Posts Tagged ‘რწმენა’

რწმენის ძალა

Суббота, Март 9th, 2013

"მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა რომ გქონდეთ და უთხრათ ამ მთას: აქედან იქით გადადიო, იგი გადავა, და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი". [მათ. 21,21.]

რწმენა — ეს არის ყველაზე ჭეშმარიტი, ყველაზე ძლიერი, ყველაზე ცოცხალი და ყველაზე ურყევი მდგომარეობა, რაც კი შეიძლება ადამიანს გააჩნდეს. მხოლოდ ასეთ რწმენას შეუძლია ადამიანი ყველაზე დიდ გამარჯვებებთან მიიყვანოს. რწმენა არ არის პიროვნული თვისება ან გონებრივი განწყობა — ეს ცნობიერების განსაკუთრებული მდგომარეობაა. შეიძლება ითქვას, რომ რწმენა — ეს არის საკუთარი სულის შეცნობა და მყარად დაჯერება იმისა, რისიც გწამს.

(далее…)

რასაც დასთესავ — იმას მოიმკი

Вторник, Март 5th, 2013

მოგესალმები მეგობარო! დღეს ჩვენ ცნობიერზე და ქვეცნობიერზე გავისაუბრებთ. ეს არის ორი სამყარო, რომელთა ურთიერთქმედებაზეც არის დამოკიდებული, თუ რამდენად მიაღწევ ცხოვრებაში დასახულ მიზნებს. თუ ამ ბლოგის აქტიური მკითხველი ხარ, მაშინ, შენ უკვე უნდა გქონდეს ცხოვრების მთავარი მიზანი [საზრისი], რომელიც გამოძრავებს და შინაგანი ნატურალური ენერგიით გამარაგებს. ხოლო, იმისათვის, რომ სწრაფად შეძლო დასახული მიზნების მიღწევა, აუცილებელია გესმოდეს, თუ როგორ ფუნქციონირებს შენი ცნობიერი და ქვეცნობიერი.

(далее…)

როგორ შევქმნათ სასურველი რეალობა?

Пятница, Февраль 22nd, 2013

მოგესალმები, ჩემო ძვირფასო და ერთგულო მკითხველო. დღეს, მეტად საინტერესო და მნიშვნელოვან თემაზე მინდა გაგესაუბრო.


თუ თავად არ მართავ საკუთარ რეალობას, ის იწყებს შენს მართვას!“ © ვადიმ ზელანდი


ძალიან მაინტერესებს, გაქვს თუ არა განსაზღვრული შენი ცხოვრების მთავარი მიზანი?

პრობლემა იმაშია, რომ ადამიანების უმრავლესობამ საერთოდ არ იციან რა უნდათ, სამაგიეროთ, მათ ზუსტად იციან რა არ უნდათ.

  • მე არ მინდა მქონდეს ასეთი დაბალი ხელფასი!
  • „მე არ მინდა ვიყო მსუქანი!“
  • „მე არ მინდა ვიყო ცუდათ!“
  • „მე არ მინდა ეს მთავრობა!“
  • „მე არ მინდა მყავდეს ასეთი გარემოცვა!“
  • და ა.შ.

სამყაროსთვის არ არსებობს ნეგატივი და პოზიტივი. სამყაროსთვის არ არსებობს სიკეთე და ბოროტება. სამყაროსთვის არ არსებობობს კარგი და ცუდი — არის მხოლოდ ის, რისიც შენ გჯერა!

(далее…)

იგავი: «დაკარგვა და აღმოჩენა»

Воскресенье, Апрель 22nd, 2012

შუა ოკეანეში გემმა განიცადა კატასტროფა და ერთი პატარა კუნძულის მახლობლად ჩაიძირა. ამ საშინელ კატასტროფას მხოლოდ ერთი ადამიანი გადაურჩა. ეს იყო ახალგაზრდა, ძლიერი მამაკაცი. მან მიცურა კუნძულამდე და ულამაზესი ქვიშის სანაპიროზე ჩამოჯდა იმ იმედით, რომ მაშველები მალე შეიტყობდნენ მისი ადგილსამყოფელის შესახებ და აუცილებლად გადაარჩენდნენ მას. თავიდან ის ბედნიერი იყო იმის გამო, რომ გადარჩა.

(далее…)