ვიზუალიზაციის საიდუმლო

მოგესალმები ჩემო ერთგულო და საყვარელო მკითხველო. ეს ზაფხულიც თითქმის გავიდა და დროა მთელი ძალებით ჩავერთოთ საქმეში, რათა არ ჩამოვრჩეთ სინათლის სისწრაფით განვითარებად სამყაროს.

დღეს კი, ძალიან საინტერესო და უმნიშვნელოვანეს თემაზე, კერძოდ — ვიზუალიზაციაზე მინდა გაგესაუბრო. გახმაურებული ფილმის «The Secret» (საიდუმლო)-ს ტელეეკრანებზე გამოჩენის შემდეგ, დისკუსიები არ წყდება ვიზუალიზაციის შესახებ. ადამიანები ორ ბანაკად გაიყვნენ: ერთი მხარე აცხადებს, რომ ვიზუალიზაცია აბსოლუტური სისულელეა და რომ ყველაფერი "ფიზიკურად" უნდა აკეთო. ხოლო, მეორე მხარე კი, საპირისპიროს ამტკიცებს, მათ სჯერათ ვიზუალიზაციის და აქტიურად იყენებენ მას.

ისევე როგორც ყველაფერში, აქაც პირველი ბანაკის წარმომადგენელთა რაოდენობა ბევრად უფრო მეტია, ვიდრე მეორე ბანაკის.

— რომელი მათგანია მართალი?

ამ სტატიაში, მე გაგიმხელ ვიზუალიზაციის ერთი შეხედვით ძალიან უბრალო, მაგრამ ამავე დროს, ძალიან ეფექტურ საიდუმლოს…

მოდი განვიხილოთ 2 ვარიანტი:

ვარიანტი №1. ადამიანი ცდილობს მოახდინოს ვიზუალიზაცია, ის საკუთარ წარმოსახვაში ხატავს იახტას, ვილას, ბევრ ფულს და ა.შ. მაგრამ, მის ცხოვრებაში ისევე როგორც ვიზუალიზაციამდე არ იყო არაფერი, არც ვიზუალიზაციის შემდეგ იცვლება რამე. მისთვის ვიზუალიზაციას იმედგაცრუების გარდა არ მოაქვს არაფერი.

ეს დაახლოებით ასე გამოიყურება:

პირველი ბანაკის წარმომადგენლები ამ ადამიანებს ირონიულად, ფილმ «The Secret»-ის მსხვერპლებს ეძახიან, მეოცნებეებად მოიხსენიებენ და დასცინიან მათ.

ვარიანტი 2. ადამიანი მუხლ ჩაუხრელად მუშაობს საკუთარი ნათელი მომავლის უზრუნველსაყოფად. ის არ ახდენს არაფრის ვიზუალიზაციას, რადგანაც ან საერთოდ არაფერი სმენია ამის შესახებ, ან აბსოლუტურ სისულელედ და დროის კარგვად მიიჩნევს მას. ის უბრალოდ შრომობს და სათანადოდ არც იმის სჯერა, რომ მისი შრომა რაიმე განსკუთრებულ შედეგს მოუტანს მას. სამუშაო, სამუშაო, სამუშაო — აი ძირითადად რას აკეთებს ის. ხოლო, ბედნიერება და სიმდიდრე სათოფეზეც კი არ ეკარება მას. ვფიქრობ ყველა ადამიანს ჰყავს ისეთი ნაცნობები, რომლებიც მთელი ცხოვრება მძიმედ მუშაობენ და მიუხედავად ამისა, მათი ცხოვრება პირიქით, სულ უფრო და უფრო უარესდება. ასეთი ადამიანები სხვადასხვა პროფესიებში და ბიზნესშიც კი გვხვდებიან და თითოეულ მათგანს ერთი რამ ართიენებს: ისინი წელზე ფეხებს იდგამენ, მაგრამ წარმატებას მაინც ვერ აღწევენ ცხოვრებაში.

გამოდის, რომ არც ვიზუალიზაცია და არც შეუპოვარი შრომა, იმის გარანტიებს არ იძლევა, რომ მიზანი უსათუოდ მიღწეული იქნება.

— თუ ასეა, მაშინ სად იმალება ვიზუალიზაციის საიდუმლო?

მოდი განვიხილოთ შემთხვევა ცხოვრებიდან:

ადამიანის (საცდელი ობიექტის) თანდასწრებით ცეცხლზე იქამდე გააცხელეს ჩვეულებრივი სუფრის კოვზი, სანამ ის ძალიან არ გაწითლდა და შემდეგ, ეს კოვზი მოულოდნელად მას ხელზე მიადეს. შედეგად ამ ადამიანმა სერიოზული დამწვრობა მიიღო, არადა მთელი ჩანაფიქრი იმაში მდგომარეობდა, რომ  მოულოდნელად ეს გავარვარებული კოვზი, ჩვეულებრივი ცივი კოვზით შეცვალეს და სწორედ ცივი კოვზი მიადეს მას. სინამდვილეში ამ ადამიანმა ცივი კოვზისგან მიიღო დამწვრობა.

— შეგიძლია ამიხსნა როგორ?


რწმენა ცვლის რეალობას!


დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანს კოვზის შეცვლა რომ შეემჩნია, ის არანაირ დამწვრობას არ მიიღებდა. ანუ, რამდენიც არ უნდა წარმოიდგინო გავარვარებული კოვზი და მიიდო ის ხელზე, შედეგი ყოველთვის ერთი იქნება — დამწვრობა არ გაგიჩნდება.

ასეთივე შედეგი მიიღეს მეცნიერებმა მედიცინაში და "პლაცებოს ეფექტი" დაარქვეს მას. მედიკოსებისა და მეცნიერების მიერ, უკვე ათასობით ფაქტია დაფიქსირებული და გამოკვლეული, თუ როგორ ასრულებს შაქრისაგან დამზადებული სატყუარა, რომელსაც აბის ფორმას აძლევენ, ძლიერმოქმედი წამლის როლს,  პაციენტების უმრავლესობა კი, ამ სატყუარას მიღების შემდეგ ისეთივე შედეგს იღებენ, როგორსაც ნამდვილი წამლის მიღების შემთხვევაში მიიღებდნენ.


მხოლოდ სუფთა ცნობიერება და 100%-იანი რწმენა იძლევა საჭირო ეფექტს!


ასე რომ მხოლოდ კედელზე გაკრული "ვიზუალიზაციის დაფა" (ოცნებების ფოტო კოლაჟი) არ მუშაობს, ის ჩვენს კოვზს ცივ მდგომარეობაში ტოვებს. არც მხოლოდ ჩვენს გონებაში შექმნილ სურათს მოაქვს სასურველი შედეგი. რამდენიც არ უნდა წარმოვიდგინოთ ჩვენი ოცნების სახლი ან გავარვარებული კოვზი: ამ სახლის სუბიექტური სივრციდან ობიექტურ სამყაროში მატერიალიზება არ მოხდება, ისევე როგორც კოვზი არ გაგვიჩენს დამწვრობას.

— როგორ ვაიძულოთ საკუთარ თავს იმის დაჯერება, რომ კოვზი ცხელია?

1. წარმოიდგინე, რომ ხელში იღებ ჭიქას, ავსებ მას წყლით და სვამ. უბრალოა თუ არა ეს მიზანი? რა თქმა უნდა — ეს ძალიან უბრალო მიზანია. რამდენად დიდია შენი ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ შენ შეძლებ ამის გაკეთებას? ვფირობ რომ შენ არანაირი ეჭვი არ გაგაჩნია ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც არ უნდა ხდებოდეს, მიწისძვრა იქნება ეს, თუ უცხოპლანეტელების შემოსევა, შენ მაინც შეძლებ წყლის დალევას. ეს ძალიან უბრალო მიზანია, მისი მიღწევა ძალიან ადვილია და შენ 1000%-ით დარწმუნებული ხარ, რომ შეძლებ ამას.

2. ახლა კი, მოდი დიდ მიზანზე გავისაუბროთ. წარმოიდგინე შენი ყველაზე დიდი და სანუკვარი ოცნება. რამდენად გეპარება ეჭვი იმაში, რომ შენ ამ ოცნებას აიხდენ? შეაფასე შენი რწმენა 10 ბალიანი შკალის მიხედვით, სადაც 0 ნიშნავს, რომ საერთოდ არ გჯერა, ხოლო 10 ნიშნავს, რომ 100%-ით დარწმუნებული ხარ მის ასრულებაში. შემიძლია ვივარაუდო, რომ შენში ამ ოცნების ასრულებასთან დაკავშირებული ეჭვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ამ ოცნების ასრულებაზე ბევრმა ფაქტორმა შეიძლება იქონიოს უარყოფითი გავლენა. კერძოდ: ეკონომიკური კრიზისი, არაკეთილმოსურნე ადამიანები და ა.შ. მოდი ვნახოთ რა დგას პატარა და დიდ მიზანს შორის: ეჭვი, შიში და გარემოებები, რომლებიც სწორედ პირველი ორი ჩამოთვლილი ფაქტორების (ეჭვი, შიში) გამო, გამადიდებელი შუშის ქვეშ აქცევს გარემო პირობებს და რეალობის შეგრძნებას აკარგვინებს ადამიანს.

გიჩნდება ეჭვი და შენს მიერ ვიზუალიზირებული ოცნება, კარტისაგან აშენებული სახლივით ინგრევა.

— რა უნდა ვქნათ იმისთვის, რომ არ შეგვეპაროს ეჭვი?

პასუხი ძალიან უბრალოა: მოქმედება!

მოქმედება ანადგურებს ეჭვებს. იმოქმედე მანამ, სანამ შენს მიზანთან დაკავშირებული ეჭვი ბოლომდე არ გაქრება. ხოლო, როდესაც ეჭვი გაქრება, შენი მიზანი შენს წინაშე აღმოჩნდება. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მოქმედების დროს შენ მაინც გექნება ეჭვები, შიშები და თვითდაუჯერებლობა, მაგრამ გახსოვდეს, რომ ეს ნორმალურია და ასეც უნდა იყოს.


ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია?!


ფიზიკურ დონეზე მოქმედებით, ჩვენ ვაიძულებთ ჩვენს ცნობიერებას, რომ დაიჯეროს. სამწუხაროდ ადამიანების 99%-ს თავში ნამდვილი აჯაბსანდალი აქვს. საქმე საქმეზე რომ მიდგეს, მათ წარმოდგენაც კი არ აქვთ, თუ კონკრეტულად რა უნდათ ცხოვრებაში. მსგავსი შეკითხვის შემთხვევაში უმეტესობა აბსტრაქტულ პასუხს გაგცემს, მაგალითად რაიმე ამდაგვარს: "მე მინდა მშვიდი ცხოვრება, კარგი სამსახური და მმმმ???? (თვალები ზევით და ფირობს) და… და.. და ყველა ჩემიანი რომ კარგად იყოს!" არადა გულზე ხელი რომ დავიდოთ, ეს ხომ უცებ მოფიქრებული, გაფანტული და არაკონკრეტული პასუხია?!


გაუგებარია მიზანი — გაუგებარია ცხოვრებაც!


აქ საჭიროა კონკრეტული მიზნისკენ, ნამდვილი მოქმედება და არა მოქმედების იმიტაცია. თუ შენი ცნობიერება იგრძნობს, რომ შენ არ ხარ გულწრფელი, ეს კიდევ უფრო დიდ ეჭვებს გამოიწვევს. ასე რომ იმოქმედე ენთუზიაზმით და თითოეულ ნაბიჯში მთელი შენი გული და სული ჩააქსოვე.

რეზიუმე:

1. დაისახე კონკრეტული მიზანი;

2. მოახდინე მიზნის ვიზუალიზაცია, ისე, რომ თითქოს უკვე მიაღწიე მას. რაც უფრო მეტ სიმკვეთრეს ჩააქსოვ შენს წარმოსახვაში, მით უფრო კარგია. წარმოსახვის დროს საქმეში ჩართე ყველა გრძნობის ორგანო. დაინახე ფერები, შეიგრძენი ემოციები, გაიმეორე პოზიტიური და შენს მიზანთან დაკავშირებული მტკიცებულებები. გახსოვდეს, რომ გამეორება ცოდნის დედაა!

3. დაიწყე მოქმედება და შენი მიზნისკენ შეუპოვარი მოძრაობა. მოქმედების დროს შენ გექნება ეჭვები და შიშები… შენ აუცილებლად აღმოჩნდები ემოციონალურ ორმოში, მაგრამ გახსოვდეს, რომ ეს ნორმალურია, ეს ასეც უნდა იყოს. აბსოლუტურად ყველამ გაიარა ეს გზა და არც შენ იქნები გამონაკლისი. გახსოვდეს, რომ ეჭვები აუცილებლად უნდა იყოს;

4. როდესაც შენი შეუპოვარი მოქმედებით გაანადგურებ ეჭვებს, შენი ოცნება რეალობად იქცევა.


"მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა რომ გქონდეთ და უთხრათ ამ მთას: აქედან იქით გადადიო, იგი გადავა, და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი". [მათ. 21,21.]


P.S. უახლოეს დღეებში მხოლოდ ინტელექტიკას ერთგული მკითხველი მიიღებს "სიურპრიზს", სადაც დეტალურად იქნება გაცემული პასუხები ამ და კიდევ მრავალ მტკივნეულ და აქტუალურ კითხვაზე. ასე, რომ ყურადღებით იყავი და აუცილებლად დარჩი ხაზზე!!!

P.P.S. მადლიერები ვიქნებით, თუ დატოვებ კომენტარს და შენს ამ საკითხთან დაკავშირებულ მოსაზრებას, თანხმობას ან კრიტიკას გაგვიზიარებ.

P.P.P.S. თუ მოგეწონა ჩვენი სტატია, მაშინ გაუზიარე ის შენს მეგობრებსაც! წინასწარ გიხდით უღრმეს მადლობას!

პატივისცემით, სიყვარულით და რწმენით — გიორგი თვალაძე!


28 комментариев to “ვიზუალიზაციის საიდუმლო”

  1. გიორგი:

    საჭირო და იმედის მომცემი პოსტია. ჩვენი თანამემამულის დიმიტრი უზნაძის «განწყობის თეორემაც» იდენტურ პრობლემას განიხილავს. საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი… მადლობთ საინტერესო პოსტისთვის. «სიურპრიზს» დაველოდები მომავალ დღეებში…

  2. დავითი:

    არაფერი არ შეიცვლება თუ საკუთარი თავი არ შეცვალე.
    თუ ყველაფერი გაკმაყოფილებს, აღარც არაფერი გჭირდება და გინდა ე.ი. არ გინდა და მორჩა. ვინ და რატომ უნდა მოგანიჭოს, გაჩუქოს, დაგაჯილდოვოს, მოგაგებინოს, გისახსოვროს რამე ? არ გინდა და, …
    მაგრამ თუ რამის შეცვლა მართლა გინდა, არ აქვს მნიშვნელობა რა- ფული, გახდომა, ფრენა, იყო ,,დიდი ადამიანი», იმოქმედო შენი, შესაბამიად შენი ოჯახის, შესაბამისად შენი ქვეყნის, შესაბამისად კაცობრიობის ისტორიაზე, სვავდე მეტს, ფიქრობდე ღრმად, გტკიოდეს რაც ეხლა არ გტკივა, ირბინო სწრაფად და რა ვიცი მილიონი კიდევ რაღაც, ერთი ატომის გადადგილება მაინც თუ გინდა მოახერხო აქ, სადაც ჯერ არავის ეს არ უქნია, მაგრამ შენ გინდა, …. გინდა და მორჩა.მაშინ აქდან იწყება ზუსტად —არაფერი არ შეიცვლება თუ საკუთარი თავი არ შეცვალე ….არაფერი არ შეიცვლება თუ საკუთარი თავი არ შეცვალე-… აქ მთავარი ისაა რა გინდა და ის იცი თუ არა როგორ ითხოვო, კიდევ გილოცავთ სუყველას და შეგეწიოთ ღვთისმშობლის მადლი

  3. მუშაობს თუ არა ვიზუალიზაცია, ამაზე მხოლოდ ისინი დავობენ, ვისაც საკუთარი მიზნების მისაღწევად არასოდეს გამოუყენებია ან არასწორად გამოუყენებია ეს ტექნიკა — ყველაფერს ცოდნა უნდა და შესაბამისი პრაქტიკა ;).

    ძალიან სწორად თქვი, გიორგი: «საჭიროა კონკრეტული მიზნისკენ ნამდვილი მოქმედება და არა მოქმედების იმიტაცია». თუ ჩვენი მიზნისკენ ენთუზიაზმის გარეშე მივდივართ (თუნდაც საუკეთესო ტექნიკით შეიარაღებული), კი არ ვუახლოვდებით, ვშორდებით მას. სიტყვამ მოიტანა და… კოელიო გამახსენდა: ენთუზიაზმი საკუთარ თავში ღმერთჩასახლებულს ნიშნავსო,ამბობს სადღაც. მგონი, კომენტარი ზედმეტია 🙂

  4. ივანე:

    კარგია ადმინ მართლა კარგია …. ასეთი გვერდები ბევრი უნდა არსებობდეს :)) ასე გაააგრძელე

  5. დავით წილოსანი:

    კარგი სტატიაა მადლობა ავტორს იმისათვის რომ ასეთი კარგი ადამიანია!!!!!!!

  6. მართლაც ყურადსაღები და გასათვალისწინებელი პოსტია მადლობა გიორგის 🙂

  7. საინტერესო პოსტია 🙂

  8. ნონა:

    მე მჯერა, რომ — ადამიანი ყველაფერს მიაღწევს თუ ეს მართლა უნდა გულით! ამიტომ მნიშვნელობა არა აქვს წარმოსახვაში წარმოიდგენს თუ არა..უბრალოდ ყველაფერი უნდა გააკეთოს თავისი მიზნის განსახორციელებლად!

  9. ნონა:

    p.s. ისე ძალიან საინტერესოდ დაწერილი სტატიაა და ერთი ამოსუნთქვით იკითხება, პრინციპში როგორ ყველა წინამორბედი.მადლობა გიორგი,რომ მოწყენის საშვალებას არ გვაძლევ:)

  10. დიდი მადლობა, ბატონო გიორგი, ასეთი საინტერესო პოსტებისთვის!

    დიდ პატივს ვცემ თქვენს ბლოგს, ბევრი პოსტიც წამიკითხავს, ძალიან მეხმარება საკუთარი თავის მობილიზებაში, კიდევ უფრო დიდი მადლობა ამისათვის!.. 🙂

    არ გაიკვირვოთ, რომ ეს ჩემი, როგროც თქვენი ერთგული მკითხველის, პირველი კომენტარია! =) =)

    წარმატებებს გისურვებთ!

    P.S ველოდები სიურპრიზს 😉

  11. Vakho ...:

    გამარჯობათ
    ეს თითქმის ერთადერთი საკითხია რაზეც რელიგია და მეცნიერება სრულ თანხვედრაშია: უფალი გვეუბნება მდოგვის მარცვლისოდენა რწმენითაც კი მთის დამორჩილება შეგვიძლია; მეცნიერება ამბობს რომ ტვინის 5% გამოყენების შემთხვევაში ადამინს თავისუფლად შეეძლება ფრენა…. სტატიაში მოიხსენიება როგორც ვიზუალიზაცია…
    ანუ აღიარებს ყველა (რელიგია, მეცნიერება) მხოლოდ განსხვავებული სიტყვებით.
    ადამიანს მთავარია გწამდეს მიზნის (და არა ოცნებობდე მიზანზე) და პრაქტიკულად იმოქმედო შენი მიზნისთვის, რომლის თითეული ნაბიჯი იქნება რწმენით გაძლიერებული.
    ასე რომ დაისახეთ მიზნები, გჯეროდეთ მათი ასრულების და იმოქმედე ღირსეულად….
    P.S. ჩემი აზრი მინდა დავაფიქსირო ბ-ნ დავითის და ქ-ნი ნონას პოსტებში ნახსენებ თემებზე:
    1. ბ-ნო დავით, ადამიანი უნდა ცდილობდეს ყოველთვის კმაყოფილების გრძნობა გააჩნდეს თავისი ნამოქმედარით, მაგრამ არ დაკმაყოფილდეს!!! მიღწეულით და კიდევ გადადგას შემდეგი ნაბიჯი.
    2. ქ-ნო ნონა მიზანი — ეს უკვე წარმოსახვის ნაყოფია 🙂

  12. ნონა:

    დავფიქრდი და მართალი ხართ ბ-ნო ვახო:)

  13. Vakho ...:

    =) *THUMBS UP*

  14. გიორგი:

    შრომა საჭიროა, მაგრამ ღმერთის ნების გარეშე არაფერი არ იქნება! მე მჯერა, რომ თუ ადამიანი, შრომობს, ლოცულობს მას უფალიშეეწევა და ყველაფერი კარგად იქნება.

  15. დავით:

    მოხიბლული ვარ თქვენი ბლოგით უსასტიკეს ხასიათზე რომც ვიყო თქვენი ნებისმიერი პოსტი გამომაკეთებს და იმედით მავსებს

  16. ნონა:

    დიდი მადლობა რომ არსებობსთ გიორგი. მე ვიყენებ ვიზუალიზაციას და შედეგები ჩემდა გასაოცრად ძალიან მალე მოდის . ეხლა სხვა დიდი მიზანი მაქვს , რომლის მისაღებად მხოლოდ ვიზუალიზაციას შეუძლია დამეხმაროს . საინტერესოა «სიურპრიზი»
    მადლობააა:)

  17. აზა კრავეიშვილი:

    სტატია მომეწონა.ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანია საკუთარი თავის რწმენაა.მე რომ ვიცი ეს საქმე გამომივა ის უეჭველი გამოვა და ისე იქნება მე როგორც მინდა.თუ ეჭვი შემეპარა ან დამეზარა ან რაღაც მიზეზების ძებნა დავიწყე იქ არაფერი გამოვა.მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის მაინც რეალური მიზნის დასახვა.იმედგაცრუებაც არ იქნება და ყველაფერი გამოუვა ისე როგორც მას უნდა.

  18. ნინო:

    გიორგი, ამაგდარო ადამიანო!

    გმადლობთ საინტერესო მასალებისათვის, მომწონს თქვენი ბლოგი და მიხარია რომ არსებობთ!

    მადლობას გადავუხდი კომენტარების ავტორებს გულწრფელობისთვის და დავძენ, რომ თქვენს ბლოგზე განთავსებული მასალები ჩემთვის ძალიან ორგანულია, რამეთუ მთელი ჩემი ცხოვრება ამის პრაქტიკული დადასტურებაა. თავს უფლებას მივცემ და ოცნებების რეალობად ქცევის ჩემეულ ფორმულირებას შემოგთავაზებთ:

    (ოცნება+მიზანდასახულობა+დაკონკრეტება+დაგეგმვა+ვიზუალიზება+მიზანსწრაფულობა
    +შეუპოვარი მოქმედება+რისკი) + სუფთა სინდისი + (მწველი სურვილი+რწმენა+ენთუზიაზმი
    +ურთიერთობები)+ კონცენტრირება + დაუყოვნებელი მუდმივი მოქმედება = შედეგი.

    მაქსიმალური შედეგის მისაღწევად საჭიროა ამ ჯაჭვის შემადგენელი თითოეულ რგოლისათვის შესაბამისი ცოდნის შეძენა და საკუთარი პრაქტიკის ფონზე მისი განმტკიცება.

    ერთი შეხედვით ეს გზა თითქოს რთულად მოსჩანს და საწყის ეტაპზე გარკვეულ ძალისხმევასაც საჭიროებს, მაგრამ დამეთანხმებით, რაც დრო გადის, პრაქტიკის საფუძველზე პროფესიონალიზმი მატულობს და გარკვეულ ეტაპზე დგება მომენტი, როდესაც შესაბამისი უნარები ისე ძლიერდება, რომ მინიმალური ძალისხმევის სანაცვლოდ მაქსიმალური შედეგის მიღწევაა შესაძლებელი!

    ამ უნარების შეძენა კი ნამდვილად ღირს, რადგან ესოდენ სასარგებლოა და სახარბიელო.

    გისურვებთ, ყველას და თითოეულს, ძლიერებასა და კეთილდღეობას, თქვენი თავისა და ერთმანეთის სასიკეთოდ, საკუთარი ოჯახებისა და ქვეყნის საიმედოდ!

  19. Elza:

    ადამიანმა ოცნება რომ შეისრულოს, პირველ რიგში უნდა იოცნებოს, შემდეგ კი უნდა იყოს რწმენა და ღმერთის წყალობა. ღმერთის წყალობა ჩვენ გვაქვს ყოველთვის, აი რწმენა კი ჩვენზეა დამოკიდებული.

  20. თიკო:

    100 % მუშაობს განწყობისა და ვიზუალიზაციის თეორია, მთავარია საკუთარ თავში შეძლო ძალების მობილიზება და ასევე გქონდეს ნათლად დასახული მიზანი.მრავალი წიგნი არსებობს მაგ : Xозе Сильва-ს არაერთი წიგნი აქვს გამოცემული ამ თემატიკაზე,და ასევე საინტერესოა ჯაფარიძის სემინარიც, რომელსაც ამას წინათ სულ შემთხვევით გადავაწყდი ინტერნეტში ძრომიალისას. http://nlpforu.wordpress.com/2012/10/08/vakhtang-japaridze/ წარმატებები და ცხოვრებაში მიზნის პოვნას და შემდგომ მის განხორციელებას გისურვებთ ყველას 🙂

  21. მანანა:

    ჭეშმარიტებაა

  22. გრატო:

    ერთ-ერთმა გამოჩენილმა ადამიანმა თქვა, ზუსტად გვარი არ მახსოვს და ამიტომ არ ვწერ რომ მკითხველი შეცდომაშI არ შევიყვანო: «თუ გინდა, რომ რაიმე შენს გარშემო შეცვალო, პირველ რიგში დაიწყე შენი თავითო». ამ სიტყვებით მთელი ბლოგის შინაარსია გადმოცემული.

  23. ალექსი:

    აბსოლუტურად გეთანხმებით, უკვე გამაჩნია საკუთარი მიღწევებიც ამ სფეროში.
    აი ლინკები ხოსე სილვას წიგნებზე, სადაც ძალიან გასაგებადაა აღწერილი ქვეცნობიერთან მუშაობის მეცნიერული და პრაქტიკული მხარეები:www.koob.ru/jose/‎
    წარმატებებს გისურვებთ 🙂

  24. თეონა:

    ეს მეთოდი ნამდვილად მოქმედებს და ნაწილობრივ ჩემს თავზეც მაქვს გამოცდილი. უბრალოდ ერთს დავამატებდი, როცა რამეზე ვოცნებობთ და გვინდა რამეს მივაღწიოთ, ყოველთვის ჩნდება შინაგანი ეჭვი-ეს რანაირად მოხდება? რადგან ამ დროს გონება მხოლოდ შესაძლო ვარიანტებს განიხილავს. არადა, როცა ქვეცნობიერი იღებს «ბრძანებას» ჩვენგან, თავად მოძებნის მიზნის ასრულების გზას,რომელიც აქამდე ვერც კი წარმოგვედგინა… იქნება ეს საჭირო ადამიანის გამოჩენა, ახალი ინფორმაცია, ფულის მოგება რაიმეს საყიდლად…ან თუნდაც გამართლება… : )

  25. მაგდა პაპუასჰვილი:

    ეს რაც წავიკიტხე მარტლაც გასაგებია რომ სჰესადზლებელია რწმენიტ ყველაპერი მაგრამ ვპიქრობ ეს ყველა ასაკჰი სჰესადზლებელია ?

  26. დიდი მადლობა ამ სტატიებისთვის !მჯერა , რწმენით, მოთმინებით ,შესაძლებელია გულწრფელი სურვილების ვიზუალიზაციის რეალურად ასრულება !

  27. ვეთანხმები გიორგი ამ სტატიას,ვიზუალიზაციით და შესაბამისი მოქმედებით შეიძლება ადამიანმა მიიღოს ის რაც უნდა! ვისაც ამის არ სჯერა(ანუ უმრავლესობას)კი აქვთ ის რაც აქვთ, და რა აქვთ უმრავლესობას? არც არაფერი!
    რისი მიღებაც გინდა ცხოვრებაში ჯერ ის უნდა წარმოიდგინო რომ უკვე გაქვს და ეს შეძელი, თუ ამის წარმოდგენა არ შეუძლია ადამიანს ვერც მიიგებს ვერეფერს, თუ ჩათვლის რომ მას რაგაც არ შეუძლია ვერც შეძლებს!
    არ მახსოვს ვისი სიტყვებია ზუსტად მაგრამ ძალიან მიყვარს ეს გამონათქვამი.»თუ ერთმა ადამიანმა შეძლო ამის გაკეთება ე.ი. შენც შეგიძლია, თუ ჯერ ვერავინ შეძლო ე.ი. შენ იქნები პირველი»!

Leave a Reply