Lotusi.ge

ონლაინ იოგა და ქოუჩინგი

მარინა კვატაია

მარინა უკვე 20 წელია ცხოვრობს და მოღვაწეობს ბელგიაში. მის ცოცხალ და ონლაინ პროგრამებს გადიან, როგორც ბელგიაში, ასევე, უკვე საქართველოშიც.

  • ქვეყანა: ბელგია
  • ნიშა: ონლაინ იოგა და ქოუჩინგი
  • http://lotusi.ge
  • https://www.facebook.com/LotusiYoga
  • "ინტელექტიკა"-ში გავლილი პროგრამები: MatriX; Profit Strategy; SMM PRO
  • შედეგი: იოგას ჯგუფები ბელგიასა და საქართველოში. საკუთარი სტუდია

ბოლო ერთი წლის მანძილზე მარინამ ბელგიაში შექმნა 3 ქოუჩინგის პროექტი, იოგა-პროექტი სკოლაში, მოახდინა 3 იოგა ჯგუფის ფორმირება და ასევე, საქართველოში ჩაატარა 3 ონლაინ-პროექტი. დღეს ის უამრავ ადამიანს უზიარებს ყოველდღიური სიხარულის შეგრძნებას, რომელსაც იოგა იძლევა და სურს, მაქსიმალურად მეტ ადამიანს დაეხმაროს ტკივილებისა და პრობლემებისგან გათავისუფლებასა და ყოველდღიური სიხარულის შეგრძნებაში.

გზა

------

ჩემი გზა ამ ბიზნესში დაიწყო 4 წლის წინ, როდესაც ურთულესი პერიოდი მქონდა და არ ვიცოდი, საით წავსულიყავი, რა საქმიანობა მომიტანდა თვითრეალიზებასა და სიხარულს. ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად, ჩავერთე თვითგანვითარების ტრენინგში, სადაც აღმოვაჩინე, რომ ქოუჩინგსა და იოგას ჩემთვის ყოველდღიური სიხარულის მონიჭება შეეძლო. იმდენად აღვფრთოვანდი ამ პროცესით, რომ გადავწვიტე, ცხოვრების საქმედ იოგა და ქოუჩინგი ამერჩია და სხვებსაც დავხმარებოდი.

პირველი იმედგაცრუება ბიზნესში

------

ბიზნესის დაწყება ბელგიაში, თანაც ქართველისთვის, მთლად იოლი არ აღმოჩნდა. პირველი ძლიერი იმედგაცრუება მივიღე მაშინ, როცა ჩემ მიერ დაანონსებულ იოგა-ვორქშოფზე მხოლოდ ერთი ადამიანი მოვიდა. მიუხედავად ამისა, არ დავნებდი და მარკეტინგის კურსების გავლა გადავწყვიტე.

"ინტელექტიკა"-ს აღმოჩენა

------

“ინტელექტიკა” აღმოვაჩინე მეგობრის დახმარებით, გავიარე 2 თვიანი პროგრამა Profit Strategy, მოვახდინე ბიზნესის რებრენდინგი და გადავწყვიტე, მიღებული ცოდნა გამომეყენებინა არამხოლოდ ბელგიაში, არამედ საქართველოშიც.

Profit Strategy-ში ჩართვამდე არ მქონდა ცნობადობა საქართველოში, ბელგიაში კი არ მქონდა საკუთარი სტუდია. მქონდა საქმე, მაგრამ არ მქონდა სასურველი შემოსავალი. წარმოდგენა არ მქონდა ონლაინ-მარკეტინგსა და ბიზნესის განვითარების თანამედროვე ინსტრუმენტებზე.  ბოლო თვეების განმავლობაში, მოვახერხე 3 პროექტის ჩაშვება საქართველოში და პარალელურად, ჯგუფების აყვანა ბელგიაში.

რა გაკეთდა?

------

“ინტელექტიკა”-ს დახმარებით შექმნა და შეიფუთა საიტი – lotusi.ge.

ასევე, პროდუქტების ხაზი,, აბსოლუტურად ყველა დასახელების პროდუქტით.

თითოეულ პროდუქტს შევუქმენით თავისი ერთ გვერდიანი საიტი [Landing Page] და დავიწყეთ პოზიციონირება ქართულ ბაზარზე.

სტარტიდან სულ რაღაც 3 თვის განმავლობაში, ჩაუშვით 3 პროექტი საქართველოში.

სტრატეგია იყო შემდეგი: დავიწყეთ სასარგებლო კონტენტის დადება Facebook-ზე. ასევე ავამოქმედეთ ბლოგი.

ბაზრის ერთ კვირიანი გახურებისა და ლიდების გენერირების შემდეგ, დავაანონსეთ პროექტის სტარტი და დაინტერესებული ადამიანებს მიივეცით უფასო წვდომა ინტენსიური კურსის პირველ კვირაზე.

საბოლოო ჯამში, ასე გავყიდეთ 3 პროექტი ორ თვეში. საბოლოო ჯამში, გამომუშავებულმა თანხამ შეადგინა – 3500 ევრო.

საბოლოო მონაცემები

------

  • პერიოდი: 2 თვე
  • სარეკლამო ბიუჯეტი: 200 ევრო
  • საშუალო ჩეკი: 150 ლარი
  • განაცხადი: 344
  • ტრანზაქცია: 75
  • შემოსავალი: 3500 ევრო
  • მოგება: 2800 ევრო

მეგობრობა

------

ყველას ვურჩევდი, რომ მოქმედება დაიწყონ ახლავე. ბიზნესის განვითარება ციფრული მარკეტინგის გარეშე, უკვე პრაქტიკულად, შეუძლებელია. „ინტელექტიკა“-ში არიან პროფესიონალები, ჩემთან აქ ბელგიაში როგორც იტყვიან – Harde mannetjes maar met een hart van goud.. ანუ საქმის მცოდნე ძლიერი ადამიანები რომელთაც ოქროს გული აქვთ 🙂

ინტერვიუ

------

თუ მოგეწონათ დაჩის კეისი, აუცილებლად გააზიარეთ