ტონი რობინსი — გაკვეთილი #1

 

ალბათ უკვე იცი, რომ ექსპერიმენტს ვატარებ საკუთარ თავზე. ეს იქნება 30 დღე ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმზე მოქმედება. ჰოდა, ალბათ იმაშიც დამეთანხმები, რომ ასეთ დროს მოტივაცია წყალივით სჭირდება ადამიანს. როცა დავფიქრდი, ვისი ჭიდან მიმეღო მოტივაციის ის მაცოცხლებელი წყალი, რომელიც 30 დღის განმავლობაში დამეხმარებოდა საუკეთესო ფორმაში ყოფნაში და თან პოზიტიურ განწყობასაც შემინარჩუნებდა, ეგრევე ჩემი საყვარელი მასწავლებელი, ტონი რობინსი გამახსენდა.

არ ვიცი გაქვს თუ არა მისი წიგნები წაკითხული, ან ვიდეოები ნანახი, მაგრამ ჩემი აზრით, ის ნომერი ერთია პერსონალური განვითარების ნიშაში — რა თქმა უნდა მსოფლიო მასშტაბით. ჰოდა გადავწყვიტე, ამ 30 დღიანი ექსპერიმენტის განმავლობაში, მისი წიგნის: "უსაზღვრო ძალაუფლება"-ს მიხედვით, დავწერო პოსტები. ანუ, ეს იქნება გაკვეთილები ტონი რობინსისგან, ოღონდ რა თქმა უნდა ჩემებურად გაფორმებული და გემრიელად მოწოდებული.

კარგი იდეაა? მზად ხარ? მაშინ შეიკარი ღვედები და დავგაზეთ wink

ცხოვრებაში ხშირად ხდება ისეთი მოვლენები, რომელთა მართვა ჩვენ არ შეგვიძლია. მაგალითად კომპანიამ, რომელშიც ვმუშაობთ წარმოების შემცირება დაიწყო და ჩვენ, სამუშაოს არ ქონის გამო იძულებული ვართ წამოვიდეთ სამსახურიდან. გაგვშორდა ცოლი/ქმარი. ავად გახდა ოჯახის წევრი. გარდაიცვალა ახლობელი ადამიანი. სახელმწიფომ შეამცირა ხარჯები სოციალურ საჭიროებებზე. მსგავს სიტუაციებში ჩვენ სრული უძლურების შეგრძნებას განვიცდით, თითქოს უკვე არაფრის გაკეთება აღარ შეგვიძლია, რომ როგორმე გავლენა მოვახდინოთ შექმნილ სიტუაციაზე.

შესაძლოა შენ უკვე ყველა შენს ხელთ არსებული საშუალება სცადე, რათა დაგეწყო მუშაობა, დახმარებოდი ოჯახს, გეპოვნა მეორე ნახევარი და თავი ბედნიერ ადამიანად გეგრძნო. მაგრამ, როგორც ჩანს არაფერმა არ გაამართლა. 

როდესაც ჩვენ მთელი ძალებით ვცდილობთ, მაგრამ მაინც ვერ ვაღწევთ მიზანს, ხშირად გვეშინია მცდელობების გამეორების. რატომ? იმიტომ რომ თითოეულ ჩვენგანს ტანჯვისაგან გაქცევის სურვილი გვამოძრავებს! არავის სურს ხელახლა მარცხის განცდა. არავის სურს დაიხარჯოს მხოლოდ იმიტომ, რომ მორიგი იმდგაცრუება განიცადოს. ხშირად ჩვენ განმეორებითი მარცხების განცდის შემდეგ, უბრალოდ თავს ვანებებთ მცდელობებ და ვფიქრობთ, რომ არაფრის შეცვლა აღარ შეიძლება.

თუ შენ მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდი, ესეიგი — როგორც რობინსი ამბობს — შენ "შეძენილი უძლურების" მდგომარეობამდე მიიყვანე თავი. შენ შეიძინე ეს განცდა, შენ დაარწმუნე საკუთარი თავი, რომ უძლური ხარ.  მაგრამ შენ ცდები! შენ შეგიძლია აიძულო შექმნილი გარემოებები, რომ შეიცვალონ! შენ დღესვე შეგიძლია, აბსოლუტურად ყველაფერი შეცვალო საკუთარ ცხოვრებაში. ანუ, შენ შეგიძლია შეცვალო საკუთარი მზერის კუთხე — შეცვალო აზროვნება, დანარჩენის შეცვლა კი, დროის საკითხი გახდება.

"გაცილებით უფრო ხშირად ადამიანები ნებდებიან, ვიდრე განიცდიან მარცხს!" © ჰენრი ფორდი

პირველი ნაბიჯი, რომელიც ყველავარიანტში უნდა გადადგას ადამიანმა საკუთარი ცხოვრების შეცვლისაკენ მიმავალ გზაზე, ეს არის ტოქსიკური რწმუნებულებებისაგან გასუფთავება. შენ უბრალოდ უარი უნდა თქვა ისეთ რწმუნებულებაზე, რომ თითქოს არაფრის შეცვლა არ შეგიძლია.

როგორ გააკეთო ეეს? ხშირად მიზეზი იმისა, რომ ადამიანები უძლურებად თვლიან თავს, მათ მიერ წარსულში განხორციელებულ უშედეგო მცდელობებში და განცდილ მარცხებშია. მაგრამ გახსოვდეს:

"შენს წარსულსა და მომავალს შორის არ არის ტოლობის ნიშანი!" © ტონი რობინსი

მნიშვნელობა არ აქვს იმას, რაც იყო გუშინ, მთავარია ის, თუ რას აკეთებ ახლა. ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს მომავალში შესახლებას და ამაში უკუხედვის სარკეს იყენებს!

თუ შენც ასე იქცევი — ავარია გარდაუვალია. ამის ნაცვლად შენ უნდა ფოკუსირდე იმაზე, რისი გაკეთებაც შეგიძლია დღეს, აქ და ამჟამად.

"ცხოვრებაში იმდენჯერ განვიცადე მარცხი, რომ წარმატების გარდა სხვა გზა აღარ მქონდა დარჩენილი. მე უბრალოდ ამოვწურე მარცხის მარაგი!" © თომას ედისონი

შეუპოვრობა ჯილდოვდება

ძალიან ბევრი ადამიანი, ხშირად მეუბნება:

— მე უკვე მილიონი საშუალება მოვსინჯე, რათა მიმეღწია წარმატებისთვის და არც ერთმა არ გაამართლა!

აბა კარგად დაფიქრდი. დიდი ალბათობით მათ ასი მცდელობაც კი არ ჰქონიათ საკუთარი მდგომარეობის შესაცვლელად. ადამიანების უმრავლესობამ გააკეთა რვა, ცხრა, ათი მცდელობა და როცა არაფერი გამოუვიდათ, თავი დაანებეს საქმეს.

"წარმატების გასაღები პრიორიტეტების განსაზღვრის ცოდნაში და ყოველდღიურ აქტიურ მოქმედებაშია, რათა გააუმჯობესო საკუთარი მდგომარეობა იმ შემთხვევაშიც კი, თუ გეჩვენება, რომ არაფერი გამოვა!" © ტონი რობინსი

როდესმე გსმენია, KFC-ს დამფუძნებლის, პოლკოვნიკ სანდერსის შესახებ? ვის არ სმენია მის შესახებ. ხომ ვერ მეტყვი, რატომ და როგორ მიაღწია მან ასეთ ფენომენალურ წარმატებას? იმიტომ ხომ არა, რომ მდიდარ ოჯახში დაიბადა? იმიტომ ხომ არა, რომ მშობლემმა ის პრივილეგირებულ სასწავლებელში მოაწყვეს? იქნებ იმიტომ, რომ მან, ჯერ კიდევ ახალგაზრდამ საკუთარი ბიზნესი დაიწყო? არა, არა და არა!!!

პოლკოვნიკმა სანდერსმა 65 წლის ასაკში დაიწყო საკუთარი ოცნების ახდენაზე მუშაობა! რამ აიძულა და რამ უბიძგა მას მოქმედებისაკენ? ის სულიერად, ემოციონალურად და ფიზიკურად მოტეხილი და მარტოხელა ადამიანი იყო, და ერთ დღესაც, როდესაც მან თავისი საპენსიო ჩეკი, 105 დოლარი მიიღო, განრისხდა საკუთარი უძლური და უსუსური მდგომარეობის გამო. მაგრამ, ნაცვლად იმისა, რომ მთავრობის ლანძღვა დაეწყო, მან ჰკითხა საკუთარ თავს:

 — რა სარგებელი შემიძლია მოვუტანო სხვა ადამიანებს? რით შემიძლია დავეხმარო მათ?

და მან დაიწყო იმაზე ფიქრი, თუ რა გააჩნია მას ისეთი, რაც სასარგებლო იქნებოდა სხვებისთვის. პირველი პასუხი ასეთი იყო: "მე მაქვს რეცეპტი". მან იცოდა წიწილის მომზადების ორიგინალური რეცეპტი, რომელიც ყველას ძალიან მოსწონდა.

— რა იქნება, თუ ამ რეცეპტს რესტორნებს მივყიდი? შევძლებდი ამ გზით ფულის გამომუშავებას? 

და ამ კითხვების დასმის შემდეგ, მომენტალურად მის თავში გაისმა ხმა:

— სისულელეა. ამ რეცეპტის გაყიდვით ბინის ქირის გადახდასაც კი ვერ შევძლებ.

შემდეგ მას სხვა იდეა დაებადა:

— რა იქნება, თუ მხოლოდ კი არ მივყიდი რესტორნებს ამ რეცეპტს, არამედ ვუჩვენებ, თუ როგორ უნდა ამ კერძის სწორედ მომზადება? რა იქნება, თუ ჩემი რეცეპტის წყალობით ეს რესტორნები ძალიან პოპულარულები გახდებიან? მათ ძალიან ბევრი ადამიანი ესტუმრებდა და აქედან მე კარგ პროცენტს გადამიხდიდნენ.

აი ასე ოცნებობდა და ქმნიდა საკუთარ ზრახვით კონფიგურაციას 65 წლის პოლკოვნიკი სანდერსი. ძალიან ბევრ ადამიანს ებადება თავში გენიალური იდეები, მაგრამ ეს იდეები ისევე რჩება ამ ადამიანის გონებაში შემოდებული თაროზე, როგორც შენ ახლა ამ სტროფებს კითხულობ. მაგრამ, პოლკოვნიკი სანდერსი არა მხოლოდ იფიქრებდა გენიალურ იდეებს, არამედ მოქმედებაში მოჰყავდა ისინი. ის მიდიოდა ყველა რესტორანში და მფლობელებს თავისი რეცეპტის შესახებ უყვებოდა. ის ეუბნებოდა:

— მე მაქვს წიწილის ორიგინალურად მომზადების არაჩვეულებრივი რეცეპტი და ვფიქრობ, რომ თუ თქვენ გამოიყენებთ მას, თქვენი რესტორნის ბრუნვები საგრძნობლად გაიზრდება. მე კი პატარა პროცენტის მიღებას შევძლებდი ამ მოგებიდან.

მას პირდაპირ სახეში დასცინოდნენ. მას ეუბნებოდნენ:

— აბა მეგობარო, ერთი შეტრიალდი და დაახვიე აქედან… რისთვის ჩაიცვი ეს სულელური მზარეულის ფორმა?

და რა, შენ გგონია ამის გამო პოლკოვნიკმა სანდერსმა ხელი ჩაიქნია და მცდელობებს თავი დაანება? რა თქმა უნდა არა. მას წარმატების გასაღები ხელში ეჭირა. მე ამ გასაღებს პერსონალურ ძალაუფლებას ვეძახი [ტონი რობინსი]. პერსონალური ძალაუფლება ნიშნავს: შეუპოვრობას მოქმედების სრულყოფაში. ყოველ ჯერზე, როდესაც რამეს აკეთებ, შენ სწავლობ და პოულობ ამ მოქმედების სრულყოფისა და მომავალში უკეთ გაკეთების საშუალებებს. პოლკოვნიკმა სანდერსმა სრულად გამოიყენა საკუთარი პერსონალური ძალა.

ნაცვლად იმისა, რომ დაეწყო წუწუნი, მან ახალ-ახალი ვარიანტების მოფიქრება დაიწყო, თუ როგორ შეეთავაზებინა რესტორნებისთვის ბევრად უფრო ეფექტურად თავის რეცეპტი.

როგორ ფიქრობ, რამდენჯერ მიიღო პოლკოვნიკმა სანდერსმა უარი? პირველი "კი"-ს მოსმენამდე, მან 1009 უარი მიიღო! დიახ, დიახ, შენ არ მოგეჩვენა — პოლკოვნიკმა სანდერსმა ათასცხრა "არა" და უამრავი დაცინვა მიიღო. მას ორი წელი დასჭირდა, რათა თავისი მოფამფალებული ავტომობილით მთელი ამერიკა შემოერა და ყველა რესტორნისთვის შეეთავაზებინა თავისი უნიკალური სავაჭრო წინადადება [უსწ]. მას უკანა სავარძელზე ეძინა და არ იხდიდა თავის გაქუცულ მზარეულის ფორმას. ის ყოველ დილით მწველი სურვილით იღვიძებდა და ერთი სული ჰქონდა, როდის შესთავაზებდა თავის იდეას ვინმეს. 

როგორ ფიქრობ, ბევრი ადამიანი მიიყვანდა საქმეს 1009 უარამდე? რა თქმა უნდა არა!  სწოროდ ამიტომ არის მხოლოდ ერთი პოლკოვნიკი სანდერსი.

თუ ყურადღებით დააკვირდები და გააანალიზებ გამოჩენილი ადამიანების განვლილ გზებს, შენ დაინახავ, რომ მათ უმრავლესობას ერთი რამ აერთიანებს და ეს არის — შეუპოვრობა. ისინი არ აძლევდნენ გარემოებებ და უარებს თავიანთი ოცნებების რეალიზებისათვის ხელის შეშლის უფლებას.

იცოდი, რომ უოლტ დისნეი შემდეგი სიტყვებით გააგდეს გაზეთიდან:

— თქვენ არ გაქვთ იდეები და შემოქმედებითად უუნარო ხართ!

მან 302 უარი მიიღო მანამ, სანამ თავისი პირველი შემოქმედების დაფინანსებას მოიპოვებდა.. ბანკირები შეშლილად რაცხავდნენ მას. მაგრამ ის არ იყო შეშლილი, ის ვიზიონერი იყო. 

მან 100%-იანი პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე და ოცნება რეალობად აცია. დღეს უკვე მილიონობით ადამიანი იზიარებს დისნეის ამ სიხარულს. მან შექმნა სამყარო, რომელსაც მთელს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს და ამ სამყაროს, ერთი ადამიანის ოცნებამ და გადაწყვეტილებამ დაუდო დასაბამი.

არც პოლკოვნიკ სანდერსს და არც უოლტ დისნეის მემკვიდრეობით არ მიუღია ფული და დიდი ქონება. მათ წარმოუდგენლად დიდი სირთულეები, მარცხი და იმედგაცრუებები შეხვდათ გზად. მაგრამ თავიანთი შეუპოვრობის წყალობით, თითოეული მათგანი სამუდამოდ ჩაეწერნენ ისტორიაში, როგორც ზე წარმატებული პიროვნებები და მათ ისტორიებს სანიმუშო მაგალითებად იყენებს მსოფლიო.

ამ ადამიანებმა, არათუ ნულიდან, არამედ მინუსებიდან "ააშენეს" საკუთარი თავი. მათ შექმნეს წარმატების ფორმულა საკუთარ თავზე მუშაობით, ლიდერული აზროვნებით და შეუპოვარი მოქმედებით. სწორედ ამ, ერთი შეხედვით უმარტივესმა ალგორითმმა მიიყვანა ისინი ფენომენალურ წარმატებამდე.

 

 

პერმანენტული პრობლემები არ არსებობს. არ არსებობს პრობლემა, რომელიც მთელს ჩემს ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. ვერაფერს დამაკლებენ ნეგატიური გარემოებები, თუ მე ვიმოქმედებ ენერგიულად, პოზიტიურად და კონსტრუქციულად! თუ დღეს ჩემი ცხოვრება საშინლად გამოიყურება, მაინც არსებობს უამრავი რამ, რის გამოც მე შემიძლია ვიყო მადლიერი. მაგალითად ჰაერი, რომლითაც ვსუნთქავ, ჩემი ორი მეგობარი, რომლებიც გვერდში მიდგანან… 

მე ყოველთვის ვცდილობდი, კონცენტრაცია მომეხდინა იმაზე, რაც მსურდა და არა იმაზე რაც არ მომწონდა და არ მსურდა. მე მუდმივად ვახსენებდი საკუთარ თავს, რომ არ არსებობს ისეთი პრობლემა, რომელსაც ძალუძს მთელს ჩემს ცხოვრებაზე მოახდინოს გავლენა.

ამიტომ, მე გადავწყვიტე აღარ დამეჯერებინა, რომ თითქოს ჩემი ცხოვრება იმიტომ იყო ასეთი არეული, რომ მე ფინანსური სირთულეები ან უარყოფითი ემოციონალური განცდები მქონდა. მე გადავწყვიტე და დავიჯერე, რომ ჩემს თავს არაფერი ცუდი არ ხდება. სხვა სიტყვებით, მე მივხვდი, რომ გავაგრძელებ იმ მარცვლების გაღვივებას, რომლებიც დავთესე,  — ანუ, გავაგრძელებ სწორად მოქცევას — და ჩემი ცხოვრების ზამთარს, გაზაფხულად ვაქცევ.

მე მივხვდი, რომ ერთი და იგივე მოქმედებების გაგრძელება და განსხვავებული შედეგის ლოდინი, უბრალოდ უგუნურობაა და სხვა არაფერი. მე რაიმე ახლის ძიება უნდა გამეგრძელებინა და ასეც მოვიქეცი. მე არ დავნებდი მანამ, სანამ არ მივიღე პასუხები.

ჩემი რჩევა ძალიან უბრალოა და გულის სიღრმეში შენ იცი, რომ ეს ჭეშმარიტებაა: თუ აღმოაჩენ ყველაზე მთავარს შენს ცხოვრებაში, დაისახავ მიზანს და იქნები შეუპოვარი და მოქნილი, საბოლოო ჯამში შენ მიაღწევ საწადელს. მაგრამ შენ უნდა დაემშვიდობო იმ ემოციებს, რომლებიც ხელს არ გიწყობენ პოზიტიური შედეგის მიღებაში. შენ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინო შენი ყურადღების ფოკუსირება იმ მოქმედებებზე, რომელთა განხორციელებაც შეგიძლია დღეს. რაოდენ უმნიშვნელოთაც არ უნდა გეჩვენებოდეს ეს მოქმედებები, შენ უნდა იქონიო დისციპლინა და შეუპოვრობა, რომ ბოლომდე მიჰყვე მათ და ფინიშამდე მიხვიდე! © ტონი რობინსი

ალბათ დამეთანხმები, რომ ეს სიმართლეა… და თანაც ეს აბსოლუტურად ყველამ იცის. მაგრამ, მაშინ ხომ ვერ მეტყვი, რატომ არ მიყვება ადამიანების დიდი უმრავლესობა ამ გზას? იმიტომ რომ მათ ეშინიათ მარცხის. და კიდევ არის რაღაც, უბრალოდ ეს უკვე მომდენო გაკვეთილის თემაა. მე ერთი საოცარი აღმოჩენა გავაკეთე… მაგრამ ამაზე, მომდევნო პოსტში გავისაუბრებთ wink

ექპერიმენტის დაწყებამდე ფაქტიურად ერთი დღე დარჩა. ის 10 ივნისს იწყება. მკითხველებისაგან მიღებულმა უკუკავშირმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. რაც ამ ორი დღის განმავლობაში ამ საიტზე ხდება, ნათელი დასტურია იმისა, თუ რა სურთ ადამიანებს. ადამიანებს სურთ განვითარება, ზრდა და ბედნიერი ცხოვრება, დანარჩენი ყველაფერი მეორე ხარისხოვანია.

შენ თუ არ ჩართულხარ ექსპერიმენტში, ჯერ კიდევ არის დრო. გადადი  ამ საიტზე>>, გაეცანი პოსტს, მოცემულ პირობებს და შემოგვიერთდი.

ცხოვრება ძალზედ მოკლეა, ამიტომ არ ღირს ზარმაცი და უინტერესო ცხოვრების სტილით ცხოვრება! 

P.S. გაინტერესებს, რატომ ხარ ვალდებული, რომ ძალიან წარმატებული ადამიანი გახდე? იმიტომ რომ — შენ ეს შეგიძლია!!!

P.P.S. თუ მოგეწონა პოსტი დატოვე კომენტარი და მეგობრებსაც გაუზიარე.

 

სიყვარულით, მადლიერებითა და რწმენით: GT და გუნდი INTELEQTIKA


Tags: , , , , , ,

10 комментариев to “ტონი რობინსი — გაკვეთილი #1”

  1. უბრალოდ კომენტარსაც ვერ ვაკეტებ სეთი მართალი ხარ გგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი

  2. ანასტასია:

    პოსტი ვნახე და გავეცანი რა თქმა უნდა 🙁 ასე მგონია ჩემზეა..და ჩემთვისაა %) მეილზე მოგწერეთ იქნებ დამეხმაროთ მართლა გავიჭედე, არ ვიცი თქვენი ანგარიშის ნომერიი

  3. ფატიმა:

    «ცხოვრება ძალზედ მოკლეა, ამიტომ არ ღირს ზარმაცი და უინტერესო ცხოვრების სტილით ცხოვრება! »
    ვეთანხმები ნამდვილად, რადგან როდესაც ვზარმაცობ, სწორედ ,მაშინ ვხდები პესიმისტი და მაშინ მგონია, რომ ცხოვრება უინტერესო და ერთფეროვანია.

  4. «ყველაზე მთავარის აღმოჩენა» — ამაში «ვცოდავთ» ადამიანები ყველაზე მეტად. ამ მთავარს გულის კარნახით კი არ ვირჩევთ, არამედ საზოგადოების დაკვეთით, იმას ვაკეთებთ რასაც მოელიან ჩვენგან და არა იმას რაც ჩვენ გვინდა და ამის გამო მთელ ცხოვრებას ნიღაბაფარებული, სხვის როლში ვატარებთ ვკარგავთ რა საბოლოოდ ჩვენ ნამდვილ სახეს. ეს ყველაფერი კი იწვევს ცვლილებებს არამარტო გარეგნულად არამედ შინაგანად, ქვეცნობიერის სიღრმეებში და თითქმის უჯრედულ დონეზე, რომლის შედეგადაც ვღებულობთ მთელ თაობებს ადამიანებისა, როგორც უსახურ, ერფეროვან მასას, რომელშიც იძირება და იკარგება ის ინდივიდუალურობა, ტალანტები და გენია, რომელიც თითოეულ ადამიანს დაბადებიდანვე დაჰყვება…

    ამ ყველაფრის ფონზე შეუფასებელია ის საქმე რასაც შენ აკეთებ გიორგი! შენი დახმარებით უკვე უამრავმა ადამიანმა, ჩემის ჩათვლით, შეძლო აღმოეჩინა საკუთარ თავში ის ინდივიდუალურობა და შესაძლებლობები, რომლითაც უნდა მოახდინოს საკუთარი თავის რეალიზება ამ სამყაროში და ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია!

    უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის მეგობარო და წარმატებები ამ კეთილშობილური მისიის შესრულებაში 🙂 <3

  5. ხათუნა მელაძე:

    ფატიმა,მეც ეს სიტყვები ამოვწერე და გავაკარი კედელზე.და კიდევ—-შეუპოვრობა და დისციპლინა— რასაც არ გვასწავლიან არც სკოლაში და არც ოჯახში.(დისციპლინა საქმის კეტებაში და არა ქცევაში)

  6. ლაშა:

    მთავარია ვიცოდეთ პრიორიტეტების სწორად შერჩევა და ყოველ დღე რაღაც ვაკეთოთშეუპოვრად[თუნდაც რამდენიმე წუთი ,თუ დრო არ გვაქვს ზოგჯერ].ესაა წარმატების გასაღები.
    ეს აზრი ყვალაზე მეტად მომეწონა.
    როგორ ფიქრობთ ყველა შემთხვევაში არ შევწყვიტოთ მცდელობა[თუ მაგალითად რადენიმე ათეული ან ასეული უარია]თუ შევცვალოთ მიდგომა საქმისადმი და სხვანაირად ვცადოთ?დიდი მადლობა

  7. სოფიო:

    უბრალოდ მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის…:)

  8. მაია:

    მე ვმუშაობ საკუთარი თავის განვითარებაზე,თქვენ მე ამაში ძალიან მეხმარებით.გმადლობთ :*

    \

  9. ვაკო:

    ძალიან საინტერესოა, მე მაქვს ძალიან დიდი შინაგანი ძალა და ბევრი რამეც ვცადე ცხოვრებაში, მაგრამ ჯერ არაფრისთვის მიმიღწევია. თქვენ ეხლა მომეცით ძალიან დიდი ძალა, რომ წამოვდგე და გავაგრძელო ჩემს იდეებზე მუშაობა, არ მინდა სამსახურმა და და დატვირთულმა რეჟიმმა ჩემს მომავალ და საინტერესო ცხოვრებაზე მათქმევინოს უარი. მადლობა…

  10. ლოლიტა:

    რუსლი საიტები სავსე იყო ასეთი ვიდეოებით,სულ ვფიქრობდი ნუთუ არავინაა ჩვენთან პიონერი ამ საქმეშითქო,გული მწყდებოდა.. მართლაც ბედნიერებაა გიორგის გამოჩენა.აღფრთოვანებული ვარ რამხელა მუშაობა აქვს გიორგის გაწეული,მართლაც კეთილშობილ საქმეს აკეთებს ეს ადამიანი.მადლობა გიორგი!

Leave a Reply