მიზეზი #2 – სტერეოტიპები ქალის ცხოვრებაში

"მამიკოს პრინცესები"  და "არ-შემდგარი პრინცესები"

გუშინდელ პოსტში ვისაუბრეთ პირველ და საკვანძო მიზეზზე, თუ რატომ ვერ იზიდავ მამაკაცებს მაინცდამაინც შენ, როცა სხვები სულაც არ განიცდიან მათ ნაკლებობას… ან გვერდით გყავს მამაკაცი, მაგრამ ვერ აქციე სასურველ პრინცად…

მოდი, დღეს განვიხილოთ მეორე მიზეზი, რომლის მასშტაბიც გცილდებათ თქვენ ორს და წვდება მთელ საზოგადოებას, რომლის წევრიც ხარ შენ…

მაშ, ასე — დაიმახსოვრე და მიიღე ერთი საკვანძო სიმართლე, რომელიც მეტ-ნაკლებად მაინც გეხება — შენ ხარ იმ საზოგადოების მოლოდინების პროდუქტი, რომლის წევრსაც წარმოადგენ!!! და შენ ხშირად მოქმედებ სწორედ ისე, როგორც გკარნახობს შენს გარშემო არსებული სტერეოტიპები…

გაიხსენე შენი ურთიერთობები, ვთქვათ, ბოლო 5 წლის განმავლობაში… გავს ისინი რამით ერთმანეთს? მოგწონს ის ნაბიჯები, რაც გადადგი, თუ დღემდე გაწვალებს დანაშაულის გრძნობა, რომ რაღაც ისე ვერ გააკეთე, როგორც თავად გსურდა?.. გაწუხებს კითხვები:

  • იქნებ…?
  • რა იქნებოდა რომ…?

თუ ასეა, მიესალმე ამ პრობლემის გასაღებს — ნაბიჯები, რომლებსაც დგამდი, არ იყო შენი ცნობიერი არჩევანი, შენი ცხოვრების სვლა არ აგირჩევია შენ, ის გაგიმზადეს და უცერემონიოდ გადმოგცეს იმ სტერეოტიპებმა, რომლებიც შენს გარემოცვაში აქტუალური იყო… ჰო, ხშირად სწორედ შენი გარემოცვა განსაზღვრავს შენს რეალობას და ალბათ, დამეთანხმები, რომ ეს არცთუ ისე სამართლიანია…

მოდი, ჩავყვეთ სიღრმეებს და გადავინაცვლოთ ღრმა ბავშვობაში…

პირველი სტერეოტიპი მამაკაცისა და ზოგადად, ურთიერთობების შესახებ გიყალიბდება ოჯახში…

გოგო, იბადება თუ არა, მისი აღქმის პირველ "მამაკაც-ობიექტს" წარმოადგენს მამა… სწორედ მასთან განვითარებული ურთიერთობები აყალიბებს წარმოდგენებსა და სტეროტიპებს
მამაკაცების შესახებ…

აქ ქალების გამოცდილება 2 ნაწილად იყოფა:

1. "მამიკოს პრინცესები";

2. მამასთან კონფლიქტში მყოფი გოგონები, ანუ "არ-შემდგარი პრინცესები".

რა ხდება პირველ შემთხვევაში?

დაიბადა გოგო, მამა ბედნიერია… თავიდანვე განსაკუთრებულ ყურადღებას და მზრუნველობას იჩენს თავისი გოგოს მიმართ, ანებივრებს და ყველა მის სურვილს აკმაყოფილებს… "ჩემი პრინცესათი" თენდება და ღამდება… გოგონაც იფერებს სტატუსს და თავის ჭკუაზე ატრიალებს "პრინცს"… მოკლედ, ბავშვობა გადის ტკბილად და ბედნიერად…

მაგრამ გოგონა იზრდება და ქვეცნობიერად მისი "Google-search" ეძებს ზუსტად ისეთ მამაკაცს, როგორიც მამაა… მეტიც, მას ხშირად ვერც კი წარმოუდგენია, რომ კაცები შეიძლება სხვანაირებიც იყვნენ…

თავის მხრივ, მამასაც ვერ წარმოუდგენია, რომ "მისი პრინცესა" შეიძლება "სხვისი პრინცესა" გახდეს და მაქსიმალურად ცდილობს, რაიმე ზეგავლენა მაინც იქონიოს შვილის არჩევანსა და ურთიერთობებზე… ხშირად ეკითხება, ვინმე ხომ არ გამოჩენილა ისეთი, ვინც მყუდროებას ურღვევს, რომ ხმლით თუ არა, მუშტით მაინც გაუტეხოს ცხვირი, რომელიც ამ "ვითომ პრინცმა" ჩაყო მათ ურთიერთობაში 🙂 გოგონაც მაქსიმალურად ცდილობს, არ მოტყუვდეს და ნამდვილი პრინცი იპოვოს, რომ ბოლოს გომბეშო არ შერჩეს ხელში… 🙂

აი, გამოჩნდა პირველი კანდიდატიც… თითქოს ყველაფერი რიგზეა, მაგრამ მოიცა, პრინცი სულაც არ იქცევა ისე, როგორც მოიქცეოდა მამა, ე.ი. ის რაღაცით არ არის კარგი და ტვინი რთავს განგაშის სიგნალს — SOS… და ურთიერთობა ჩანასახშივე იწყებს განადგურებას…

ერთი ასეთი შემთხვევა მახსენდება, როცა ერთ-ერთი ნაცნობი მოვარდა ჩემთან და აღელვებულმა დამიწყო საუბარი იმაზე, თუ რა "დეგენერატი" გამოდგა მისი ახალი თაყვანისმცემელი და რომ ბუნებაში აღარ არიან კაცები, რომლებიც ისე მოიქცევიან ქალების წინაშე, როგორც — მამამისი… ემოციურად ყვებოდა, როგორ დაამცირა ბიჭმა ხალხის წინაშე და რომ მასთან ერთად აღარასოდეს არსად დაადგამს ფეხს… ალბათ, გაინტერესებს, რა გაუკეთა თაყვანისმცემელმა ისეთი, რომ მისი ასეთი აღელვება დაიმსახურა და მართლაც, მას მერე ის ერთხელაც არ შეხვედრია ამ ბიჭს… დანაშაული გამოიყურება ასე: მიდიან ქუჩაში ბედნიერები და თვალებაციმციმებულები, ჩაუარეს ერთ-ერთ ბრენდულ მაღაზიას, გოგომ აღტაცება გამოთქვა ერთ-ერთი ჩანთის მიმართ, ბიჭიც არ დაიბნა, მოკიდა ხელი, შეარბენინა მაღაზიაში, მოითხოვა სასურველი ჩანთა 🙂 დააა… აქ იწყება ყველაზე "დეგენერატული" საქციელი… მისი პრინცესასთვის საჩუქრის ყიდვისას, პრინცი "ხურდას დაელოდა" და ამით უხერხულად აგრძნობინა თავი პრინცესას… არადა, მამა ყოველთვის ტოვებდა ნებისმიერი მოცულობის ხურდას გამყიდველთან, როცა თავისი გოგოსთვის ყიდულობდა საჩუქრებს… ჰო, ასეც ხდება…

მამის ფაქტორმა გადამწყვეტო როლი ითამაშა ამ გოგოს ცხოვრებაში და დღემდე ბევრის ცხოვრებაში ასრულებს უდიდეს როლს… და თუ შენ გიყვარს ისტორიები, მეორეც მახსენდება უკვე გათხოვილი ნათესავის არქივიდან…

სცენარი ბევრწილად განსხვავებულია, მაგრამ შედეგი ერთია — გოგონა ანგრევს ურთიერთობას: მოკლედ, პრინცესას მამა ბავშვობიდან აძლევს რეცეპტს, როგორი უნდა იყოს იდეალური ურთიერთობები ოჯახში… იკვეთება კლასიკური "ქართული" მიდგომა — ცოლი მოსიყვარულე, ოჯახზე მზრუნველი, კაცს უმზადებს საყვარელ სადილებს, ისიც თავს ევლება და აქებს და აქებს და ამ "გამრჯე ხელებს" უკოცნის, შვილები დარბიან სახლში, გარშემო სულ ბედნიერი ხმაური და ფუსფუსია და ა.შ. და ა.შ.

იზრდება გოგო, მის ცხოვრებაში ჩნდება პრინცი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ყველას ძალიან მოსწონს, გოგოს უყვარს, შედგა ოჯახი, ბედნიერია ყველა, მაგრამ… აქ იწყება იმ სტერეოტიპის ნგრევა, რაც გოგოს მამამ ჩაუდო თავში და კერძოდ: ქმარი სულ დაკავებულია, დადის საზღვარგარეთ მივლინებებში და ცოლს ეუბნება: მე შენ ძალიან მიყვარხარ და არ მინდა, სახლში იჯდე და სულ მე მელოდო, ამიტომ წაგიყვან ყველგან, სადაც წავალ და იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დაკავებული ვარ და მიწევს ხშირი გადაადგილება, ერთი-ორი წლით ბავშვის გაჩენისგან თავი შევიკავოთ… პირველი დარტყმა მიღებულია, ბავშვების მხიარული სირბილისა და ჟრიამულის შაბლონი — დარღვეული, მაგრამ აქ ასევე, ირღვევა ბედნიერი ოჯახის მეორე ნიშნულიც — ხშირი გადაადგილების გამო, ოჯახი იკვებება რესტორნებში, დადის სიმპოზიუმებზე, საღამოებზე და ვერაფრით მოხერხდა, ცოლის მიერ სადილების კეთება და მისი ხელების კოცნა დილა-საღამოს… ჰოდა, ურთერთობა შეწყდა პრინცესას ინიციატივით… აი, ასე…

ახლა გადავინაცვლოთ მეორე და კიდევ უფრო რთულ მოდელზე, სახელად:

"არ-შემდგარი პრინცესები"

აქ ყველაფერი პირიქითაა… გოგო ვერაფრით აწყობს ურთიერთობას მამასთან… სიტუაცია განსაკუთრებით დაძაბულია, თუ მამას ბიჭი უნდოდა და გოგო დაიბადა… გოგონა ქვეცნობიერად გრძნობს მამის უკმაყოფილებას და სულ აქვს დანაშაულის გრძნობა, რომ ვერ არის ისეთი, როგორსაც ისურვებდნენ მისი მშობლები… და თუ ამას ისიც ემატება, რომ სიდედრი აქტიურ მონაწილეობას იღებს მის გაზრდაში და მამას რატომღაც არ აღაფრთოვანებს "სიდედრის ფენომენი", კონფლიქტი გარდაუვალია — გოგონამ სულ რომ ციდან ყოველდღე მოწყვიტოს ვარსკვლავები და ოლიმპოს ღმერთებს მეასედ მოპაროს ცეცხლი, ის სულ მუდამ — "ბებიაშენს დაემსგავსე" სტატუსით გააგრძელებს ცხოვრებას მამის წარმოსახვასა და რეალობაში…

ჰოდა, ასეთი გოგონები მთელი ძალით და სისწრაფით გაურბიან "მამის მსგავს კაცებს" და მეტიც, ყველა კაცში ეჩვენებათ "მამის არასასურველი ნიშნები"… შედეგად კი, ძალიან, ძალიან, ძალიან ბეევრი ურთიერთობა, რომელიც შესაძლოა, happy end-ით დამთავრებულიყო, წესიერად არც კი იწყება…

დრო გადის და ქალს უმძაფრდება და უმძაფრდება კომპლექსი — რომ ის არ არის საკმარისად კარგი… ის რაღაცას ვერ აკეთებს სწორად, არ არის ლამაზი და მიმზიდველი და თუ აქამდე, მამას ვერ მოაწონა თავი, ვერც პრინცებს მოიზიდავს და შეაყვარებს თავს… მას უჩნდება განცდა, რომ არ იმსახურებს სიყვარულს… და ისე, რომ ვერც აცნობიერებს, კარგავს ურთიერთობისა და სიყვარულის ყველა შესაძლო ვარიანტს…

ასეთი ქალის ქვეცნობიერი, ანუ მეტაფორულად, იგივე "Google-search" ეძებს ყველანაირ კანდიდატს, ოღონდ არ გავდეს მამას, მაგრამ აქ ძალიან, ძალიან მზაკვრული "მაგრამ" იმალება — ქვეცნობიერი ვერ აღიქვამს "არ" ნაწილაკს, ისევე, როგორც თუკი google-ში ჩაწერ "no man", ის უამრავი კაცის ფოტოს ამოგიყრის… ჰოდა, გოგონაც რატომღაც ზუსტად ისეთ ტიპებს "აწყდება" ცხოვრებაში, როგორიც — "არ" არის მამა… და ოჯახები ან ვერ იქმნება, ან ძალიან კონფლიქტურია, ან ინგრევა…

ასეთი ისტორიები გაცილებით მეტია ჩემს გარშემო, თუმცა მათი მოყოლით არ დაგღლი, რადგან ისინი არცთუ ისე სასიამოვნო მოსასმენია…

მთავარი ის არის, რომ ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზეა შესაძლებელი სტერეოტიპებისგან გათავისუფლება… თუკი ეს ნამდვილად გინდა და დაიწყებ მუშაობას საკუთარ თავზე… რადგან დრო გადის… და თუ შენ რამით არ გაკმაყოფილებს შენი არსებული თუ არ არსებული ურთიერთობები, დროა, იმუშაო მიზეზებზე და არა — შედეგებზე.

მიზეზების იდენტიფიცირებაში თუნდაც ცოოტათი დაგეხმარები მე, 16 აპრილს კი "ინტელექტიკას" უფასო მასშტაბური ვებინარი — "მე ქალი ვარ", რომელიც ვრცლად მიეძღვნება ამ თემებს…

იმისათვის, რომ გარანტირებულად მოხვდე ვებინარზე, გადადი ამ ბმულზე:  http://inteleqtika.biz/webinar და გააფორმე ხელმოწერა.

ახლა კი დროებით გემშვიდობები… დაელოდე ჩემს ხვალინდელ პოსტს… ერთად გამოვიდეთ ჩაკეტილი წრიდან, რომ შეძლო და თავად აირჩიო ურთიერთობის ის სცენარი, რომელიც მოგწონს… ერთად მივმართოთ შენი რეალობა — შენი საოცნებო ცხოვრებისკენ…

P.S. გთხოვ, კომენტარებში გამოთქვა შენი მოსაზრება, რამდენად საინტერესო და აქტუალურია ეს თემა შენთვის და თუ არიან შენს გარემოცვაში ქალები, რომლებიც სწორედ ამ მიზეზით იტანჯებიან და ვერ ცხოვრობენ საოცნებო ცხოვრებით…

სიყვარულით, ნატა თვალაძე [NT]


Tags: , , ,

3 комментария to “მიზეზი #2 – სტერეოტიპები ქალის ცხოვრებაში”

  1. ლაზარე:

    ქალებს კი არა მეც დამაინტერესა. თურმე რამდენი რამ არ გვცოდნია.

  2. ნატა თვალაძე:

    ლაზარე 🙂 <3 აწი გაიგებ კიდევ უფრო მეტს 🙂 🙂 🙂

  3. tamar chitadze:

    Mogesalmebit.me es tema dzalin mainteresebs imitom rom martlac uamravi adamiania am problemebis msxverpli kerdzod «mamikos princesa» piadad ar vzivar am cherchoshi uamravi mizezis gamo da var bednieri.siamovnebit davescrebi

Leave a Reply