თავისუფლების ანატომია‬

იმას, რასაც ახლა წაიკითხავ, შეუძლია, ძირეულად შეცვალოს შენი ცხოვრება, მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „დაცლი ჭიქას“ და გახსნილი, ტოტალური მიღების მდგომარეობაში შეხვალ.

ძალიან მნიშვნელოვანია, იცოდე, რომ სურვილი — ეს არის მანიპულაციის ერთ-ერთი საკვანძო ინსტრუმენტი, რომელიც ღრმა ბავშვობიდან, უჯრედულ დონეზე ინერგება ჩვენში. ეს ხდება იმისათვის, რომ ადამიანი, რაც შეიძლება დაშორდეს და მოწყდეს შინაგან თავისუფლებას და პერსონალურ განვითარებას. ამ მანიპულაციის არსი იმაშია, რომ გვასწავლონ ჩვენი თავისუფლების, თვითრეალიზაციის, წმინდა გრძნობების, ნატურალური ზრახვების, სპონტანურობისა და შემოქმედებითი ძიების ხვალისთვის გადადება… ჩვენ ვიწყებთ სპეციალური პირობებისა და ყალბი საქმეების ძიებას დღეს იმისთვის, რომ ხვალ მოვიპოვოთ ილუზორული ბედნიერება, რომელიც ჩვენი რწმენა-წარმოდგენით სადღაც „იქ“, მომავალშია გაშეშებული და ჩვენ გველოდება.

გამათავისუფლებელი სიმართლე იმაშია, რომ შენ არაფრის ლოდინი არ გჭირდება. შენ უკვე დღეს, აქ და ამჟამად ხარ თავისუფალი…

ერთადერთი, რაც გიხერგავს გზას ამ თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე, ეს შენი ყალბი ვალდებულებები, შეზღუდვები და რწმუნებულებებია, რომლებიც თავადაც კი არ იცი, თუ საიდან მოვიდნენ… ერთი რამ ფაქტია, რომ ეს ყველაფერი შენ უკვე ავტომატურად განმეორებად ჩვევებად გექცა, რომლებიც როგორც პირობითი რეფლექსები, ისე მოქმედებენ შენში და შენ ყოველგვარი ცნობიერების გარეშე რეაგირებ და ყოველდღიურად იმეორებ ჩვეულ და რეფლექტორულ ნაბიჯებს, რომლებსაც არათუ წარმატება, არამედ ცუდის გარდა, არაფერი მოაქვს შენთვის.

შენ გაურბიხარ და ბლოკავ ყველა შესაძლებლობას, რომლებსაც შეუძლიათ, განვითარების ახალ დონეზე გაგიყვანონ. ეს იმიტომ ხდება, რომ ახალი შესაძლებლობა — სიახლესთანაა კავშირში, შენი ტვინი კი გიცავს და ყველანაირ სიახლეს რისკთან აიგივებს… რის ხარჯზეც, მოქმედებაში მოდის შენი შინაგანი ხმა, რომელთანაც შენ აიგივებ საკუთარ თავს და იწყებ ტვინიკოსობას, თუ რატომ არ გამოვა, ან შეუძლებელია იმის გაკეთება, სადაც პოტენციურად შენი წარმატება და აყვავება იმალება.

შენ ყალბ სურვილში, რომელიც სადღაც მომავალშია გამოკიდებული, ცვლი იმ ერთადერთს, რაზეც შეგიძლია გავლენის მოხდენა — ანუ აწმყოს. შენ ხარ საკუთარი არსის მკვლელი, იმიტომ რომ — არსი მხოლოდ აწმყოში რეალიზდება, იმ აწმყოში, რომლისაც შენ ყველაზე მეტად გეშინია… მე თუ მკითხავ, სწორედ ეს არის ყველაზე დიდი ცოდვა, ყველა არსებული ცოდვებიდან, რადგან ეს არის სათავე.

ნაცვლად იმისა, რომ დაკავდე იმ ერთადერთით, რაზეც შეგიძლია გავლენის მოხდენა, რომ გაისუფთაო თავი იმ ნაგვისგან, რომლითაც გამოჭედილი გაქვს თავი, შენ იწყებ ილუზორული მომავლის იდეალიზირებას, სადაც ჩახლართული და რთულად მისაღწევი, ყალბი და არაკონგრუენტული სურვილების გარდა, არაფერი არ არის.

სურვილი — თავის არსით, ეს არის მენტალური კონცეფცია, რომელიც ხელს გიწყობს, იყო მუდმივად რაღაცის მოლოდინში, იტანჯო, ითმინო და იმართლო თავი არსებული მდგომარეობის გამო, სადაც ყველაფერი ისე არ არის, როგორც შენ გსურს, რომ ყოფილიყო.

გააცნობიერე, რომ ნამდვილად ძლიერი და თავისუფალი ადამიანები არ დასდევენ ხვალინდელ, ყალბ სურვილებს. ისინი არ არიან შებოჭილები და არ გაურბიან ნამდვილ თავისუფლებას და ბედნიერებას, რომელიც მხოლოდ ამ მომენტში, ამ ერთადერთ გაელვებაშია, რომელ გაელვებასაც დროსთან არანაირი კავშირი არ აქვს. ნამდვილად თავისუფალი ადამიანები იღებენ დიდ მენტალურ მაკრატელს და ჭრიან თავიანთი ცხოვრებიდან ყველაფერ იმას, რაც ზღუდავს და ხელს უშლის მათ სულიერ და შემოქმედებით პოტენციალს აწმყოში რეალიზებაში.

ხვალეზე უარის თქმა — ეს არის ის ერთადერთი ჭეშმარიტება, რასაც ადამიანი სინამდვილეში ეძებს… სამწუხარო ის არის, რომ შენ ჯერ არ გესმის და ვერ აცნობიერებ ამას. ყველა სიბრძნე, ყველა რელიგია და ყველა ჭეშმარიტი სწავლება, საბოლოო ჯამში, აქეთკენ მიდის, უბრალოდ, ეგოისტური და ტენდენციური, შიშზე დაფუძნებული სწავლებების გამო, ამ ჭეშმარიტების არასწორი და მიკერძოებული ინტერპრეტირება ხდება.

შენ ფიქრობ, რომ შენი ბედნიერება — სადღაც იქ არის! არადა, გამოსავალი იქ კი არა, ყოველთვის აქ, ამ მომენტშია… ეს ხდება მხოლოდ გაცნობიერების გზით, როდესაც ჩვენ ვაცნობიერებთ და უარს ვამბობთ ხელბორკილებზე, ვქმინთ საკუთარ ფასეულობებზე დაფუძნებულ ზრახვით კონფიგურაციას და აწმყოში ვიწყებთ მის რეალიზებაზე სპონტანურ და შემოქმედებით, ქმნად და დაუვიწყარ, პროცესუალურ მოქმედებას.

P.S. სწორედ ეს გელოდება 1 თებერვალს ჩვენს ტრენინგზე. გადადი ამ ბმულზე, გაეცანი პროგრამას სრულად და შემოგვიერთდი: ტელეპორტაცია 2015 >>

სიყვარულით, მადლიერებითა და რწმენით: GT


Tags:

3 комментария to “თავისუფლების ანატომია‬”

  1. ლელა:

    აი, ეხლა კი საერთოდ დავიბენი… ძალიან შორს არის ადამიანები სწორი აზროვნებიდან და საერთოდ, სწორი მდგომარეობიდან. ამ პოსტების მერე დიდი ხანი საგონებელში ვარ ხოლმე და ,,აზრზე რომ მოვდივარ» მადლობას ვეუბნები ღმერთს და საკუთარ თავს: ,,აი, ლელა, ხომ ხედავ, ვინც ეძებს, თურმე ყოველთვის პოულობს!»

  2. ლაშა:

    ჩვენ ყველანი თავისუფლები ვარტ ,მაგრამ ამის დაჯერებაში ჩვენი არასწორი რწმუნებულებები და შეხედულებები გვიშლის ხელს.ბენიერება აქ და ამჟამად უნდა ვეძებოთ და არა მომავლში.სიახლის არ უნდა გვეშინოდეს ,რადგან ის მეტ შესაძლებლობეს გვთავაზობს და სიახლით ცხოვრება უფრო საინტერესოა.ერთფეროვნება ჩაკეტილი წრეა,მომსაწყენი

  3. ანა:

    რაღაც დავიბენი. Eსე იგი გრძელვადიანი გეგმები არ უნდა დავსახოთ?გიო გთხოვ მიპასუხე, ძალიან მაინტერესებს

Leave a Reply