Posts Tagged ‘ბლოგი’

სასარგებლო რჩევები ბლოგერებს და არა მარტო…

Понедельник, Май 27th, 2013

მოგესალმები მეგობარო. დღეს გადავწყვიტე, რომ ეს პოსტი სპეციალურად ბლოგერებისთვის დამეწერა. მაგრამ ის ასევე სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებს და ყველა იმ ადამიანს გამოადგება, ვისაც რაიმე სახის სტატიებზე, საკურსოებზე, თუ სხვა ნაშრომებზე უწევს მუშაობა.

ამ ტექნიკის გამოყენებით, შენ უპრობლემოდ შეძლებ ისეთი პოსტების დაწერას, რომელიც მაგნიტივით მოიზიდავს მკითხველს და მისგან მოწყვეტა ფაქტიურად წარმოუდგენელი ამოცანა გახდება. და კიდევ, ამ ტექნიკის ათვისების შემდეგ, შენ გაცილებით ნაკლებ დროს დახარჯავ საინტერესო პოსტების დაწერაზე, ვიდრე ხარჯავდი ადრე.

(далее…)

სტარტი

Понедельник, Февраль 14th, 2011

მოგესალმები ძვირფასო მკითხველო!

ამ პოსტით იხსნება ჩვენი ბლოგი და საფუძველი ეყრება ახალ, ძალზედ საინტერესო და სასარგებლო პროექტს, რომელიც მრავალი წლის მანძილზე, ბევრ სარგებელს მოუტანს მის მკითხველს.

ბლოგის თემატიკა გახლავთ წარმატება და აქედან გამომდინარე სახელი „ინტელექტიკაც“ შემთხვევით არ არის შერჩეული, რადგანაც ინტელექტი ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი და საჭირო იარაღია, წარმატებისაკენ მიმავალ გზაზე.

როგორც მოგეხსენება, ბლოგი მულტიმედიურია და უმეტესწილად პრაქტიკული ვიდეოკასტები იქნება შემოთავაზებული. მაგრამ შიგადაშიგ ასევე შემოგთავაზებთ თეორიულ და ფსიქოლოგიურ საინტერესო პუბლიკაციებსაც, რომლებიც ძალზედ სასარგებლო აუდიო და ვიდეო კასტებით იქნება გაჯერებული. ასევე ვგეგმავთ ჩავწეროთ ინტერვიუები ინტელექტუალ და წარმატებულ პიროვნებებთან, რომლებიც გაგვიზიარებენ თავიანთ ხედვებს, გამოცდილებას და მიღებულ შედეგებს.

(далее…)