ბიზნესი, როგორც საკუთარი თავის შეცნობისა და რეალიზების ხელოვნება

------

მანიფესტი

იდეოლოგიური მენეჯმენტის სისტემა

------

ის, რასაც თქვენ ახლა შეიტყობთ, შეცვლის თქვენს რეალობას. ეს ნებისმიერ შემთხვევაში მოხდება… იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი ამჟამინდელი ცხოვრების დონე არ ამართლებს თქვენს მოლოდინებს, თქვენ შეძლებთ ამის შეცვლას.

რისი მიღება გსურდათ, როდესაც ქმნიდით ბიზნესს?​

------

მოდი, გავრისკავ და ვიწინასწარმეტყველებ:

ეს იყო თავისუფლება, მოგზაურობა, დამოუკიდებლობა, სიხარული…

მერე, რა ქენით, მიიღეთ?  თუ ჯერ-ჯერობით თქვენი მთავარი კოზირი – ეს არის მეტ-ნაკლებად [ალბათ უფრო ნაკლებად] სტაბილური შემოსავალი, რისთვისაც, რბილად რომ ვთქვათ – საკმაოდ სერიოზული მუშაობა გიწევთ.

თქვენ არ გინდოდათ „გელა ბიძიაზე“ მუშაობა, შედეგად კი იტანჯებით პიროვნული გაორების გამო, რადგან „გელა ბიძიაც“ და მისი თანამშრომელიც თავად გახდით. ერთი მხრივ, თქვენ კვლავ გაქვთ ოცნებები და სურვილები, მეორე მხრივ კი „ტონა საქმე“, რის გამოც გიწევთ როლების თამაში – თან მოლოდინების გამართლება და თან მათ შესაბამისობაში მოქმედება. ეს დამღლელია, ძალიან დამღლელი. მეთანხმებით?

თუ გჭირდებათ ბალანსი სისტემასა და შემოქმედებას შორის და გსურთ, მარტივად შეუთავსოთ „დიდი ბოსი“ და საკუთარი თავი ერთმანეთს [თან მიიღოთ ფული და თან იცხოვროთ სიამოვნებით], მაშინ მოგიწევთ, ყურადღებით წაიკითხოთ ეს პოსტი და ერთხელ და სამუდამოდ დაინახოთ, თუ სად მარხია კატის ტრაკი.

მთავარი კომპონენტი

------

მე თავად დიდი ხანია ვაშენებ ბიზნესს, შექმნილი მაქვს უამრავი სისტემა, ჩავუშვი ბევრი პროექტი, მაგრამ ყოველთვის მაკლდა რაღაც დიდი, მთავარი კომპონენტი, რომლის გარეშეც შეუძლებელია შექმნა რაიმე მართლაც გრანდიოზული, უნიკალური, დასრულებული.

ეს არის კომპონენტი, რომლის გარშემოც და რომლისთვისაც ღირს იშრომო და იმოქმედო. ალბათ, გაინტერესებთ რა კომპონენტზეა საუბარი.

ეს ხართ თქვენ. თქვენი პიროვნება. თქვენი ლიდერობა, ინდივიდუალურობა, სურვილი და აბსოლუტური ბედნიერების მდგომარეობა, რომლითაც თქვენ ავსებთ არა მხოლოდ თქვენს ბიზნესს, არამედ მთელ თქვენს ცხოვრებას.

მე შემოგთავაზებთ ტექნოლოგიას, რომელიც დაგეხმარებათ, ჩააშენოთ ეს კომპონენტი თქვენს ბიზნესში სრულად, მთელი 100%-ით.

ყველაფერი, რასაც აკეთებთ, უნდა განიჭებდეთ სიხარულსა და სიამოვნებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა აზრი აქვს ამის კეთებას?​

ბიზნესის კეთებისას, ძალიან ბევრს ვშრომობთ და ვწვალობთ თავიდან, რათა შედეგად მოვახდინოთ საკუთარი თავისა და სურვილების რეალიზება.

მეთანხმებით? ბიზნესი – ეს არის ჩვენი რეალობის ანარეკლი… და თუ ამ რეალობით უკმაყოფილო ხართ, თუ დაიღალეთ მუდმივი რბოლით, ე.ი. ეს ყველაფერი [რბოლა, სტრესი, დაღლილობა…] სრულად აისახება თქვენს ცხოვრებაზე.

იმისთვის, რომ ადამიანებს აღუძრათ თქვენკენ მოძრაობის სურვილი [ოჯახი, გუნდი, პარტნიორები, კლიენტები], პირველ რიგში, თავად უნდა იყოთ სავსე და ბედნიერი.

სწორედ ამიტომ, ბიზნესი – არა მხოლოდ ანარეკლია, არამედ საკუთარი თავის შეცნობის შესანიშნავი ინსტრუმენტიცაა.

ამ მომენტიდან გთავაზობთ, შეწყვიტოთ ბიზნესის კეთება!

------

შეწყვიტეთ ბიზნესის კეთება!

______

დიახ, გთავაზობთ შეწყვიტოთ ბიზნესის კეთება და დაიწყოთ ბიზნესის თამაში. ამ მომენტიდან შეცვალეთ თქვენი დამოკიდებულება და ბიზნესს შეხედეთ როგორც საკუთარი თავის შეცნობისა და რეალიზების ინსტრუმენტს.

იმისათვის, რომ „შეხვიდეთ“ ამ თამაშში, გადადით ქვემოთ მოცემულ ბმულზე და გაიარეთ ერთი მარტივი სავარჯიშო. სავარჯიშოს შესრულების შემდეგ, თქვენ დაიწყებთ განსხვავებულად აზროვნებასა და მოქმედებას. შეწყვიტეთ რამდენიმე წუთით კითხვა და გაიარეთ სავარჯიშო, რადგან ის დაგეხმარებათ გააცნობიეროთ ის, რაზეც მე ამ სტატიაში ამომწურავად ვისაუბრებ ქვევით.

თუ უკვე გაკეთებული გაქვთ ეს სავარჯიშო, გირჩევთ ხელახლა შეასრულოთ და დააკვირდეთ, იქნებ რაიმე ზედმეტი აღმოაჩინოთ, ან პირიქით, დაამატოთ რამე.

10 წუთიანი სავარჯიშო ბირთვულ მდგომარეობაზე.

გადასვლა ➜

იმას, რაც თქვენ აღმოაჩინეთ ამ სავარჯიშოს შესრულების შემდეგ – მე ვეძახი ბირთვულ მდგომარეობას. სწორედ ამ მდგომარეობით უნდა იყოს ავსებული ყველაფერი, რასაც თქვენ აკეთებთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

გოლფი

------

…არის ერთი თამაში, რომელიც ზუსტად ასახავს ბირთვულ მდგომარეობას. ეს არის გოლფი. გოლფის არსი იმაშია, რომ მინიმალური მოქმედებით შეძლო მაქსიმალური შედეგის მიღება. ანუ ბურთი მოახვედრო ლუნკაში.

გოლფში საკუთარი თავის მთავარი კონკურენტი თავად ხართ, ხოლო მთავარი „მტერიც“ და „მოკავშირეც“ – თქვენი მდგომარეობაა.

თუ არ ხართ თამაშისთვის განწყობილი, ხართ გაფანტული და  ყოფით საკითხებზე ან უსიამოვნებებზე ფიქრობთ, ე.ი. თქვენი მდგომარეობა თქვენი მტერია, ის გფანტავთ და ხელს გიშლით თამაშში.

და პირიქით, თუ იმყოფებით ბირთვულ მდგომარეობაში, ე.ი. თქვენ აჩვენებთ კარგ თამაშს, ისიამოვნებთ თავად თამაშის პროცესით და დატკბებით გამარჯვებით.

ნებისმიერი კარგი შედეგი დამოკიდებულია მხოლოდ იმაზე, რითიც ხართ სავსე ამა თუ იმ მომენტში.

თქვენი მდგომარეობა – ეს არის წყარო, რომლიდანაც თქვენ იღებთ ძალას საკუთარი თავის რეალიზებისთვის, ცხოვრების გაუმჯობესებისა და თამაშში გამარჯვებისთვის.

ნებისმიერი ბიზნესის არსი იმაშია, რომ თქვენ გიწევთ გაცემა, სწორედ ამიტომ, თქვენ უნდა იყოთ სავსე. წინააღმდეგ შემთხვევაში „ჩაიფუშებით“ და თქვენ მიმართ დაკარგავენ ინტერესს.

იმედი მაქვს, უკვე აცნობიერებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბირთვულ მდგომარეობაში ყოფნა. შეინარჩუნეთ და გააღვივეთ ეს მდგომარეობა თქვენში, იცხოვრეთ მასში და მიიღეთ მისგან ძალა.

თქვენ ყოველთვის რაღაც ახალს დებთ ბიზნესში, ცვლით ნაბიჯებს, აუმჯობესებთ, ამარტივებთ – ეს ნორმალურია. თქვენ ცვლით ბიზნესს და იცვლებით თავადაც, რის შედეგად იცვლება სამყაროც თქვენ გარშემო. თქვენ შეგიძლიათ – ყველაფერი, რაც თქვენ გარშემოა აქციოთ სიხარულის წყაროდ.

მე დღემდე ვაუმჯობესებ ამ იდეოლოგიური მენეჯმენტის სისტემას „ინტელექტიკაში“. ის იცვლება ჩემთან ერთად, ვითარდება და იძენს დამატებით ნიუანსებს.

იდეოლოგიური მენეჯმენტის სისტემა არავითარ შემთხვევაში არ რთულდება, პირიქით, ახალი იდეები საშუალებას გვაძლევს, ვაქციოთ ის კიდევ უფრო მარტივად, საინტერესოდ და ეფექტურად.

მე არ ვიცი, ოდესმე დასრულდება თუ არა ეს პროცესი, მაგრამ ის ზუსტად ვიცი, რომ ჩემი განვითარება არ სრულდება, ე.ი. იდეოლოგიური მენეჯმენტის სისტემაში კიდევ გამოჩნდება მრავალი სიახლე.

ამ პროცესს მე დავარქვი: “დიდი თამაში”

რას ნიშნავს "დიდი თამაში"?

------

  • თქვენ ხართ - რეალობის ავტორი
  • თქვენი აუდიტორია [იდეალური კლიენტი] - გმირი
  • თქვენი რეალობა - ეს არის წესებით, საზრისებითა და იდეებით სავსე სამყარო
  • გმირის გზა - ეს არის თქვენი პროდუქტებისა თუ მომსახურებების ხაზი

მსგავსი თამაშის შედეგად, თქვენ ახდენთ საკუთარი თავის შეცნობას, ახდენთ საკუთარი სურვილებისა და შესაძლებლობების რეალიზებას, იღებთ სიამოვნებას თავად პროცესისგან და რა თქმა უნდა, თავბრუდამხვევი შედეგებისგან.

თქვენ ახლახან გაიცანით ისეთი მოდელი, როგორიცაა იდეოლოგიური მენეჯმენტის სისტემა. მის საფუძველზე იქმნება ყველაფერი, რაზეც ვისაუბრეთ მანამდე და რაზეც ვისაუბრებთ შემდეგ, ამიტომ ახლა მე მოკლედ აგიხსნით, თუ რას ნიშნავს ეს.

განმარტება

------

იდეოლოგიური მენეჯმენტის სისტემა - ეს არის მეთოდოლოგია, რომელიც ბიზნესის მესაკუთრეს საშუალებას აძლევს, გამოიყენოს ბიზნესი, როგორც საკუთარი თავის შეცნობისა და რეალიზების ინსტრუმენტი და ეს ყველაფერი გააკეთოს საკვანძო ფასეულობების, იდეებისა და საზრისების გახსნის მეშვეობით, რაც გარდაუვლად მოიზიდავს და ჩართავს კლიენტებს ფასეულობების ამ სისტემაში და მოახდენს უმაღლესი ლოიალურობის ფორმირებას.

განმარტება

------

ქვემოთ ჩვენ კვლავ დავუბრუნდებით ამ მოდელს და გავარჩევთ მას კონკრეტულ შემადგენლებად, რის შემდეგაც ის მეტად გასაგები და საინტერესო გახდება თქვენთვის. მანამდე კი, სანამ გავარჩევდეთ ბიზნესს იდეოლოგიური მენეჯმენტის სისტემის მიხედვით, ერთ ძალიან მნიშვნელოვან ელემენტზე გავისაუბროთ, რომელიც ამ პროცესში მონაწილეობს.

ტვინი

------

თქვენ თავში გაქვთ ტვინი! ნუ, ყოველ შემთხვევაში, დიდი იმედი მაქვს, რომ ასეა 🙂 ტვინს აქვს მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროები:

  • მარცხენა პასუხს აგებს ლოგიკა-მექანიკაზე.
  • მარჯვენა პასუხს აგებს განცდებსა და ემოციებზე.

როდესაც ვიწყებთ ბიზნესს, როგორც წესი, ვიჭედებით მარცხენა ნახევარსფეროში. მარჯვენა ნახევარსფერო ითიშება ავტომატურად, რადგან ჩვენ მივეჩვიეთ ლოგიკას და პასუხისმგებლობას მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

შეგიმჩნევიათ, რომ მიდრეკილი ხართ მზა სქემებისკენ, კოპირებისკენ? – ეს მარცხენა სფეროს ერთ-ერთი უკუგებაა, როდესაც მარჯვენა ნახევარსფეროს სძინავს და საერთოდ გასულია მომსახურების ზონიდან.

მთავარი ამოცანა არამხოლოდ მარჯვენა ნახევარსფეროს ჩართვაში, არამედ ორივე ნახევარსფეროს მუშაობის სინქრონიზებაშია

იმიტომ, რომ შთაგონებისა და სიამოვნების იდეები – მარჯვენა ნახევარსფეროს საქმეა. საუკეთესო იდეების მოფიქრებაც.

როდესაც ორივე ნახევარსფერო შეთანხმებულად მუშაობს – თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ ბირთვულ მდგომარეობაში, რომელშიც შესაძლებელია იმოქმედოთ ნაკადში. აქ თქვენ შეგიძლიათ, იყოთ ერთი მხრივ შემოქმედებითი, მეორე მხრივ კი მოახდინოთ შესასრულებელი ამოცანების სტრუქტურირება. ამ მდგომარეობაში თქვენ სიამოვნებასაც იღებთ და ზე შედეგებსაც.

თქვენ იწყებთ უმაგრესი რაღაცეების კეთებას, რომლებშიც კოდირებულია თქვენი ლიდერობა, ინდივიდუალურობა… ამ დროს თქვენ უკვე მზად ხართ დიდი თამაშისთვის.

ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ დიდი თამაშის ორივე ელემენტს [მარჯვენა და მარცხენა], როგორც ერთიან სისტემას და თქვენ დაინახავთ ამ მიდგომის აბსოლუტურად ყველა უპირატესობას.

რას ვგულისხმობ „თამაშში“?

მოდით, ასე მოვიქცეთ – დღეს, როდესაც დაასრულებთ ამ სტატიის კითხვას და დაუბრუნდებით თქვენს ამოცანებს, შეეცადეთ არ „აკეთოთ“ – „ითამაშეთ“.

თქვენ შეამჩნევთ, რომ დამოკიდებულება პროცესის მიმართ აბსოლუტურად განსხვავებული გექნებათ.

  • ქრება შიში, წინააღმდეგობა და დაძაბულობა
  • ჩნდება ინტერესი, აზარტი და შთაგონება

ყველაფერი ძალიან მარტივდება და აღარაა ისეთი სერიოზული, როგორიც ადრე. ანუ აღარ გძაბავთ და პირიქით, გახარებთ. ამ მდგომარეობაში, თქვენ რეალურად მაგარი იდეების გენერირება შეგიძლიათ.

როდესაც ბიზნესს უდგებით როგორც თამაშს, ის ივსება სათამაშო მახასიათებლებით: ენთუზიაზმით, ინტერესით, ჩართულობით

თამაშით მიდგომა აქრობს შეზღუდვებს და აფართოებს კრეატიული მზერის კუთხეს… სწორედ აქედან მოდის გონების შეუზღუდავი შესაძლებლობები.

ახლა, როდესაც კარგად გესმით ეს თემა, თქვენთვის უფრო ადვილია გაერკვეთ, თუ რა არის დიდი თამაში და რა კომპონენტებისგან შედგება ის.

მაშ ასე…

ნებისმიერი თამაში შედგება:

------

  • შემოქმედი - ანუ თამაშის ავტორი
  • გმირი - ის ვინც თამაშობს თამაშს
  • თამაშის მიზანი - რისთვისაც თამაშობს [როგორც გმირი, ისე ავტორი]
  • თამაშის წესები - რა პრინციპებით უნდა იხელმძღვანელოს გმირმა, რომ გაიმარჯვოს
  • თამაშის ტერიტორია - რა გზა უნდა გაიაროს გმირმა, მიზანთან რომ მივიდეს

თავიდანვე რომ კარგად გესმოდეთ, გეტყვით, თუ რა კავშირშია ეს ყველაფერი რეალურ ბიზნესთან. დააკვირდით ქვემოთ მოცემულ სქემას.

ტვინის მარცხენა ნახევარსფერო

მესაკუთრე

ბიზნესის დამფუძნებელი

ბიზნესის იდეა

ეს არის თქვენი ნიშა და უნიკალური სავაჭრო წინადადება. რაშია მისი უნიკალურობა?

ბიზნეს სტრატეგია

ბიზნეს-მოდელი, რომელიც შემოწმებულია და ეფექტურად მუშაობს

იდეალური კლიენტი

ბაზრის აღწერა, მიზნობრივი აუდიტორიის პორტრეტი, სეგმენტები და მათი TOP ტკივილები

დიდი შედეგი

ის, რისთვისაც თქვენთან მოდის კლიენტი

ფასეულობები

რა არის თქვენი ბიზნესის ფასეულობათა სისტემაში კარგი და რა ცუდი

შედეგის მიღების წესები

როგორ უნდა იმოქმედოს კლიენტმა, რომ მაქსიმალურად ეფექტურად მივიდეს შედეგთან

პროდუქტების ხაზი

ეს არის კლიენტის გზა, რომელიც მან უნდა გაიაროს, თქვენი პროდუქტების შეძენით. უფასოდან ძვირიან პროდუქტებამდე

ინსტრუმენტები

აქ მარკეტინგის ინსტრუმენტებზეა საუბარი: ვებინარები, email-მარკეტინგი, გაყიდვები, ლიდოგენერაცია, მოკლედ, ყველაფერი, რაც იცით…

ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო

რეალობის ავტორი

ლიდერი

თამაშის იდეა

კონცეფცია, რომელიც უდევს საფუძვლად თქვენს იდეოლოგიას

დიდი თამაში

თამაშის კონცეფცია, მისი წყობა და საზრისი, რისთვისაც უნდა ჩაერთოს ადამიანი თამაშში

გმირი

თქვენი თამაშის მოთამაშე, რომელიც გავითარებთ და გხდით უკეთესს

თამაშის მიზანი

ის, რისთვისაც გმირი ერთვება თქვენს თამაშში

თამაშის ფასეულობები

გმირის მორალური კომპასი – ფასეულობათა სისტემა, რომელიც თქვენ მიეცით

თამაშის წესები

რა პრინციპებით უნდა იხელმძღვანელოს გმირმა, წარმატებას რომ მიაღწიოს თამაშში

თამაშის ტერიტორია

რა გზა უნდა გაიაროს გმირმა თამაშის მიზნის მისაღწევად, რათა გაიმარჯვოს. გმირის გზაზე თქვენ ქმნით ლაბირინთებსაც და ხიდებსაც

თამაშის პროცესი

ეს არის დამოკიდებულება იმ ინსტრუმენტების მიმართ, რომლებსაც ვიყენებთ. სადაც თამაშის დამოკიდებულება ქმნის სიმსუბუქესა და სიმარტივეს

ავტორი | მესაკუთრე

------

თამაში: იდეოლოგიური მენეჯმენტის ფარგლებში – ავტორი – ეს არის თამაშის შემქმნელი, ლიდერი. ის ეფუძნება თქვენს პიროვნებასა და ინდივიდუალობას.

ბიზნესი:  მესაკუთრე, ბიზნესის დამფუძნებელი. ბიზნესის თვალსაზრისით – თქვენ მესაკუთრე ხართ, იდეოლოგიის თვალსაზრისით კი – რეალობის ავტორი.

როგორ ამჟღავნებთ თქვენს პიროვნებას ბიზნესში?

საავტორო ისტორია იქმნება თქვენს პირად ისტორიაზე დაყრდნობით. თქვენ არ გჭირდებათ ამ ისტორიის მოფიქრება ან თითიდან გამოწოვა. ის უკვე არსებობს და სწორედ მან მიგიყვანათ თქვენ იმ რეალობაში, რომელშიც ახლა იმყოფებით.

ეს თქვენი გზაა, მოვლენა, გარდასახვა, ცოდნა და გამოცდილება, განცდები, იდეები და საზრისები… ყოველივე ეს – ერთგვარი სუბსტანციაა, რომელიც როგორც ჭურჭელს, ისე გავსებთ თქვენ – ავტორს, ლიდერს.

ისტორია ძალზე მძლავრი რამაა.

ის არ ყიდის პროდუქტს, მაგრამ გყიდით თქვენ, როგორც პიროვნებას და ლიდერს.

ერთი მხრივ – თქვენ მესაკუთრე ხართ, მაგრამ არ გაქვთ სახე მანამ, სანამ არ გაქვთ პირად ისტორიაზე დაფუძნებული საავტორო პოზიცია.

თქვენ შეიძლება იყოთ უბრალოდ „კაი ტიპი“, რომელიც საინტერესოდ ყვება რაღაცას, მაგრამ თქვენს ხმას ნამდვილად მაშინ გაიგებენ, აღიქვამენ, გააცნობიერებენ და დაიჯერებენ, როდესაც გახდებით „შინაური“ თქვენი აუდიტორიისთვის. აუდიტორია უნდა გიცნობდეთ თქვენ.

როდესაც შექმნით კარგ პირად ისტორიას – თქვენ გაცილებით უფრო გაგიადვილდებათ კლიენტებთან ურთიერთობა, რადგან ისინი მოგენდობიან თქვენ, როგორც ლიდერს.

ადამიანურობა, ლიდერობა, უნიკალურობა – დღეს ამის დეფიციტია საინფორმაციო ნაკადში და ეს წყურიათ ადამიანებს. ავტორი, რომელიც პირადი მაგალითით შთააგონებს და რომელსაც გინდა გაჰყვე.

ნახეთ როგორ მუშაობს ეს, ჩემი ისტორიის მაგალითზე >>

 

დიდი თამაშის იდეა | ბიზნესის იდეა

------

ყველაფერი, რასაც ჩვენ ვქმნით, ფლობს იდეას – შემოქმედებით შემადგენელს. როდესაც იფიქრებთ პროექტის კონცეფციას, თქვენ უნდა გქონდეთ ძალიან ნათელი, მთლიანი იდეა, რაც გამჭოლად გასდევს ყველაფერს, რასაც თქვენ აკეთებთ.

იდეა იმისთვისაა საჭირო, რომ მსგავსი ფასეულობებისა და იდეების მქონე კლიენტები შემოგიერთდნენ, რაც მომავალში უზრუნველყოფს ლოიალურობასა და ინტერესს თქვენსა და თქვენი თამაშის მიმართ.

ბიზნესში დიდი იდეა ქმნის უნიკალურობასა და პოზიციონირებას, ანუ წარმოადგენს უნიკალური სავაჭრო წინადადების და მთლიანად, შეფუთვის საძირკველს.

ზევით ჩვენ ვისაუბრეთ ტვინზე, მის ნახევარსფეროებსა და იმაზე, რაზეც ისინი აგებენ პასუხს და ესეც იდეაა, რომელიც ფლობს მახასიათებლებს. მოდი, ამაზე უფრო დეტალურად გავისაუბროთ.

საიდან მოვიტანოთ იდეა?

იმისათვის, რომ შევიმუშაოთ მძლავრი იდეა, საჭიროა მთელი ცხოვრება დავუთმოთ მის შემუშავებას, ეს დიდი დროისა და ძალების ინვესტირებას მოითხოვს, მაგრამ შესაძლებელია მარტივი გზით წასვლაც:

გამოვიყენოთ უკვე არსებული იდეა, ფართოდ ცნობილი კონცეფციებიდან

ავიღოთ საავტორო მეთოდიკა, რომელიც კვლევებითაა დამტკიცებული

გამოვიყენოთ საკუთარი, საავტორო მეთოდები, რომლებიც შექმნილია კლიენტებთან მუშაობის საფუძველზე მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით

ავიღოთ ცნობილი იდეა და დავუკავშიროთ მას საკუთარი გამოცდილება

თუ არ გაქვთ დიდი და შთამაგონებელი იდეა, ბიზნესი იმუშავებს ცუდად.

დიდი იდეის შექმნის ალგორითმი და მაგალითები შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს სტატიაში >>>  ბიზნესის დიდი იდეა 

დიდი თამაში | ბიზნეს სტრატეგია

------

თამაში: იმ იდეაზე დაყრდნობით, რომელიც რეზონანსში იმყოფება თქვენს ფასეულობებთან, თქვენ ქმნით დიდ თამაშს. სადაც თქვენ ხართ შემოქმედი, ბიზნესი კი – საკუთარი თავის შეცნობის ინსტრუმენტი.

ბიზნესი: ბიზნესში ისეთი გაგება, როგორიცაა დიდი თამაში – ეს არის ბიზნეს სტრატეგია, რომელსაც იყენებთ. დიდი თამაში – ეს არის თავად თამაშის კონცეფცია, მისი წყობა და თავად თამაშის საზრისი.

თქვენს დიდ თამაშში - თქვენ ხდებით შემოქმედი და ქმნით საკუთარ რეალობას ბიზნესის სახით.

თქვენ იცვლებით და სამყაროც იცვლება თქვენთან ერთად. ეს კი – ნამდვილი ხელოვნებაა. სწორედ აქედან დაიბადა იდეა,  მივდგომოდი ბიზნესს ისე, როგორც საკუთარი თავის შეცნობისა და რეალიზების ინსტრუმენტს… და ამ ყველაფერს, როგორც გახსოვთ, ვასრულებთ ისეთი ფენომენის მეშვეობით, როგორიცაა „თამაში“…

დიდი თამაშისა და ბიზნეს სტრატეგიის მაგალითი:

გმირი | იდეალური კლიენტი

------

თამაშითამაშის ფარგლებში – სწორედ გმირია ის, ვინც თამაშობს თქვენს თამაშს.

ბიზნესი: ბიზნესში ამ როლს თქვენი იდეალური კლიენტი ასრულებს, რომელიც მოგწონთ, როგორც ადამიანი და რომელიც ყიდულობს თქვენს პროდუქტებსა თუ მომსახურებას.

ვინ არის გმირი, როგორია თქვენი იდეალური კლიენტი და რატომაა მნიშვნელოვანი მისი „ცოდნა“?

როდესაც გაქვთ შექმნილი იდეალური კლიენტის [გმირის] პორტრეტი, თქვენ შეძლებთ, შექმნათ სუპერ მიზნობრივი პროდუქტები და მარკეტინგული შეთავაზებები და თვალის დახამხამებაში, უმარტივესად გაყიდოთ ისინი. გარდა ამისა, თქვენთვის სასიამოვნო და მოსახერხებელი იქნება ასეთ კლიენტთან მუშაობა, რადგან მასთან ურთიერთობით, თქვენ თავად გახდებით უკეთესი.

გმირი - ეს არის ადამიანი, რომელთანაც გსურთ თამაში და რომელიც შთაგაგონებთ თავად თამაშისა და შედეგების გაუმჯობესებაზე.

წარმოიდგინეთ, რომ მიდიხართ ქუჩაზე, რომელსაც საავტომობილო მოძრაობის ორი საპირისპირო მხარე აქვს. გზის მეორე მხარეს ხედავთ კლიენტს, რომელსაც თქვენგან რაღაც უკვე აქვს შეძენილი. თქვენ დაინახეთ ის, მან კი ვერა.

თქვენ გიჩნდებათ დაუძლეველი სურვილი, გადახვიდეთ ქუჩაზე, მიესალმოთ და გაესაუბროთ თქვენს კლიენტს. თქვენ გსურთ გაიგოთ, როგორ მიდის მისი საქმეები, წარმატებები და უბრალოდ, გამოელაპარაკოთ.

თქვენ იცით, რომ თქვენი წყალობით მისი ცხოვრება გაუმჯობესდა… და ამიტომ, ძალიან გინდათ ამ ადამიანის გვერდით ყოფნა… გინდათ მეტი ურთიერთობა მასთან, რადგან მის გვერდით თქვენ გრძნობთ თავს უკეთ… დიახ, ის შთაგაგონებთ, იყოთ უკეთესი. და რაც ყველაზე სასიამოვნოა – ეს ორმხრივი პროცესია. ეს კლიენტი თქვენი გმირია!

თამაშის მიზანი | კლიენტის დიდი შედეგი

------

თამაში: თამაში – ეს არის თავად თამაშში მონაწილეობის მიღების საზრისი, რათა თავად პროცესისგან მიიღო სიამოვნება, გამარჯვებისგან კი კმაყოფილება.

ბიზნესიეს არის ის, რისთვისაც თქვენი იდეალური კლიენტი მოდის თქვენთან. მნიშვნელოვანია, დაპირდეთ მას დიდ შედეგს, რომელიც ჩართავს მას თქვენს ბიზნესში. მაგრამ ეს დაპირება არ უნდა იყოს პოპულისტური და მომხმარებელი უნდა აცნობიერებდეს დაპირების არსს.

დიდი შედეგი - ეს არის ის, რასაც თქვენი კლიენტი [გმირი] მიიღებს თამაშის დასრულებისას.

ის შეიძლება შეიცვალოს [გახდეს მეტად თავდაჯერებული, გამდიდრდეს, გალამაზდეს და ა.შ.], შეიძლება შეცვალოს ცხოვრება [გათხოვდეს, ცოლი მოიყვანოს, შექმნას ბიზნესი, ისწავლოს ინგლისური ენა].

  • თქვენმა გმირმა უნდა იცოდეს, თუ რას მიიღებს თქვენი დახმარებით საბოლოო ჯამში.
  • რა შეგიძლიათ შესთავაზოთ მას?
  • რა მაქსიმალური შედეგი შეგიძლიათ მისცეთ მას?

მნიშვნელოვანია, კარგად დაფიქრდეთ, ჩაუღრმავდეთ და ნათლად მოახდინოთ კლიენტთან ურთიერთქმედების საბოლოო შედეგი.

მაგალითად, ჩვენი მთავარი დაპირება და კლიენტის შედეგი ასე ჟღერს:

ბედნიერი და ეფექტური კლიენტები, რომლებმაც როგორც ლიდერებმა, იდეოლოგიური მენეჯმენტის სისტემის დახმარებით, აიმაღლეს კვალიფიკაცია, შეიძინეს მესაკუთრის უნარები, გამოვიდნენ ოპერაციული მართვიდან, გაზარდეს გავლენა ბაზარზე და გაიუმჯობესეს მდგომარეობა როგორც ბიზნესში, ისე პირად და საზოგადოებრივ ურთიერთობებში.

ასეთი მიდგომის შემთხვევაში – გამარჯვება ხდება კანონზომიერი შედეგი და არა თვითმიზანი.

დიდი შედეგების რამდენიმე მაგალითი:

------

თქვენ შექმნით ბედნიერ ოჯახს წარმატებულ მამაკაცთან

თქვენ შექმნით თქვენი ოცნების ბიზნესს, რომელიც მოგიტანთ სიამოვნებას და უზრუნველგყოფთ ცხოვრების სასურველი დონით

თქვენ მიიღებთ თქვენი ოცნების სხეულს და გახდებით 100%-ით თავდაჯერებული

თქვენ შექმნით წარმატებულ ბიზნესს ინტერნეტში და მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან შეძლებთ მის მართვას

ფასეულობები ანუ მორალური კომპასი

------

თქვენი ბიზნესის სისტემაში – რა არის კარგი და რა ცუდი, რა არის მისაღები და რა მიუღებელი?

ამით იხელმძღვანელებს თქვენი გმირი, რათა სწრაფად მიიღოს ის შედეგი, რომელსაც თქვენ ჰპირდებით. თქვენ კი ეს ყველაფერი დაგაზოგინებთ დროს და დაგიცავთ გაუგებრობებისგან, მაგალითად, უარყოფითი გამოხმაურებებისგან.

თქვენ ახდენთ ბიზნესში შეხედულებების, გრძნობების, ინტერესების, იდეებისა და ფიქრების ინტეგრირებას და გსურთ, რომ ადამიანები იზიარებდნენ მათ.

ეს უბრალოდ სურვილები არაა, არამედ აუცილებლობა, რომელიც პირველივე ეტაპზე გაფილტრავს იმ ადამიანებს, რომლებთან თანამშრომლობაც არ იქნება ეფექტური და სასიამოვნო არც თქვენთვის და არც თქვენი კლიენტებისთვის.

კარგია, როდესაც თქვენ:

ქმნით და მართავთ ეკოლოგიურ ბიზნესს და ავრცელებთ ფასეულობას

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

თქვენი ბიზნესი – თქვენი პიროვნების ორგანული გაგრძელებაა

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ზრუნავთ კლიენტებზე და ეხმარებით მათ პრობლემების გადაჭრაში

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სრულ, 100%-იან პასუხისმგებლობას იღებთ საკუთარ შედეგზე

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ყოველდღიურად შეერთებული ხართ ბირთვულ მდგომარეობასთან და ხართ პროაქტიული

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

გაქვთ საკუთარი ბიზნეს-სისტემის ნათელი ხედვა

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ქმნით უნიკალურ პროდუქტებს და შემოქმედებით პროცესში დებთ საკუთარ თავს

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ნათლად ხედავთ, თუ როგორ ახდენს ბიზნესი ყოველდღიურად თქვენი ბედნიერების კულტივირებას

ცუდია, როდესაც თქვენ:

ყიდით ალკოჰოლს, სიგარეტს და უხარისხო პროდუქტს

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ქმნით ბიზნესს მხოლოდ ფულისთვის და არ ფიქრდებით ფასეულობებზე

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

კლიენტისგან ფულის მიღების შემდეგ ივიწყებთ მის შესახებ

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

მუდმივად ჩივიხართ და საკუთარ წარუმატებლობებს სხვებს აბრალებთ

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

კავშირს კარგავთ ბირთვულ მდგომარეობასთან და ხართ რეაქტიული

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

მართავთ ბიზნესს არასისტემურად და ქაოტურად

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

არ ხართ შემოქმედებითი და დაკავებული ხართ გაუაზრებელი კოპირებით

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

გავიწყდებათ, რისთვის გჭირდებათ ბიზნესი სინამდვილეში და იხრჩობით რუტინაში, ქაოსსა და სტრესში

თამაშის წესები | შედეგის მიღწევის წესები

------

ნებისმიერ თამაშში არსებობს შედეგის მიღწევის წესები. რა წესებით უნდა იხელმძღვანელოს გმირმა იმ დიდი შედეგის მისაღებად, რომლისთვისაც ის მოვიდა თქვენთან?

რა წესებს უნდა მისდიოს გმირმა, რომ გაიმარჯვოს თქვენს დიდ თამაშში? თქვენ ქმნით დიდი თამაშის წესებს, რომლებიც თქვენს კლიენტს საშუალებას აძლევს, იყოს მეტად ეფექტური და გახდეს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია.

აი, წესების რამდენიმე მაგალითი იდეოლოგიური მენეჯმენტიდან

1. როდესაც ქმნით რამეს, ეს უნდა ხდებოდეს ბირთვულ მდგომარეობაში.

2. ჯერ იდეოლოგია, შემდეგ სტრატეგია და მხოლოდ შემდეგ – ტაქტიკა.

3. შენი დიდი თამაში ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს – ბირთვული მდგომარეობის კულტივირებას, რომელიც შენს ცხოვრებას ავსებს ბედნიერებით, სიხარულითა და საზრისით.

4. ითამაშე მხოლოდ იმ გმირებთან, რომლებიც შთაგაგონებენ და გიბიძგებენ იყო უკეთესი.

5. საკუთარ მაგალითზე და მოქმედებებზე უჩვენე გმირებს შენი ფასეულობები – ეს შთააგონებს მათ, იყვნენ უკეთესები, რათა შემდეგ მათ შთაგაგონონ შენ, რომ იყო უკეთესი.

6. ბიზნესი – ეს არის საკუთარი თავის შეცნობისა და რეალიზების ინსტრუმენტი, რომელსაც საფუძვლად უდევს შენი პიროვნება. გახსოვდეს ამის შესახებ.

7. ბიზნესი – ეს არის შთამაგონებელი თამაში და არა ტვირთი. ყოველდღიურად გამოავლინე შემოქმედებითი აქტივობა საკუთარ ბიზნესში.

თქვენს თამაშში შემოსვლით, გმირი უნდა აცნობიერებდეს, თუ რისი გაკეთება მოუწევს თამაშში, რომ მივიდეს თავის დიდ შედეგთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ვერ გაიგებს რა გააკეთოს დიდ თამაშში და დატოვებს მას.

თამაშის ტერიტორია | პროდუქტების ხაზი

------

თამაში: დიდი თამაშის კონტექსტში – ეს არის ტერიტორია, გმირის გზა, რომელიც მან უნდა გაიაროს, რათა А წერტილიდან, რომელშიც იმყოფება ამჟამად, მოხვდეს В წერტილში, ანუ მიიღოს ის დიდი შედეგი, რომლის გამოც მოვიდა თქვენთან.

ბიზნესი: ბიზნესში – ეს არის პროდუქტების ხაზი, ძაბრი, რომელიც უნდა გაიაროს მან – უფასოდან ძვირიან პროდუქტებამდე, რომ მიიღოს ის დიდი შედეგი, რომელიც დაპირდით მას.

როდესაც გესმით, რა გზა უნდა გაიაროს თქვენმა გმირმა და რა თანმიმდევრობით, თქვენ ადვილად აწყობთ ლოგიკურ და ეტაპობრივ ჯაჭვს პროდუქტებისგან, რომელსაც არ გადაახტება თქვენი კლიენტი და თანმიმდევრულად მიჰყვება განსაზღვრულ მარშრუტს.

ამ შემთხვევაში, ის ეტაპობრივად და თანმიმდევრულად შეიძენს თქვენგან ყველა პროდუქტს.

ეს მომგებიანია თქვენთვის, იმიტომ რომ თქვენ სიამოვნებით და მარტივად ყიდით მეტს. ასევე, მომგებიანია გმირისთვისაც, რადგან ის ეტაპობრივად მიჰყვება თქვენს გზას, აქვს სიცხადე თავში და ნათელი ხედვა იმისა, თუ რა და როგორ გააკეთოს, რათა გაიმარჯვოს და მიიღოს დიდი შედეგი.

თითოეული ნაბიჯის შემდეგ, რომელსაც დგამს კლიენტი თქვენი დიდი თამაშის შიგნით, მასში რაღაც იცვლება. ის ხდება უკეთესი და უახლოვდება შედეგს.

რამდენიმე მაგალითი

------

“Digitalmarketer”-ის ტერიტორია

“INTELEQTIKA”-ს ტერიტორია

თამაშის პროცესი | მარკეტინგის ინსტრუმენტები

------

თამაშის პროცესში მნიშვნელოვანია თქვენი დამოკიდებულება იმ ინსტრუმენტების მიმართ, რომელებსაც იყენებთ. სწორედ თამაშით მიდგომა იძლევა სიმსუბუქეს. ბიზნესში ეს არის მარკეტინგული ინსტრუმენტები.

გთავაზობთ მარკეტინგის ინსტრუმენტების მაგალითებს:

E-mail მარკეტინგი

ჩატ-ბოტ მარკეტინგი

♦ ლიდ-მაგნიტი

♦ ლენდინგ ფეიჯი

♦ შეფუთვის საიტი

♦ ავტომატიზებული გაყიდვების სისტემა

♦ ლიდოგენერაციის ინსტრუმენტები

♦ გუნდი და მისი ეფექტურობა

♦ პროდუქტების ხაზი

♦ პროდუქტების შექმნის სისტემა

♦ და ა.შ.

მთელი ჩვენი ონლაინ აკადემია სავსეა ამ მასალებით, რომლებიც აბსოლუტურად უფასოდ შეგიძლიათ მიიღოთ, როცა გახდებით Premium მომხმარებელი.

მაგრამ, როგორც მოგეხსენებათ, ეს მხოლოდ ინსტრუმენტებია და იმისთვის, რომ შეუდგეთ მათ რეალიზებას, მნიშვნელოვანია გაერკვეთ იდეოლოგიაში. სხვა შემთხვევაში, უბრალოდ ენერგია არ გექნებათ სტრატეგიული მოქმედებებისთვის… ვფიქრობ, ძალიან კარგად ხვდებით, რასაც ვგულისხმობ.

იდეოლოგიური მენეჯმენტის, როგორც დიდი თამაშის არსი

თქვენ ქმნით რეალობას.

ავსებთ მას საკუთარი თავითა და იმით, რაც მნიშვნელოვანია თქვენთვის.

შემოგყავთ მასში გმირი, რომელიც იწყებს მოგზაურობას თქვენი წესებისა და ფასეულობების თანახმად.

გმირი თქვენ მიერ შექმნილ თამაშში, თქვენ მიერ შექმნილ გზაზე იწყებს მოძრაობას.

გმირი იღებს შედეგს, რომელსაც დაპირდით დასაწყისში.

თქვენ სრულყოფთ საკუთარ თავს, როდესაც თქვენს გმირებთან ერთად თამაშობთ საკუთარ დიდ თამაშს.

თქვენ, როგორც ავტორი [მესაკუთრე] იღებთ მთავარ შედეგს – საკუთარი ბედნიერების განცდას: პროცესით სიამოვნება, სიხარული, საკუთარი თავის შეცნობა, თვითრეალიზება და ფინანსური დამოუკიდებლობა.

შემოსავლის გაზრდა – კანონზომიერი შედეგია, სხვაგვარად შეუძლებელია მოხდეს, რადგან თქვენ გვერდით ადამიანები იწყებენ საკუთარი სურვილების რეალიზებას, რაშიც ისინი მზად არიან, გადაიხადონ გაცილებით მეტი, ვიდრე იხდიან ჩვეულებრივ.

ასე რომ, თამაშით თქვენ აღარ გიჩნდებათ თავის ტკივილი, პრობლემები და დაძაბულობა, იმიტომ რომ – ეს არის სისტემა, თქვენ კი შემოქმედი, რომელიც თამაშით ახდენს საკუთარი თავის შეცნობას და განიცდის ტოტალურ სიხარულს.