Posts Tagged ‘ვიდეომარკეტინგი’

ახალი რუბრიკა

Вторник, Ноябрь 6th, 2012

მოგესალმები ჩვენო ერთგულო მკითხველო!

ჩვენს ბლოგზე მორიგი ახალი რუბრიკა იხსნება, სახელწოდებით: "ვიდეო ციტატები".

ჩვენ დავამზადებთ პატარა ვიდეო რგოლებს [2 დან 5 წთ. მდე], რომელიც გამორჩეული იქნება საუკეთესო ხარისხით, საუკეთესო მუსიკითა და წარმატებული ადამიანებისა და დიდი მოაზროვნეების რჩეული გამონათქვამებით.

ამ ბოლო დროს, რაც ახალ პროექტებზე დავიწყეთ მუშაობა, იმდენ დროს ვეღარ უთმობთ ახალი პოსტების ხშირად წერას, რაზეც უკვე არაერთი წერილი, თხოვნა და შენიშვნა მივიღეთ ჩვენი ერთგული მკითხველისგან. ასე, რომ დარწმუნებულივარ ეს რუბრიკა ცოტათი მაინც ამოავსებს იმ ვაკუუმს, რომელიც ჩვენი მოუცლელობის გამო შეიქმნა.

(далее…)

აი ასე ვიწყებდით :)

Воскресенье, Октябрь 30th, 2011

 

მოგესალმებით ჩვენო ძვირფასო და საყვარელო მკითხველო!

დღეს ძველ არქივებში ვიქექებოდი და ისეთ მასალებს წავაწყდი, რომელმაც ძალიან დიდი ენერგია, სიხარული და დადებითი განწყობა მომგვარა, გამახსენა რა ის გზა, რომლითაც შეუდექით ამ დაუვიწყარი შთაბეჭდილებებითა და მრავალფეროვანი თავგადასავლებით აღსავსე გზას.

ამიტომ მაშინათვე მოვახდინე სასწრაფო რეაგირება და გადავწყვიტე, რომ შენთვისაც გამეზიარებინა ის ერთი შეხედვით პატარა კურიოზები, რომლებიც მე და ჩემს მეგობრებს გვხვდებოდა გზად.

ამ ორი წლის განმავლობაში, ძალიან დიდი ინფორმაციის გადამუშავება მოუხდა ჩემს ტვინს და მთელი ეს ინფორმაცია ძირითადად დაკავშირებული იყო (არის და იქნება) პირად და გუნდურ წარმატებასთან, ლიდერობასთან და პიროვნულ/სულიერ ზრდასთან.

(далее…)

უგემრიელესი კერძი, ჩვენი ვიდეომარკეტინგის ლაბორატორიიდან!

Пятница, Август 12th, 2011

მოგესალმები წარმატებების მაძიებელო!

დღეს როგორც მოგეხსენება, ინტერნეტ ერა უფრო და უფრო ღრმად იდგამს ფესვებს და იმყარებს პოზიციებს მთელი მსოფლიოს მაშტაბით.

უნდა გამოგიტყდე, რომ საქართველო ამ მხრივ კუს ნაბიჯებით ვითარდება. ამ შემთხვევაში მე ბიზნეს მიმართულება მაქვს მხედველობაში და რასაც მსოფლიო ბაზარზე ვადევნებ თვალყურს, თუნდაც დასავლეთზე რომ არაფერი ვთქვათ და მხოლოდ რუსეთი და უკრაინა ავიღოთ, ეს ჩემში ნამდვილ გაოცებასა და აღფრთოვანებას იწვევს.

ხოლო ვიდეომარკეტინგი ამ ერაში ერთ-ერთ უძლიერეს იარაღად იქცა.

იქედან გამომდინარე, რომ თავად არაერთხელ გავხდი უშუალო მოწმე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემხელა და უფრო ბევრად ახალგაზრდა ბიჭები და გოგონები, დღეს უკვე ათობით ათას დოლარს შოულობენ სახლიდან გაუსვლელად ინტერნეტის მეშვეობით და თავიანთი ნებასურვილისამებრ მსოფლიოს ნებისმიერ კურორტებზე დადიან დასასვენებლად, წელიწადში რამდენჯერმე.

(далее…)