Posts Tagged ‘შთაგონება’

რასაც დასთესავ — იმას მოიმკი

Вторник, Март 5th, 2013

მოგესალმები მეგობარო! დღეს ჩვენ ცნობიერზე და ქვეცნობიერზე გავისაუბრებთ. ეს არის ორი სამყარო, რომელთა ურთიერთქმედებაზეც არის დამოკიდებული, თუ რამდენად მიაღწევ ცხოვრებაში დასახულ მიზნებს. თუ ამ ბლოგის აქტიური მკითხველი ხარ, მაშინ, შენ უკვე უნდა გქონდეს ცხოვრების მთავარი მიზანი [საზრისი], რომელიც გამოძრავებს და შინაგანი ნატურალური ენერგიით გამარაგებს. ხოლო, იმისათვის, რომ სწრაფად შეძლო დასახული მიზნების მიღწევა, აუცილებელია გესმოდეს, თუ როგორ ფუნქციონირებს შენი ცნობიერი და ქვეცნობიერი.

(далее…)

შენც ასე გათამაშებს შენი გონება?

Понедельник, Декабрь 3rd, 2012

ყურადღება!!! სუსტი ნერვების მქონე ადამიანებს, ვთხოვ თავი შეიკავონ ამ პოსტის წაკითხვისგან!


"სიმართლე მწარე წამალია, არ გესიამოვნება, მაგრამ მოგარჩენს!" © ონორე დე ბალზაკი


ადამიანებთან ურთიერთობის პრაქტიკის ზრდასთან ერთად შევნიშნე, რომ მათ ძალიან უყვართ თავიანთი პრობლემები და უდიდესი ენთუზიაზმით იცავენ საკუთარ ტანჯვას.

ახლა ვიხსენებ, რომ ადრე მეც შეუპოვრად ვიცავდი საკუთარ ტანჯვას.

შენც, ჩემო ძვირფასო მკითხველო… შენც ძალიან გიყვარს შენი პრობლემები და დიდი ენთუზიაზმით იცავ საკუთარ ტანჯვას!

შეიძლება შენ ახლა შემეწინააღმდეგო და მითხრა: "ხომ არ გაგიჟდი გიორგი, როგორ შეიძლება პრობლემები მიყვარდეს?"

(далее…)

იყავი ბედნიერი «აქ და ამჟამად»

Суббота, Март 3rd, 2012

 

უკვე მერამდენედ ვრწმუნდები, რომ მიუხედავად პრობლემებისა და სხვადასხვა განსაცდელებისა, ჩვენი ცხოვრება მშვენიერია. მე სულ ვეძებ სვადასხვა გზებს იმისათვის, რომ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი შთავაგონო და თუნდაც იოტის ოდენა როლი მაინც ვითამაშო იმაში, რომ მის ცხოვრებაში მძიმე წარსულისა და ბუნდოვანი მომავლის ნაცვლად, ამ წუთის, ამწამისა და ამ მომენტის, (საწყის ეტაპზე ფერმკრთალი მაინც) ხედვა გავაჩინო. საწყისი ეტაპი, იმიტომ ვახსენე, რომ როდესაც ადამიანი მცირედი დოზით მაინც გაუგებს "აქ და ამჟამად" ცხოვრებას გემოს, მისი შეჩერება უბრალოდ შეუძლებელი გახდება.

(далее…)