ვირტუოზის ფსიქოლოგია

არსებობს გავრცელებული მოსაზრება, რომ მდიდარ და ღარიბ ადამიანებს შორის განსხვავება ფულშია. სინამდვილეში, ეს უდიდესი მითია. რა თქმა უნდა, სიმართლის მარცვალი აქაც არის, მაგრამ ეს მხოლოდ მათემატიკური, გარეგანი ფაქტორია.

სინამდვილეში მთავარი განსხვავება მდიდრებსა და ღარიბებს შორის, ეს არის აზროვნების დონე და მასშტაბი.

სიღარიბე ფულისა და ნივთების ნაკლებობა კი არ არის, არამედ, პირველ რიგში გონებრივი მდგომარეობაა!

ვინ არის შინაგანი თამაშის ვირტუოზი?

ეს არის პიროვნება, რომელიც სიუხვის კატეგორიებით აზროვნებს. მისთვის ფული არა მიზანი, არამედ საშუალებაა, რომელიც მისი დანიშნულების რეალიზებაში ეხმარება. აქედან გამომდინარე, მას ყოველვის აქვს ფული და თანაც — ჭარბად. ვირტუოზი — ეს არის ადამიანი, რომელიც გონებრივად, სულიერად, ემოციონალურად და ფიზიკურად ვითარდება. მან გამოამჟღავნა საკუთარი დანიშნულება და თავით გადაეშვა მის რეალიზებაში. ის არ აზროვნებს დეფიციტური კატეგორიებით, რადგან მაღალი ნორმის დონე აქვს და უშიშრად აბიჯებს განუსაზღვრელობაში. მას არ აღელვებს სტაბილურობა და გარანტირებული ხელფასი, რადგან შემოქმედია და თავისუფლად მიდის რისკებზე.

ერთხელ ჰენრი ფორდს ჰკითხეს:

— რას იზამდით, მთელი თქვენი ქონება რომ დაგეკარგათ?

— ყველაფერს ახლიდან დავიწყებდი და 5 წლის შემდეგ უფრო დიდ ფინანსურ წარმატებას მივაღწევდიო, — მიუგო ფორდმა.

დამტკიცებული ფაქტია! თუ ვირტუოზს ექნება ბიზნესი, მაგრამ რაღაც მომენტში ყველაფერს დაკარგავს, გარკვეული დროის შემდეგ, დიდი ალბათობით ის ყველაფერს უკან დაიბრუნებს.

თუ ღარიბი შემთხვევით გამდიდრდება [მემკვიდრეობა, ლატარია და ა.შ.], ეს ფულები ძალიან მალე, ფაქტიურად გარანტირებულად, აზროვნებით მდიდარ ადამიანებთან დაბრუნდება. აზროვნებით ღარიბი ადამიანი არ დგამს თამამ ნაბიჯებს თავისი სულიერი და მატერიალური კაპიტალის გასამრავლებლად. ეს ყველაფერი კი ტოქსიკური რწმუნებულებებისა და შეცდომის დაშვების შიშის გამო ხდება.

სწორედ ტოქსიკურ რწმუნებულებებს და შეცდომის დაშვების შიშს გვინერგავენ სკოლიდან, შემდეგ კი საქმეში ერთვებიან კოლეჯები, უმაღლესი სასწავლებლები და ასე გვაქცევენ რეაქტიურ ადამიან-ნივთებად, სადაც მხოლოდ მზა შაბლონები და შიშზე დაფუძნებული, წარსულის მიერ განპირობებული, დაუსაბუთებელი და ილუზორული სტანდარტები და ნორმებია.

რატომ ხდება ასე?

სინამდვილეში, ყველაფერი ძალიან მარტივია — საგანმანათლებლო სისტემის პროგრამა საბჭოთა კავშირის შემდეგ ფაქტიურად არ შეცვლილა… ანუ არ შეცვლილა ფესვებში, უბრალოდ, ფასადი შეიცვალა. ხოლო მაშინდელი სისტემის იდეა ძალიან მარტივი იყო: კვალიფიციური შემსრულებლების მომზადება, რომლებიც არასდროს იკითხავენ, "რისთვის?" და "რატომ?"… რომლებიც უსიტყვოდ შეასრულებენ უფროსების მიერ გაცემულ ბრძანებებს.

სამწუხაროდ, ჩვენს მშობლებს ეს არ ესმით, გვიქადაგებენ რა ისეთ იდეებს, როგორებიცაა:

  • ნუ გამოყოფ ცხირს;
  • ზედმეტად ნუ აქტიურობ;
  • რას იფიქრებს ხალხი;
  • იყავი მართალი;
  • კარგად ისწავლე;
  • და ა.შ.

შესაძლოა, შენ ახლა გაგიკვირდა და პროტესტის გრძნობაც გაგიჩნდა ისეთ მტკიცებულებაზე, როგორიცაა, მაგალითად: "იყავი მართალი!" მაგრამ თუ კარგად ჩავუღრმავდებით, აღმოვაჩენთ, რომ იმისათვის, რომ სოციალურ პარადიგმაში იყო მართალი, საჭიროა, ვიღაც სხვა, ან სხვები იყვნენ მტყუანები… ეს უკვე ეგოიზმე დაფუძნებული პარადიგმაა, რასაც მთელი ცხოვრება გვიინსტალირებენ ქვეცნობიერში.

დაივიწყე ამის შესახებ! სინამდვილეში, შენ არ უნდა აყენებდე შენს ეგოს "სუფრის თავში", უნდა გამოირჩეოდე ერთფეროვანი მასისგან, უნდა გამოყო ცხვირი და დაუშვა შეცდომები… აზროვნებით ღარიბები მთელი თავიანთი ცხოვრება დარჩებიან უფერულები, თუ რა თქმა უნდა, არ გარისკავენ, განვითარდნენ და გახდნენ ნამდვილები.

დაუშვი შეცდომები! მხოლოდ ასე შეძლებ ზრდას და განვითარებას.

ადამიანებს ეშინიათ, რომ არაფერი გამოუვათ, მათ ეშინიათ, რომ ჩადებული ფული არ მოუტანთ შედეგს. სინამდვილეში, არ უნდა გვეშინოდეს ამის, მაგრამ თუ მაინც ვერ მიიღებ შედეგს, გაკვეთილი გამოიტანე ყოველივე ამიდან და შემდგომ გამოიყენე ეს გამოცდილება.

საკუთარ შეცდომებზე სწავლა!

სწორედ უმოქმედობა, რისკისგან გაქცევა და სტაბილურობისკენ სწრაფვაა ყველაზე დიდი რისკი!

ნამდვილი ვირტუოზები არ უშინდებიან დაცემას და როცა ეცემიან, აუცილებლად დგებიან და მომდევნო შეცდომას უშვებენ, შემდეგ კი კვლავ დგებიან. მიბაძე მათ!

P.S. შენ ალბათ იცი, რომ აგვისტოს ბოლოს [20-25 აგვისტო] გასვლითი ტრენინგი გვქონდა შეკვეთილში. ეს მართლაც დაუვიწყარი იყო. ხვალ შემოგთავაზებთ დოკუმენტურ ფილმს და პოსტს, რომელშიც დაწვრილებით იქნება ნაჩვენები, თუ როგორ ვიტრენინგეთ და რა დრო ვატარეთ შეკვეთილში.

P.P.S. ასევე, შენ გელის სასიამოვნო სიახლე, რომელსაც ჩვენი გუნდი, "ინტელექტიკა" შემოგთავაზებს. აბა, ხვალამდე 😉

სიყვარულით, პატივისცემითა და რწმენით: GT და გუნდი INTELEQTIKA


Tags: , ,

7 комментариев to “ვირტუოზის ფსიქოლოგია”

  1. mano:

    Rogorc iqna gamochndit dzalian gamixarda

  2. ხატია:

    მოუთმენლად ველი, მიყვარხართთთთთთთ :*

  3. ლაშა:

    საინტერესოა ხვალ რა გველის,როგორ გაატარეთ დრო .ვეთანხმები მდიდარი ხალხი რაღაც ხერხებით იზიდავს ფულს და უფრო მდიდრდებიან,როგორც ჩანს მართლა აზროვნებაში ყოფილა განსხვავება მდიდარსა და ღარიბს შორის.სიმართლე ვთქვა სულ არ მინდა ფულით მდიდარი ვიყო,ბიზნესმენი მილიონერი.მინდა მქონდეს საყვარელი საქმე და სასარგებლო და საჭირო ადამიანი ვიყო.

  4. თათია:

    დიდი მადლობა პოზიტიური და საჭირო ინფორმაციისთვის! კარგები ხართ! გავეცნობი ხვალინდელ ამბებს. 8) =)

  5. ნინი თუთისანი:

    ველოდები ფილმს ჩემო ვირტუოზებო და ბედნიერი ვარ რომ მეც ვარ მაგ ფილმის გმირი მიყვარხართ

  6. მომწონს თქვენი ბლოგი

  7. პირადათ მე აქტიური მომხმარებელი ვარ http://rel.ge/

Leave a Reply