Posts Tagged ‘დანიშნულება’

რა არის, რისთვის არის საჭირო და როგორ გამოვამჟღავნოთ ჩვენი მისია?

Воскресенье, Август 5th, 2012

მოგესალმები ჩემო ძვირფასო მეგობარო!

— როგორ მიდის შენი საქმეები ამ პაპანაქება ზაფხულში?

იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად გაქვს!

მცირე პაუზის შემდეგ, მინდა ადამიანის დანიშნულებაზე და მისიაზე გაგესაუბრო. დღეს მე მოგიყვები, თუ რა არის, რისთვის არის საჭირო და როგორ უნდა ვიპოვოთ ჩვენი ცხოვრებისეული დანიშნულება და მიისია? ასევე, ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი ყოველივე ამის გარეშე ცხოვრობს და ისე მიდის ამ წუთისოფლიდან, რომ საერთოდ ვერ (არ) ახერხებს საკუთარი მისიის გამომჟღავნებას…

(далее…)

როგორ ვიპოვოთ საკუთარი მოწოდება?

Среда, Май 23rd, 2012

დღევანდელი ჩვენი პოსტი, წმინდა ილია მართლის სიტყვებით მინდა დავიწყო:

"ამ წუთისოფელში ადამიანს ბევრი და მრავალი სახის საქმე აქვს საკეთებელი, როგორც კერძოდ თავის თავისთვის, ისე საზოგადოდ ყველასთვის. ყველას ერთნაერი დანიშნულება არ აქვს. სათითაოდ ყველას რაიმე დანიშნულება კი უსათუოდ აქვს. მაღალზნეობის თვალის წინაშე, სიდიდე ადამიანისა დანიშნულების სიდიდეზე არ არის დამოკიდებული, მრავალგვარია ნიჭიერება, ღონე და მიდრეკილება ადამიანისა. სიდიდე და ღირსება ის არის, ვინ როგორ აურჩია საქმე თავის ნიჭსა, ღონესა, მიდრეკილებასა და ვინ როგორ უძღვება. თვითონ საქმის მეტ ნაკლებობა აქ არაფერ შუაშია, დიდი და პატარა სულ ერთია, ოღონდ კაცმა იმას მიმართოს, იმას ჩასჭიდოს ხელი, რაზედაც გული მიუწევს და ნიჭი და უნარი მიუწვდება, უამისოდ ყოველი დიდი საქმე მცირეა და ამისით კი ყოველი პატარაც დიდია!"

(далее…)

ჩვენი ტელე-რადიო დებიუტი!

Вторник, Ноябрь 29th, 2011

 

 

 

გუშინ შედგა ჩვენი ტელე-რადიო დებიუტი. გუშინ ამომწურავი პასუხი გაეცა ჩვენი გარემოცვის სკეპტიციზმს, ჩვენს საქმიანობასთან და ამორჩეულ, შეუცვლელ ცხოვრებისეულ კურსთან დაკავშირებით. გუშინ მე და ჩემი პარტნიორი კონსტანტინე ცირეკიძე მიწვეულები ვიყავით, მედია-კავშირ ობიექტივში, გადაცემა "ახალგაზრდული აზრი" სადაც ერთი საათის განმავლობაში, პირდაპირ ეთერში ვსაუბრობდით მრავალ აქტუალურ და საჭირბოროტო თემებზე.

კერძოდ, ჩვენ განვიხილეთ:

  1. საიდან გაჩნდა ბლოგ "ინტელექტიკას" შექმნის იდეა და რა მიზანს ემსახურება ის;
  2. ჩვენი ხედვები წარმატებასთან დაკავშირებით;
  3. რატომ არის ქართველი ახლგაზრდა პასიურ მდგომარეობაში და როგორ უნდა გამოვიდეს აქედან;
  4. როგორ ვითარდება დღეს საქართველოში ტრეინინგების, ბიზნეს ტრენერებისა და "კოუჩინგის" ინსტიტუტი;
  5. ჩვენი სამომავლო გეგმები და ხედვები;

და კიდევ მრავალი საინტერესო რამ, რასაც ამ გადაცემის ვიდეოჩანაწერიდან შეიტყობთ.

(далее…)

იგავი ფანქარზე

Среда, Июнь 29th, 2011


შვილიშვილი აკვირდება, ბაბუას, რომელიც წერილს წერს, და ეკითხება:

—       რას წერ ბაბუ, რაც ჩვენ გადაგვხდა თავს? იქნებ ჩემს შესახებ წერ?

ბაბუამ შეწყვიტა წერა და ღიმილით უპასუხა შვილიშვილს:

—       შენ გამოიცანი, მე შენს შესახებ ვწერ. მაგრამ მთავარი ის კი არ არის, რას ვწერ მე, არამედ მნიშვნელოვანი არის ის, თუ რითი ვწერ. ჩემი დიდი სურვილია, რომ როდესაც შენ გაიზრდები, გახდე ისეთი, როგორიც აი ეს ფანქარია…

ბავშვმა ცნობისმოყვარე თვალებით შეათვალიერა ფანქარი, მაგრამ განსაკუთრებული ვერაფერი შეამჩნია.

—       ეს ზუსტად ისეთი ფანქარია, როგორებიც მე ბევრეჯერ მინახავს, წამოიძახა გაუგებრობაში მყოფმა შვილიშვილმა!
(далее…)