-- Everesti.Ge --

დაჩი ნანობაშვილი

“ევერესტი”-ს დამფუძნებელი და წამყვანი პედაგოგი.

  • ქალაქი: თბილისი
  • ნიშა: განათლება
  • everest.ge
  • https://www.facebook.com/eeveresti/
  • "ინტელექტიკა"-ში გავლილი პროგრამები: Profit Strategy; SMM PRO
  • შედეგი: 10 000 ლარი

საქმიანობის სფერო

--------

2009 წლიდან [წელიწადში ორჯერ] დღემდე, ვატარებთ ოლიმპიადას მათემატიკაში. ოლიმპიადა ტარდება თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით. ოლიმპიადაში მონაწილეობას იღებენ კერძო და საჯარო სკოლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეები. ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები ჯილდოვდებიან სიგელებით, დიპლომებით, მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით. ოლიმპიადაში მონაწილე მოსწავლეების შედეგების მიხედვით ვლინდება 10 საუკეთესო პედაგოგი, რომლებსაც გადაეცემათ სპონსორების მიერ დაწესებული პრიზები და მადლობის ფურცლები.

რა იყო?

--------

“ინტელექტიკა”-ში მოსვლამდე კომპანიაში არ არსებობდა გაყიდვების ჯგუფი, ხდებოდა პროდუქტის პირდაპირი რეკლამირება, სოციალურ ქსელში სარეკლამო თანხას ვიხდითით უაზროდ [დაბუსტვა ხდებოდა მხოლოდ ქალაქების და “ლაიქერების” მითითებით]. გაყიდვები ჯდებოდა მაგრამ არ გვქონდა არანაირი სტატისტიკა და არ ვიცოდით რეკლამის რომელ აქტივობას მოყავდა კლიენტი.

რა არის?

--------

ამჟამად კომპანიაში ყალიბდება გაყიდვების ჯგუფი, პროდუქტის რეკლამირებამდე და უშუალო გაყიდვებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე სხვადასხვა მეთოდით [SMS, პოსტი, FB კონკურსი], ვიწყებთ აუდიტორიის გახურებას, ვავრცელებთ ფასეულობებს, ვიწყებთ მიზნობრივი აუდიტორიის შეგროვებას. აღნიშნული აქტივობების შედეგად და FB Pixel-ის დახმარებით, ვმუშაობთ მიზნობრივ აუდიტორიაზე, რაც საშუალებას გვაძლევს გაყიდვები იყოს მეტად პროგნოზირებადი.

კლიენტების რაოდენობა რომლებსაც გასულ სასწავლო წელს მოვემსახურეთ 22 ათასს შეადგენს [22,000 მომხმარებელი]. ახალი სასწავლო წლის დაწებამდე ხდება თითოეული დღისა და კონკრეტულ შემთხვევებში, საათობრივადაც კი სტრატეგიული გეგმის გაწერა. მსგავსი რამ არ კეთდებოდა “ინტელექტიკა”-ში მისვლამდე.

კონკრეტული მარკეტინგული ხედვის ჩამოყალიბების გამო, სამუშაო პროცესი მიმდინარეობს თანმიმდევრულად და სასიამოვნოდ. მიუხედავად იმისა, რომ საქმე კეთდება მეტი, დრო იხარჯება ნაკლები.

პირველი იმედგაცრუება ბიზნესში

--------

პირველი იმედგაცრუება იყო 4 წლის წინ, როდესაც კლიენტების რაოდენობა მკვეთრად დაეცა… ვერ ვხვდებოდი მიზეზს… კონკურენტები უხარისხო პროდუქტს უკეთესად ყიდდნენ ვიდრე ჩვენ. აქ მივხვდი, რომ რაღაც უნდა შემეცვალა…

"ინტელექტიკა"-ს აღმოჩენა

--------

“ინტელექტიკა” Facebook-მა მაპოვნინა და შემდეგ მათამა გაყიდვების მენეჯერმა დამარწმუნა, რომ მე ზუსტად ის მჭირდებოდა, რასაც მთავაზობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ Live-ში ვერ დავესწარი უფასო ვებინარებს, მათი ნახვის საშუალება მაინც მომცა.

“ინტელექტიკა”-ს დამფუძნებლის გიორგი თვალაძის ვებინარის მოსმენის დაწყებიდან 20 წუთში დავინახე კურსის გავლის საჭიროება,  ეს იყო ის, რაც ჩემს კომპანიას სჭირდებოდა.

გიორგის ექსპერტობა თვალშისაცემი იყო. მისი საუბარი გასაგები და სასარგებლო აღმოჩნდა. მოქმედება დავიწყე მეორე დღესვე, კომპანიაში კოლეგებთან დავიწყე საუბარი მარკეტინგში ახალ ხედვასთან დაკავშირებით. მალევე შევიძინე კურსი Profit Strategy იმ მოლოდინით, რომ უახლოეს 2-3 თვეში შევცვლიდი ხედვას მარკეტინგის მიმართულებით და არც შევმცდარვარ, შევცდი დროში, ხედვა შემეცვალა არა 2-3 თვეში, არამედ 2-3 კვირაში.

“ინტელექტიკა”-ს ახალგაზრდა, ნიჭიერ და ენერგიულ გუნდთან თანამშრომლობამ არაერთი საშუალება დაგვანახა, როგორ შეიძლება მინიმალური დროისა და ენერგიის დახარჯვით, მიიღო მაქსიმალური სარგებელი, საქმიანობა გახადო სასიამოვნო და რაც მთავარია გაყიდვები იყოს პროგნოზირებადი, რაც სტაბილურობისა და სიმშვიდის გარანტიაა.

აღნიშნული სიტუაციიდან გამომდინარე, გაჩნდა მეტი თავისუფალი დრო, დაიბადა იდეები და ახალი პროექტების ჩაშვების სურვილი, რასაც ადასტურებს [მიუხედავად სასწავლო წლის დასრულებისა, სწავლა დასრულდა 15 ივნისს] მიმდინარე [25-მაისი – 6-ივლისი] ორკვირიანი სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც ჩემი გუნდის წევრებისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო გახდა. მსგავსი პროექტი იგეგმება აგვისტოს ბოლოსაც.

კამპანიის დეტალური ანალიზი

--------

კამპანია დავიწყეთ 9 მაისს.

9 და 10 მასისს დავიწყეთ FB-ზე გამახურებელი პოსტების დადება. დღეში ორი პოსტი, დაბუსტვის გარეშე.

11 მაისი – 3 პოსტი. მესამე პოსტი [8 საათზე] დაიბუსტა 5$-ით, მოცვა [Reach] – 15 300, პოსტის კლიკი – 119, მოწონება [Like] – 206, კომენტარი – 30, გაზიარება – 20.

12 მაისი – 3 პოსტი. მესამე პოსტი [8 საათზე] დაიბუსტა 5$-ით, მოცვა [Reach] – 13 057, პოსტის კლიკი – 106, მოწონება [Like] – 172, კომენტარი – 20, გაზიარება – 7.

14 მაისი – 3 პოსტი. მესამე პოსტი [8 საათზე] დაიბუსტა 5$-ით გაიხარჯა 1,77$, მოცვა [Reach] – 13 283, პოსტის კლიკი – 58, მოწონება [Like] – 756, კომენტარი – 29, გაზიარება – 12.

14-18 მაისს დავბეჭდეთ 15 000 ცალი სარეკლამო ბილეთები და დავარიგეთ სკოლებში. ბიუჯეტი – 430 ლარი

15 მაისი – 3 პოსტი. მესამე პოსტი [8 საათზე] დაიბუსტა 5$-ით, მოცვა [Reach] – 18 143, პოსტის კლიკი – 153, მოწონება [Like] – 1280, კომენტარი – 45, გაზიარება – 13.

16 მაისი – 4 პოსტი. მესამე პოსტი [8 საათზე] დაიბუსტა 5$-ით გაიხარჯა 0,39$, მოცვა [Reach] – 3117, პოსტის კლიკი – 6, მოწონება [Like] – 27, კომენტარი – 1, გაზიარება – 6. მეოთხე პოსტი [10 საათზე] დაიბუსტა 5$-ით გაიხარჯა 0,39$, მოცვა [Reach] – 11494, პოსტის კლიკი – 33, მოწონება [Like] – 28, კომენტარი – 2, გაზიარება – 2.

17 მაისი – 4 პოსტი. მესამე და მე-4 პოსტები [8 საათზე] დაიბუსტა 5$-ით გაიხარჯა 0,94$, მოცვა [Reach] – 4315, პოსტის კლიკი – 9, მოწონება [Like] – 68, კომენტარი – 4, გაზიარება – 1. მეოთხე პოსტი დაიბუსტა 5$-ით, მოცვა [Reach] – 8811, პოსტის კლიკი – 27, მოწონება [Like] – 42, კომენტარი – 2, გაზიარება – 8.

18-ში და 19-ში დაიდო 3 პოსტი დაბუსტვის გარეშე.

20-ში ჩატარად პირველი ტური.

დაიხარჯა 28,1$ და 430 ლარი მოვიდა 2700 ლიდი.

24-დან 3-4 ივნისამდე FB-ზე იდებოდა 1 ან 2 პოსტი.

27-ში შედეგების გვერდზე დავაყენეთ Facebook Pixel-ი.

SMS-ის საშუალებით ვაცნობეთ 2700 ლიდს შედეგების გამოქვეყნების შესახებ.

SMS-ში გავუგზავნეთ შედეგების ლინკი.

1634 ადამიანი გადავიდა ლინკზე.

აღნიშნული აუდიტორიისთვის 31 მაისს დავდეთ სარეკლამო ვიდეო რგოლი და მათზე დავბუსტეთ 5$-ით. შედეგები იხილეთ ქვემოთ.

საბოლოო მონაცემები

--------

  • კამპანიის ხანგრძლივობა: 3 კვირა
  • სარეკლამო ბიუჯეტი: 530 ლარი
  • საშუალო ჩეკი: 20 ლარი
  • განაცხადი: 2700
  • ტრანზაქცია: 1330
  • შემოსავალი: 27 300 ლარი
  • მოგება: 10 000 ლარი

შეჯამება

--------

ზემოაღნიშნული გეგმის განხორციელების შედეგად მონაწილეების მოსალოდნელ რაოდენობას [რომელსაც ვგეგმავდით მარკეტინგული კამპანიის გარეშე] 200-ით გადავაჭარბეთ, რამაც კომპანიას დამატებით 4000 ლარი შემოსავალი მოუტანა.

ამასთან Facebook Pixel-ის დახმარებით პროგნოზირებადი იყო მომხმარებლების რაოდენობა, რამაც თავიდან აგვაცილა დამატებითი ხარჯი, სულ ცოტა 1700 ლარი, რომელსაც ვერასდროს გავურბოდით [ზედმეტი დამკვირვებელი და მათი ხელფასი, ზედმეტი ტესტი იმის შიშით, რომ არ დაგვკლებოდა, ზედმეტი პასუხების ფურცელი და ა.შ.].

მეგობრობა

--------

“ინტელექტიკა” არის პროფესიონალთა გუნდი, სადაც პატიოსნება, საქმის სიყვარული და კლიენტი [მომავალში მეგობარი], დგას ყველაფერზე მაღლა.

სხვებს ვურჩევდი, რომ პირველ რიგში, დაიჯერონ საკუთარი თავის და შესაძლებლობების, იმოქმედონ დაზარების გარეშე, სწრაფად და გააზრებით, რადგან ყოველივე აღნიშნულის გარეშე არაფერი გამოვა.

თუ თქვენ მზად ხართ იმისთვის, რომ:

◊ იყოთ წარმატებული; 

◊ იყოთ ლიდერი;

◊ გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა;

◊ ისიამოვნოთ საკუთარი საქმიანობით; 

◊ დაზოგოთ დრო და ენერგია…

მაშინ იმეგობრეთ “ინტელექტიკა”-ს გუნდთან. მათგან შეიძენთ ცოდნას იმდენს, რამდენსაც მოერევით 😉

თუ მოგეწონათ დაჩის კეისი, აუცილებლად გააზიარეთ