Posts Tagged ‘კონსტანტინე ცირეკიძე’

ჩვენი ტელე-რადიო დებიუტი!

Вторник, Ноябрь 29th, 2011

 

 

 

გუშინ შედგა ჩვენი ტელე-რადიო დებიუტი. გუშინ ამომწურავი პასუხი გაეცა ჩვენი გარემოცვის სკეპტიციზმს, ჩვენს საქმიანობასთან და ამორჩეულ, შეუცვლელ ცხოვრებისეულ კურსთან დაკავშირებით. გუშინ მე და ჩემი პარტნიორი კონსტანტინე ცირეკიძე მიწვეულები ვიყავით, მედია-კავშირ ობიექტივში, გადაცემა "ახალგაზრდული აზრი" სადაც ერთი საათის განმავლობაში, პირდაპირ ეთერში ვსაუბრობდით მრავალ აქტუალურ და საჭირბოროტო თემებზე.

კერძოდ, ჩვენ განვიხილეთ:

  1. საიდან გაჩნდა ბლოგ "ინტელექტიკას" შექმნის იდეა და რა მიზანს ემსახურება ის;
  2. ჩვენი ხედვები წარმატებასთან დაკავშირებით;
  3. რატომ არის ქართველი ახლგაზრდა პასიურ მდგომარეობაში და როგორ უნდა გამოვიდეს აქედან;
  4. როგორ ვითარდება დღეს საქართველოში ტრეინინგების, ბიზნეს ტრენერებისა და "კოუჩინგის" ინსტიტუტი;
  5. ჩვენი სამომავლო გეგმები და ხედვები;

და კიდევ მრავალი საინტერესო რამ, რასაც ამ გადაცემის ვიდეოჩანაწერიდან შეიტყობთ.

(далее…)

Facebook Timeline

Пятница, Ноябрь 11th, 2011

 

მიყვარს სიახლეები და დარწმუნებული ვარ, რომ შენც არ ხარ მათ მიმართ გულგრილი, ხოლო იმაში 100%-ით დარწმუნებული ვარ და ალბათ არც შენ შემეკამათები, რომ ჩვენი ძვირფასი facebook-ის შემქმნელ მარკ ცუკერბერგსაც ძალიან უყვარს სიახლეები და ინოვაციური სიურპრიზების მოწყობა თავისი ძვირფასი კლიენტებისათვის, რომელთა რიგებშიც აბსოლუტურად დამსახურებულად ვიკავებთ საპატიო ადგილებს მეც და შენც 😉

მემგონი საკმარისია ჩემი "ლირიკული" შესავალი და ჯობია საქმეზე გადავიდეთ. ძალიან დიდ პატივს ვცემ ადამიანებს, რომლებიც ამ მსოფლიო გლობალიზაციისა და ბიზნესის ტურბულენტურად განვითარების პერიოდში, ახერხებენ სწრაფი და მოქნილი გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო დღევანდელ ინფორმაციულ ერაში, უნდა ვაღიაროთ, რომ ტექნოლოგიები ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ (რაღა თქმა უნდა პიროვნების შემდეგ. აქ საკვანძო სიტყვას პიროვნება წარმოადგენს და არა ადამიანი)

(далее…)