Posts Tagged ‘ტრენინგი’

თვითმოტივაცია ჩემპიონებისათვის

Понедельник, Апрель 29th, 2013

მოგესალმები მეგობარო! ვიცი-ვიცი, საკმაოდ გაგვიგრძელდა პაუზა, რაც ახალ პროექტებზე მუშაობით იყო განპირობებული, მაგრამ იმასაც კარგად ვაცნობიერებ, რომ ჩვენს ერთგულ მკითხველს, საერთოდ არ აინტერესებს არავითარი მიზეზი და თავისმართლება, როცა ინტელექტიკა გათიშულია. სწორედ ამიტომ ვიღებდით ყოველდღიურად შემდეგი ხასიათის წერილებს: "ინტელექტიკა გაუქმდა?", "როდის ჩაირთვება ინტელექტიკა?" და ა.შ. იყო კატეგორიული წერილებიც, მაგალითად ასეთი: "დაგვიბრუნეთ ინტელექტიკა!" cheeky

ეს საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში გვაყენებდა და მინდა გითხრა, რომ მხოლოდ ამ მიზეზის გამო დაბრუნდა საიტი ძველი დიზაინით…

(далее…)

წარმატების შემაფერხებელი ფაქტორები…

Вторник, Январь 22nd, 2013

მოგესალმები მეგობარო! მცირე პასუზის შემდეგ, რომელიც სხვადასხვა მიზეზებით იყო გამოწვეული, ინტელექტიკა კვლავ უბრუნდება თავის საყვარელ მკითხველს. 

პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ჩვენს ერთგულ მკითხველს, რომლებიც სერიოზულად განიცდიდნენ ჩვენი მაუწყებლობის გათიშვის გამო, რომელიც გაჩენილი ტექნიკური ხარვეზიდან გამომდინარე 5 დღე გრძელდებოდა. ამ პერიოდის განმავლობაში, მრავალი წერილი მივიღე, რამაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა ინტელექტიკას ფასეულობაში და მინდა ხმამაღლა განვაცხადო, რომ ინტელექტიკა არასოდეს გაუქმდება და ყოველთვის იარსებებს.

(далее…)

საახალწლო საჩუქარი

Воскресенье, Декабрь 30th, 2012

ამბობენ, რომ ახალწელს, თუ სწორად დაისახავ სწორ მიზანს, ის აუცილებლად აგისრულდებაო.

— გსუურს, რომ შემდეგ 2013 წელს, შენი ოცნებები და მიზნები რეალობად იქცეს?

ალბათ შენი პასუხია "კი". ჰო და, თუ ასეა, მაშინ გამოყავი ცოტა დრო და ერთ წელიწადში აღმოაჩენ, რომ შენი ოცნებები ასრულდა. მაგრამ, პირველ რიგში საჭიროა, მათი სწორად ჩაფიქრება.

(далее…)

როგორ მოვიშოროთ კომპლექსები?

Понедельник, Ноябрь 12th, 2012

მოგესალმები მეგობარო!

ჩვენს რუბრიკაში: პირდაპირი საუბრები, მრავალი კითხვა დაგროვდა, ხოლო ყველაზე მეტი მოთხოვნა კომპლექსების დაძლევაზე და სირცხვილისგან განთავისუფლებაზე იყო, ასე რომ გადავწყვიტე ეს პატარა პოსტი დამეწერა. ასევე გადავწყვიტე ჩვენი გუნდური ტრენინგიდან ერთი პატარა ვიდეო დანართიც გამეკეთებინა, სადაც სწორედ კომპლექსებზე და მათი მოგვარების ორიგინალურ ხერხებზეა საუბარი.

დაწყებული საკუთარი თავის, სიტყვებისა და ქცევების ურწმუნობით, არასრულფასოვნების კომპლექსით დამთავრებული, დღეს ძალიან ბევრი ადამიანი იატანჯება სხვადასხვა სახის კომპლექსებისგან. ერთ დროს, მეც მათ რიგებში ვიყავი, ასე რომ ეს საკმაოდ ნაცნობი თემაა ჩემთვის და რახან მე შევძელი ამ სენისგან განკურნება, დამერწმუნე, რომ თუ კარგად მოინდომებ — შეძლებ შენც.

(далее…)

ჩვენი ტელე-რადიო დებიუტი!

Вторник, Ноябрь 29th, 2011

 

 

 

გუშინ შედგა ჩვენი ტელე-რადიო დებიუტი. გუშინ ამომწურავი პასუხი გაეცა ჩვენი გარემოცვის სკეპტიციზმს, ჩვენს საქმიანობასთან და ამორჩეულ, შეუცვლელ ცხოვრებისეულ კურსთან დაკავშირებით. გუშინ მე და ჩემი პარტნიორი კონსტანტინე ცირეკიძე მიწვეულები ვიყავით, მედია-კავშირ ობიექტივში, გადაცემა "ახალგაზრდული აზრი" სადაც ერთი საათის განმავლობაში, პირდაპირ ეთერში ვსაუბრობდით მრავალ აქტუალურ და საჭირბოროტო თემებზე.

კერძოდ, ჩვენ განვიხილეთ:

  1. საიდან გაჩნდა ბლოგ "ინტელექტიკას" შექმნის იდეა და რა მიზანს ემსახურება ის;
  2. ჩვენი ხედვები წარმატებასთან დაკავშირებით;
  3. რატომ არის ქართველი ახლგაზრდა პასიურ მდგომარეობაში და როგორ უნდა გამოვიდეს აქედან;
  4. როგორ ვითარდება დღეს საქართველოში ტრეინინგების, ბიზნეს ტრენერებისა და "კოუჩინგის" ინსტიტუტი;
  5. ჩვენი სამომავლო გეგმები და ხედვები;

და კიდევ მრავალი საინტერესო რამ, რასაც ამ გადაცემის ვიდეოჩანაწერიდან შეიტყობთ.

(далее…)

«შინაგანი დემონები»

Среда, Сентябрь 21st, 2011

 

2 წლის წინ, როდესაც მე დავკავდი ჩემი უსაყვარლესი საქმიანობით, უფროსწორედ როდესაც ვიწყებდი, სერიოზული პრობლემების წინაშე ვიდექი, ყოველ შემთხვევაში მაშინ ასე ვფიქრობდი. ამიტომ დავიწყე თბილისში მასწავლებლის ძებნა, ასე რომ ვთქვათ ბიზნეს ტრენერის, ადამიანის, ვინც დამეხმარებოდა ფეხზე დადგომაში და ამასთანავე სწორ გზას მიმითითებდა.

ვეძებდი საუკეთესოებს, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ვიპოვე და იცით რატომ ვერ ვიპოვე? იმიტომ რომ არ არიან. გავიარე ბლომად ტრენინგები, მაგრამ ესენი ტრენერები კი არ იყვნენ, ესენი იყვნენ ტიპიური თეორიტიკოსი ლექტორები და მე ვესწრებოდი უემოციო ლექციებს.

(далее…)