Posts Tagged ‘სტივენ კოვი’

გზა მესამე ათასწლეულის ლიდერობისაკენ

Вторник, Октябрь 29th, 2013

მოგესალმები მეგობარო!

როგორ ფიქრობ, რა არის წარმატების საიდუმლო ნებისმიერ საქმეში? რატომ აღწევენ ერთნი წარმატებას, მაშინ როცა დანარჩენები წინასწარ მარცხისთვის არიან განწირულები? რა განსხვავებაა წარმატებულსა და ხელმოცარულ ადამიანს შორის? პასუხი ცალსახაა — ეს არის ლიდერობა. სხვაობა წარმატებულსა და ხელმოცარულ ადამიანს შორის, სწორედ იმაშია, აქვს თუ არა მას ლიდერული თვისებები. ხოლო, ეს თვისებები შეუძლებელია, რომ თავისით დაგემართოს. ლიდერობა მხოლოდ ცნობიერ-ნებელობითი ძალისხმევის შედეგად ვითარდება, რადგანაც ის პოტენციურად თითოეულ ადამიანშია. (далее…)

მაღალეფექტურობის საძირკველი

Среда, Июнь 26th, 2013

დღეს მინდა გიჩვენო, თუ როგორ ვასრულებ დავალებებს, რომელსაც ჩემი მენტორები მაძლევენ. ამ შემთხვევაში, მენტორის როლს ლეგენდარული სტივენ კოვი შეასრულებს, მისი ბესტსელერით: "მაღალეფექტური ადამიანების 7 უნარი".

ამ წიგნში, რომელიც უკვე აღარც კი მახსოვს რამდენჯერ წავიკითხე [შეიძლება ითქვას, რომ ზეპირად ვიცი], კოვი იძლევა დავალებას. აი რას ამბობს ის: მე მინდა შემოგთავაზო პარადიგმის ძვრა იმ გზით, რომ მოსწვლის როლიდან, მასწავლებლის როლში გადაინცვლო. ისარგებლე მიდგომით "შიგნიდან გარეთ" და ამ წიგნთან მუშაობის დროს გქონდეს მიზანი: 48 საათის განმავლობაში, ვინმესთან განიხილო და გააანალიზო ის, რაც გაიგე.

ჰო და ჩემო მეგობარო, დღეს განვიზრახე, რომ შენთან ერთად განვიხილო და გავაანალიზო ის, რაც წარმოადგენს მაღალეფექტურობის საძირკველს. ეფექტურობა კი, სწორ ფოკუსში და ბალანსში მდგომარეობს, რასაც სტივენ კოვიმ შ/რს ბალანსი უწოდა. სადაც "შ" — ეს არის სასურველი შედეგი, ხოლო "რს"— ეს არის რესურსები და სახსრები, რომლებიც ხელს გვიწყობენ სასურველი შედეგის მიღებაში.

(далее…)