უხილავი ბარიერი, რომელიც გიხერგავს ბედნიერი ურთიერთობისკენ მიმავალ გზას

ყველაზე გავრცელებული კითხვა ქალებში, რომელიც ამ ბოლო დროს ხშირად მხვდება, ასე ჟღერს: "რა მჭირს? რატომ ვარ მარტო? რატომ ვერ ვპოულობ წესიერ მამაკაცს?"

იმისათვის, რომ პასუხი მივიღოთ ამ მტკივნეულ კითხვაზე, მინდა, შენი ყურადღება მივაპყრო მეციერებათა დოქტორის, ნეიროქირურგისა და ფსიქოლოგის, მაქსველ მოლცის ნაშრომს, სახელწოდებით: "ფსიქოკიბერნეტიკა".

მაქსველ მოლცმა, პაციენტებთან 10 წლიანი მუშაობისა და სიღრმისეული კვლევების შემდეგ, გამოაქვეყნა საკუთარი პრაქტიკული ნაშრომი, რომელმაც სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გადატრიალება მოახდინა მილიონობით ადამიანის ცხოვრებაში.

მოლცის ნაშრომის ძირითადი გზავნილი არის ის, რომ წარმოდგენა საკუთარი "მე"-ს შესახებ [თვითიდენტურობა — თვითშეფასება] ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა ადამიანის ცხოვრებაში! თუ თვითშეფასება დადაბლებულია, ესეიგი ადამიანის ნებისმიერი წამოწყება მარცხით დასრულდება, მათ შორის, ურთიერთობებიც საპირისპირო სქესთან.

 

"თუ ახალგაზრდა გოგონამ, სხვადასხვა მიზეზით, დაარწმუნა საკუთარი თავი იმაში, რომ ის არავის მოსწონს, ეს ასეც იქნება. ის კლუბში სხვებზე ხშირად აღმოჩნდება კავალერის გარეშე. საქმე იმაშია, რომ ის, თავისი გამომეტყველებითა და ქცევით, რომლებიც განპირობებულია ყალბი წარმოდგენებით საკუთარი თავის შესახებ, დააფრთხობს პოტენციურ კავალერებს; ასეთი გოგონების მახასიათებელს წარმოადგენს დაღვრემილი და მუდმივად უკმაყოფილო სახე, ზედმეტად თავდაუჯერებელი და ეხერხულად შენიღბული მოძრაობები, მორცხვობა, ან პირიქით, გამომწვევი, ზედმეტად თავისუფალი და თავდაჯერებული ქალის ნიღაბი, რომელიც აშკარად ვერ გადის ტესტს ხელოვნურობასა და სიყალბეზე. როდესაც მას ხელთ უპყრია საკუთარი პიროვნების შეფასების ისეთი მტკიცებულება, რომელიც არანაირ გასაჩივრებას არ ექვემდებარება, ის ვერც ხვდება, რომ ბოროტების ფესვი არა სხვაში, არამედ პირადად მის მიერ შექმნილ, ყალბ წარმოდგენაშია საკუთარი "მე"-ს შესახებ", — წერს დოქტორი მაქსველ მოლცი თავის წიგნში: "ფსიქოკიბერნეტიკა".

ასეთ დროს, თუ ქალის ცხოვრებაში ჩნდება ღირსეული მამაკაცი, ის ქვეცნობიერ დონეზე განიზიდავს მას… თანაც ამას ისე აკეთებს, რომ თავად ვერც კი ხვდება… არადა, ეს მამაკაცი მართლაც განიცდიდა მის მიმართ გარკვეულ სიმპათიებს, მაგრამ…

მოდი, გავშიფროთ, თუ როგორ მუშაობს ადამიანის ფსიქოკიბერნეტიკა. უკეთ გასაგები რომ იყოს, მოდი, ის შევადაროთ თერმოსტატს. ყველა ავტომობილს აქვს თერმოსტატი და როდესაც წყალი დუღდება, ავტომატურად ირთვება თერმოსტატი და იწყებს წყლის გაციებას.

ზუსტად იგივე პროცესი ხდება გოგონებთან მიმართებაშიც: როდესაც თვითშეფასება დაუმსახურებლად დადაბლებულია [ანუ ქალი, სინამდვილეში, არ არის ამაში დამნაშავე] და აქედან გამომდინარე თვლის, რომ არ არის საკმარისად კარგი, ის მხოლოდ ისეთი მამაკაცების მოზიდვას შეძლებს, რომლებსაც თავად შეეფერება, დანარჩენთან ურთიერთობის შემთხვევაში კი საბოტაჟს მოუწყობს, როგორც საკუთარ თავს, ისე პოტენციურ კავალერსაც.

როდესაც ქალს შემზღუდველი რწმუნებულებები და აღქმა-წარმოდგენები საკუთარი თავის შესახებ, გარემოცვისგან, საგანმანათლებლო სისტემისგან, თანამშრომლებისა და მთლიანად, სოციუმისგან  აქვს თავს მოხვეული, მას უყალიბდება ყალბი რწმენა-წარმოდგენა საკუთარი "მე"-ს შესახებ, რომელიც სინამდვილეში, აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს და დაუმსახურებელია.

ამიტომ, ქალები არ უნდა იდანაშაულებდნენ თავს, გარემოცვის უმეცრების გამო. სამწუხაროდ, ამას არსად ასწავლიან, რაც წარმოადგენს ძირითად მიზეზს იმისა, რომ უმრავლესობა ისე გადადის პატარა გოგონას ასაკიდან — ქალობაში, ვერც კი აცნობიერებს, რომ ტყუილში ცხოვრობს. გამომდინარე იქედან, რომ "სათვალე", რომლითაც ის ჭვრეტს სამყაროს, ყალბია, ყველაფერი, რასაც ის ხედავს, სიყალბის, უსამართლობისა და არაბუნებრიობის ფერებითაა შეფერილი.

სწორედ ეს წარმოადგენს საკვანძო მიზეზს იმისა, რომ თუ ქალი თვლის, რომ ის არ არის საკმარისად კარგი, მისი ქვეცნობიერი [საძიებო სისტემა] გაფილტრავს ღირსეულ მამაკაცებს და მოიზიდავს ისეთი პროპორციების მქონე მამაკაცს, როგორიც შეეფერება მას… ხოლო თუ არაადეკვატურად დაბალი თვითსეფასება აქვს [რაც ძალზე გავრცელებულია], საერთოდ ვერ მოიზიდავს ვერავის.

როგორ ხდება პრაქტიკაში?

როდესაც თერმოსტატის დონე დაბალია, გოგონა ურთიერთობისას სერიოზულ დისკომფორტს განიცდის… როცა ქალი დარწმუნებულია, რომ ის არ არის საკმარისად კარგი, თუ ვინიცობაა და ძლიერი და ღირსეული მამაკაცის გარემოცვაში ხვდება, ის შინაგან პანიკას განიცდის, იწყებს ნევროტულად მოქცევას… და რომც მოხდეს ისეთი სასწაული, რომ ამ მამაკაცმა პაემანი დაუნიშნოს მას, ქალი სერიოზულ საბოტაჟს მოუწყობს საკუთარ თავს და ჩაშლის "ტუსოვკას".

ასეთ შემთხვევაში, დაბალი თერმოსტატის მქონე ქალი საკუთარ თავს დაარწმუნებს იმაში, რომ — მას არ შეუძლია ამ კაცთან ურთიერთობა… საბოტაჟის ვარიანტები უამრავია… ის ან კაცს გააქცევს, ან თავად გაიქცევა… შეიძლება განვითარდეს დრამა, ან უბრალოდ, ჩუმი დაშორება მოხდეს.

ვერავინ იგრძნობს თავს კარგად შენთან, თუ შენ გრძნობ თავს ცუდად საკუთარ თავთან!

სწორედ ამიტომ, ეს ქვეცნობიერი პროგრამა, მისი იდენტიფიცირება და "დეპროგრამირებაა" ყველაზე მთავარი ადამიანის ცხოვრებაში, რადგან სწორედ ის განსაზღვრავს ადამიანის ბედს — ნებისმიერ სფეროში.

დღეს ამ პოსტისთვის ბევრი მასალა მოვიძიე და როდესაც ჩავუღრმავდი და დეტალებში შევედი, აღმოვაჩინე, რომ მთელი დედამიწის მასშტაბით, მხოლოდ ადამიანების 2%-ს აქვს ადეკვატური წარმოდგენა საკუთარი "მე"-ს შესახებ… ასევე, დღეს შევიტყვე, რომ სწორედ მაქსველ მოლცი ყოფილა ისეთი ადამიანების მენტორი, როგორებიც არიან: დენ კენედი, ენტონი რობინსი, არნოლდ შვარცნეგერი, მორგან ფრიმენი და სხვები. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც საუკეთესონი არიან თავიანთ საქმიანობებში და თურმე, სანამ ასეთები გახდებოდნენ, თითოეულს ძალიან სერიოზული პრობლემა ჰქონდა საკუთარ თვითშეფასებასთან და თვითიდენტურობასთან მიმართებაში.

ახლა კი მინდა მოგცე რჩევა, რომელიც სასწაულებს ახდენს, მაგრამ, მისი უბრალოებიდან გამომდინარე, ადამიანების 99%, რომელიც წაიკითხავს ამ პოსტს, ვერ გამოიყენებს მას… და ვერ გამოიყენებს იმიტომ, რომ ის არ თვლის თავს საუკეთესოს მიღების ღირსად.

ადამიანი, რომელიც ცნობიერად არ მუშაობს საკუთარ თავზე და არ ვითარდება, ის არ თვლის თავს საუკეთესოს ღირსად და იმ მინიმუმს სჯერდება, რომელიც არ მოსწონს და არ აკმაყოფილებს!

ყველაფერი საკუთარ თავთან სწორი კითხვების, სწორ დროს, სწორად დასმაზეა დამოკიდებული, რაც სამწუხაროდ, ადამიანების უმრავლესობამ, უბრალოდ, არ იცის.

დაბალი თვითშეფასების მქონე ქალები, თუკი უსვამენ საკუთარ თავს შეკითხვებს, მაინც არასწორად აკეთებენ ამას. ისინი ხედავენ მამაკაცს და ეკითხებიან საკუთარ თავს:

ვიმსახურებ თუ არა მე ასეთ ძლიერ და ლამაზ მამაკაცს?

ეს არასწორი შეკითხვაა, რომელიც დანაშაულის გრძნობითა და მსხვერპლის პოზიციითაა გაჟღენთილი და პასუხის გამოცნობაც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს…

სინამდვილეში, ყველაფერი საკუთარ თავში ჩაღრმავებასა და აქცენტების სწორად დასმასთანაა კავშირში.

კერძოდ — საუკეთესო შეკითხვა, რომელიც შეგიძლია დაუსვა საკუთარ თავს, ასე ჟღერს:

იმსახურებს თუ არა ეს მამაკაცი ჩემნაირ ქალს?

აქ ეგოისტურ სიბრტყეში არ გადაგვყავს საუბარი… რადგან როდესაც ეს კითხვა ისმევა, ბუნებრივად ჩნდევა მეორეც:

და როგორი უნდა ვიყო მე, რომ ბედნიერი ვიყო მასთან, ის კი ჩემთან?

ეს ბუნებრივ პროცესს რთავს, რასაც შემდეგი კითხვა მოყვება:

და რა უნდა გავაკეთო ამისთვის ახლავე?

მორჩა, შენი ილუზორული წარმოდგენები, დაძონძილი გოგონას შესახებ, გაქრა, რადგან ჯანსაღი პროცესი მოვიყვანეთ მოქმედებაში…

რა თქმა უნდა, ყველაფერი ასე მარტივად არ არის და მხოლოდ ეს კითხვები ვერ დაასრულებს წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული სუბ-პიროვნებების არსებობას, მაგრამ საკუთარ თავზე რეგულარული და ბრძნული მუშაობის შემთხვევაში, შენ გარანტირებულად გახვალ ფონს. ქოუჩთან ერთად ეს პროცესი ბევრად სწრაფად და უმტკივნეულოდ ხდება, ვიდრე დამოუკიდებლად.

მე უკვე უამრავ ადამიანთან მომიწია მუშაობა და ვიცი, რომ ზოგი წაიკითხავს ამ პოსტს და გაიფიქრებს: "აუ, რა რთული ყოფილა, ამას ჯობია, წავიდე და კიდევ რამე წავიკითხო, მოვუსმინო, გავიგოო".

გეგონება, ვიღაც სხვის ცხოვრებაზე მიდიოდეს საუბარი.

შენი ცხოვრება შენია და ის ერთადერთია… სანამ ახალგაზრდა და ლამაზი, ენერგიული და მიმზიდველი, გონიერი და მოქნილი ხარ, მანამ უნდა გაიარო ეს ერთი შეხედვით რთული გზა, რომელიც, როგორიც არ უნდა იყოს, ყველაზე მნიშვნელოვანია შენს ცხოვრებაში.

გარწმუნებ, რომ ამ გზის გაუვლელად ცხოვრება მილიარდჯერ უფრო რთულია!

ისწავლე სწორი კითხვების, სწორ დროს, სწორად დასმა…

ნებიმიერი გადაწყვეტილების წინ, ჰკითხე საკუთარ თავს:

  • იმსახურებს ეს მიზანი ჩემს ყურადღებას?
  • იმსახურებს ეს მამაკაცი ჩემს თავს?
  • იმსახურებს ეს მამაკაცი ჩემს ცხოვრებაში ყოფნის უფლებას?
  • რატომ იმსახურებს?
  • რითი იმსახურებს?

რა თქმა უნდა, შინაგან "მე"-სთან მუშაობა რთული პროცესია… აქ ჩვენ ვაწყდებით ჩვენს შემზღუდველ და ტოქსიკურ რწმუნებულებებს. მე უამრავ ადამიანს ვიცნობ, რომლებიც წლების მანძილზე, გამომდინარე იქედან, რომ მათი სიზუსტე, სისწრაფე და ძალა ძალიან დაბალია, ძვრასაც კი ვერ აძლევენ თავიანთ რწმუნებულებებს.

პირველ რიგში, ყველაფერი იწყება საკუთარი "მე"-ს აღქმიდან, შემდეგ უკვე გადადიხარ იმაზე, თუ რას ფიქრობ მამაკაცებზე, სექსზე, შემდეგ იმაზე, თუ რას ფიქრობ ოჯახურ ცხოვრებაზე, შემდეგ — ბავშვებზე… და ბუნებრივია, ამ მხრივ აუცილებელია სიღრმისეული შინაგანი მუშაობა, რასაც ძირეულად გავაკეთებთ 9 მაისს ჩვენს უნიკალურ ცოცხალ ტრენინგზე: "მე ქალი ვარ".

როგორც კი შენი შინაგანი წარმოდგენა საკუთარი "მე"-ს შესახებ, დაუმსახურებლად დაბალი თვითშეფასებიდან გადავა ადეკვატურ და ღირსეულ თვითშეფასებაში, შენი ცხოვრების მნიშვნელოვანი სფეროები ავტომატურად დაიწყებს დალაგებას და ბუნებრივია, დალაგებას დაიწყებს პირადი ცხოვრებაც.

თუ ეს პოსტი ბოლომდე წაიკითხე და მან რეზონირება მოახდინა შენთან, ესეიგი, პირველი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგა, ეს არის მონაწილეობის მიღება ტრენინგში — "მე ქალი ვარ", სადაც ჩვენ სიღრმისეულად ვიმუშავებთ შენს თვითშეფასებაზე.

ეს ტრენინგი იმდენად პოპულარული და მნიშვნელოვანია, რომ მეორეჯერ ვატარებთ უკვე… მოდი, ტრენინგის ერთ-ერთი მონაწილის გამოხმაურებას გაგაცნობ, რათა თავად დარწმუნდე მის ფასეულობაში:

ეს არის ნოვაცია, სრულიად საქართველოში და პლანეტაზე, საოცარი ტრენინგია, ეს თემა, შემეხო და გადატრიალება მოხდინა აზროვნებაში, სულ სხვა ჭრილში დავინახე ყველა მოვლენა, და შევცვალე მიდგომები, მინდა გითხრათ, რომ ეს არის ის თემა, რაც ყველამ უნდა გაიაროს, ქალმაც და კაცმაც, რომ შევქმანთ ბედნიერი შთამომავლობა და ოჯახები, რადგანაც ქალი, როდესაც რეალიზებულია, ქალურ საწყისებში, ის ქმნის ჯანსაღ ერს! პს. დიიიდი მადლობა გიორგის და ნატას. — თამუნა ჭოლოკავა

მოდი, ბარემ კიდევ ერთ გამოხმაურებასაც გიჩვენებ wink

ყველაფერს ვაკეთებდი ტრენინგამდე წარმატებისათვის, მაგრამ ქაოტურად, ჩემი შრომით შეძენილი ბევრი რამეაც დავკარგე. ტრენინგის შემდეგ ყველაფერი დალაგდა ჩემში და რაღაცნაირად ცხოვრებაც დალაგდა. ახლა ნამდვილად ვიცი რა უნდა ვაკეთო და რა არ უნდა ვაკეთო, უფრო სიღრმეებში ვმუშაობ საკუთარ თავთან, აქამდეც ვიცოდი, რომ საკუთარი თავის გარდა არავინაა დამნაშავე, მაგრამ ახლა უფრო ზუსტად ვიცი… მე ვურჩევდი ყველა ქალს გაიაროს ეს ტრენინგი.. იცით რატომ? საქართველოს მხოლოდ ნამდვილი ქალობა გადაარჩენს.. ეს არის ის რაც ყველაფრის საწყისია.. აქ გაიგებთ სწორად ცხოვრების წესს… თუ გინდა ჰარმონია ცხოვრებისაგან, მაშინ ამ ტრენიგზეა შენი ადგილი… ძალიან კარგი იქნება ოჯახებით ამ ტრენიგზე დასწრება. — ცისანა გელაშვილი

დანარჩენს შეგიძლია >>> ტრენინგის საიტზე გაეცნო <<< აქ დეტალურად არის აღწერილი პროგრამაც, ნათქვამია ბონუსების შესახებ, დევს პირველი ტრენინგის ვიდეო-ჩანაწერი, იქვეა პირობებიც, თარიღიც, ადგილმდებარეობაც და … მოკლედ, ყველაფერი.

ისე, ცნობისთვის, მსურველი უკვე ბევრია, ადგილი — ცოტა. 40 ადამიანზე მეტს არ ავიყვანთ პირველ ნაკადში…

P.S. თუ მოგეწონა პოსტი და თვლი, რომ შენი მეგობარი გოგონების, ან ქალებისთვისაც სასარგებლო იქნება, აუცილებლად გაუზიარე მათ. ასევე, აუცილებლად დატოვე კომენტარი, რათა კიდევ უფრო უკეთ გაგიცნო და შემდგომისთვის, კიდევ უფრო სასარგებლო და ხარისხიანი პოსტები მოგიმზადო. ჩვენ ხომ შენთვის ვმუშაობთ?! kiss

P.P.S. ახლა კი, თუ არ გსურს, შენც შეუერთდე იმ ქალების რიგებს, რომლებიც მთელი ცხოვრება სხვების ცხოვრებას და წარმატებებს უთვალთვალებენ და განიხილავენ, მაშინ იმოქმედე ახლავე და შემოგვიერთდი!

შევხვდებით ტრენინგზე!

სიყვარულით, მადლიერებითა და რწმენით: GT & NT heart


Tags: , , , ,

2 комментария to “უხილავი ბარიერი, რომელიც გიხერგავს ბედნიერი ურთიერთობისკენ მიმავალ გზას”

  1. იანა:

    გამარჯობა!ხშირად ვფიქრობ იმაზე თუ რატომ მაქვს გარკვეული ბარიერი შექმნილი ადამიანებთან,ეს თითქოს ბუნებრივად ხდება,ამას განსაზღვრულად არ ვაკეთებ,უბრალოდ ვამჩნევ რომ ადამიანები განსხვავებულები არიან ჩემთან ურთიერთობისას ვიდრე სხვებთან.ეს ორივე სქესს ეხება მაგრამ განსაკუთრებით მამრობითს.თუ ვინმეს ახლო მოვუშვებ ისე ხდება რომ ყოოველთვის მცდარი ნაბიჯი მაქვს გადადგმული.თითქოს ადამიანებს ძნელად ვენდობი მაგრამ ბოლოს ისე გამოდის რომ ხალხს დაუფიქრებლად ვენდობი…ბოლო პერიოდში დამჩემდა აზრი რომ კონკრეტული ადამიანის შესაფერისი არ ვარ,საკუთარი თავის შედარება დავიწყე ადამიანებთან…

  2. daTo:

    თუ ქალი ლამაზია მას მამაკაცთა განსაკუთრებული ყურაღება თავისთავად ასწავლის საკუთარი თავის ფასს, ხოლო თუ ქალი არ არის სანდომიანი რაც არ უნდა თავი მაღლა აწიოს ეს უბრალოდ უსაფუძვლო ამპარტავნებაში გადაიზრდება რაც საბოლოო ჯამში უფრო უარეს შედეგს მოუტანს ისევე მის თავს. ჯობია ადამიანმა საკუთარი თავი და შესაძლებლობები ზუსტად შეაფასოს და რეალურად იმოქმედოს. ყველანაირ საქმეში. ვთქვათ მანქანების ბაზარზე რომ წახვალ 2 000 დოლარით რაც არ უნდა თავი მაღლა დაიჭირო «ოპელზე» მეტს მაინც ვერ «მოინადირებ». ხოლო თუ თვალი დაადგი ბაზრის თვალს რომელიმე «ახალ ეს კლასის მერსედეს» რომელიც თვალში ყველასთვის მოსახვედრია 2000 დოლარით მაინც არაფერი გამოგივათ. ამიტომ სურვილები რეალურ შესაძლებლობებზე გათვლილი ყოველთვის უკეთესია. მე ბევრი გოგონა მინახავს მარტოობაში სწორედ იმიტომ რომ «თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცები» აინტერესებდათ მხოლოდ… ქალის სილამაზე კი დროში შეზღუდულია ამიტომ პიროვნული შინაარსი შემდგომ წლებში უფრო მეტად ხდება გადამწყვეტი ფაქტორი. რადგანაც ყოველთვის მოიძებნება ზოგადად შენს «50 წლის» პარტნიორზე უფრო უკეთესი პერსონა. თუ ქალი ფრიგიდულია, არახალისიანი და «სისხლიც არ უდუღს» მამაკაცს ძნელად მიიზიდავს… ქალებო მარტივია ისწავლეთ ბევრი სასაცილო ანეკდოტები თუნდაც უხამსი იყოს და გაახალისეთ ირგვლივმყოფნი. თუ აქეთ ითხოვ გაგახალისონ შენი «მძიმე ბუნების» გამო მაშინ ძალიან ლამაზი და ისეთი სექსუალური უნდა იყო, რომ კაცები შენს დანახვაზე «ცხენებივით ჭიხვინებდნენ»… გაიხარეთ *CRAZY*

Leave a Reply