Posts Tagged ‘ინტელექტი’

აი რა არ გაძლევს ნამდვილი ცხოვრებით ცხოვრების საშუალებას…

Суббота, Ноябрь 16th, 2013

სცენა ფილმიდან: "ყველაფერი სიყვარულისთვის".

მამა-შვილი დგანან ტაძარში. მამა მალე უნდა მოკვდეს. ისინი ჩუმად ლოცულობენ. შემდეგ მამა ეუბნება შვილს:

"მე არ მაღელვებს ის ფაქტი, რომ თითოეული ადამიანის ცხოვრებაში დგება ის დღე, როდესაც მან უნდა დატოვოს ეს წუთისოფელი. მე მაღელვებს ის, რომ ადამიანები მაშინაც კი არ ცხოვრობენ, სანამ ჯერ კიდევ ცოცხლები არიან. ისინი უარს ამბობენ და თავს ანებებენ ნამდვილ ცხოვრებას".

ეს სიმართლეა! შენ როგორ ფიქრობ, რატომ ანებებენ ადამიანები ცხოვრებას თავს მანამ, სანამ ჯერ კიდევ ცოცხლები არიან?

(далее…)

სამი გზა

Пятница, Сентябрь 14th, 2012

მოგესალმები ჩემო ერთგულო და საყვარელო მეგობარო!

— რა იქნება, ადამიანი ორგანიზმის გადიდებულ უჯრედს, ხოლო მთელი ჩვენი პლანეტა კი, ამ ორგანიზმს რომ შევადაროთ?

დააკვირდი ამ ორ ფოტოს, ერთ-ერთი მათგანი [მარცხენა ფოტო] უმძლავრესი მიკროსკოპითაა გადაღებული და მასზე ადამიანის ტვინის უჯრედებია გამოსახული. ხოლო, მეორე სურათზე ჩვენი პლანეტაა გამოსახული — გადაღებულია ტელესკოპით "Hubble Space Telescope, HST".

(далее…)

„რამდენს იწონის ერთი ჭიქა წყალი?“

Пятница, Март 16th, 2012

 

პროფესორმა თავისი ლექცია დაიწყო იმით, რომ აიღო ხელში ჭიქა, რომელშიც ესხა მცირეოდენი წყალი, ასწია ეს ჭიქა მაღლა ისე, რომ ყველას კარგად დაენახა და სტუდენტებს ჰკითხა:

— როგორ ფიქრობთ, რამდენს იწონის ეს ჭიქა?…

(далее…)

რა არის ინტელექტი?

Вторник, Май 31st, 2011

მოგესალმები მეგობარო! ეს ჩვენი რიგით მეორე პოსტია და ის, ჩვენთვის და იმედი გვაქვს, რომ არა მმხოლოდ ჩვენთვის, უაღრესად აქტუალურ თემას ეხება, კერძოდ — ინტელექტს, მის მნიშვნელობას და უკიდეგანო შესაძლებლობებს.

პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადო იმისთვის, რომ კითხულობ ამ პოსტს. ეს იმას ნიშნავს, რომ შენ დაინტერესებული ხართ საკუთარი ინტელექტის განვითარებით. სამწუხაროდ ბევრს არ აინტერესებს, ან არ შეუძლია გაიგოს აზროვნებისა და მისი განვითარების პროფესიონალური მეთოდები, რომელთაც ძალუძთ ადამიანი შესაძლებლობების ახალ, უმაღლეს დონეზე გაიყვანონ.

(далее…)

სტარტი

Понедельник, Февраль 14th, 2011

მოგესალმები ძვირფასო მკითხველო!

ამ პოსტით იხსნება ჩვენი ბლოგი და საფუძველი ეყრება ახალ, ძალზედ საინტერესო და სასარგებლო პროექტს, რომელიც მრავალი წლის მანძილზე, ბევრ სარგებელს მოუტანს მის მკითხველს.

ბლოგის თემატიკა გახლავთ წარმატება და აქედან გამომდინარე სახელი „ინტელექტიკაც“ შემთხვევით არ არის შერჩეული, რადგანაც ინტელექტი ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი და საჭირო იარაღია, წარმატებისაკენ მიმავალ გზაზე.

როგორც მოგეხსენება, ბლოგი მულტიმედიურია და უმეტესწილად პრაქტიკული ვიდეოკასტები იქნება შემოთავაზებული. მაგრამ შიგადაშიგ ასევე შემოგთავაზებთ თეორიულ და ფსიქოლოგიურ საინტერესო პუბლიკაციებსაც, რომლებიც ძალზედ სასარგებლო აუდიო და ვიდეო კასტებით იქნება გაჯერებული. ასევე ვგეგმავთ ჩავწეროთ ინტერვიუები ინტელექტუალ და წარმატებულ პიროვნებებთან, რომლებიც გაგვიზიარებენ თავიანთ ხედვებს, გამოცდილებას და მიღებულ შედეგებს.

(далее…)