თუ გსურთ იმუშაოთ პროფესიონალი ლიდერების გუნდში, აკეთოთ საქმე, რომელიც მოგწონთ, გახდეთ ფინანსურად სრულიად თავისუფალი და მოიპოვოთ უდიდესი აღიარება - მაშინ ყურადღებით გაეცანით ამ გვერდს

იდეოლოგიური მენეჯმენტის სისტემა

--------

მოგესალმებით, მე ვარ “ინტელექტიკა”-ს დამფუძნებელი გიორგი თვალაძე.

თუ გიყვართ მუშაობა და გსურთ იყოთ ფინანსურად უზრუნველყოფილი და ამისთვის მზად ხართ თავდადებით იმუშაოთ შედეგზე…  მაშინ “ინტელექტიკა”-ში უკვე გელოდებიან.

უკვე რამდენიმე წელია კომპანია “ინტელექტიკა” ჩემი ხელმძღვანელობით წარმატებულად მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე.ჩვენი პროდუქტებისა და  მომსახურების ხაზი უკვე უამრავ ტრენინგს, დისტანციურ კურსს, ინფოპროდუქტსა და სხვადასხვა სახის საკონსულტაციო მომსახურებას ითვლის.

ჩემი პროექტები, კომერციული ტექსტები, პოსტები, წერილები და მარკეტინგული მასალები არაერთგზის გამხდარა კოპირების ობიექტი – რადგან ისინი წარმოუდგენლად ეფექტურად ასრულებენ თავიანთ საქმეს. უკვე მრავალმა წარმატებულმა და შემდგარმა ადამიანმა ისარგებლა ჩვენი კომპანიის მომსახურებით.

მე უჩვეულოდ კარგად გამომდის კოლექტიური ცნობიერითა და არაცნობიერით მანიპულირება. ზოგს ამის გამო ვძულვარ და არ იღლება ჩემთან ფარული თუ პირდაპირი ბრძოლით. ზოგს კი – ვუყვარვარ და გულმოდგინედ სწავლობს ჩემგან.

და მე, პირადად გეპატიჟები ჩემს გუნდში სამუშაოდ – ოღონდ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკმარისზე მეტად კარგი ხარ.

არანორმალურების გუნდი

პირდაპირ გეტყვი: ჩვენთან მუშაობა ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ მუშაობა. ეს არის ცხოვრების სტილი, განსხვავებული აზროვნება და თანამოაზრეები.

​თითოეული გუნდის წევრი – თავისებურად არანორმალურია. არანორმალური და თავიდან ბოლომდე გატაცებული იმ საქმით, რასაც აკეთებს.

​ჩვენ ძალიან გვიყვარს  მუშაობა, მაგრამ ამას სიამოვნებით ვაკეთებთ, რადგან დაკავებული ვართ იმით, რაც გვიყვარს და კარგად გამოგვდის.

​ჩვენ გვჯერა იმის, რასაც ვაკეთებთ. ჩვენი საქმე – ეს არის ხარისხიანი პროდუქტების შექმნა, რომლებიც ეხმარება ადამიანებს ყოველდღიური პრობლემების გადაჭრაში. ჩვენ ყოველდღიურად ვიღაცის ცხოვრებას ვაქცევთ კიდევ უფრო მარტივად, ცნობიერად, წარმატებულად და ბედნიერად.

კონკრეტულად რას ვაკეთებთ?

თითოეული პოზიცია გუნდში, ასე თუ ისე კავშირშია ჩვენს ძირითად საქმიანობასთან – კურსების, ინფო პროდუქტების, წიგნებისა და პროექტების შექმნა / გაყიდვა.

მაგალითად:

– მხარდაჭერის სამსახური: კლიენტებისა და პოტენციური კლიენტების კითხვებზე პასუხების გაცემა, საორგანიზაციო საკითხების გადაჭრა.

– ტექნიკური განყოფილება: საიტების დამზადება, აუდიო-ვიდეო მონტაჟი.

– მარკეტინგის განყოფილება: ტრაფიკი, ბაზების გაფართოება, რეკლამა, კოპირაიტინგი, გამოკითხვები.

– გაყიდვების განყოფილება: სკრიპტების შექმნა/ადაპტირება, ზარები, ანალიტიკა, სეგმენტაცია, გამყიდველი სისტემების აწყობა, ჩაშვება/კონტროლი/ადაპტირება.

– პიარი: სხვადასხვა პორტალებთან მოლაპარაკება, პოსტების განთავსება. ინტერვიუები. გადაცემები. კონფერენციები…

– ფინანსური განყოფილება.

ამ ყველაფერში ჩვენ ვიხდით – თანაც ადეკვატურად და დროულად. შეფერხებები არ გვაქვს, რადგან, თუ ეჭვი გვეპარება, რომ სტაბილურად ვერ შევძლებთ მისთვის ხელფასის გადახდას, ჩვენ, უბრალოდ არ აგვყავს ახალი თანამშრომელი.

ჩვენი ორიენტირი ხელფასის გადახდასთან დაკავშირებით, უბრალო და მარტივია: გადავუხადოთ მეტი, ვიდრე ის შეძლებს გამოიმუშაოს სხვა სამსახურში.

თუმცა, ჩვენ ძალიან მომთხოვნები ვართ კადრების შერჩევისას. ფულს ვიხდით შედეგში და არა სავარძლის გაოფლიანებაში. ჩვენს გუნდში მოხვედრა ადვილი არაა – “აგვყავს რთულად ვათავისუფლებთ ადვილად”.

მნიშვნელოვანია თანამშრომელი აცნობიერებდეს შემდეგ პრინციპს:

“ხელფასს გიხდის კლიენტი და არა კომპანია!”

იმისათვის, რომ ჩვენი გუნდის სრულფასოვანი წევრი გახდე, საჭიროა გაიარო სტაჟირების კურსი. მაგრამ, თუ გააღწევთ შერჩევის სიტემაში და დაამტკიცებთ, რომ ძლიერი ხართ – მუშაობას დაიწყებთ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე სისტემურ და მოწინავე კომპანიაში.

რით განსხვავდება ``ინტელექტიკა`` სხვა პროექტებისგან?

სამწუხაროდ, საქართველოში ტრენინგ-ცენტრებისა და ქოუჩინგით დაკავებული ორგანიზაციების განვითარების დონე, საბავშვო ბაღის დონეს ვერ სცდება. [დროშა ვერ დაკიდენ].

​უმეტესობას თანამშრომლები ან საერთოდ არ ჰყავს, ან თუ ყავს მინიმალურ ხელფასებს უხდის [იმიტომ რომ უბრალოდ არ აქვთ ფული]. გარდა ამისა, ასეთი პროექტების ნახევარი, დაახლოებით 3-6 თვეში კოტრდება, თანამშრომლები კი ბედის ანაბარა რჩებიან.

​დამიჯერეთ, ეს არაა ცარიელი სიტყვები. ჩვენს პრაქტიკაში გადავკვეთილვართ ბევრ მსგავს ბიზნესთან, როგორც სტაჟიანებთან, ისე… დანარჩენებთან.

ასევე, ჩვენ საავტორო კონტენტსა და პროდუქტს ვქმნით, გვაქვს ჩვენი ტექნოლოგია და “კარაოკე-ტრენერების” მსგავსად არ ვმღერივართ უკვე ნამღერ სიმღერებს.

…და რაც მთავარია, 2018 წლის მეორე ნახევრიდან, “ინტელექტიკა” კვლავ ტრანსფორმირდა და უბრალო, სატრენინგო ფორმატიდან, მედია ჰოლდინგის რელსებზე გადაინაცვლა. ამ ეტაპისთვის “ინტელექტიკა” 5 კომპანიას აერთიანებს.

ჩვენ პრინციპულად განსხვავებულად ვმუშაობთ:

გზა რიგითობიდან მხედართმთავრობისკენ

რით განსხვავდება “ინტელექტიკა” სხვა პროექტებისგან?

ვიხდით გადასახადებს. ჩვენ სერიოზული დამოკიდებულება გვაქვს ჩვენი საქმის მიმართ, ძალიან დიდი ხნით ვართ მოსული ბაზარზე და ვმეგობრობთ კანონთან.

​ვმუშაობთ სისტემურად. ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, დაფუძნებულია სისტემურ მიდგომასა და ბიზნეს-სტრატეგიაზე. კარგად ვერკვევით ფუნქციონალურ სტრუქტურებში, ბიზნეს-პროცესებსა და დასავლური სტანდარტების მენეჯმენტში. ბიზნეს სისტემები ჩვენთვის მხოლოდ ლამაზ თეორიას კი არა, ყოველდღიურ პრაქტიკას წარმოადგენს.

​გვაქვს ძალიან დიდი გამოცდილება. ჩვენს უკან მრავალწლიანი სტაჟია ტრენინგების, სემინარებისა და საინფორმაციო პროდუქტების გაყიდვის თემაში. ვიყენებთ მოწინავე ტექნიკებსა და ტექნოლოგიებს, რომლებიც ბაზრის უდიდეს ნაწილს გაგონილიც კი არ აქვს.

​ვაჯილდოებთ ღირსეულად. ჩვენ არ გვიჭირს საკუთარი გუნდის წევრებისთვის ანაზღაურების გადახდა, რადგან ვმუშაობთ წარმატებულად. ვაფასებთ კარგად გაწეული შრომის შედეგს და ადამიანებს ვაჯილდოვებთ მიღწევების გამო.

რატომაა ``ინტელექტიკა``-ში მუშაობა ძალიან მაგარი?

რამდენიმე მიზეზის გამო:

მილიონიანი გამოცდილება. ის, რასაც თქვენ “ინტელექტიკა”-ში ისწავლით, რთულია იპოვო სადმე. ჩვენს ბიზნეს კურსებშიც კი არ ვიძლევით ყველა “საიდუმლოს”. თქვენ კი საკუთარი თვალით იხილავთ მაღალტექნოლოგიური და სისტემური ბიზნესის შიდა სამზარეულოს. ამის ყიდვა შეუძლებელია – მაგრამ გუნდში მუშაობით გამოცდილებად მიღება სავსებით შესაძლებელია.

მუდმივი განვითარება და სწავლა ჩვენს ხარჯზე. “ინტელექტიკა”-ში თქვენ მოგიწევთ სწავლა. თითოეულ ჩვენს გუნდის წევრს შინაგანად აქვს მოთხოვნილება, რომ მუდმივად განვითარდეს და რაღაც ახალი ისწავლოს.

სიამოვნებით მუშაობა. ჩვენ არ ვაკეთებთ იმას, რაც არ მოგვწონს. გუნდში თითოეულს თვის “ქუდი” ახურავს და თავის საქმეს აკეთებს. ჩვენთან მუშაობით, თქვენ ან სიამოვნებას იღებთ მუშაობით, ან… სხვა ვარიანტი, უბრალოდ, არ არის.

წვლილის შეტანა. ჩვენ ვქმნით და ვავრცელებთ ფასეულობას. ჩვენი საქმის შედეგად სხვა ადამიანების ცხოვრება უკეთესობისაკენ იცვლება – შესაბამისად, თითოეული ჩვენგანისთვის ეს სამყარო კიდევ უფრო სასიამოვნო და მიმზიდველი ხდება საცხოვრებლად.

ჩვენი მიდგომა საქმის მიმართ:

ჩვენ ვერ ვიტანთ ქაოსს. ვართ წესრიგის, სისტემური მიდგომის, ინსტრუქციების, ოპტიმიზაციისა და ბიზნეს-პროცესების ავტომატიზების ფანები.

თუ გიყვართ ხანძრები და მდუღარე ვნებები, თუ სამუშაოდ გჭირდებათ ქაოსი და სტრესი – ჩვენთან არაფერი გესაქმებათ.

სწორად გაგვიგეთ: წესრიგი არ ნიშნავს მუდოობასა და მოწყენილობას. ჩვენ გვიყვარს ხუმრობებიც, ხშირად ვმუშაობთ მხიარულ გარემოში, მაგრამ მას ყოველთვის ჩვენ ვაკონტროლებთ და ვმართავთ.

ჩვენი ბიზნესი ტექნოლოგიურია. მას ვაშენებთ, როგორც სისტემას, მექანიზმს… გაწერილი გვაქვს ინსტრუქციები და მივყვებით მათ, ვიყენებთ სხვადასხვა სერვისებს, ვგიჟდებით ყველაფრის ავტომატიზებაზე.

ვინ ვერ მოხვდება ჩვენს გუნდში?

მოდი, გულწრფელად გეტყვით – მე არ მიყვარს გასაუბრებების ჩატარება. არც ზედმეტი განაცხადები გვჭირდება. ჩვენ მაშინაც ვიღებთ რეზიუმეებს, როცა ვაკანსიები არ გვაქვს.

ამიტომ, მოდი, ახლავე გეტყვით, რა შემთხვევაში არ გვჭირდებით თქვენ:

​თუ ამ გვერდის კითხვისას აზარტში არ შეხვედით, ბოლომდე წაკითხვა დაგეზარათ და ტექსტს დანებდით [სინამდვილეში ის სპეციალურადაა ამ სიგრძე – ლუზეროიდების გასაფილტრად];

​თუ არ გიყვართ მუშაობა. ჩვენ საყვარელი საქმით ვართ დაკავებული, ამიტომ ვმუშაობთ, ვიღებთ შედეგებს და ეს მოგვწონს. თუ არ გიყვართ შრომა და ვერ იღებთ თქვენი შრომის შედეგებისგან სიამოვნებას, არ მოხვიდეთ ჩვენთან.

​თუ ხართ ქაოტური საქმისმოყვარე. თითქოს ძალიან ბევრს მუშაობთ, მაგრამ არაფერი ჩანს, სულ ტყუილად. არ მოხვიდეთ ჩვენთან, რადგან არ ვაფასებთ შრომისმოყვარეობას, როცა ყველაფერი ქაოტურად და ერთიანად კეთდება. ჩვენ ვაფასებთ ადამიანებს, რომლებმაც იციან და უყვართ მუშაობა, სასარგებლო შედეგების მიღწევის გამო და არა „შრომა შრომისთვის“.

​თუ არ შეგიძლიათ შედეგამდე მუშაობა. მიჩვეული ხართ 10.00-18.00 გრაფიკს? ასე საქმე არ გამოვა. საქმე მხოლოდ მაშინაა შესრულებული, როცა კონკრეტული, გაზომვადი და ხელშესახები შედეგი იდება.

​თუ იკარგებით სამუშაო საათებში. მიუწვდომლობა – ტოპების პრივილეგიაა. თქვენ ხელმისაწვდომი უნდა იყოთ მაშინ, როცა საჭირო ხართ. პირადი საქმეები, ინტერნეტის პრობლემები და მშობიარე კუ თქვენი პრობლემაა.

​თუ გავიწყდებათ დასახული ამოცანები. თუ იმდენად დაბნეული ხართ, რომ ვერ იყენებთ ბლოკნოტსა და კალამს – ჩვენ ვერ გასწავლით თვითორგანიზებას.

​თუ შედეგების მიღწევის შემდეგ, ადგილზე იყინებით. ვარსკვლავები ჩვენგან პირველ რიგში იცხრილებიან ხოლმე. ჩვენ ვაფასებთ მათ, ვისაც კარგი შედეგების დადება შეუძლია და ამისთვის ვაჯილდოვებთ კიდეც მათ, მაგრამ თუ პირველი გამარჯვების შემდეგვე ჩაისვრიან, ვემშვიდობებით.

​თუ სვამთ ისეთ კითხვებს, რომლებიც იგუგლება 20 წამში. ჩვენ არ გვცალია ყოველ წამს თქვენს სასწავლებლად. მარტივ კითხვებზე პასუხები გუგლში უნდა იპოვოთ.

​თუ ამოცანების შესრულების შემდეგ, ჩუმად ელით შემდეგ დავალებას. ასე არ გამოვა. თქვენ უნდა გამოიჩინოთ ინიციატივა, მუდმივად გქონდეთ საქმე. ჩართოთ ტვინი და იფიქროთ, კიდევ რა სასარგებლო და საჭირო ამოცანების შესრულება შეგიძლიათ.

ვინ გვჭირდება?

ახლა კი ვისაუბროთ მათზე, ვისაც დიდი ალბათობით, მივიღებთ ჩვენს გუნდში.

​თუ გიყვართ თქვენი საქმე, მუშაობთ სიამოვნებით და კარგი განწყობით.

​ორიენტირებული ხართ შედეგზე, არ აქვს მნიშვნელობა ამისთვის რამდენი წერილის დაწერა, თუ რამდენი ზარის განხორციელება დაგჭირდათ. მთავარია, შედეგები.

​სამუშაო დროს მუდმივად ონლაინ ხართ. არასამუშაოს დროს – ტელეფონზე ხართ ხელმისაწვდომი, სასწრაფო ამოცანების გაჩენის შემთხვევაში.

​თუ რაიმე არ იცით, ჯერ თავად ეძებთ პასუხს და მხოლოდ ამის მერე მიდიხართ ხელმძღვანელთან, თუ კვლავ აქტუალური იქნება ეს.

​ორგანიზებული ხართ და შეგიძლიათ შრომა, თავად გახსოვთ საკუთარი დავალებები და არ გჭირდებათ ყოველ ნაბიჯზე შეხსენება.

​არ არის აუცილებელი საქმეში საუკეთესო იყოთ. თქვენ უბრალოდ, თქვენი საქმე იმაზე კარგად უნდა ასრულოთ, რა დონეზეც დასაქმდით.

​მოდით, ცოტა დონეების შესახებაც ვისაუბროთ…

გზა რიგითობიდან მხედართმთავრობისკენ

რიგითები

დაწყებითი დონის ახალწვეულები: ტექნიკური სპეციალისტები, გაყიდვების მენეჯერები, მხარდაჭერის სამსახური, სოციალური ქსელების მენეჯერები, ნაკად მენეჯერები.

ამ პოზიციაზე მინიმალური უნარებითაც შეგიძლიათ მოხვდეთ – საკმარისია გქონდეთ ნათელი გონება და მზაობა მუშაობისთვის.

​ამ დონეზე, როგორც წესი, შემოსავალი მერყეობს 1000-2000 ლარის რადიუსში [სრული დატვირთვისა და ხარისხიანი მუშაობის შემთხვევაში].

აბსოლუტურად ყველაფერს, რაც ამ დონეზე მოგეთხოვებათ გასწავლით ჩვენ. თუ კარგად გამოიჩენთ თავს – გექნებათ შანსი გადაინაცვლოთ მომდევნო დონეზე.

რაინდები

თავიანთი საქმის სპეციალისტები: კოპირაიტერები, ინტერნეტ-მარკეტოლოგები, დიზაინერები, პროგრამისტები, ფინანსისტები და ა.შ. აქ შეგიძლიათ მოხვდეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკვე გაქვთ შესაბამისი უნარები, ან დაწინაურდეთ და გადმოინაცვლოთ რიგითებიდან.

ამ დონეზე, როგორც წესი, შემოსავალი მერყეობს 2000-დან 3000-მდე [სრული დატვირთვისა და ხარისხიანი მუშაობის შემთხვევაში].

რა თქმა უნდა, ჩვენი ბიზნეს-პროცესების თავისებურებებს გასწავლით, მაგრამ ბაზა [და სასურველია პრაქტიკული გამოცდილება] თქვენ უკვე უნდა გქონდეთ.

მხედართმთავრები

მმართველები, სპეციალისტები მენეჯმენტის, ბიზნეს-პროცესინგისა და ბიზნესის სისტემური განვითარების სპეციალისტები [დირექტორთა საბჭო – გენერალური დირექტორი, კომერციული დირექტორი, აღმასრულებელი დირექტორი, პერსონალის დირექტორი, განვითარების დირექტორი]. ძალიან იშვიათ შემთხვევაშია პირდაპირ აქ მოხვედრა შესაძლებელი. ამისთვის თქვენ უნდა იყოთ ძალიან კარგი… და თანაც არა მხოლოდ პროფესიონალურ, არამედ, პირველ რიგში, პიროვნულ დონეზე. ბევრად რეალურია აქ მოხვედრა რაინდებიდან.

შემოსავლის დონე 3000-დან 10000-მდე [სრული დატვირთვისა და ხარისხიანი მუშაობის შემთხვევაში].

აქ თქვენ ძალიან ბევრი რაღაც უნდა შეგეძლოთ თავად და მზად იყოთ უწყვეტი სწავლისა და განვითარებისთვის. თქვენ უნდა იყოთ დამოუკიდებელი, რათა შეგეძლოთ სხვების მართვა და არ იყოთ, უბრალოდ, შემსრულებელი.

ვაკანსიები

ჩვენ უკვე ვართ ძლიერი და ერთ მუშტად შეკრული გუნდი და იშვიათად აგვყავს ახალი ადამიანები, მაგრამ თუ თქვენ ძალიან მაგარი და გამორჩეულად ადეკვატური ხართ – ადგილი თქვენთვის აუცილებლად მოიძებნება.

ეს კი ვაკანტური პოზიციები “ინტელექტიკა”-ში:

კლიენტების ბედნიერების მენეჯერი

«ჯადოსნური ფერია», რომელიც ეხმარება ჩვენს კლიენტებს.

ძალიან უყვარს ადამიანები და 24/7 ხაზზეა. წერს გამართულად და შეუძლია საკუთარი აზრების გადმოცემა ტექსტის მეშვეობით. წარმოუდგენლად კეთილია, უყვარს ადამიანებზე ზრუნვა და ურთიერთობა. გადაწყვიტა გახდეს ინტელექტიკას მხარდაჭერის სამსახურის მენეჯერი, რადგან ისედაც დიდ დროს ატარებდა ადამიანებთან ინტერნეტით ურთიერთობაში, ჰოდა იფიქრა: არ ჯობია ვაკეთო იგივე უფრო ხარისხიანად და ამაში ფულიც ავიღო?

ტექნიკური სპეციალისტი

პროგრამები და საიტები უსიტყვოდ ემორჩილებიან მას.

ძალიან უყვარს კოდებში, პროგრამებში და ინტერნეტ-სერვისებში ძრომიალი. ის ამ საქმისთვისაა დაბადებული. სწრაფად ითვისებს ახალ სისტემებს. ტექნიკური პრობლემები მისთვის საინტერესო თამაშია. გადაწყვიტა გახდეს ტექნიკური სპეციალისტი და იმის კეთებით, რაც ძალიან უყვარს გამოიმუშაოს ბევრი ფული.

ტრაფიკ-მენეჯერი

მისი დევიზია: ტრაფიკი ტონობით, ხელმომწერები პაჩკობით.

ჩვენს რესურსებზე შემოყავს ასი ათასობით ვიზიტორი, ბაზებში კი ათი ათასობით ხელმომწერი. ეძებს და პოულობს ადგილებს სადაც არის „კლიოვი“, სრულყობს „ჭიაყელებს“ და სწრაფად ტესტავს ადგილებს სადაც დიდი და ხარისხიანი „თევზი“ მოდის.

ინიციატივიანი და ინოვაციურია, მუდმივად ეძებს ახალ არხებს რეკლამის განთავსებისა და ახალი კლიენტების მოზიდვისთვის.

გაყიდვების მენეჯერი

იდუმალებით მოცული სუპერ-გამყიდველი.

დაკავებულია ყველაფრით, რაც უკავშირდება გაყიდვებს: სატელეფონო გაყიდვები, პროაქტიური გაყიდვები, სცენიდან გაყიდვები, ვებინარებზე გაყიდვები…

გულმოდგინეთ სწავლობს ინტერნეტ-მარკეტინგისა და გაყიდვების მონუსკრიპტებს. უყვარს და შეუძლია ბევრი მუშაობა. მუდმივად აგროვებს და ირგებს გამყიდველ სკრიპტებს, ალგორითმებს, ამზადებს დარწმუნების საიდუმლო ინგრედიენტებს.

კოპირაიტერი

მილიონ დოლარიანი პროფესია!

ძალიან უყვარს წერა, ადამიანების მოტივირება და ფული. სიტყვის დიდოსტატია. შეუძლია ისე დაალაგოს სიტყვები, რომ უეცრად რომელიღაც ღმერთის მიერ მივიწყებულ მაღაზიაში რიგი დააყენოს. ძალიან უყვარს კომპანიაში ყველას, მაგრამ განსაკუთრებით – გაყიდვების განყოფილებას, რადგან, როგორც წესი, მისი დაწერილი ტექსტების შემდეგ ზარები არ წყდება.

როგორ გავხდე ``ინტელექტიკა``-ს გუნდის წევრი?

პირველ რიგში, მინდა კარგად გააცნობიეროთ, რომ ჩვენ მაშინაც კი ვიღებთ განაცხადებს, როცა აქტიურად არ ვართ დაკავებული რეკრუტირებით. ასე რომ – იყავით მზად ლოდინისთვის. თუ დიდი ხანი არ გპასუხობთ – შესაძლოა სხვა კანდიდატებსაც განვიხილავთ, ან უბრალოდ ვამზადებთ ინფრასტრუქტურას თქვენი მიღებისთვის.

3 ნაბიჯი

1. აირჩიეთ ვაკანსია ქვემოთ მოცემული სიიდან

კლიენტების ბედნიერების მენეჯერი

მუშაობა დისტანციურად [სურვილის შემთხვევაში, ოფისში], სრული დატვირთვა – 700-1200 ლარი / თვეში

ტექნიკური სპეციალისტი

მუშაობა ოფისში, სრული დატვირთვა – 1500-7000 ლარი / თვეში

ტრაფიკ-მენეჯერი

მუშაობა დისტანციურად [სურვილის შემთხვევაში, ოფისში], სრული დატვირთვა – ანაზღაურება – ღირსეულზე მაღალი. განვმარტავ:

Lead, ROI, CPA, CPC, CPM, pixel list, კონვერსია, რეტარგეტინგი , ლენდინგი, ვარიაციული მარკეტინგული ძაბრი, რემარკეტინგი, ლიდ-მაგნიტი, ფრონტ & ბექ პროდუქტები, Adwords, MGid, Direct, ძაბრის უკუგების საშუალო დრო…

თუ ეს ტერმინები სავსეა თქვენთვის საზრისით და არ წარმოადგენს გაუგებარი ან ჭკვიანი სიტყვების ერთობლიობას, ჩვენ მზად ვართ მოგისმინოთ. გაიარეთ რეგსტრაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით.

გაყიდვების მენეჯერი

მუშაობა ოფისში, სრული დატვირთვა – % ლარი / თვეში

კოპირაიტერი

მუშაობა დისტანციურად [სურვილის შემთხვევაში, ოფისში], სრული დატვირთვა – 700-2500 ლარი / თვეში

თუ ჩემპიონი ხართ, მაგრამ პირდაპირ არ ერგებით ზემოთ ჩამოთვლილ ვაკანსიებს – მოგვწერეთ და დაგვისაბუთეთ, თქვენი აზრით როგორ შეგიძლიათ იყოთ ჩვენთვის სასარგებლო.

2. გამოაგზავნეთ განაცხადი

გამოგვიგზავნეთ განაცხადი მისამართზე: inteleqtika@gmail.com სათაურით: “ვაკანსია #1”.

ვაკანსიის აუცილებელი მოთხოვნები:

– სახელი, მამის სახელი, გვარი.
– განათლება;
– მუდმივი საცხოვრებელი;
– ბმული თქვენს პირად პროფილზე Facebook-ში [კარგი იქნება თუ თქვენი ფოტო გეყენებათ და სახელი და გვარი ეწერება სრულად – ეს სერიოზულობის მანიშნებელია].
– სამუშაო გამოცდილება: სად მუშაობდით, რა ფუნქციებს ასრულებდით, რა თანამდებობაზე, რა შედეგების მიღწევა შეძელით?
– საკონტაქტო მონაცემები: e-mail, მობ. ტელეფონი.
– რატომ გინდათ ჩვენთან მუშაობა?
– რატომ უნდა აგიყვანოთ სწორედ თქვენ და არა თედო?
– ქვევით მოცემულ ხელმოწერის ფორმაში, გაიარეთ რეგისტრაცია და ჩვენი მენეჯერი დაგიკავშირდებათ.

3. გაიარეთ გასაუბრება

ქვევით მოცემულ ხელმოწერის ფორმაში, გაიარეთ რეგისტრაცია და ჩვენი მენეჯერი დაგიკავშირდებათ. განაცხადის შევსებისა და დარეგისტრირების შემდეგ, ჩვენი მენეჯერი დაგიკავშირდებათ და დაგიბარებთ გასაუბრებაზე, თუ ჩვენი HR დაადასტურებს თქვენს განაცხადს.

ღირსეულად გაიარეთ ეს სამი ნაბიჯი და სიხარულით აგიყვანთ ბორტზე.