომ სოციოფობიური გადახრები გვაქვს… მაგრამ ჩვენ ვართ პასუხისმგებლები, პირველ რიგში, საკუთარი თავის წინაშე… და უნდა გავთავისუფლდეთ ამ პრობლემისგან.

რეზიუმე:

1. არ ღირს სოციოფობიისთვის უკურნებელი დაავადების იარლიყის ჩამოკიდება.

2. არ ღირს სხვაზე პასუხისმგებლობის გადაბარება.

იმიტომ, რომ ეს ყველაფერი შენს მიერ შექმნილი მენტალურ-ემოციონალური კონცეფციებია და შენ, ცოდნის მიღებით, ცნობიერების ძალითა და პრაქტიკით, შეგწევს ძალა, გათავისუფლდე ამ მარწუხებისგან.

სწორია, იფიქრო: ეს მე ვარ სუსტი და უნებისყოფო, მე ვარ მორცხვი და კომპლექსიანი და არა -ცხოვრებაა ასეთი უსამართლო…

მე ვიღებ საკუთარ თავს ყველა ნაკლოვანებით და განვიზრახე, ყველაფერი შევცვალო.

ცნობიერებით და გამეორებით, ყველაზე ღრმა არაცნობიერი პროგრამების განეიტრალებაც კი შესაძლებელია.

3. არ მოიტყუო თავი და არ ეძებო გამოსავალი იქ, სადაც ის არ არის. [მაგრამ გინდა, რომ იყოს wink]

4. ნებისმიერი რეალური ცვლილების არსი — ეს არის ცნობიერ-ნებელობითი ძალისხმევა და საკუთარი თავის გადალახვა.

5. აღმოაჩინე თანამოაზრეები და დაიწყე მათთან ერთად შეუპოვარი მოძრაობა.

ყურადღება!

ერთი მნიშვნელოვანი დეტალის შესახებ მინდა, გაცნობო!

30 ივლისს, "ინტელექტიკა" იწყებს 14 დღიან, უნიკალურ ონლაინ კურსს [ჯგუფურ ქოუჩინგს]:

"ურთიერთობების ვირტუოზი"

როგორ მივიღოთ ადამიანებისგან ის, რაც გვინდა?

ორი კვირის განმავლობაში, ჩვენ ძალიან ღრმად ვიმუშავებთ საკუთარ თავზე. ეს იქნება ძალიან ძლიერი კურსი. კურსის დეტალურ პროგრამას რამდენიმე დღეში იხილავ, მაგრამ ახლა მინდა, კარგი ინფორმაცია გაგაცნო.

ბუნებრივია, 2 კვირიანი კურსი ვერ იქნება უფასო, მაგრამ გადავწყვიტე სტანდარტ პაკეტის ფასი, ძალზე ადეკვატური და ხელმისაწვდომი გამეხადა… კერძოდ – 280 ლარი. დიახ, დიახ – 14 დღიანი კურსი, სულ რაღაც 280 ლარად!

მაგრამ შენ შეგიძლია, აბსოლუტურად უფასოდ გაიარო ჩვენი 2 კვირიანი ჯგუფური ქოუჩინგი.

ცხადდება კონკურსი, რომლის პირობებიც უმარტივესი და უბანალურესია.

ანუ, შენ ყოველი ახალი პოსტის ქვეშ, კომენტარებში უნდა იაქტიურო, შეასრულო დავალებები და საკუთარი ვრცელი აზრი დააფიქსირო. 30 ივლისს, კურსის დაწყების წინ, მოხდება შერჩევა და რომელი მონაწილეც ყველაზე მონდომებული, ჩართული და კრეატიული იქნება, დასაჩუქრდება უფასო მონაწილეობით კურსში.

კიდევ ეთხელ ვიმეორებ – 30 ივლისამდე, ჩვენ ამ ბლოგზე შემოგთავაზებთ უნიკალურ პოსტებს და ვიდეო-გაკვეთილებს [როგორც წინამდებარე პოსტი], რათა მკითხველი მოემზადოს და კარგად განეწყოს კურსისთვის… და იმ მონაწილეს, რომელიც, კომენტარების მეშვეობით, ყველაზე აქტიურად ჩაერთვება განხილვაში, აბსოლუტურად უფასოდ გადავცემთ კურსის "ბილეთს".

ვფიქრობ, ღირსეული წინადადებაა… ასე, რომ – იაქტიურე.

საკონკურსო დავალება: აღიარე, რომ კონკრეტული პრობლემები გაქვს ადამიანებთან ურთიერთობაში [ჩამოთვალე ისინი]. მიიღე ეს პრობლემები სრულად და მოახდინე ზრახვის მანიფესტაცია. თქვი: "მე განვიზრახე სრულად გავთავისუფლდე შიშებისგან და კომპლექსებისგან".

შევხვდებით ხვალ.

სიყვარულით, მადლიერებითა და რწმენით: GT heart

 

 

Tags: , , , , ,

14 комментариев to “სოციოფობია: როგორ გავთავისუფლდეთ შიშებისგან? [პოსტი #3]”

  1. ცისანა:

    ამ ვიდეოში მომეწონა ტელეფონის მაგალითი,მართლაც მაქვს ასეთი შემთხვევები,მივხვდი აქ ამ პრობლემაზე როგორ ვიმუშაო უკვე ვიცი,მადლობა გიორგი.
    ხვალიდან დავიწყებ 21დღიან ჩვევის გამომუშავებას ერთი სატელეფონო ზარი,ტექსტით-ვეძებ ბიზნეს პარტნიორს =) *IN LOVE*

  2. თორნიკე რამაზაშვილი:

    «დიახ, მე მორცხვი და თავდაუჯერებელი ვარ, დაბალი თვითშეფასება მაქვს და უამრავი კომპლექსით ვარ სავსე…»
    ამ პასუხმა გაიჟღერა პირველად ჩემს გონებში როდესაც ამ ვიდეოს ვუყურებდი , ვაღიარებ მეც მაქვს მსგავსი პრობლემები როგორც ვიდეოში იყო აღნიშნული და მრავალი სხვა , მაგალითად ერთი პრობლემაზე უკვე იყო საუბარი ვიდეოში (სამარშუტო ტაქსზე) :-[ ასეთი სახე მაქვს ხოლმე როცა ჩასვლა მინდა და ბევრი ხალხი , მაგალითად კიდევ სტუდენტი ვარ და მაქვს პრობლემა აუდიტორიის წინაშე რომ გავიდე , ასე მგონია რამე შემეშლება ან არ მოეწონებათ მოტივაციას ვკარგავ , იმიტომ რომ ჩემს თავს ვუკეთებ შეფასებას თან არასწორ შეფასებას და არასწორს ვაკეთებ მე ჩემი თავი არ უნდა შევაფასო ეს და სხვა მრავალი პრობლემა თან მსდევს შავი ლაქასავით , მე ვიღებ საკუთარ თავს ყველა ნაკლოვანებით ვეძებ და ველოდები ხალხს ვისაც ეს პრობლემები აქვს ჩემთან ერთად , და ბოლოს განვიზრახე, ყველაფერი შევცვალო. მადლობა გიორგის ამ ვიდეოსთვის =)

  3. ინგა:

    ბავშვობიდან ვიყავი მორიდებული,წესიერი,ზრდილობიანი..მაგრამ მერე ვხვდებოდი რომ ასეთი რომ ვიყავი ნერვები მეშლებოდა ჩემს თავზე..იმიტომ რომ ფაქტიურად ვიჩაგრებოდი…თვითონ წლებმა ცხოვრების,გამოცდილებამ ასე თუ ისე მომიხსნა მორიდებულება..ანუ ზედმეტად რომ არაფერი მელაპარაკა.ან ჩემი აზრი დამეფიქსირებინა,,,რაღაც დოზით მაქვს მიდგომა ადამიანებთან,,ანუ მიწევს სამსახურიდან გამომდინარე მათთან ლაპარაკი.მაგრამ ეხლა კარგად რომ გავიაზრე ვიდეოში რა თემაზეც საუბრობ გიორგი მივხვდი რომ მაკვს კომპლექსები..კონკრეტულად; მაგ;მივდივარ ბანკში ,,წინასწარ გონებრივად ვიძაბები,თუ შემხვდა ცოტა სერიოზული ტიპი,ანუ მკაცრი ტონით,,ვსიო ვიბნევი და აზრებს ვერ ვალაგებ…ან კიდევ თუ ვხვდები რომ ადამიანი რაღაცას წარმოადგენს,მაგ;დირექტორი,მილიონერი,პარლამენტარი და სხვა,ჩემს თავს ვერ ვცნობ იმ მომენთში..ანუ ვხდები თვალთმაქცი,რაგაც დოზით ვპირფერობ,,და შეიზლება კიდეც გავწითლდე თუ ისე ვერ ვთქვი რამე..ან კიდევ როცა ვიცი რომ ადამიანი ძალიან ნიჭიერია ,მაგ;ერთხელ ქუჩაში შემხვდა მსახიობი მინდოდა გამოვლაპარაკებოდი და ვერ გავბედე,რაც ძალიან ვინანე მერე..მოკლედ მე ვაღიარებ რომ მაქვს კომლექსები ადამიანებთან ურთიერთობებში,ვიღებ მას,,და დღეიდან უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი ,,და გავხდე თავდაჯერებული რაც ძალიან მჭირდება….. *IN LOVE* *IN LOVE* *IN LOVE*

  4. ლევან ლომიძე:

    გიო რაღაც მომენტში მეგონა,რომ ჩემზე საუბრობდი. მომენტალურად ამომიტივტივდა გონებაში მომენტები როცა შიგნიდან რაღაც მბოჭავდა. ერთ კონკრეტულ მაგალითს გავიხსენებ,ერთხელ მეტროში შემთხვევით ვნახე სოციალურ ქსელებში ძალიან ცნობილი და წარმატებული ფოტომოდელი გოგონა რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მომწონდა და სიმართლე გითხრათ ახლაც მომწონს 🙂 მოკლედ გაკვირვებული და აღელვებული ვიყავი რადგან მომეცა საშუალება ,,ლაივში» მენახა ის. ისე მოხდა რომ ერთ ვაგონში აღმოვჩნდით. მთელი გზა გაკვირვებული და ბედნიერი სახით ვუმზერდი და მინდოდა რომ მივსულიყავი და გამეცნო და მეთქვა რომ მისი თაყვანისმცემელი ვარ. როგორც შენ ახსენე გიო შიგნიდან რაღაც მბოლავდა და ვერა და ვერ მივედი მასთან. ჩვენი საბოლოო დანიშნულების პუნქტიც დაემთხა და თქვენ უნდა გენახათ ჩემი ორი ,,მე-ს» რეაქცია. ერთი ამბობდა — მიდი ლევან, ეს შენი შანსია,ნახე რა ლამაზია,საშუალება მოგეცა პირადად გაიცნო ის. მეორე კი ,,მქადაგებდა» — კაი რა ლევან, რა გინდა რომ მიხვიდე? რა უნდა უთხრა? დაგცინებს და დარჩები ეგრე დამცირებული. გეუბნები არ გინდა არ მიხვიდე მეთქი. მოკლედ რაღა ბევრი გავაგრძელო და ჩემს ,,მეგობარ» მეორე მე-ს დავუჯერე და არ მივედი. იმ გოგოს გადავასწარი რომ საერთოდ არ დამენახა.მეგონა რომ დამინახავდა და ,,სირცხვილი» იყო. რაღა ბევრი გავაგრძელო და ესაა ჩემი კომპლექსიანობის ისტორიის ერთი ფურცელი. ვაღიარებ რომ ბევრჯერ დამიხევია უკან ადამიანებთან ურთიერთობაში სწორედ ჩემი კომპლექსიანობის გამო და ჩემი ეგო გამომიკვებავს. ვაღიარებ რომ ვარ სოციოფობი მიჭირს ადამიანებთან პირდაპირ,ექპრომტად ურთიერთობის დამყარება სანამ ჩემი მეორე ,,მე» არ გადახარშავს და არ დადებს დასკვნას ამა თუ იმ გადაწყვეტილების მართებულობასთან დაკავშირებით. მაგრამ, ვიღებ რა ამ ჩემს ნაკლს,ვაცნობიერებ მის არსს და უარყოფით შედეგს,ბრძოლას ვუცხადებ მას და მზად ვარ ამოვძირკვო ფესვიანად,რისი ერთ-ერთი ნაბიჯი ეს ტრენინგი და თავად ეს პოსტები და კომენტარებია. მადლიერი ვარ გიო ასეთი მოტივაციის გაჩენისთვის. ნამდვილად არ მეგონა რომ ამხელა პოსტს დავწერდი ჩემს შესახებ. საკუთარ თავზე საუბარი ხომ სირცხვილია 🙂 🙂

  5. შალვა:

    მოკლედ არვიცი საიდან დავიწყო:)თითქმის ყველა კომენტარში ვწერ რომ უმორცხვესი და არა სოციალური ადამიანი ვიყავი,შემდეგ კი სრულიად შეიცვალა ყველაფერი. აქაც იგივეს ვიტყვი. პრინციპში რომ გადავხედე ჩემს განვლილ ცხოვრებას მივხვდი რომ სხვა არც არაფერზე არ შემიძლია ვისაუბრო. სიმორცხევს და მორიდებას ჩახშობილი ჰქონდა ჩემში ყველაფერი კრეატიული, ამას ემატებოდა ის რომ ყველა მახსენებდა ჩემს ამ დაავადებას. მეუბნებოდნენ: რა მორცხვი ხარ, წყნარი,გაუბედავიო… ცოტა თამამი იყავიო, მაგრამ როგორ უნდა ვყოფილიყავი გამბედავი და თამამი არავინ არ მეუბნებოდა:) ეს შენიშვნები უფრო მეტად მაჯერებდნენ რომ არაფერი არ შემეძლო, მორცხვი ვიყავი, მართლა ძალიან დაბალი თვითშეფასება ჩამომიყალიბდა. ცხოვრება უფერული, მოსაწყენი იყო. რომ გავაცნობიერე მთელი დარჩენილი გზა ასე სიმორცხვეში და კომპლექსებში უნდა გამეტარებინა ღმერთის სასჯელად მივიღე. წარმოდგენაც კი არ მქონდა რა უნდა მომხდარიყო ისეთი რომ მდგომარეობიდან გამოვსულიყავი, ამიტომ შევეგუე ყველაფერს, მზად ვიყავი ჯოჯოხეთში მეცხოვრა. ბავშვობამ, სკოლის წლებმა, სტუდენტობამაც კი ისე გაიარეს რომ კარგად გასახსენებელი მოვლენები თითზე ჩამოსათვლელი მაქვს. მერე მოხდა რაღაც… სიტყვებით ვერ ავღწერ რა… ეხლაც სულ მაგაზე ვფიქრობ ღმერთმა გამომიგზავნა თუ შემთხვევით წავაწყდი. რომ არა ეგ რაღაც უბრალოდ ვეღარ ვიარსებებდი,მაგრამ რომ ვაანალიზებ,ვხვდები რომ შემთხვევით არ ყოფილა, რამოდენიმე გარემოებებმა შემიწყვეს ხელი. სიკვდილს რომ გადავერჩინე ვინმეს ისე არ ვიქნებოდი მადლიერი, როგორც იმ რაღაცის. მე დავძლიე გოგოსთან დალაპარაკების შიში, უცხო გოგოსთან დალაპარაკების შიში, ადამიანთან დალაპარაკების შიში. უახლოეს ნათესავებთანაც კი მიჭირდა დალაპარაკება. მივხვდი რომ ეს მბოჭავდა მთელი ეს წლები… ერთი დალაპარაკება… ინტერნეტში ვაწყდებიხოლმე ასეთ ფრაზას: «უმადურ ადამიანს მთელი მსოფლიო რომ აჩუქო ჩათვლის რომ უკვე დიდი ხანია იმსახურებდა ამას». ვიღაცამ მთელი მსოფლიო მაჩუქა:)სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ხოდა არვიცი როგორ გადავუხადო მადლობა:) მე ჩამოვშალე 22 წლის მანძილზე აშენებული ცრუ რწმუნებულებები. ამ რწმუნებულებებს როგორც თვითონ მე, ისე სხვები აშენებდნენ. აქედან დაიწყო სასიამოვნო მოვლენები ჩემს ცხოვრებაში. სხვათაშორის დიდი ხანი არაა რაც ეს მოხდა, ამიტომ ვერ ვიტყვი რომ ყველა კომპლექსი მოვიშორე. თუმცა თავისუფლად შემიძლია გიორგის წავეცეკვო მუსიკის გარეშე:) არ დამიყენებია გოგოების ნომრების ზღვა, მაგრამ ისეთ რამეებს ვაკეთებ რომ საერთოდ არ მჭირდება ნომრები. თვითონ, პირისირ ურთიერთობის პროცესით ვიღებ განუზომელ სიამოვნებას. აი რა შევამჩნიე ჩემს თავს: ყოველ ახალ დღეს მაინც თავისებურად ძნელია პირველი გამოლაპარაკება უცხოსთან, მაგრამ თუ გამოველაპარაკე მერე ყველაფერი თავისით, ძალდაუტანებლად მიდის.მთელი დღე მშვენიერ განწყობაზე ვარ.ჩემი ეს გამოცდილება რამოდენიმე ჩემს მეგობარსაც გავუზიარე და მათაც მნიშვნელოვანი შედეგები აქვთ.არვიცი ზუსტად რა ემოციები აქვთ, მაგრამ ვიცი რომ არ უჭირთ უცხოსთან გამოლაპარაკება,მეშინია კიდეც რომ არ მაჯობონ:) არამხოლოდ გოგოსთან ურთიერთობაში გავიხსენი, არამედ ყველასთან, დიდთან თუ პატარასთან, ქალთან თუ კაცთან. ერთი ძალიან ძლიერი კომპლექსი მაინც დამრჩა. მე შევიცვალე მაგრამ რატომღაც არ მინდა ჩემმა ნაცნობებმა გაიგონ ეს.როდესაც მათ გარემოცვაში ვარ ისევ ძველებურად ვიქცევი. საგულდაგულოდ ვმალავ ჩემს ურთიერთობებს. არმინდა ვათქმევინო რომ შევიცვალე.მათ ხომ სხვანაირი წარმოდგენა აქვთ ჩემზე. მირჩევია ნელნელა შეეჩვიონ რომ აღარ ვარ მორცხვი და წყნარი.

  6. მაია:

    გამარჯობათ:)ინტელექტიკა-თქვენს ნებისმიერ პოსტს თვალყურს ვადევნებ..ახლა კი ნამდვილად სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი..ეს ჩემს თავში დიდი ხანია აღმოჩენილი მქონდა,მაგრამ რით მეშველა ჩემი თავისთვის არ ვიცოდი.. თქვენ ამ პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე არ გისაუბრიათ.შესაძლებელია ესაც დაეხმაროს ადამიანებს..:))დიდი მადლობა ამ შესანიშნავი პოსტისთვის..უნდა ვეცადო და ვიმუშავო საკუთარ თავზე.დიდი გულისყურით ვადევნებ თვალყურს თქვენს პროგრამას..

  7. ანა:

    ვაღიარებ, რომ მაქვს კონკრეტული პრობლემები ადამიანებთან ურთიერთობაში. განვიზრახე სრულად გავთავისუფლდე შიშებისგან და კომპლექსებისგან. შიში არის ბოროტისგან და დამაბრკოლებელი საქმეში წინსვლისთვის. ძალიან დამეხმარა ვიდეო პრობლემის გადაწყვეტაში. დიდი მადლობა! 🙂 *IN LOVE*

  8. მზია:

    მადლიერებას გამოვთქვამ ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის წინა პლანზე წამოწევისთვის. პოსტი წავიკითხე რამდენჯერმე, ვუყურე ვიდეოს და განცვიფრებული დავრჩი იმის შემდეგ, რაც გავიაზრე თუ რასთან ჭიდილში ვატარებ მთელს ჩემს ცხოვრებას.ეს საკითხი იმდენად მრავალწახნაგოვანი აღმოჩნდა ჩემთვის, რომ თავიდან გონებაში ყველაფერი ერთმანეთში აირია. შემდეგ შევეცადე ამ აბურდული გორგალის თავი და ბოლო მეპოვა. ამისთვის გონებით გადავინაცვლე საკმაოდ შორს. სადღაც 3 წლამდე თითქმის სულ ბებია მზრდიდა სოფელში, რადგან ჩემი მშობლები მუშაობდნენ. ხოლო როდესაც მათ ბინა მიიღეს, მეც წამომიყვანეს თბილისში. საბავშვო ბაღში მიყვანის მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. მესამე დღეს აღარ დამიტოვეს. ასე უთხრეს დედას, მოკვდა ბავშვი ტირილით, არც სვამს, არც ჭამს, სულ ტირისო. ახლა უკვე ვხვდები რაც მოხდა. პატარა ბავშვი ამდენ უცხო ადამიანს პირისპირ შეხვდა, იუცხოვა, შეეშინდა, რადგან მანამდეც არ ჰქონდა თავის ტოლებთან კონტაქტი და არც უფროსებთან. სკოლის პერიოდშიც ძალიან მორცხვი და მორიდებული ვიყავი. ერთი მეგობარი მყავდა და იმას ვედაქალებოდი. კიდევ 2 იყო, ვისთანაც საერთო ენას ვნახულობდი. დანარჩენებთან უფრო ჩაკეტილი ვიყავი. ვცდილობდი არავისი დასაცინი არ ვყოფილიყავი. არადა ბავშვები რა არიან მოგეხსენებათ, უბრალო რამეზე ბჟირდებიან. მეგონა, რომ დამცინოდნენ. მერე მეც შევეცადე უფრო ცინიკურად შემეხედა ამ ყველაფრისთვის. ყველას მეტსახელი შევარქვი. 😛 ამაზე მე და ნინო კარგად ვერთობოდით ხოლმე. ერთხელაც ერთმა ჩემმა კლასელმა გოგონამ წამართვა ბლოკნოტი, სადაც ჩამოწერილი მქონდა ზედმეტსახელები და თავისი შერქმეული სახელი რომ დაინახა, გამომეკიდა გასაწეწად, ვინ არის შენი მოლა ნასრედინიო. 😀 %) ისე მაშინებდა,მსუქანი და ჯანიანი გოგო იყო მაშინ. =-O რომ წამოვიზარდეთ დავმეგობრდით და სულ მხიარულად ვიხსენებდით ძველ ეშმაკობებს.ამ გადმოსახედიდან ეს თავდაცვის ხერხი მოვნახე ვითომ, რომ მაგარი გამოვჩენილიყავი და თავი უკეთ შემენიღბა.ბოლო კლასში კი უფრო დავახლოვდით და შევეცადეთ ბავშვური წიკებისთვის აღარ მიგვექცია ყურადღება. საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა, ეს იყო ჩემი დევიზი მაშინ და მას მერეც კარგა ხანი.

    მერე ჩემს ცხოვრებაში დიდი ვაკუუმი გაჩნდა. ომიანობა, ჩაკეტილობა.უსაშველოდ გაწელილი უმოქმედობის და უსუსურობის პერიოდი. აქ მექმნება ძალიან დიდი სტრესები და ჩემი უაზრო ცხოვრების სტილი უფრო მეტად მიჩენს ფობიებს.დღემდე ვერ ვხვდები რატომ მიჩნდება დისკომფორტი, როდესაც მოულოდნელი ზარია კარზე. არ მსურს გაღება.ბავშვობიდან სულ ვერიდებოდი სტუმრებს, ჩემი მორცხვობის გამო. ვთქვათ მოვიდა ვინმე აღწერისთვის, ან არჩევნებზეა, ან დახმარების ფონდია. თავს უხერხულად ვგრძნობ. თითქოს სიახლის შიშია, თითქოს სიზარმაცის,ანუ რატომ უნდა დავხარჯო ზედმეტი დრო იმისთვის,რაც ჩემს ინტერესებში არ შედის. იმედი მაქვს, რომ გავარკვევ ამას, რადგან ვაპირებ უფრო მეტი ცნობიერება შევიტანო მსგავს სიტუაციებში.

    მთელი ცხოვრებაა,რაც ვცდილობ ადამიანის ფსიქიკის, გრძნობების თუ აზრების ამოცნობას. რატომ მითხრა ასე, რატომ მომექცა ისე. თურმე ყველაზე უმთავრესი რამ ყოფილა უპირველეს ყოვლისა გაერკვე საკუთარ გრძნობებში, ფიქრებსა თუ ქმედებებში. რასაც ასევე ვაკეთებ კარგა ხანია, მაგრამ ასე გააზრებულად ახლა ამ წამოჭრილმა საკითხმა რომ დამაფიქრა, არასდროს მომიხდენია ანალიზი. გამოდის, რომ ადამიანებთან ურთიერთობის შიში მოდის საკუთარი თავის არ ცოდნისა და არ ცნობისაგან. რაც არ უნდა დააჯერო თავი, რომ მაგარი, თავში დარწმუნებული ხარ და არ განაღვლებს სხვისი თვალი და აზრი, სხეული მაინც გაგცემს, თუ შინაგანად განცდებში ხარ. შეგიძლია ეს გარეგნულად შენიღბო, მაგრამ შენს თავს რას უშვები, საკუთარ შინაგან მეს ვერ მოატყუებ ვერასგზით. =)

    დაახლოებით 2თვის წინ დავძლიე შიში უცნობი ადამიანების მიმართ. ჩემი გეგმა ასეთი იყო. შევადგინე განცხადება, გავაკეთე მარკეტინგული მიდგომა და გამვლელებს ვთავაზობდი მსგავსად როგორც ფლაერებს და განცხადებებს არიგებენ ხოლმე. აქ ჩემი მიზანი მდგომარეობდა იმაში, რომ უცხო ადამიანთან ელემენტარული კონტაქტი დამემყარებინა და არა უბრალოდ ჩამომერიგებინა განურჩევლად. მთელი საათის სიარულის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ მხოლოდ 4 განცხადება გავეცი. ვაკვირდებოდი თავს და ადამიანებს სხვა თვალით. ზოგის სწრაფი ნაბიჯები და მკაცრი გამომეტყველება მიკარგავდა აქტიურობის სურვილს. მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ჩავთვალე „ღირსად“, რომ გადამეცა ჩემი განცხადება. „ინებეთ, გთხოვთ“ ღიმილიანი მიმართვით. იცით, მათაც გამიღიმეს და ძალიან სასიამოვნო მომენტი დავაფიქსირე. *IN LOVE* და ამ ერთსაათიანი ექსპერიმენტის შედეგად აღმოვაჩინე ჩემდა სამწუხაროდ უსიამოვნო და ძალიან მტკივნეული რამ. ჩემი თავი დავინახე სხვისი თვალით. სასტიკად მეწყინა და გავიფიქრე, ეს რა უბედურებაა, ნუთუ ეს ვარ მე? :-! ახლავე გეტყვით, თუ რატომ მოვახდინე მხოლოდ 4 ადამიანთან კონტაქტი. იმიტომ, რომ უარყოფის შემეშინდა. იმიტომ, რომ უმრავლესობის მსგავსად დავდივარ კრიჭაშეკრული, უმეგობრო, მტრული გამომეტყველებით და არ ვასხივებ სითბოს. ვჩანვარ ძალიან ცივი და უხეში. ეს კი წინააღმდეგობაში მოდის ჩემს შინაგან არსთან, რადგან სულაც არ ვარ ისეთი როგორი ნიღაბიც დამაქვს თან. ისევ ის თავდაცვის ინსტიქტი მამოძრავებს. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ რაოდენ ბევრს ნიშნავს უბრალოდ მაინც გაუღიმო იმ ადამიანს, ვინც დავალებულ თუ თავის საქმეს აკეთებს და რამეს გთავაზობს. ახლა სხვაგვარად ვიქცევი, რადგან ცნობიერება შევიტანე მასში და მე თავადაც გულით მიხარია ეს ჟესტი. სხვას ვუტოვებ სასიამოვნო თუნდაც ერთ ღიმილს, შენთვის ხომ ეს დიდ სირთულეს არ წარმოადგენს და პოზიტივს ბევრად მეტი ძალა აქვს, რომ უკეთესად გაგხადოს. მე წარმოვიდგინე, თუ როგორ უხეშად მომიშორებდა ადამიანი და ამიტომ ვერ შევძელი ბევრთან დაკონტაქტება. 🙁 და რატომ უნდა მომქცეოდნენ უხეშად? ეს მე ვარ ასეთი და იმიტომ? ეს მე მაქვს ასეთი წარმოდგენა და იმიტომ? ან იქნებ გავიხსენო სიტუაცია, როდესაც თავად უხეშად მომიშორებია ადამიანი,რომელიც სიახლეს მთავაზობდა? შესაძლოა სამივე ერთად… არადა დიდი ხანია ჩემს თავს განვუცხადე, რომ შიში დაძლევადია და წლების უკანაც გამიკეთებია მსგავსი მცდელობები საკმაოდ წარმატებულად, მაგრამ მაშინ გაუცნობიერებელი იყო და ვერ მოვახდინე ანალიზი. უბრალოდ, თავს დავუმტკიცე, რომ შემძლებია.

    ყურადღებას გავამახვილებ ასევე ერთ უჩვეულო მოვლენაზე. ვინც მიცნობს, ისინი ალბათ დამახასიათებენ კარგ მსმენელად, კარგ მოსაუბრედ, საქმიან, კეთილისმსურველ ადამიანად.მათთან ურთიერთობა მსიამოვნებს, ვერთობი თუ ვსაქმიანობ, მოკლედ ჩემს სტიქიაში ვარ. თუმცა დიდი ხანია ვხვდები, რომ არის რაღაც, რაც ძალიან არ მომწონს ჩემში. აი ვთქვათ ვასრულებ ჩემს სამუშაოს საუკეთესოდ, კმაყოფილი ვარ იმ დღის შედეგით,მაგრამ როდესაც სხეულს ვუსმენ, ის შებოჭილია რაღაცით. ზოგს ნერვიულობა გარეგნულად ეტყობა და ადგილზე ცქმუტავს, ხელებს აღარ იცის რა უყოს და ა.შ. მე კი შინაგან ფორიაქს განვიცდი და სხეული ამას მამცნობს.ვერაფრით ვერ ვხვდები რატომ მაქვს დისკომფორტი. მე ხომ ჩემს საყვარელ საქმეს ვასრულებ და მაქვს ადამიანებთან საქმიანი ურთიერთობა.მოკლედ, აქაც ძალიან დიდ დაკვირვებას და ცნობიერების შეტანას ვსაჭიროებ.

    და ბოლოს, ჩემი ამოცანაა გავარკვიო რა ბარიერებია ჩემს წინ, რომლებიც უცნობ თუ ნაცნობ ადამიანებთან დაახლოებას და კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში მიშლიან ხელს. მე ერთმანეთში მაქვს არეული სიახლის, დაცინვის, სიზარმაცის, დისკომფორტის, შეწუხებისა თუ კომფორტის ზონიდან გასვლის შიში. აუცილებლად გამოვარჩევ მათ ერთმანეთისგან და შემდეგ აღმოვფხვრი ამ ყოველივეს. რაშიც ეს კურსი და ამ კურსის გაბედული მონაწილეები და თანამოააზრეები დამეხმარებიან და მეც დავეხმარები მათ. მადლიერი ვარ ამ პოსტისთვის, გიო. *IN LOVE*

  9. მაიკო:

    რა თქმა უნდა მაქვს გაურკვეველი შიშები. თუმცა ბევრიც დავძლიე და ბევრიც დასაძლევი მაქვს.აქტუალურად ვმუშაობ საკუთარ თავთან და იმედი მაქვს რომ აბსოლიტურად ყველა სირთულეს დავძლევ , სულ ცოტა ხანში. მქონდა წლების განმავლობაში ხილული შიშები და ფარული შიშები. ხილული შიშები ,( ანუ სხვისი თვალითაც შესამჩნევი შიშები) რომელიც არაეფექტურ მდგომარეობაში მაყენებდა, დავძლიე. ზოგი არახილული შიშიც, მეტ ნაკლებად, დავძლიე. მაგრამ მაინც მაქვს, ილუზორული შიშები, რომლებზეც გარკვეული მუშაობა მესაჭიროება და მჯერავს მასაც მალე დავძლევ. *IN LOVE* *IN LOVE* *IN LOVE* %) *CRAZY*

  10. მაია:

    რამდენნი ვოფილვართ 🙂

  11. ნანა:

    გამარჯობათ ხალხანო! ეს თემა ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მზად ვარ კი არ ვთქვა , არამედ ვიყვირო! მე ვარ ადამიანი, რომელსაც აქვს საშინელი შიში ადამიანებთან ურთიერთობის. საზოგადოებასთან ჩემი ურთიერთობა საშინლად მთრგუნავს, მეშინია რას ვიტყვი, როგორ ვიტყვი, როგორ გაიგებენ იმას ,რაც მე ვთქვი, გამოვჩნდები თუ არა სულელად, მე არ მინდა ვითვალთმაქცო და რამე შელამაზებულად ვწერო ახლა აქ, რადგან მე განვიზრეხე განკურნება ამ კომპლექსებისგან და ამიტომ უმჯობესია აქ მიძახონ მოსულელო, ვიდრე დავკარგო ეს შანსი განკურნების. მე ეს გადაცწყვიტე და ვერაფერი შემიშლის ხელს ამაში. იმისათვის , რომ ჩემი მკურნალობა ეფექტური გავხადო მინდა გულახდილი ვიყო თქვენთან, საკუთარ თავთან და ჩემს მკურნალთან. რაც დრო გადის ეს შიშები ღრმავდება და იზრდება. ზოგჯერ იქამდე მივდივარ, რომ როცა კონფლიქტი მაქვს შემს უსაყვარლეს შვილთან, მირჩევნია წერილი მივწერო.!!! ეს არაა ნორმალური მოვლენა. დედას რაში უნდა სჭიტდებოდეს შვილთან წერილებით ურთიერთობა , როცა ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ?! წერილში ყველაფერს დალაგებულად ვუხსნი, ბაცშვიც იგებს და მშვიდდება, მაგრამ ეს ცუდი მაგალითია მისთვის. რა გამოდის? მე ვასწავლი მას, რომ პირდაპირი ურთიერთიბა ძნელი და ცუდია? ხედავთ? ამ კომპლექსების გამო მარტო მე კი არ ვიტანჯები, არამედ შვილსაც ვტანჯავ. დიახ,დიახ, ვტანჯავ! ის გარდატეხის ასაკშია და ყველა ჩემს შეცდომას მტკივნეულად განიცდის. მას უნდა , რომ დედამისი იყოს მისაბაძი და სრულფასოვანი. მე ამას ვგრძნობ, ის მაკვირდება და და დასკვნებსაც აკეთებს. ჭკვიანი ბავშვია და მე მასაც ვაკომპლექსებ. ამის შეგრძნება კი მტანჯავს. დანარჩენი წვრილმანები, ისეთები ,როგორიცაა ტელეფონზე არ დარეკვა და საყვარელი ადმიანების არ მოკითხვა დროის უქონლონის საბაბით, ჩვეულებრივი პრობლემაა ჩემთვის. ეს პრობლემა ღრმავდება და საქმიან ურთიერთობებზე რა მემეართება ხომ წარმოგიდგენიათ?!. ვცდილობ სხვა გავაგზავნო და თავად თავი ავარიდო, რატომ, რისთვის? ვინ გააკეთებს ჩემს საქმეს ჩემზე უკეთ? მეუღლეც ისე შევაჩვიე ჩემს ამ კომპლექსებს, რომ სულელად თუ არა , მოსულელოდ მაინც მთვლის, ყოველ შმთხვევაში ასე იყო აქამდე. არადა ხშირად ვატყობ, როგორ სჭირდება ჭკვიან საქმიან ადამიანს ჭკვიანი გვერდით მდგომი მეუღლე. რატომ გავხდი ასეთი? რატომ ვერ განვვითარდი? მე არ მინდა ასე იყოს შემდეგშიც, არასოდეს არის გვიან. მე მინდა ვისწავლო აზრის სწორად ჩამოყალიბება, ჩემი სათქმელის გაანალიზება, სხვებისათვის სასთქმელის ისე მიწოდება, რომ მერე არ მქონდეს სანერვიულო, რომ სულელურად გამომივიდა და ვინ იცის ,ახლა ის ადამიანი ნაწყენიც კია ჩემზე. კიდევ არ ვიცი სხვების მოსმენა, მითუმეტეს თუ ჩემთვის არასაინტერესო თემებზე გადაგიან, აზრებით სულ სხვაგან ვარ და ვაწყვეტინებ საუბარს, არადა რამდენი ხანი შეიძლება უსმინო რაღაც იმას ,რაც საერთოდ არ გაინტერესებს. თუმცა ამ მოსმენაში შეგიძლია ადამიანი შეისწავლო და მის შესახებ ბევრი რამეც გაიგო. ყოველთვის არ მყოფნის დრო. ესეც რაიმე სინდრონია თუ. რა არის ვერ გავიგე? აქაც მჭირდება დახმარება. ხომ არის სწავლება დროის მენეჯმენტის შესახებ, მაგრამ ყოველ დილით გეგემების ჩამოწერას ვერ მივეჩვიე. სულ უამრავი საქმე მაქვს გასაკეთებელი, მოკლედ , რათქმაუნდა ბევრი რამის სწავლა მჭირდება და გადაწყვეტილი მაქვს ყოველივე ეს ვისწავლო და მაქსიმალური სარგებელი მივიღო კურსისგან, რომელიც ჩემთვის მეტად საინტერესო და საჭირო თემაზე ტარდება. მე ვაღიარებ ჩემს კომპლექსებს, ჩემს შიშებს და გაადვწყვიტე, რომ აღაარ მინდა მათთან ერთად ცხოვრება. მინდა ცხოვრება გავხადო სასიმოვნო ჩემთვის და ჩემი ახლობლებისთვის. ამაში მე ამ კურსის წარმატებით გავლა დამეხმარება. მადლიერი ვარ ამ კურსის შემქმნელის და მისი უსაყვარლესი მეუღლის *IN LOVE* *IN LOVE* *IN LOVE*

  12. გარეგნულად საკმაოდ ძლიერი ვგონივარ ყველას. ერთი შეხედვით ჩანს რომ მე ურთიერთობები არ მიჭირს.მაგრამ შინაგანი დისკომფორტი მაქვს ხშირად. ახალგაზრდობაში ძალიან მორცხვი და კომპლექსიანი გახლდით. ბევრი რამ გამოვასწორე, მაგრამ ძალიან ბევრი მაქვს კიდევ სამუშაო.ეგ შიში რომ მომაშორებინა უბედნიერესი ადამიანი ვიქნები.

  13. მოგესალმები გიორგი, როგორც ყოველთვის ძალიან აქტუალურ საკითხებს ეხები. შემიძლია ვთქვა რომ ძალიან ბევრი რამ უკვე გადავლახე, მაგრამ მაქვს ერთი პრობლემა, მაქვს მომენტები როდესაც აბსოლუტურად ვიკეტები საკუთარ თავში და არ შევდივარ ადამიანებთან კონტაქტში… საქმე მაქვს ისეთი, რომ მიწევს უამრავ ადამიანთან ურთიერთობა და ზოგადად ვარ კონტაქტური, მაგრამ ვხედავ ხანდახან როგორ ვიღლები ამ ყველაფრისგან და ვიკეტებ… მინდა შევძლო და გავხდე უფრო გახსნილი და ლაღი, ურთიერთობები ვიქონიო ძალდატანების გარეშე და ბუნებრივად… ყველას აქვს დარწმუნებული ვარ საქმის გამო ურთიერთობები ხშირად ისეთ ადამიანებთან ვისთანაც საქმის გარეშე შეიძლება საერთოდ არ გვეურთიერთა, აი ზუსტად მინდა ისე ვისწავლო ასეთი ურთიერთობების წარმართვა, რომ მე არ ვიღლებოდი ამით და ვიყო უფრო ლაღი… ვეცადე კარგად გადმომეცა ჩემი პრობლემა, რომელიც პერიოდულად მაწუხებს. არის მომენტები, როდესაც საერთოდ არ მახსოვს ეს და არის მომენტები როდესაც მაწუხებს კიდევაც… და კიდევ ბმულს ვერ ვპოულობ, რითიც დავრეგისტრირდები… ხვალ ჩემ თავს საიუბილეო საჩუქარი უნდა გავუკეთო ვებინარის ბმულის სახით და იქნებ დამეხმაროთ . დიდი პატივისცემით — ირმა ელბაქიძე

  14. პირველ დავალების კეთებისას მე ჩემს თავში აღმოვაჩინე და დავაფიქსირე ეს შიში, მაგრამ არ ჩამიშლია ეს თემა სიღრმეებში. ახლა გამოვააშკარავებ თუ კონკრეტულად რა საკითხთან მიმართებაში მაქვს აი ეს აშლილობები სოციოფობიური შემოტევები ცხოვრებაში.
    ჩამოვთვლი რამოდენიმეს, მთავარს:
    1- უცხო ადამიანთან განსაკუთრებით როდესაც ტელეფონზე მაქვს სალაპარაკო აუცილებელ და საჭირო თემაზე ამ მომენტში თითქოს თვით-გაუპატიურება მიწევს რომ ეს ნაბიჯი გადავდგა და შემდეგ ვრეკავ.
    2 — როდესაც უცხო ადამიანის გაცნობა მინდება, შინაგანად ამ დროს მიჩნდება სოციოფობიური შემოტევები.
    3 — როდესაც გარეგნობას ვიცვლი
    4 — როდესაც ჩემი ახალი იდეა მინდა რომ გავაცნო პარტნიორს
    5 — როდესაც ვხვდები უცხო ადამიანების წრეში
    6 — როდესაც მნიშვნელოვან შეხვედრაზე მივდივარ
    7 — როდესაც რაღაც ისე არ მიდის როგორც დაგეგმილი იყო
    მე არ ვიცი ადამიანებთან ეფექტური ურთიერთობა ამ საკითხში ჯერ კიდევ საბავშვო ბაღის დონეზე ვარ. ურთიერთობებში იმაზე ბევრად მეტ პოტენციალს ვფლობ სინამდვილეში, ვიდრე ვიყენებ რეალობაში. იმიტომ ვერ ვიყენებ დღეს ამ ჩემსში არსებულ პოტენციალს, რომ მაბრკოლებს ჩემი გონების მიერ შექმნილი არაეფექტური კონცებციები, გამოგონებები, რომლებიც მრავლად მაქვს, რომლებიც მბოჭავენ და მაკომპლექსებენ ურთიერთობებისას და ხელს მიშლიან, რომ ვიყო ურთიერთობების ვირტუოზი.
    ხანდახან ვუყურებ საკუთარ თავს სხვისი თვალით ეს კი ალბათ არასრულფასოვნების კომპლექსის ბრალია. ეს ყველაფერი მცირე დოზით მაგრამ მაინც აღსაღნიშნია. ამას ფაქტი ამტკიცებს.
    არადა სიღრმისეულად რომ გავშალოთ ეს თემა სხვის აზრს ჩვენს შესახებ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს არაფერს არ ცვლის ეს რეალურად, არც დადებითისკენ და არც უარყოფითისკენ, მაგრამ რატომღაც მაინც აქცევს ჩემი გონება ყურადღებას ამ ყველაფერს და იმიტომაც ვარ სოციოფობი- ასეთი კომპლექსებით, შიშებით და პრობლემებით. თუ მუდმივად იმის ფიქრში ვიქნები თუ რას ფიქრობს ხალხი ჩემზე მე მუდმივად ხალხის მონა დავრჩები და ვერ ვიქნები მთლიანი პიროვნება. ამას ჩემი გონება მიკეთებს მე.
    დიახ მე ვაღიარებ რომ მჭირს სოციოფობია რომ მე მთელი რიგი კომპლექსები, შიშიები და პრობლემები მაქვს ადამიანებთან ურთიერთობის დროს. ადამიანებისგან ჩემდამი გაკეთებული უარყოფითი შეფასებების, კომენტარების შიში მაქვს, მეშინია შინაგანად ( აქამდე არაცნობიერად) რომ ვინმემ ჩემი მოსმენის შემდეგ არ მომაწებოს მახინჯი იარლიყი, ასეთი არაცნობიერი აზროვნება კი ბევრჯერ დაბრკოლება გამხდარა და შეუქმნია პრობლემები ჩემთვის ურთიერთობისას. ხშირად ამის გამო არ დამიწყია ურთიერთობები ადამიანებთან, მაგრამ ამის მიზეზს აქამდე ვერ ვხვდებოდი ვერ ვაცნობიერებდი ახლა კი მივხვდი რაშიცაა პრობლემა და სად არის გამოსავლის გზა. ახლა ვაცნობიერებ თუ რა მიზეზით ხდებოდა ზუსტად ეს. საერთოდ ეს ფაქტი კი იმას ამტკიცებს, რომ მე არ ვარ ჯერ მთლიანი პიროვნება. ჩემში კიდევ ბუდობს სხვების გავლენა, რომელიც ხელს მიშლის ეფექტურობაში.
    მე ვიღებ საკუთარ თავს ჩემი ნაკლოვანებით მე გავაცნობიერე და გავაცნობიერებ ჩემს ნაკლოვანებებს პრობლემებს, რომელიც მიშლიან ხელს ეფექტურობაში, მიშლიან ხელს, რომ ვიყო ურთიერთობის ვირტუოზი სოციალურ მენეჯმენტში. ჩემი ეს ნაკლოვანებები ხელს მიშლის ჩემი საზრისის, სამყაროში ეფექტურად რეალიზებაში და დროში წელავს მის რეალიზებას. ამიტომ მე მზად ვარ, რომ მოვიშორო ეს სხვისი ჭუჭყი ეს ნაკლოვანებები, განვკურნო თავი და ვემსახურო ეფექტურად ჩემს საზრისს.
    მე განვიზრახე, ეს ყველაფერი შევცვალო !

    სიყვარულითა და მადლიერებით „თეთრი ყვავი“ <3

Leave a Reply