ჩვენ შესახებ

ლიდერი ქმნის სისტემას, სისტემა მართავს ბიზნესს!

Facebook

გამოგვყევით

Instagram

გამოგვყევით

YouTube

გამოგვყევით

Linkedin

გამოგვყევით

იყო დრო, როცა იმის წარმოდგენასაც კი ვერ შევძლებდი, რომ ამ თემაზე ასე ღიად ვისაუბრებდი.

თქვენ დღეს ხედავთ, რომ “ინტელექტიკა” სრულად ავტომატიზებული სისტემაა, რომელშიც შედის კიდევ 4 პროექტი:

  • MatriX - ონლაინ აკადემია
  • Intelshop - ციფრული ჭკვიანი პროდუქტები
  • LandingPay.Ge - სარეკლამო სააგენტო
  • iConnect - სოციალური ქსელი

…და ეს ჯერ კიდევ დასაწყისია.

ვართ თანამოაზრეებისგან შემდგარი, ახალგაზრდა და ამბიციური გუნდი, გვაქვს უამრავი განსახორციელებელი პროექტი და რაც მთავარია, გვაერთიანებს საერთო დიდი იდეა:

ლიდერი ქმნის სისტემას, სისტემა მართავს ბიზნესს!

ჩვენ, მოქმედ და დამწყებ ბიზნესმენებს ვეხმარებით იდეოლოგიური მენეჯმენტის სისტემის შექმნაში [IMS].

IMS – ეს არის სისტემა, რომელიც ორგანიზაციაში ქმნის თვითგანვითარებად სტრუქტურას და მესაკუთრეს ათავისუფლებს ოპერაციული მართვიდან.

ასევე, 4 კვირაში ვნერგავთ ავტომატიზებული გაყიდვების სისტემას Facebook Messenger-ში, რომელიც ფიზიკური პროდუქტებისა და მომსახურებების ნიშებში მოღვაწე ბიზნესებს, საშუალებას აძლევს გაზარდონ კონვერსია მარკეტინგული ძაბრის ყველა ეტაპზე, გაზარდონ საშუალო ჩეკი, მინიმუმ ორჯერ შეამცირონ გარიგებების ციკლი და ყოველთვიურად, დაახლოებით 10%-ით გაზარდონ გაყიდვები.

მშვენიერია, ხომ? თუმცა საქმე ყოველთვის ასე კარგად არ მიდიოდა.

მახსოვს, როდესაც "ინტელექტიკა" დაიბადა, იმისათვის, რომ პირველი პროექტი ჩაგვეშვა, 600 დოლარი მჭირდებოდა და არ მქონდა... გადავწყვიტე, ჩამომეწერა შეძლებულ ნაცნობთა სია, გამომივიდა 11 ადამიანი.

600 / 11 = 54$

ჩემ წინაშე გაჩნდა ახალი ამოცანა - თერთმეტი ადამიანისთვის მეთხოვა 54$.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, სერიოზული შინაგანი წინააღმდეგობის მიუხედავად, დავუკავშირდი ყველას, მაგრამ 300 ლარზე მეტი ვერ მოვაგროვე.

სწორედ ეს მომენტი იქცა ჩემს ცხოვრებაში ტრანსფორმაციის წერტილად და მე ვუთხარი საკუთარ თავს:

"ოცდამეერთე საუკუნეში, ამხელა კაცი ასეთ თანხას რომ ვერ მოაგროვებ, ე.ი. არასწორად გიცხოვრია. მორჩა, მე აღარასოდეს აღმოვჩნდები ასეთ მდგომარეობაში და ძველი გარემოცვის დახმარების გარეშე გავხდები ფინანსურად აბსოლუტურად დამოუკიდებელი ადამიანი".

ამ შემართებით დავიწყე კომპანიის შენება და შეიძლება ითქვას, ტოტალურად ჩავყვინთე Digital ბიზნესის თემაში.

მიუხედავად იმისა, რომ იმ მომენტში არავითარი გამოცდილება არ მქონდა, მე თავიდანვე გავაცნობიერე, რომ ციფრულ ბიზნესში არის მომავალი.

ამ ბიზნესში მე მომხიბლა:

გეოგრაფიული თავისუფლება

შემიძლია ვიმუშაო მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში

აუთსორსინგი

პროცესების დელეგირება პროფესიონალებზე, კონკრეტულ ლოკაციაზე მიჯაჭვულობის გარეშე

დახმარება

შესაძლებლობა იმოქმედო ადამიანის აზროვნებაზე და რეალური დახმარება გაუწიო ხალხს

ავტომატიზაცია

შემიძლია რუტინული პროცესების დიდი ნაწილი გადავაბარო სისტემას და ის ჩემი ჩარევის გარეშე მოაგვარებს ყველაფერს

შეუზღუდავი ურთიერთობა

შემიძლია ვიურთიერთო ვისთანაც მინდა, სადაც მინდა და როდესაც მინდა

ფასეულობის გავრცელება

შესაძლებლობა ააშენო პატარა საიმფორმაციო იმპერია და იყო "სათავე"

სისტემის დაბადება

თავდაპირველად, “ინტელექტიკა” მიმართული იყო ადამიანებში ლიდერობის განვითარებაზე, რადგან სწორედ მე გავდიოდი ამ გზას და შემდეგ სხვებსაც ვეხმარებოდი.

დროთა განმავლობაში კი, როცა ჩემმა ბიზნესმა ბევრი აღმასვლა და დაღმასვლა განიცადა და დიდ ქაოსში აღმოვჩნდი, მივხვდი, რომ მხოლოდ ლიდერობა არ კმარა და რომ ლიდერს ბიზნესის სამართავად სასიცოცხლოდ სჭირდება სისტემა.

სისტემა - ეს არის ურთიერთდაკავშირებული ელემენტების ერთობლიობა, რომლებიც ახდენენ ერთი მთლიანის ფორმირებას და შეთანხმებულად ურთიერთქმედებენ წინასწარ დასახული მიზნის მისაღწევად.

“ინტელექტიკამაც” ნელ-ნელა ბიზნესის სისტემატიზების, მისთვის აუცილებელი ინსტრუმენტებისა და ცოდნის ერთ სტრუქტურაში მოქცევის ნაკადში გადაინაცვლა.

კომპანია წლიდან წლამდე ჩემთან ერთად იცვლებოდა და ვითარდებოდა… თამამდ შეიძლება ითქვას, რომ მივდიოდით ცდებისა და შეცდომების გზით… მწარედ ვეცემოდით, მაგრამ სწრაფად ვდგებოდით და ყოველ წამოდგომაზე ახალი გამოცდილებითა და დამატებითი ენერგიით ვიყავით დამუხტულები.

საბოლოო ჯამში კი, სწორედ ამ ცვლილებებმა და საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობილმა მუშაობამ მიგვიყვანა მეც და ჩემი გუნდიც ჩვენი კომპანიის დიდ იდეამდე:

ლიდერი ქმნის სისტემას, სისტემა მართავს ბიზნესს!

ამის შემდეგ ჯაჭვური რეაქცია დაიწყო და ჩვენ შევქმენით იდეოლოგიური მენეჯმენტის სისტემა.

და აი, დღეს უკვე თქვენს წინაშეა კომპანია დიდი იდეით, დიდი მისიითა და უეფექტურესი ინსტრუმენტით.

დიდი მისიის დაბადება

თუ მესაკუთრე ხართ ან ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ მხოლოდ საკუთარ თავს და ოჯახს აღარ ეკუთვნით. დღეს უკვე, როდესაც ადამიანები ქუჩებში შიმშილით აღარ კვდებიან, ბიზნეს ამოცანები კი მეტ წილად აღარ წყდება ძალისმიერი მეთოდებით, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ გადარჩენისთვის ბრძოლა დასრულდა. შეიძლება გეგონოთ, რომ ბიზნესის სამყარო ძალიან კომფორტულ სივრცედ იქცა, სადაც შეგიძლია სასიამოვნოთ გაატარო დრო. მაგრამ სიმართლე იმაშია, რომ ეს მხოლოდ სოციალური ნიღაბია. ბიზნეს სამყაროში მუდმივად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ბრძოლა… და თუ ჯერ არ გიგრძვნიათ ეს და არ მიუძღვით თქვენს ჯგუფს ბრძოლის ველზე, თუ ჯერ არ გესმით მოახლოებული ბრძოლის კიჟინა, იცოდეთ, ეს იმიტომ ხდება, რომ – ჯერ თქვენს ტერიტორიას არავინ დასხმია თავს. მაგრამ ნუ გექნებათ ილუზია, რომ ყოველთვის ასე გაგრძელდება.

სამწუხაროდ, ხელმძღვანელები ძალიან გვიან ამჩნევენ ტყვიების ზუზუნს მათ თავთან, არადა მოწინააღმდეგე უკვე მათი ტერიტორიის უკუპირებითაა დაკავებული. თუ არ ხართ ბრძოლისთვის მომზადებული, თქვენ აუცილებლად დამარცხდებით, თანაც დამარცხდებით ისე, როგორც მარცხდება კომპანიების უმრავლესობა. სამწუხაროდ, ბიზნესების აბსოლუტური უმრავლესობა ნადგურდება არა ნაღმებისგან, არამედ, როგორც წესი, მათთვის ერთი პატარა სულის შებერვაც საკმარისია.

ჩვენი დანიშნულებაა – შეგაიარაღოთ ხელმძღვანელის ინსტრუმენტებით და გასწავლოთ მათი გამოყენება.

რა თქმა უნდა, თქვენი შედეგები, ასევე თქვენს პიროვნულ თვისებებსა და ტალანტზეცაა დამოკიდებული… მაგრამ თუ არ იცით, როგორ ააშენოთ ციხესიმაგრე, მხოლოდ ნიჭი ვერ გადაარჩენს თქვენს ჯგუფს.

ჩვენი მისიაა - იდეოლოგიური მენეჯმენტის სისტემის დანერგვის გზით, დავეხმაროთ ბიზნესის მესაკუთრეებსა და ხელმძღვანელებს ოპერაციული მართვიდან გამოსვლასა და თავისუფლების მოპოვებაში!

გიორგი თვალაძე

_______

“ინტელექტიკა”-ს დამფუძნებელი და მთავარი მეთოდოლოგი