Posts Tagged ‘მიზანი’

2013 წლის 5 გამონათება და პატარა საახალწლო ბონუსი ჩემგან

Воскресенье, Декабрь 29th, 2013

მოგესალმები მეგობარო! მინდა მოგილოცო დამდეგი ახალი წელი. დღევანდელი პოსტი 2 ნაწილად იყოფა: პირველი — ეს იქნება გასული წლის შეჯამება; ხუთი გამონათება და მცირე რჩევები ჩემგან — პირადად შენ. ხოლო, მეორე ნაწილში კი პატარა [დიდი] საჩუქარი გელოდება. ასე რომ — გირჩევ ბოლომდე ყურადღებით წაიკითხო ეს პოსტი.

მაშ ასე — დავიწყეთ: ჩავატარე წლის ტრადიციული შეჯამება და გადავწყვიტე 2013 წელს მიღებული გამონათებები გამიზიარებინა შენთვის. მინდა გითხრა, რომ საკმაოდ საინტერესო წელი მქონდა. ეს იყო პატარა [დიდი] გარღვევების და "მშენებლობის" დაწყების წელი.

(далее…)

იცით თუ არა რომ…

Вторник, Апрель 17th, 2012

მოგესალმები, ჩვენო ძვირფასო მკითხველო!

მცირე პაუზის შემდეგ, მეტად სასიამოვნო და სასარგებლო სიახლით, ჩვენ კვლავ დაგიბრუნდით!

მაგრამ, ვიდრე საქმეზე გადავიდოდეთ, ნება მომეცი მოგილოცო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. "ინტელექტიკა" გილოცავს დღესასწაულთა დღესასწაულს, გისურვებს ჯანმრთელობას, ბედნიერებას და თავისუფლებას. ღმერთმა დაგლოცოს, გაგახაროს და გაგაძლიეროს!

ქრისტე აღსდგა, ქრისტე აღსდგა, ქრისტე აღსდგა!

(далее…)

მიზნის მიღწევის უტყუარი და 100%-ით მუშა მეთოდიკა

Суббота, Февраль 11th, 2012

მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მეგობრებო. დღეს უნდა გამოგიტყდეთ თქვენ და უნდა ვაღიარო, რომ მე თქვენ მიყვარხართ 🙂

დიდია ალბათობა იმისა, რომ თქვენ ეხლა დაფიქრდით: „მოიცა — რაშია აქ საქმე? ეს ტყუილად სიყვარულის ახნას არ დაგვიწყებდა, ე.ი. რაღაც აქვს ჩაფიქრებული და ჩვენგანაც უეჭველი რაღაც უნდა“ :))

მინდა გითხრათ, რომ დიახ, ამ შემთხვევაში მე მართლაც მინდა ერთი რამ თქვენგან და ეს თქვენი წარმატება და კეთილდღეობაა. ასევე მინდა, რომ დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ გვკითხულობთ… უყურებთ და სწავლობთ ჩვენს ვიდეო გაკვეთილებს, ტოვებთ კომენტარებს, გვიზიარებთ საკუთარ მოსაზრებებს… სოციალურ ქსელებში, ჩვენი რესურსების რეკომენდაციას უწევთ თქვენს მეგობრებს და ა.შ…

(далее…)

იგავი ფანქარზე

Среда, Июнь 29th, 2011


შვილიშვილი აკვირდება, ბაბუას, რომელიც წერილს წერს, და ეკითხება:

—       რას წერ ბაბუ, რაც ჩვენ გადაგვხდა თავს? იქნებ ჩემს შესახებ წერ?

ბაბუამ შეწყვიტა წერა და ღიმილით უპასუხა შვილიშვილს:

—       შენ გამოიცანი, მე შენს შესახებ ვწერ. მაგრამ მთავარი ის კი არ არის, რას ვწერ მე, არამედ მნიშვნელოვანი არის ის, თუ რითი ვწერ. ჩემი დიდი სურვილია, რომ როდესაც შენ გაიზრდები, გახდე ისეთი, როგორიც აი ეს ფანქარია…

ბავშვმა ცნობისმოყვარე თვალებით შეათვალიერა ფანქარი, მაგრამ განსაკუთრებული ვერაფერი შეამჩნია.

—       ეს ზუსტად ისეთი ფანქარია, როგორებიც მე ბევრეჯერ მინახავს, წამოიძახა გაუგებრობაში მყოფმა შვილიშვილმა!
(далее…)