ტრენინგები: სექტა, ზომბირება და დაბოლება, თუ საკუთარი ცხოვრების კონტროლის ქვეშ აყვანის საშუალება…

ჩემი შვიდწლიანი პრაქტიკა ნათლად მიჩვენებს, რომ საქართველოში ტრენერისა და ტრენინგების თემა ჯერ კიდევ ძალიან უცხო და გაუცნობიერებელია. ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა არასოდეს ყოფილა ტრენინგებზე და საკმაოდ სკეპტიკურად არის ამ ყველაფრის მიმართ განწყობილი.

დღეს უკვე ისეთი ტერმინები, როგორებიცაა: ტრენინგი, ქოუჩინგი, მასტერ-კლასი, ვებინარი და სხვა, ერთის მხრივ ძალიან გაიცვითა, მაგრამ, იმავდროულად უმეტესობას — მათაც კი, ვინც თავს ტრენერად ან ქოუჩად ასაღებს — სრულფასოვნად არ ესმის მისი სრული მნიშვნელობა. საზოგადოების დიდ ნაწილში მუსირებს აზრი, რომ ტრენინგი — ეს არის ადამიანის პროგრამირება და ზომბირება, რაშიც ნამდვილად არის ჭეშმარიტების მარცვალი.

თუ ჩავუღრმავდებით აღმოვაჩენთ, რომ ნამდვილად არ არის ამ ადამიანების სიფრთხილე საფუძველს მოკლებული… ისინი ხომ ამით საკუთარ ფსიქიკას იცავენ?! მაგრამ, მოდი ერთ პატარა საიდუმლოს გაგანდობ:

შენ მთელი ცხოვრება გაპროგრამებდნენ და თანაც, ამას აკეთებდნენ მიუხედავად იმისა, გინდოდა შენ ეს თუ არა!

ჯერ მშობლებმა დაიწყეს შენი პროგრამირება, შემდეგ საქმეში ჩაერთო — საბავშვო ბაღი, სკოლა, სამეგობრო წრე და სხვები. ამ ყველაფერში მთავარი კი ის არის, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, შენი პროგრამირება შენთან შეთანხმების გარეშე ხდებოდა, შენ კი, მორჩილად მიყვებოდი დინებას და მტვერსასრუტივით ისრუტავდი ყველაფერს, რასაც გთავაზობდნენ.

სწორედ აქედან გამომდინარე, ადამიანების უმრავლესობა დღეს ცხოვრობს იმ პროგრამების მიხედვით, რომელიც მათში გარემოცვამ ჩაამონტაჟა. ისინი სწავლობენ ინსტიტუტებში, რომელიც თავად არ აურჩევიათ, მუშაობენ სამსახურებში, რომელსაც ვერ იტანენ და ფაქტობრივად, ცხოვრობენ სრულ უსაზრისობასა და ქაოსში, აკოპირებენ რა თავიანთი გარემოცვის ქცევით შაბლონებს.

ალბათ შენც გსმენია მსგავსი სიტყვები, რომ — ტრენინგები ზომბირებაა, სექტაა, დაბოლებაა და ა.შ. ამას სწორედ ის ადამიანები ამტკიცებენ, ვისაც მთელი ცხოვრება [დღემდე] ყოველგვარი ნებართვის გარეშე აპროგრამებდნენ და შეუქმნეს სამყაროს ისეთი მოდელი, სადაც თითოეული სიახლე საშიშია და მათი მხრიდან გაქილიკებასა და გაღიზიანებას იწვევს.

მე გულწრფელად მჯერა, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც აბიჯებს ზრდასრულ ცხოვრებაში, ვალდებულია 100% პასუხისმგებლობა აიღოს ყველაფერზე, რაც მის ცხოვრებაში ხდება. თავის დროზე გავაცნობიერე, რომ მე არ ამირჩევია ის გზა, რომელსაც წარსულში მინერგავდნენ და მიპროგრამებდნენ თავში. ჩემი მასწავლებლები სხვა ეპოქის ადამიანები იყვნენ… ახლა რომ ვუკვირდები, ისინი საერთოდ არ იყვნენ ჩემთვის სამაგალითო ადამიანები. ისინი არ ასხივებდნენ ბედნიერებას, ჯანმრთელობას, სიყვარულსა და სიმდიდრეს… რაც არ უნდა სამწუხარო იყოს — ეს სიმართლეა.

მე გავაცნობიერე, რომ პირველ რიგში, ყველაფერი საკუთარ თავზე უნდა ამეღო და ისეთი ადამიანი გავხდარიყავი, როგორიც გულით მინდოდა ვყოფილიყავი. სწორედ ამაშია 100% პასუხისმგებლობის არსი. თუ ახლა კითხულობ ამ პოსტს,  ესეიგი შენ მიზერული სურვილი მაინც გაქვს იმისა, რომ აირჩიო, თუ რა თვისებებისა და უნარ-ჩვევების გამომუშავება გინდა საკუთარ თავში… და თუ ასეა, მაშინ მე მოხარული ვიქნები, ჩემს გუნდთან ერთად დაგეხმარო ამაში.

მე არ ვამტკიცებ, რომ ჩემი ტრენინგები ერთადერთი ჭეშმარიტებაა ცხოვრებაში, და თუ გაივლი ჩემს ტრენინგს, სხვა ადამიანი გახდები. არა, ჩემი ტრენინგები და კურსები ბევრ უმაქნის ადამიანს გაუვლია და სადაც მის გავლამდე იდგნენ, ახლაც იქ დგანან. მაგრამ, მე შემიძლია აბსოლუტურად განსხვავებული სამყარო და გზა დაგანახო… ისარგებლებ ამ ყველაფრით, თუ არა, ეს უკვე შენი არჩევანია.

კვირას, 25 იანვარს, 22:00 სთ-ზე ვატარებ უფასო ვებინარს: "ტელეპორტაცია 2015. როგორ მოვახდინოთ კვანტური ნახტომი და A წერტილიდან გადავინაცვლოთ B წერტილში".

დამიჯერე, თუ საკუთარ თავში გარკვევა, შინაგანი ქაოსის დალაგება და ნამდვილი მიზნების მაღალეფექტურად სტრუქტურირება გინდა, მაშინ შენ უნდა იყო ამ ვებინარზე. მეორე შანსი აღარ გექნება, რადგან ამ ვებინარის არც გამეორებას და არც ჩანაწერის გაკეთებას არ ვაპირებ [შეგნებულად]. ეს იქნება საკმაოდ ინტიმური და პრივატული ინფორმაცია რჩეულთათვის, და მასში მონაწილეობას მიიღებს ის, ვისთვისაც საკუთარი თავისა და ცხოვრების ეფექტურად განვითარება #1 პრიორიტეტია.

თუ გსურს გარანტირებულად მოხვდე ვებინარზე, გადადი ამ ბმულზე >>> http://money.inteleqtika.com/ <<< და გააფორმე ხელმოწერა… ამ შემთხვევაში შენ გარანტირებულად მიიღებ ჩვენგან ბმულს მითითებულ მეილზე.

P.S. ჩვენთვის ძალიან საინტერესოა შენი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით, ასე რომ ნუ დაივიწყებ კომენტარის დატოვებას… უპასუხე უმარტივეს კითხვას, რომელიც ასე ჟღერს: ჩემთვის ტრენინგები — ეს არის…

სიყვარულით, მადლიერებითა და რწმენით: GT


Tags: , , , ,

10 комментариев to “ტრენინგები: სექტა, ზომბირება და დაბოლება, თუ საკუთარი ცხოვრების კონტროლის ქვეშ აყვანის საშუალება…”

  1. ნანა:

    ჩემთვის ტრენინგი არის საკუთარი თავის უკეთ შეცნობის, გარე სამყაროს უფრო სიღრმისეულად გარკვევის, ახალი გამონათებებისა და კონტექსტის გაფართოების საშუალება. აქ გონებაზე ძალადობა გამორიცხულია იმიტომ, რომ როდესაც ქოუჩი ახალ ცოდნას გაწვდის შენს პრიზმაშიც ატარებ მას და მერე იღებ ან იმ ეტაპზე ვერ იღებ. ჩემთვის ყოველი ტრენინგი დღესასწაულია, მითუმეტეს გიორგის ტრენინგი, ყოველთვის სიხარულით ველოდები. *IN LOVE*

  2. ლოლიტა:

    დაე ვიყო ზომბი, თუ მაძალებენ რომ ვიყო ბედნიერი, წარმატებული,განათლებული,მიმტევებელი,თავისუფალი!
    :))))

  3. ლაშა:

    Gიორგის პოსტებმა ჩემი შეხედულება შეცვალა ცხოვრებაზე.მას შემდეგ დავიწყე სხვანაირად აზროვნება უკეტესობისკენ..ამის გამო მისი ძლიერ მადლიერი ვარ.

  4. ლია:

    ჩემთვის ტრენინგები თითქმის ყოველდღიური თემაა ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, ხშირად ვარ როგორც მონაწილე,ტრენერიც და ასევე ორგანიზატორიც. ტრენინგების შედეგად ძალიან ბევრი ძველი, მართლაც ცუდი უნარ-ჩვევა ჩავაბარე წარსულს და ჩემი იმპულსური და ფეთქებადი ხასიათი დავიმორჩილე. ზოდიაქოს ნიშნით ლომი ვარ და წარმოიდგინეთ «მე ყოველთვის მართალი ვიყავი… ყოველთვის ჩემი ჯერი იყო საუბრის დროს… მე… მე…» დავფიქრდები ხოლმე და თვითონ მიკვირს ხშირად ამის შეცვლა როგორ შევძელი. კიდევ ცნობიერების ამაღლება, კანონებთან შეხება და სხვებისთვის კონსულტაციების გაწევა არა მარტო სამსახურეობრივად. მოკლედ ძალიან ბევრი რამ მომცა ტრენინგებმა და ახლაც გული მიგრძნობს რომ რაღაც კიდევ უნდა შეიცვალოს ჩემს «მე»-ში. იმდენად ცხოვრებისეულ და საჭირო პოსტებს ვკითხულობ გიორგის კედელზე. კვირას 22:00-ზე თქვენთან ვარ 🙂

  5. ქეთი:

    ჩემთვის ტრენინგი არის მეორე სუნთქვის გახსნასავით. მართალია მე, გიორგის, მხოლოდ ერთ ვებინარს ვუსმინე, მაგრამ ჩემში სერიოზული გადატრიალება მოახდინა. რაც ადრე ძალიან ძნელად მისაღწევად მეჩვენებოდა, აღმოვაჩინე რომ თურმე მხოლოდ ხელის გაწვდენაზე ყოფილა. ერთი სიტყვით სერიოზული ფინანსური სვლა გავაკეთე. ეხლა ველოდები გასაღებს გიორგისგან, რათა წამოწყებული საქმე წარმატებით და უპრობლემოდ დავაგვირგვინო. მადლობა ამისთვის.

  6. ეთერი:

    ,, ადამიანების უმრავლესობა დღეს ცხოვრობს იმ პროგრამების მიხედვით, რომელიც მათში გარემოცვამ ჩაამონტაჟა. ისინი სწავლობენ ინსტიტუტებში, რომელიც თავად არ აურჩევიათ, მუშაობენ სამსახურებში, რომელსაც ვერ იტანენ და ფაქტობრივად, ცხოვრობენ სრულ უსაზრისობასა და ქაოსში, აკოპირებენ რა თავიანთი გარემოცვის ქცევით შაბლონებს.»

    თქვენც ხომ ხართ ერთგვარი გერემოცვა, თქვენც ხომ ზომბირებთ ადამიანის ფსიქიკაზე? (ვგულისხმობ-დადებითი კუთხით) დღეს ჩვენს ქვეყანაში, სადაც ტესტებს წერ საჩვენებლად , ვაკანსიას აცხადებ საჩვენებლად და არსებობ უბრალოდ. კიდევ კარგი არსებობენ ადამიანები, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, და ცოტათი გიიოლებენ ცხოვრების არანორმალურ რიტმს. ხომ იცით, არავის არ მოსწონს ის ადგილი , სადაც ცხოვრობს.

  7. ლელა:

    ჩემთვის ტრენინგები, ეს არის პიროვნული და პროფესიული ზრდა, ხშირად სულიერი; საშუალება, მიმართულებების სწორად არჩევისა და შეცვლის, და პასუხი წლობით დასმულ კითხვით ნიშნებზე. ზოგჯერ კი ჟანგბადიც არის, გარემოცვიდან გამომდინარე…

  8. ინგა:

    ჩემთვის ტრენინგი ეს არის — სიახლესთან შეხვედრა, ცოდნის მიღება და გაღრმავება, მისი პრაქტიკაში დანერგვა და გამოყენება წინსვლისა და წარმატების მიზნით, გამუდმებული ძიება და მუშაობა საკუთარი თავის ზრდისა და განვითარებისთვის.

  9. რეზი:

    ქსელურ მარკეტინგთან დაკავშირებით გაქვთ ხოლმე ტრენინგები??
    =)

  10. როინი:

    დიდ პატივს ვცემ გიორგის საქმიანობას, მაგრამ არ ვეთანხმები მის აზრს ქსელურ მარკეტინგზე (ეს პირადშიც მივწერე), რომ ამ საქმის კეთება საქართველოში არ გამოგვივა და ა.შ. ისე, რასაც არ უნდა საქმიანობდეთ, «ინტელექტიკის» ტრენინგები ზოგადად, გეხმარება ადამიანს სწორი მიდგომის პოვნაში. მე ბევრი გაკვეთილი მივიღე და გიორგის მადლობელი ვარ. სამწუხაროდ, ყველა სწავლება კომპლექსურად ვერ მივიღე სუბიექტური მიზეზებით.

Leave a Reply