Posts Tagged ‘დრო’

იცით თუ არა რომ…

Вторник, Апрель 17th, 2012

მოგესალმები, ჩვენო ძვირფასო მკითხველო!

მცირე პაუზის შემდეგ, მეტად სასიამოვნო და სასარგებლო სიახლით, ჩვენ კვლავ დაგიბრუნდით!

მაგრამ, ვიდრე საქმეზე გადავიდოდეთ, ნება მომეცი მოგილოცო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. "ინტელექტიკა" გილოცავს დღესასწაულთა დღესასწაულს, გისურვებს ჯანმრთელობას, ბედნიერებას და თავისუფლებას. ღმერთმა დაგლოცოს, გაგახაროს და გაგაძლიეროს!

ქრისტე აღსდგა, ქრისტე აღსდგა, ქრისტე აღსდგა!

(далее…)

ცხოვრების ექსპრეს დიაგნოსტიკა!

Среда, Декабрь 14th, 2011

 

მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მკითხველებო.

შეამჩნევდით, თუ რამდენი ადამიანი ჩივის და მწყრალად არის განწყობილი ამ ცხოვრების მიმართ.

კერძოდ, მათ არ მოწონთ:

  • დაბალი ხელფასი;
  • მაღალი გადასახადები;
  • არასამართლიანი არჩევნები;
  • უსამართლობა;
  • და ა.შ. მიზეზები, რომლებიც ფაქტიურად ყოველ დღე გვესმის, შეიძლება გაუთავებელი რაოდენობით ჩამოიწეროს.

(далее…)

დროის ფასი!

Суббота, Декабрь 10th, 2011

იმისათვის, რომ გაიგოთ ერთი წლის ფასი… ჰკითხეთ ამის შესახებ სტუდენტს, რომელმაც ვერ ჩააბარა ბოლო გამოცდა.

იმისათვის, რომ გაიგოთ ერთი თვის ფასი… ჰკითხეთ ამის შესახებ დედას, რომელმაც ნაადრევად იმშობიარა.

იმისათვის, რომ გაიგოთ ერთი კვირის ფასი… ჰკითხეთ ამის შესახებ ყოველკვირეული ჟურნალის რედაქტორს.

იმისათვის, რომ გაიგოთ ერთი დღის ფასი… ჰკითხეთ ამის შესახებ ექვსი შვილის დედას, რომელსაც ძალიან დაბალი ხელფასი აქვს.

იმისათვის, რომ გაიგოთ ერთი საათის ფასი… ჰკითხეთ ამის შესახებ შეყვარებულებს, რომლებიც სულმოუთქმელად ელოდებიან ერთმანეთთან შეხვედრას.

იმისათვის, რომ გაიგოთ ერთი წუთის ფასი… ჰკითხეთ ამის შესახებ ადამიანს, რომელმაც მატარებელზე დააგვიანა.

(далее…)