• (+995) 557 363 623
  • info@inteleqtika.com
საიტზე შესვლა
  • მთავარი
  • ცოდნის ბაზა
    • ბრენდ-პლატფორმა
    • პროდუქტების ხაზი
    • შეფუთვა
    • ციფრული მარკეტინგი
    • გაყიდვების სისტემა
    • მენეჯმენტი
    • პიროვნული განვითარება
    • ლიდერობა
  • ჩვენ შესახებ
    • ჩვენ შესახებ
    • მანიფესტი
  • პროდუქტები
    • SMM Pro
    • ონლაინ კურსები
  • კეისები
  • ვაკანსიები
  • კონტაქტი
Menu
  • მთავარი
  • ცოდნის ბაზა
    • ბრენდ-პლატფორმა
    • პროდუქტების ხაზი
    • შეფუთვა
    • ციფრული მარკეტინგი
    • გაყიდვების სისტემა
    • მენეჯმენტი
    • პიროვნული განვითარება
    • ლიდერობა
  • ჩვენ შესახებ
    • ჩვენ შესახებ
    • მანიფესტი
  • პროდუქტები
    • SMM Pro
    • ონლაინ კურსები
  • კეისები
  • ვაკანსიები
  • კონტაქტი

აკრძალული შეკითხვა

100 დღიანი ჩელენჯი გიორგი თვალაძესთან ერთად: დღე #22

 სექტემბერი 11, 2019   |     challenge, ლიდერობა, პიროვნული განვითარება    |      1127

(14 ხმა, საშუალო ქულა: 4,36)

 სექტემბერი 11, 2019   |     აკრძალული შეკითხვა


[პოსტი №22/100]

«რატომ?» და ჩვენ

__________

არის ერთი შეკითხვა, რომლის საკუთარი თავისთვის დასმა უნდა შევწყვიტოთ — აწ და მარადის, უკუნითი უკუნისამდე. და ეს კითხვა ასე ჟღერს — «რატომ?»

  • რატომ არ გამომდის?
  • რატომ ვარ ასეთი უიღბლო?
  • რატომ ჩავაფლავე ეს გარიგება?
  • რატომ ვარ ტრაკში?

ამ კითხვის დასმით, შენ, გონებას აძლევ დავალებას, იპოვოს დამნაშავე… და ისიც სიამოვნებით აკეთებს ამას. მაგრამ, რატომღაც — ამით, უკეთ არავინ ხდება.

არადა, ერთი შეხედვით, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ თითქოს ეს სასარგებლო შეკითხვაა! თითქოს, ის სიტუაციის გაანალიზებასა და ჭეშმარიტი მიზეზების აღმოჩენაში გვეხმარება… მაგრამ ეს მხოლოდ თეორიაში… რეალურ ცხოვრებაში საერთოდ არაა ასე.

თეორიაში დიდი განსხვავება არ არის თეორიასა და პრაქტიკას შორის, პრაქტიკაში კი — არის!

შეკითხვა: «რატომ?» კონტრპროდუქტიულია, ის გონებას აძლევს ბიძგს, რომ «ჩაცურდეს» თავის მართლების სართულზე, ემოციას კი დანაშაულის გრძნობისა და თვითგვემისკენ უბიძგებს. როგორც წესი, ასეთ შემთხვევაში, მეორე სტადიამდე — მიზეზების აღმოფხვრა — საქმე საერთოდ არ მიდის.

სწორედ ამიტომ, ამ მომენტიდან კითხვას «რატომ?» ვიღებთ ხმარებიდან და ვაცხადებთ მას «პერსონა ნონ გრატად», მის ნაცვლად კი ვნერგავთ სხვა შეკითხვას, რომელიც ასე გამოიყურება: «როგორ?»

  • როგორ შემიძლია მოვაწყო ისე, რომ გამოვიდეს?
  • როგორ მოვიზიდო იღბალი?
  • როგორ დავხურო წარმატებით გარიგება?
  • როგორ გამოვიდე ტრაკიდან?

კითხვა «როგორ?» რთავს ჩვენს რესურსებს და ჩვენ ვიწყებთ გამოსავალის ძებნას, ხოლო კითხვა «რატომ?» რთავს თავის მართლებისა და დამნაშავეების ძებნის რეჟიმს. სხვაობა — უდიდესი.

«რატომ?» და სხვები

__________

ამ კითვის დასმა არც სხვისთვისაა სასარგებლო.

მე და ჩემს შვილს, ლუკას, ერთი ძალიან მაგარი თამაში გვაქვს, სახელწოდებით «დივერგენტი», სადაც ერთ კონკრეტულ საგანს უამრავი განსხვავებული ფუნქცია უნდა მოუძებნო. ეს ბავშვს ეხმარება [უფროსსაც] შაბლონური აზროვნებიდან გამოსვლასა და კრეატიული აზროვნების განვითარებაში [კიდევ ბევრ რამეში]. ჰოდა, ერთხელ, ეზოში სეირნობისას ვეკითხები ლუკას:

— მამიკო, გინდა «დივერგენტი» ვითამაშოთ?

— არა, — მცირე პაუზის შემდეგ მიპასუხა მან.

— რატომ? — აი აქ შევცოდე მე 🙂

— იმიტომ რომ… — და დაიწყო საკუთარი თავისთვის ამ იდეის «მიყიდვა»…

მოკლედ, ვფიქრობ იდეა გასაგებია. ამ კითხვის დასმის შემდეგ, ჩვენ ვიწყებთ გაპრავებას…

…ხოლო, რაც შეეხება ჩემს პატარა ისტორიას ლუკასთან ერთად, ის შემდეგნაირად დასრულდა: რამდენიმე წუთში, როდესაც ბავშვს გადაავიწყდა ის დიალოგი და სხვა რაღაცაზე გადაერთო, მე ვუთხარი მას:

— ლუკა, იცი, ამ კოკა-კოლის ქილით [რომელიც იქვე იდო] კიდევ შეგვიძლია ფეხბურთი ვითამაშოთ. შენი აზრით კიდევ «როგორ» შეგვიძლია კოკა-კოლის ქილის გამოყენება? — და მომენტალურად წამოვიდა იდეები…

ან წარმოიდგინე სხვა ვარიანტი: თანამშრომელმა ვერ მოასწრო პროექტის დროულად დასრულება და შენ ეკითხები:

— რატომ არ დაასრულე?

როგორ ფიქრობ, რა მოხდება ამ შემთხვევაში? რა და ის დაიწყებს მიზეზების ჩამოთვლას და კიდევ უფრო დაამძიმებს ისედაც მძიმე სიტუაციას. ამიტომ, ეფექტური იქნება ჰკითხო:

— როგორ შეგვიძლია… — და შემდეგ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებული კითხვა. ან: — როგორ შეგვიძლია მოვაწყოთ ისე, რომ აღარასოდეს გვივარდებოდეს დედლაინები?… და ა.შ.

მოკლედ, იდეა გასაგებია!

დანერგვის ბლოკი

__________

  • სამუდამოდ ჩავანაცვლო კითხვა «რატომ?» კითხვით «როგორ?»

P.S. ამით დასრულებულია ოცდამეორე პოსტი ჩვენი 100 დღიანი ჩელენჯის სერიიდან. მადლიერი ვარ, რომ წაიკითხე, მგულშემატკივრობ და ტოვებ კომენტარებს. წინ კიდევ 78 პოსტია, შევხვდებით ხვალ.

P.P.S. თუ მოგეწონა, გააზიარე შენს გვერდზე, რათა სწრაფად შეძლო მასთან წვდომის დამყარება, როცა დაგჭირდება…

Post Views: 1 127
Share356TweetShare


შეაფასე სტატია:

(14 ხმა, საშუალო ქულა: 4,36)


FACEBOOK კომენტარები

Previous Post

მთავარი ამოცანა

Next Post

ინფორმაციასთან მუშაობის სამი ცხოველი

7
დატოვეთ შეტყობინება

avatar
This comment form is under antispam protection
avatar
This comment form is under antispam protection
newest oldest
trackback
დესინქრონიზაცია სოციალურ მატრიცასთან - INTELEQTIKA

[…] დიახ, გეთანხმები, როგორც ჩანს შენთვის შეუძლებელია… მაგრამ, თუ ამოცანა იმაშია, რომ გახდე მეტად ეფექტური, კმაყოფილი და ბედნიერი, ჯობია გამოიყენო ჯადოსნური შეკითხვა ჩვენი ერთ-ერთი პოსტიდან და დაფიქრდე, თუ როგორ შეგიძლია ამის მიღწევა. […]

პასუხი
2 months ago
ლელა
ლელა

პირველად დავფიქრდი ამ სიტყვებზე ამგვარ კონტექსტში. კომენტარებიც წავიკითხე. გიორგი შენი ხედვა ბოლომდე მისაღები და სწორია ჩემთვის, რადგან ჩვენი საზოგადოების მენტალიტეტი სწორედ ისეა მოწყობილი, ან მოგვაწყვეს, რომ ყველა თავის მართლების რეჟიმში ვიმყოფებოდეთ. .რატომ კითხვის ვითომ პოზიტიურად დასმა მედლის ერთიდაიგივე მხარე მგონია მაინც. აი როგორ კი გაფხიზლებს. გონება ძალდაუტანებლად რჩება ან ერთვება პოზიტიურ ტალღაზე.
მადლობა. მე ძალიან გამომადგება ეს პოსტი ოჯახშიც და სამსახურშიც💛💚💙
ულევი წარმატება, გიორგი. ჩემი კომენტარის გარეშეც იცი, რომ გრანდიოზული წიგნის შექმნამდე მიდიხარ, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა,რომ ეს წიგნი თავდაყირა ამოატრიალებს ბევ მცნებას არა მარტო აქ, საქართველოში, არამედ მსოფლიოში.

პასუხი
2 months ago
Nunu
Nunu

მადლობა. ❤ მაგარი ხარ.წარმატებები

პასუხი
2 months ago
ივანე
ივანე

საკონტროლო გასროლა.

პასუხი
2 months ago
ლევანი
ლევანი

არასწორ კონტექსტშია სიტყვა “რატომ” გამოყენებული, მარტო დამნაშავის კონტექსტში წერია, სწორედ “რატომ”-ით უნდა დაიწყო და არა “როგორ”-ით, რატომ არ გამომდის -კითხვა არასწორია, სწორია- რატომ მინდა ის რასაც ვაკეთებ? რატომ-ყველაფრის საფუძველია, პირველი დონე, “როგორ”-მეორე დონე და “რა”-მესამე დონე ამიტომ მეორე დონიდან დაწყება არასწორია. არის ასეთი წიგნი “პირველად იყო რატომ” საიმონ საინეკის ქართულად და იქ დეტალურადაა განხილული რატომ, როგორ და რა-კითხვები

პასუხი
2 months ago
Giorgi Tvaladze
Giorgi Tvaladze

ლევან, მადლობა უკუკავშირისთვის. ამ კომენტარიდან იგრძნობა, რომ არ გაცნობიხართ ჩვენი 100 დღიანი ჩელენჯის სტატიებს… საზრისობრივ კითხვებზე იქ ვსაუბრობ, თანაც საკმაოდ ამომწურავად, ეს პოსტი კი სწორედ იმ კონტექსტს ეხება, რომელზეც აქ არის გაკეთებული აქცენტი… კლიენტებთან მრავალწლიანი მუშაობის პრაქტიკამ [და სხვების გამოცდილებამაც] ნათლად დამანახა, რომ ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა სვამს ამ კითხვას, ჰოდა მაგიტომაც დაიწერა ეს პოსტი…

პასუხი
2 months ago
ელიზა
ელიზა

სრული სიმართლეა.საუკეთესო სტატიაა.აქ არის სწორედ “დამარხული ძაღლის თავი”,როგორც იტყვიან.

პასუხი
2 months ago

რუბრიკები

100 დღიანი მარათონი დასრულდა | გაცნობიერებები, იმედგაცრუებები და შედეგები

100 დღიანი მარათონი დასრულდა | გაცნობიერებები, იმედგაცრუებები და შედეგები

ნოემბერი 28, 2019
ლიდერობის დეტექტორი

ლიდერობის დეტექტორი

ნოემბერი 27, 2019
მიქელანჯელოს საიდუმლო

მიქელანჯელოს საიდუმლო

ნოემბერი 26, 2019

პოპულარული პოსტები

  • როგორ გავთავისუფლდეთ შემზღუდველი რწმუნებულებებისგან?

    როგორ გავთავისუფლდეთ შემზღუდველი რწმუნებულებებისგან?

    362 shares
    Share 362 Tweet 0
  • აბსოლუტური პასუხისმგებლობის კანონი

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • 100 დღიანი ჩელენჯი: «შესაძლებლობების მაქსიმუმზე»

    358 shares
    Share 358 Tweet 0
  • ცხოვრება წითელ ზონაში

    390 shares
    Share 390 Tweet 0
  • ფარული სარგებელი – როგორ შევცვალოთ ცხოვრება ერთი მარტივი ცხრილით?

    249 shares
    Share 249 Tweet 0

საიტზე ძებნა

Search
Generic filters
Exact matches only
Search in title
Search in content
Search in excerpt
Search in comments
Filter by Custom Post Type
ანგარიშსწორება ხორციელდება საერთაშორისო გადახდის სისტემების VISA და MASTERCARD-ის მშვეობით.

პოპულარული პოსტები

100 დღიანი მარათონი დასრულდა | გაცნობიერებები, იმედგაცრუებები და შედეგები

ნოემბერი 28, 2019

ლიდერობის დეტექტორი

ნოემბერი 27, 2019

მიქელანჯელოს საიდუმლო

ნოემბერი 26, 2019

ჩვევის შეცვლის 4 პრინციპი

ნოემბერი 25, 2019

მენტალური მასტურბაცია, ანუ საინფორმაციო ონანიზმი [18+]

ნოემბერი 24, 2019

კონტაქტი

  • (+995) 591 32 32 29
  • info@inteleqtika.com
  • Tbilisi, Georgia

INTELEQTIKA.COM © ყველა უფლება დაცულია!

Twitter Facebook Dribbble Youtube Pinterest Medium